‘შავი ლომი’ 2025/26 წლების სეზონს 6 სექტემბერს, იტალიურ ‘ძებრესთან’ ამხანაგური მატჩით გახსნის.

რიჩარდ ქოქრილის შეგირდები იტალიაში 4 სექტემბერს გაემგზავრნენ და ხვალ საქართველოს დროით 22:30 საათზე იტალიური ფრენჩაიზის წინაშე წარსდგებიან, რომელიც 2012 წლიდან რაგბის გაერთიანებული ჩემპიონატის ბინადარია. თამაში პარმაში, „სერჯიო ლანფრანკიზე“ გაიმართება, რომელიც ‘ძებრეს’ საშინაო არენაა და 5 ათას მაყურებელს იტევს.

რადგან თამაში მოსამზადებელი ხასიათისაა, მასში შეცვლები ულიმიტო იქნება და განაცხადში ‘შავი ლომის’ 30-ივე მორაგბეს ვიხილევთ. ახალ გუნდში დებიუტი ექნებათ ლაშა ციხისთავს, ბადრი ციხისთავს, გიორგი სპანდერაშვილს და ლუკა თაყაიშვილს, იოსებ გუშარაშვილი კი გუნდს 3 წლის შემდეგ უბრუნდება. ‘შავი ლომისთვის’ სადებიუტო 2021/22 წლების სეზონში მან ქართულ ფრენჩაიზთან ერთად რაგბი ევროპის სუპერ თასი მოიგო.

‘ძებრესა’ და ‘შავი ლომის’ ამხანაგურ თამაშს დაესწრებიან იტალიის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი ანდრეა დუოდო, იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გონსალო კესადა და ქალაქ პარმას მერი.

იტალიურ ტურნეზე ‘შავი ლომი’ მეორე თამაშს 12 სექტემბერს ‘ბენეტონის’ წინააღმდეგ გამართავს.

ამხანაგური მატჩი

იტალია. პარმა. „სერჯიო ლანფრანკი“. 22:30 საქ. დრო

ძებრე (იტალია) - შავი ლომი (საქართველო)

შავი ლომი

ხაზი: 15. შალვა აფციაური, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. ზაურ ლუტიძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლუკა ცირეკიძე, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. დავით აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. კახაბერ დარბაიძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. დემურ ეფრემიძე, 6. ლაშა ციხისთავი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. გიორგი სინაურიძე.

მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 18. ბადრი ციხისთავი, 19. გურამ ღანიაშვილი, 20. იოსებ გუშარაშვილი, 21. გიორგი კერვალიშვილი, 22. გიორგი სპანდერაშვილი, 23. ლუკა თაყაიშვილი, 24. ამირან შვანგირაძე, 25. თორნიკე კახოიძე, 26. ვასილ კაკოვინი, 27. თამაზ ჭამიაშვილი, 28. გიორგი ჩხარტიშვილი, 29. გიორგი ნიკოლაძე, 30. ოთარ მეტრეველი.

Rugby.ge

ეს საწვრთნელი თამაში კარგია,მაგრამ ოფიციალური ტურნირის გარეშე,სადაც საკმარისი რაოდენობის მატჩების თამაში მოუწევს,გუნდის არსებობას აზრი დიდწილად გამოეცლება.ისე ჩანს,რომ ახალი სეზონი იწყება და ამ მხრივ,არაფერი სასიკეთო არ ჩანს და სეზონში სულ რამდენიმე სერიოზული მატჩის თამაშს,რა სასიკეთო შედეგი უნდა ჰქონდეს?სხვადასხვა კლუბებში პარალელურად მორაგბეების თამაში,მდგომარეობას ცოტა შეამსუბუქებს,მაგრამ ვერ გამოასწორებს.ვფიქრობ ჩვენი ნაკრების თამაშის გაუმჯობესებაში პრობლემებიც, ძირითადში,ამ მაღალ დონეზე უთამაშებლობის მიერაა გამოწვეული
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
"ამის მიზეზი საერთოდ არ არსებობდა" - ჯერარდმა მამარდაშვილი გააკრიტიკა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
[VIDEO] "შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
"შავმა ლომმა" საფრანგეთში ტოპ 14-ის "მონტობანი" დაამარცხა
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
ჩელენჯ თასი | საბრძოლო რაზმით "ძებრესთან"
ჩელენჯ თასი | შემადგენლობა წლის პირველი მატჩისთვის