დღეს, 19 ივლისს, მბომბელაში, „მბომბელა სთეიდიუმზე“ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მოქმედ და ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონს, სამხრეთ აფრიკის ნაკრებს ესტუმრა და მოსალოდნელი ანგარიშით დამარცხდა.

სამხრეთ აფრიკა 55-10 საქართველო

ლელოები: 8, ვენტერი; 13, 32, მარნუს ვან დერ მერვე; 18, მუდი; 47, 73, ედვილ ვან დერ მერვე; 56, უილემსე; 79, არენდსე -- 3, კარკაძე

გარდასახვა: ფაინბერგ-მნგომეზულუ (1/5), პოლარდი (3/3) -- მატკავა (1/1)

ჯარიმები: მატკავა (1/1)

პირველივე წუთებზე საქართველოს ნაკრებმა ტერიტორიული უპირატესობის მოპოვება და ჯარიმის გამომუშავება მოახერხა, რაც ჩვენს მიერ მეტოქის 5-მეტრიან ზონაში აგებული მოლიდან ვანო კარკაძის მიერ დადებული ლელოთი დასრულდა. ლუკა მატკავამ არც ისე კომფორტული პოზიციიდან ლელო გარდასახა. ამის შემდეგ სამხრეთ აფრიკამ შემოგვიტია. ჩვენი მხრიდან მცირე ტექნიკური შეცდომები იყო, რითაც ისარგებლეს და მეცხრე წუთზე დაგვალელოვეს, მათმა ათიანმა კი, გასაკვირად, ხელსაყრელი პოზიციიდან დარტყმული ბურთი ძელს გაარტყა. მიუხედავად ამისა, ხუთიოდე წუთში მასპინძლებმა მეორე ლელო მიითვალეს და წინ 3 ქულის სხვაობით გაიჭრნენ. ამ ორი გაშვებული ლელოს შემდეგ თამაშის განახლებისთანავე მოვახერხეთ შეტევაში წასვლა, მარჯვენა ფრთაზე გატანილი ბურთის შემდეგ დავით ნინიაშვილს აკაკი ტაბუცაძისთვის პასის გაკეთება მართებდა, მაგრამ ლელოზე თავად წავიდა და ცოტა ხანში ბურთიც დავკარგეთ... ამის მერე "ქურციკებმა" ელვის სისწრაფით ხელდახელ ულამაზესი შეტევა ააგეს, მათ კი წინააღმდეგობა უბრალოდ ვერ გავუწიეთ. 28-ე წუთზე აფრიკელთა ნახევარზე გამომუშავებული ჯარიმა 3 ქულად ვაქციეთ. ამ მომენტიდან მალევე საკუთარ შერკინებაში დავჯარიმდით და მარნუს ვან დერ მერვემ დუბლი შეასრულა. ტაიმის ბოლოს აფრიკელები ისევ უტევდნენ და მიუხედავად იმისა, რომ უქულოდ გამოვიდნენ, საკუთარ შერკინებაში "ბორჯღალოსნები" ორჯერ დაჯარიმდნენ, ეს კი ნამდვილად უნდა აღინიშნოს...

მეორე ნახევრის დასაწყისში სამხრეთ აფრიკამ კიდევ ერთხელ დაგვალელოვა. დროის გასვლასთან ერთად ორივე გუნდმა ახალი ძალები ჩართო თამაშში, მაგრამ არც დინამიკა შეცვლილა და არც მდგომარეობა, მხოლოდ ანგარიში - 56-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა უილემსემ თავი ლელოთი გამოიჩინა. 73-ე წუთზე ედვილ ვან დერ მერვემ ფაფ დე კლერკის ულამაზესი გადაკიდების შემდეგ დუბლი გაიფორმა. შეხვედრის ბოლოს მასპინძლებმა ორი ლამაზი კომბინაცია დაამუშავეს, რომელთანაგაც ერთი არენდსეს ლელოთი დასრულდა, მეორე კი - ანდრე პოლარდის. ვერ ვიტყვით, რომ ეს ყველაფერი მოულოდნელი იყო, მაგრამ რიგ მომენტებში ისე ვცდებოდით, რომ როგორც იმ შეცდომებისგან, ასევე ტექნიკური წუნის შემდეგ გაშვებული ქულებისგან თავის არიდება მარტივად შეიძლებოდა.

