ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონში საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მე-3 გამარჯვება იზეიმა. ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა გუნდმა ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრები 83:66 დაამარცხა და D ჯგუფში უნგრეთთან ერთად ლიდერობს.

ჩვენს ნაკრებს გამარჯვების მოპოვება არ გასჭირვებია. ლიდერობა თავიდანვე მოიპოვა და თამაშის ბოლომდე მეტოქე ახლოს აღარ გაიკარა. ეს პირველ რიგში გუნდური თამაშისა და გონივრული ტაქტიკის შედეგია.

ჩვენი ნაკრები ერთნაირი წარმატებით თამაშობდა როგორც პერიმეტრზე, ისე სამწამიან ზონაში. მათე ხატიაშვილისა და მათე ყავლაშვილის ტანდემი ტურნირზე ყველაზე სახიფათოა, რადგან პირველი მატჩის დირიჟორია, მეორე კი სამქულიანების მანქანა. ხატიაშვილმა ამჯერად 10 პასი მიითვალა, ყავლაშვილმა კი 21 ქულა (4 სამქულიანი).

საქართველოს ნაკრებში საუკეთესო მექულეები გახდნენ: მათე ყავლაშვილი - 21 ქულა (4 სამქულიანი), დავით ფაჩულია - 17 ქულა (5 მოხსნა), ილია ქურდაძე - 10 ქულა (6 მოხსნა, 4 დაფარება) და გიორგი დოხნაძე - 9 ქულა (8 მოხსნა).

საქართველომ ამ მოგებით მეოთხედფინალის საგზური გაინაღდა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, ჯგუფიდან პირველი ადგილით გავა, თუ მეორეთი. ეს ბოლო ტურში გადაწყდება, როცა ჩვენი გუნდი 3-დან 3 მოგების მქონე უნგრეთს დაუპირისპირდება. უნგრელებმა დღეს შვედეთი გაანადგურეს.

ბოლო ტურის შეხვედრა, საქართველოსა და უნგრეთს შორის 29 ივლისს, 20:00 საათზე გაიმართება.

GBF.GE

ა-ლიგას
შენ კომენტარებზე გულს როგორ გავიტეხავ.ისე აქ რასაც წერ ყველაფერს სხვასთან ათანხმებ.თან ჩემ აზრზე ვრჩებიო რო გკითხოს კაცმა.
შენი აზრი?
აზრი კიარა მიმართვა ისწავლე და ზრდილობა.მარტო კალათბურთის ცოდნით შორს ვერ წახვალ.
ა - ლიგა
არავის დასამცირებლად არ დამიწერია არაფერი და სპორტზე არაა მარტო ეგ კომენტარი, თანაც იგივე აზრზე ვრჩები მაინც. მაგრამ აწი გავითვალისწინებ და შეგითანხმებ ხოლმე კომენტარს წინასწარ - გული არ გაიტეხო! 😁😁
ა - ლიგა
არავის დასამცირებელად ა
ა-ლიგას
ფორუმებზე რას წერენ არვიციო თუ არ იცი და არ გაინტერესებს რაღას აკომენტარებ კალათბურთისგან კიარა საერთოდ სპორტისგანაც შორსახარ გეტყობა და სხვის დასამცირებლად შემოდი.არადა პირიქით გამოგივიდა.
ა-ლიგა
ესენი ბ ლიგას თამაშობენ და ჯერ ა ლიგაში გადასვლა უნდა მოახერხონ, ეგ არი მთავარი!
ა - ლიგა
ფორუმზე რას წერენ არ ვიცი მარა ფაჩულიებს გზას უღობავდა ვინმე ქართული კალათბურთშიო რომ დაწერო ძაან შორს უნდა იყო ქართული კალათბურთიდან კი არა საქართველოს რეალობიდან ნაღდად 😁😁 წარმატებები ბიჭებს და ვინმემ უთხრას რომ კალათბურთი გუნდური სპორტია ძმებო!
გულშემატკივარი
არ არის ცუდი ბიჭი კარგად მოძრაობს მაგრამ არაგუნდური მოთამაშეა და სამიანს ისვრის 25 პროცენტით. ნაკრებამდე ჯერ ბევრი აქვს სასწავლი მაგასაც და სხვებსაც. კარგი ისაა რომ კარგი ბიჭები არიან შეკრებილი და იმედია შეუბერავენ ბოლომდე.
ბუ
19 ნომერი დიდ კალათბურთს ითამაშებს. ჯობს მალე გამოიძახონ ნაკრებში. 2-3 წელიწადში ძირითადი 2 ნომერი იქნება
ვაგლახ
ხალხო, მე ისე მესმის, რომ ჩვენს რეგიონში ისტორიულად ერთადერთი ხალხი ვართ ვინც კალათბურთს თამაშობს. ამის მიმეზი ის კი არ არის, რომ ძალიან მაღალი ხალხი ვართ, უბრალოდ 1950-1960 წლებში კალათბურთი ტექნიკურ ხალხს მოიცავდა და მაშინ გავილაღეთ, და ინერციით მოვდივართ. პლიუს, ვინაიდან ყველა ხეობას ტავისი გენეტიკა აქვს, სუფთა გეოგრაფიულად, რაღაც ადგილებში გვყავს მაღალი ხალხი. მონტენეგროც ეგრეა, არაფერი სასწაული ამაში არ არის. მოკლედ იმისი თქმა მინდა, რომ მამა-შვილი შენგელიები, ... არ არის შემთხვ ევითი და არ მგონია დიდი არჩევანი გვქონდეს უახლოეს მომავალში. რა დააშავა ზაზამ არ ვიცი, პრამპთან მისასვლელად რომ იყენებენ, ეგ ვიცი, კალათბურთს არ ეხება, მაგრამ ისიც გასათვალისეინებელია, რომ არჩევანი გვაქვს ძალიან მწირი.
??-ს
რა ვერ გაიგე ჯიგარო? ნაწერიდან აზრი თუვერ გამოგაქ ეგ შენი პრობლემაა.ან მეტი ცოდნა რაღა გინდათ საიტი თბილისი ფორუმი, კალათბურთის თემაში შეხვალდა ნახავ იქ ამ თემას.თუ მართლა ორი კითხვის ნიშანი არახარ.