შემადგენლობები:

საქართველო - შერკინება - 1. გიორგი ახალაძე (კლერმონი), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი), 4. ირაკლი ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი), 6. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი) - ხაზი - 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა), 10. ლუკა მატკავა (კასტრი), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), 12. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი)

სათადარიგო: 16. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი), 17. გიორგი თეთრაშვილი (მონტობანი), 18. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 19. დემურ ეფრემიძე (შავი ლომი), 20. სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი), 21. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი), 22. თედო აბჟანდაძე (ორიაკი), 23. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი)

მთავარი მწვრთნელი: რიჩარდ ქოქრილი (ინგლისი)

სამხრეთ აფრიკა - შერკინება - 1. ვენდერი, 2. მარნუს ვან დერ მერვე, 3. ფუში, 4. ეცებეტი, 5. ნორტიე, 6. კოლისი (კაპ.), 7. დუ ტოი, 8. ვისი - ხაზი - 9. უილიამსი, 10. ფაინბერგ-მნგომეზულუ, 11. არენდსე, 12. დე ალენდი, 13. მუდი, 14. ედვილ ვან დერ მერვე, 15. ფასი

სათადარიგო: 16. მბონამბი, 17. დუ ტოი, 18. კოხი, 19. სნიმანი, 20. სმიტი, 21. დე კლერკი, 22. პოლარდი, 23. უილემსე

მთავარი მწვრთნელი: რასი ერასმუსი (სამხრეთ აფრიკა)

ზურა
ჩამოვიყვანოთ სამხრეთ აფრიკის გუნდი ლანჩხუთში და შუხუთში ვათამაშოთ ლელო ბურთი თუ მაგრები არიან.რომ ჩაგვიყვანეს სამყაროს ბოლოში

საკუთარ თავს,ჭეშმარიტ ქომაგს უწოდებ?!ღმერთმა ყველას აშოროს,შენისთანა ქომაგი,გამარჯვებულთან შენ სუფრაზე რომ იჯგიმება და დამარცხებულს წიხლს მოგაყოლებს.
S.K.K.
რა გინდათ, ამაზე მეტს მოველოდით? ეს არის განსხვავება ჩვენსა და მსოფლიოს უძლიერეს გუნდს შორის. მათ რომ დავეწიოთ მუდმივი პროგრესი გვჭირდება 15-20 წლის მანძილზე (იმ პირობით რომ ისინი არ განვითარდებიან). და რა, აღარ ვითამაშოთ? ამ ლოგიკით მსოფლიოში 10 გუნდზე მეტი არ უნდა თამაშობდეს, ძალიან კასტური სპორტია. წარმატებები აუცილებლად იქნება, დღეს კი ჩვენ ახალგაზრდებს ვუსურვოთ წარმატება შოტლანდიასთან!
შერეკილი
გაუქმდეს რაგბი (საქართველოში)
ბოროტი ბეჰემოტი
წადით ბიძიკოებო სახლში, წადით! დამთავრებულია აწი თქვენი ამბიციები დიდ გუნდებთან თამაშის და მით უფრო გატოლების კუთხით. ისედაც და ასედაც, ამიერიდან მხოლოდ 4 წელიწადში ერთხელ გექნებათ ეგ ბედნიერება, რადგან 2023 წელს მსოფლიო თასზე თქვენმა უბადრუკმა გამოსვლამ წერტილი დაუსვა ქართული რაგბის წინსვლა-განვითარებას. არადა, 2022 წელს იტალიისა და უელსის დამარცხებამ დროებითი ილუზიები შეუქმნა ხალხს ჩვენი რაგბის ელიტაში შესვლასთან დაკავშირებით. ახლა კი რა? აწი ითამაშეთ "რაგბი ევროპა"-ზე და იხარეთ იქ გერმანია-ბელგია-რუმინეთის ძლევით და ესპანეთი-პორტუგალიის (ეს ორი უკვე საეჭვოა) დამარცხებებით. რაგბის კავშირო: აბა, თქვენ იცით, მაგათთან მატჩებზეც დაადეთ მაღალი ფასები - ჰოდა, იარონ და გიქომაგონ მათ, ვისაც ირლანდიასთან და მისნაირებთან ნაჩვენებ უსახურ თამაშში 50-100 ლარს ახდევინებთ (ასეთების რიცხვიც მცირდება თანდათან). ჩვენ კი, ვინც ჭეშმარიტი ქომაგები ვართ და მაღალი მიღწევები გვსურს, ვივლით ფეხბურთზე! აი ასეთია "შიშველი" სიმართლე და ახლა გინდა დამადისლაიქეთ და გინდაც მაგინეთ, სინამდვილე მწარეა...
გიგი
არ ცხვენიათ ეს არის რაგბში მაგრები ვართო საცოდაობა იყო ამის ყურება
jjjjjj
ყველაზე არასანახაობრივი სპორტია საბნძეტია
Levan
ძალიან ბევრი შეცდომა 9 ნომერის თამაშში ფეხით ბურთის ამოტანისას, არც ხელით თამაში გამოსდის კარგად და სანამ ხელით გამოიტანს ბურთს ძალიან აყოვნებს, ეს არ ეხება მარტო ამ თამაშს, მინიმუმ ორი ლელო მისი ცუდი თამაშით არის გამოწვეული.
Gio