გაიგეთ რამე?აზრი ვერ გამოვიტანე,რისი თქმა უნდა ამ ადამიანს იქნებ მითარგმნოთ.
ehhh
თუ რამე იცით საინტერესო, სჯობს ახლავე ვთქვატ. სანამ ძიუდოს მსგავსად ტავზე არ დაგვეხურება, და მსოფლიო ჩემპიონების გასაპროტესტებელი არ გახდება ...
ვინც
ფაჩულიებს ნაკრებისკენ გზას უღობავდა არცერთი ნაკრებს და კალათბურს ზოგადად არუნდა გააკარო თბილისი ფორუმზე სპორტის განყოფილებაში არჩევდენ ამ ბავშვების საქმეს კლანის მომხრეები და იმას ამტკიცებდნენ მამამისის სახელს ამოფარებული უნდათ ნაკრებში თამაშიო რისი საშუალებაც ცინცაძემ არმიცაო და აღფრთოვანებული იყვნენ ამით კიდე სხვა რამეებითაც.ესეთი სუბიექტები კლავენ ქართულ კალათბურთს.თან კაი ბიჭობენ კიდეც დესერტად.ბიჭებს კიდე ვულოცავ კარგ თამაშს და მოგებას.
18-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო | მებრძოლ ჭკადუას 11 სამქულიანი
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
მარცხი თურქეთთან: საქართველოს მეტოქე ისრაელია
ფევაძის საუკეთესო მატჩი და კორსანტიას ზედიზედ მე-4 გამარჯვება ესპანეთის Primera Feb-ში
"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ვოლფსბურგთან" წააგო
"ბრენტფორდთან" მატჩში ირაოლამ სასტარტოში მაინც ალისონი დააყენა
"გული ძალიან მატკინეს" - ერერამ "მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
ფრანგულმა კლუბმა სექსისტური სკანდალის ფონზე სპორტული დირექტორი გაათავისუფლა
"ახლა ჩემი პრიორიტეტი მეუღლე და შვილებია" - კარვახალმა "ხეტაფეში" გადასვლის მიზეზი განმარტა
[PHOTO] მამარდაშვილი დღეს ძირითადიდან დაიწყებს? - ქართველის გამოქვეყნებულმა ფოტომ "ლივერპულის" ფანებში დისკუსია გამოიწვია
მუდმივი როტაცია და ლიდერების დასვენება - ენრიკეს ჟურნალისტებთან ამ თემაზე საუბარი მოუწია
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
კვერნაძეს გატანილი არ ჩაუთვალეს, არც პენალტი დაუნიშნეს - "ფროზინონემ" "სასუოლოს" მოუგო
ლოჩოშვილის "კიოლნი" "აინტრახტთან" დამარცხდა
იეგოიანის "ექსელსიორმა" ისევ წააგო
ქვილითაია შეცვლაზე შევიდა - "ჰოლშტაინი" "ჰერტას" ფრედ ეთამაშა
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ლუკა ცირეკიძე მოსამზადებელ ეტაპსა და მომავალ შეხვედრაზე
პსჟ მზადაა "ბარსელონას" მცველში 70 მილიონზე მეტი გადაიხადოს
22 წლის მცველი "ბარსელონას" დატოვებას აპირებს
ხვიჩა-ფერანი ერთდოულად - "მამარდას" მოლოდინი და სხვა მატჩები
სალაჰმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა
საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა უკრაინას სძლია და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაიტოვა
საქართველოს U18 ნაკრები ირლანდიასთან ბრძოლაში დამარცხდა
საქართველოს U18 ნაკრებმა A დივიზიონის წევრი გერმანია ლატვიაში დაამარცხა
საქართველოს U18 ნაკრებმა შვედეთიც დაამარცხა და ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდა
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში საასპარეზოდ ხორვატიაში გაემგზავრა