ბურთს ჰაერში ვერ იჭერენ.აუტს ვერ უწოდებენ. მოლში აგებენ. ფეხით ბურთი ვერ გამოაქვთ. ერთი შერკინება იყო ძლიერი მხარე და იქაც უკან-უკან წავედით. რაგბი მეტი კი არაფერია. სირცხვილით 6 ერი როგორ უნდა მოითხოვო.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში რაგბი ისეთი პოპულარულია,რომ აპარტეიდი რომ აპარტეიდია,ისიც კი,პირველ რიგში,სწორედ რაგბიში დაამარცხეს,ამის საშუალებით,მსოფლიოს ჩემპიონებიც გახდნენ და მთელი აფრიკა,თეთრიც და შავიც ერთად ზეიმობდა ამ გამარჯვებას.რაგბი,სწორედაც ჩვენი თამაშია და ეს მატჩიც სწორედ ამისი დადასტურება იყო.ჩვენზე გაცილებით ძლიერები,გამძლეები,სწრაფები,ტექნიკურები იყვნენ,მსოფლიოს ჩემპიონებს ვეთამაშებოდით,იმ ნაკრებით,რომლის ხერხემალიც შავი ლომის წევრები არიან და რომელსაც წელიწადში სულ რამდენიმე თამაში უწევთ და ისიც საკმაოდ დაბალ დონეზე.მიუხედავად ამისა,უკვე გასულ დროზე,არ ვიკადრეთ და ბურთი აუტში არ გადავაგდეთ,თავი აღარ გვქონდა,მაგრამ მაინც ბურთი თამაშში დავტოვეთ და მიუხედავად იმისა,რომ საბოლოოდ ლელო მივიღეთ,ჩვენი სურვილით მათთან ბრძოლაზე უარი მაინც არ გვითქვამს.ეს ნიშნავს,რომ დავმარცხდით,მაგრამ არ გავტყდით.სწორედ ამიტომაა ჩვენი თამაში,რაგბი.კიდევ წავაგებთ,მაგრამ ვიბრძვით და ვიბრძოლებთ.რაც ხშირად შეგვახვედრებენ,მით სწრაფად გავიზრდებით და ოდესმე დავამარცხებთ კიდეც.მგონი სწორედ ეს რომ არ უნდათ,ამიტომაა რომ 6 ერის რიგებს ახლოს არ გაგვაკარებენ და სწრაფი განვითარების საშუალებას გვართმევენ.აქ ჩვენი დანაშაული არ არსებობს.ეს მათი დანაშაულია!ჩვენ უკვე კოლონიად გვთვლიან და თუ მათ დამარცხებას დავიწყებთ,ეს ჩვენში ეროვნული სიამაყის და ღირსების გრძნობის მატებას გამოიწვევს.მეტროპოლიისათვის ეს საშიშია და სანამ შეეძლებათ,ამას არ დაუშვებენ.ეს საკმაოდ დიდი ფინანსური შემოსავლებიც არის და არც ეს ემეტებათ ჩვენთვის,რადგან ჩვენ უფრო მეტს მივიღებთ,ვიდრე დავხარჯავთ და არც ამას დაუშვებენ.არც მალავენ,რომ სწორედ საქართველოს სიღარიბის გამო არ გვიღებენ 6 ერში.
გიგო პაპა
დონით გვაჯობეს, თითქოს დაპროგრამებული გუნდია და ურთიერთშეთანხმებული თამაში ავტომატიზმამდე ყავთ აყვანილი. მხოლოდ დიდი შრომით და ვარჯიშით მივაღწევთ ასეთ დონეს. ერთი დადებითი მაინც მომხვდა თვალში. აუტებს აღარ ვკარგავთ იმდენს, როგორც აქამდე ვკარგავდით, ეტყობათ ამ კომპონენტზე მუშაობა. სასურველია ლობჟანიძემ სწრაფად გამოიტანოს ხოლმე ბურთი. ძალიან ბევრს ფიქრობს და გაჰყავს დრო.
დურუ
ბოლო წლებში მე არ მახსოვს ჩვენი ნაკრების ამდენი შეცდომა: ლობჟანიძე, ნინიაშვილი, თოდუა და სხვები. საერთოდ ნაკრების დონე უკან წავიდა, რეგრესი აშკარაა, მაგრამ არც მწვრთნელის ხელი ეტყობათ.
პეტუხი კრიშტიანუ
ერთი შავდათუაშვილია ძიუდოში შეუცვლელი და მეორე თოდუა,რა დროს 40 წელს მიტანებული კაცის თამაშია,ისიც ფრთად!

აფრიკელების მესამე ლელო მართლაც ძალიან ლამაზი კომბინაციით გაიტანეს და მიუხედავად იმისა რომ თითქმის დარწმუნებული ვარ,წინ პასში,მისი გაუქმება საცოდაობა იქნებოდა.ორჯერ შეგვეძლო ჯარიმიდან ქულების ამოღება,მაგრამ ლელოებზე ვითამაშეთ და ესეც გასაგებია.როცა უიმედოდ აგებ,სამ ქულას დიდი აზრი აღარ აქვს,ლელო კი,სულ სხვაა.ბოლო წუთებზე არეული თამაში წავიდა და მიუხედავად იმისა,რომ დრო გასული იყო,რამდენჯერმე ბურთის აუტში გადაგდება შეგვეძლო და არ გადავაგდეთ.ამით უკანასკნელ ლელოს და 7 ქულას ავირიდებდით.ბიჭები დაღლილობისგან უკვე ვარაუდითღა დარბოდნენ და თვალებში ვეღარ იყურებოდნენ,გარედან ცხადად ჩანდა,რომ ლელოს დამდებნი აღარ ვიყავით,მაგრამ არც ის უნდოდათ,ასეთ ანგარიშზე თვითონ დაემთავრებინათ თამაში.ესეც გასაგებია,თუმცა ფაქტია,რომ ამის გამო კიდევ ერთი ლელო მივიღეთ.თამაში მომეწონა,ვიბრძოლეთ რამდენიც შეგვეძლო და სასაყვედურო არაფერი გვაქვს.შეცდომები გვქონდა,აზროვნების,მოძრაობის,რეაქციის სიჩქარეებში მათი უპირატესობა საგრძნობი იყო,ფეხით თამაშშიც ასევე და სწორედ ეს არის კლასში სხვაობა.ახლა უნდა დასხდნენ ჩვენი ბიჭები,უყურონ ვიდეოჩანაწერს და საკუთარი თვალით უყურონ,თვითონ როგორ თამაშობდნენ და იგივეს როგორ აკეთებდა უძლიერესი მეტოქე.მათ დონეზე ვერ ავალთ,მაგრამ რაღაცების სწავლა და გამეორება ნამდვილად შეგვიძლია.საერთოდაც უძლიერეს მეტოქეებთან თამაშები იმიტომ გვინდა,რომ განვვითარდეთ,აფრიკა კი,მსოფლიოს უძლიერესი ნაკრებია და ამაზე უკეთეს გაკვეთილს ვერავინ ჩაგვიტარებდა.მთავარია ვისწავლოთ.
შაქრო პაპა
თოდუა იყო უსუსტესი. ტაბუცაძემ და ლობჟანიძემაც არეულად ითამაშეს. განსხვავება იყო როგორც ცა და დედამიწა. არაა რაგბი ჩვენი თამაში, მოვრჩეთ ილუზიებში და ლოზუნგებით ცხოვრებას. მხოლოდ მეტი დისციპლინა, ვარჯიში და ძლიერ ევროპულ გუნდებში თამაში მოიტანს შედეგს.
სირბილის სწავლების ცენტრი
მასპინძლები ძალიან სწრაფად და დახვეწილად გადაადგილდებოდნენ. შემდეგინ სპარინგი უკეთესი იქნება!
ალექს
რა შევაფასოთ.. განსაკუთრებით ბოლო 10 წუთი.. საბავშვო ბაღი დიდების წინააღმდეგ. ეს იყო და ეს. მოკლედ, ექვსი ერი, თიერ 1 და მსგავსი ზღაპარიყო დავივიწყოთ ჯობია. იმდენი სამოყვარულო და უფრო დაბალი დონის შეცდომა იყო რომ შესაფასებლადაც არაფერია.
მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
შოტლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედ მოსაგებად - უმცროსი "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა
პსჟ-მ პერსპექტიული ნახევარმცველი იჯარით პორტუგალიაში გაუშვა
ისაკი გამოირიცხა - "ლივერპულმა" ეკიტიკესთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა
დიდი ხნის განმავლობაში "დორტმუნდში" გადასვლის წინააღმდეგი ვიყავი" - ჯობ ბელინგემი
კლუბები შეთანხმდნენ - "იუნაიტედი" "ბრენტფორდის" შემტევს 70 მილიონ ევროდ იმატებს
ტენ ჰაგის დაუვიწყარი დებიუტი - "ლევერკუზენი" "ფლამენგოს" 20-წლამდე გუნდთან 1:5 განადგურდა
დღეს ლაშა გურული კრივში მეორე პროფესიონალურ ბრძოლას გამართავს
საქართველოს U18 ნაკრებმა A დივიზიონის წევრი გერმანია ლატვიაში დაამარცხა
პსჟ-ს თავდამსხმელის გაყიდვა სურს და შეთავაზებებს ელის
20 წ. | ცვლილებები რაზმში
"ნაპოლიმ" "ახალი კრაუჩი" დაიმატა
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა 16-გუნდა ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
დიეგო ლონგო: "დილა" თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის
საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ევრობასკეტისთვის ცნობილია
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
[PHOTO] მორიგი ბრწყინვალე ჟესტი - "ლივერპული" ჟოტას არ ივიწყებს
"შენ და მამაშენი ამისთვის გადაიხდით, ფრთხილად იყავით" - დე ლაურენტისებს ემუქრებიან
"ჩემთვის შვილივით არის, მაგრამ..." - ტენ ჰაგმა ანტონიზე ისაუბრა
იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ - დემიენ ლილარდი "პორტლენდში" დაბრუნდა
"ოქროს ბურთს" დემბელე კი არა, მისი თანაგუნდელი იმსახურებს" - ცნობილი ფრანგი მწვრთნელი
მცირე პროგრესი იგრძნობა - ევროთასების შესარჩევი ეტაპის პირველი რაუნდის მიმოხილვა
U20. საქართველო VS სამხრეთ აფრიკა - 6 ცვლილება "უმცროს ბორჯღალსნებში"
საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა [VIDEO]
საოცარი მატჩი დრამატული დასასრულით - სამხრეთ აფრიკამ მსოფლიო თასის მასპინძელი დაამარცხა [VIDEO]
PREVIEW: საქართველო - ესტონეთი
ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას
სამხრეთაფრიკული კლუბის პრეზიდენტი ბაზის დატოვებისთანავე საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს
U20. მ/ჩ: იტალიამ ირლანდიას გამარჯვება გამოგლიჯა, საფრანგეთმა ფრე გააგორა
U20. მ/ჩ: საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთანაც დამარცხდა [VIDEO]
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
შოტლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედ მოსაგებად - უმცროსი "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა
მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა