ეროვნული ლიგის XXXI ტურიც ისტორიის კუთვნილება გახდა. არაერთხელ დაგვიწერია: ჩვენს ჩემპიონატში დაძაბულობა ნამდვილად არის, სანახაობისა კი რა მოგახსენოთ. ეს წინაპირობა ლაიტმოტივად გასდევდა ამ ტურსაც...

"სამგურალმა" შეწყვიტა მოგებათა 5-მატჩიანი სერია. ეს მოხდა "გაგრასთან" საშინაო შეხვედრაში. მასპინძელი სულაც აგებდა, მაგრამ დიდებულ ფორმაში მყოფმა გიორგი ფანცულაიამ ქულა გადაურჩინა თავის გუნდს და 15 გოლით სათავეში ჩაუდგა ბომბარდირთა დავას...

თბილისის "დინამომ" შინ ულაპარაკოდ დაამარცხა "თელავი". სადებიუტო გოლი შეაგდო 18 წლის გიორგი გვასალიამ. გაიტანა მიმდინარე სეზონში "დინამოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, თორნიკე მორჩილაძემაც, ხოლო საჯარიმო დარტყმა დიდოსტატურად შეასრულა ამ საქმის სპეციალისტმა, ნიკა ნინუამ. "დინამო" მესამე ადგილისთვის იბრძვის "ტორპედოსთან" ერთად, რომელსაც ამ ტურში კვლავ გადაუსწრო.

ქუთაისელები ტურის ცენტრალურ მატჩში სტუმრად 0:1 დამარცხდნენ "დილასთან". ერთადერთი გოლი შორეული დარტყმით ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა შეაგდო, რაშიც "ტორპედოს" მეკარე ფილიპ კლიაიჩიც "დაეხმარა".

"კოლხეთი" უგებდა "გარეჯს", თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. ზოგადად, ფოთელებს დასჩემდათ მოპოვებული უპირატესობის განიავება და ეს ზღვისპირელთა მთავარ ნაკლად უნდა ჩაითვალოს. ვფიქრობთ, "კოლხეთს" ახლა სასწაულიც ვეღარ იხსნის ეროვნულ ლიგა 2-ში დაქვეითებისგან.

ტურის დასკვნით მატჩში ბათუმის "დინამომ" თბილისის "იბერია 1999-ს" უმასპინძლა. მართალია, "იბერიას" ვიდეორეფერიმ 11-მეტრიანები გაუუქმა, მაგრამ ფავორიტმა მაინც მოიგო. აი, ბათუმის "დინამო" კი საფრთხეშია. უკვე დიდი ხანია, ამ ტრადიციული ქართული კლუბის გასაჭირზე ვწერთ, მაგრამ საშველი არ ჩანს. იმედია, ახლო მომავალში გამოჩნდება. ასე კი, "იბერიას" და "დილას" თანაბარი რაოდენობის ქულები აქვთ. ურთიერთშეხვედრებში უპირატესობით ლიდერი თბილისური კლუბია.

გთავაზობთ "ლელოს" ვერსიით შედგენილ ეროვნული ლიგის XXXI ტურის სიმბოლურ ნაკრებს, რომლის ტაქტიკურ სქემად კლასიკური 4-4-2 განლაგება გამოვიყენეთ.

მეკარე

დავით კერესელიძე (დილა, 4) - კარგად გაისარჯა "ტორპედოსთან" მატჩში. გორელთა კარში გოლი რომ არ გასულა, უდავოდ, საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარის დამსახურებაცაა.

დაცვა

გიორგი გვასალია (დინამო თბ, 2) - შედეგიანად დაუბრუნდა მოედანს. მათე ვაწაძის გადაცემის შემდეგ, სწორედ მან გახსნა ანგარიში "თელავთან" მატჩში. ამ ბიჭის ძალიან გვეიმედება. ყველანაირი მონაცემი აქვს, რომ ჩვენი ფეხბურთის ქომაგი გაახაროს.

პედრო მენდეში (დილა, 3) - მაღალი კლასის მატჩი გამოცდილი პორტუგალიელი მცველისგან. "ტორპედოსთან" მატჩში უაღრესად საიმედოდ და ჭკვიანურად მოქმედებდა, რამაც ქუთათურთა შემტევებს საქმე გვარიანად გაურთულა. ბევრი უნახავს კარიერის განმავლობაში, თავდაჯერებულია და ეს საქართველოს ჩემპიონატშიც გადმოჰყვა.

ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (დილა, 5) - შედარებით ფლანგზე გაწეულმა ითამაშა, მაგრამ ჩვენ ადგილი დაცვის ცენტრში მივუჩინეთ. მერამდენედ გაიტანა უმნიშვნელოვანესი გოლი. ახლაც შესანიშნავი დარტყმით მოაგებინა "დილას" უმნიშვნელოვანესი თამაში და ამ გამარჯვებით გორული კლუბი საჩემპიონო ბრძოლაში დატოვა.

გიორგი ჯინჯოლავა (იბერია 1999, 3) - ვფიქრობთ, გიორგის წვლილი ძალიან დიდია იმაში, რომ დღეს "იბერია" ლიდერობს ეროვნულ ლიგას. მისი დაბრუნების შემდეგ თბილისური კლუბი უკეთესად ათამაშდა. გამონაკლისი არც ბათუმის "დინამოსთან" მატჩი იყო. ჯინჯოლავამ შორიდან გაიტანა და მშვენივრადაც ითამაშა.

ნახევარდაცვა

თორნიკე მორჩილაძე (დინამო თბ, 9) - ორი აზრი არ არის, რომ მიმდინარე სეზონში თბილისის "დინამოს" ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია - როგორც სტატისტიკით, ისე - თამაშის ხარისხით. აქტიური იყო თავის ყოფილ გუნდთან მატჩში და გოლიც მიითვალა. რაც მთავარია, მიმდინარე სეზონში შედეგიანობას მნიშვნელოვნად უმატა.

სანდრო ალთუნაშვილი (იბერია 1999) - ძალიან ხარისხიანი ფეხბურთი ითამაშა თავისი ყოფილი კლუბის, ბათუმის "დინამოს" წინააღმდეგ. საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში და, გარდა ამისა, მინდვრის ცენტრში უაღრესად სასარგებლოდაც იმოქმედა. "იბერიას" მისი დაბრუნება ძალიან წაადგა.

ნიკა ნინუა (დინამო თბ, 3) - კარგია, რომ თანდათან იბრუნებს ოპტიმალურ ფორმას. კარგად ვიცით, როგორ შეუძლია საჯარიმო დარტყმების შესრულება. ტრადიციას არც "თელავთან" შეხვედრაში უღალატა და "სტანდარტულის" ზუსტად შესრულებით გამოიჩინა თავი.

ბაჩანა მოსაშვილი (გარეჯი, 2) - ძალიან კარგი მატჩი ჰქონდა ფოთის "კოლხეთთან". ორი საგოლე პასი ერთ კონკრეტულ შეხვედრაში - ნებისმიერი ფეხბურთელისთვის დიდი პლუსია. ჯერ ნიკა კაჭარავას გაუწია ასისტენტობა, მერე - ლუკა თოლორდავასაც. "გარეჯმა" კი უმნიშვნელოვანესი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში.

თავდასხმა

გიორგი ფანცულაია (სამგურალი, 4) - მართლაც რომ შესანიშნავ ფორმაშია. მისმა გვიანმა გოლმა გუნდი "გაგრასთან" მარცხისაგან იხსნა, თავად კი დამაჯერებლად გალიდერდა ბომბარდირთა დავაში. მიმდინარე სეზონში "სამგურალის" აშკარა ლიდერია.

ნიკა კაჭარავა (გარეჯი, 2) - საქართველოს ნაკრებში ნათამაშები ფორვარდი თანდათან უმატებს. "კოლხეთთან" შეხვედრაში შეცვლაზე შევიდა და მატჩის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე მეტად მნიშვნელოვანი გოლი შეაგდო. ამ გოლმა "გარეჯი" დააწინაურა და მერე საგარეჯოელებმა ერთიც გაიტანეს.

მწვრთნელი

დიეგო ლონგო (დილა, 2) - იტალიელი დამრიგებლის ხელში "დილამ" "ტორპედოსთან" გამართული, შემტევი ფეხბურთი ითამაშა. მთელ რიგ შემთხვევაში, გორული კლუბი "პირველი ნომერი" იყო მინდორზე და საბოლოოდ, ამან შედეგი გამოიღო კიდეც. მასპინძლებმა მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს.

ალეკო კაკაურიძე,

გაზეთი "ლელო"

alexandre
იქნებ და ცხრილი დადოთ ხოლმე! გიკვირთ ალბათ, არ მეზარება და ვწერ რეგულარულად. დაბეჭვდა არ გინდათ. მე კი მაქვს გამოწერილი "ლელო" და ორშაბათობით ვნახულობ, მაგრამ შუა კვირეშიც მაინტერესებს ხოლმე. მიტ უმეტეს სამსახურში, თავისუფალ დროს ნახავდა კაცი. :))))
tngh
ფანცულაიამ ასაკთან ერთად უმატა თამაშს... საუკეთესო სეზონი აქვს.
[VIDEO] ...იქნებ, ამიტომაც დაისაჯა გვარდიოლა - "ჩელსიმ" "ეტიჰადიდან" დამსახურებული ქულა წაიღო
[VIDEO] "რეალმა" "ბეტისი" გაანადგურა, გონსალო გარსიამ ვან ნისტელროის მიღწევა გაიმეორა...
[VIDEO] სამი გაძევება "ოლიმპიკოზე" - "ნაპოლიმ" "ლაციო" დაამარცხა
ოფიციალურად - "ჩელსის" მწვრთნელად როსენიორი დანიშნეს
ზურიკოსთან ერთად ლისაბონურ გრანდში? - მოურინიო შეტევის გაძლიერებაზე სერიოზულად ფიქრობს
უკან "ბარსელონაში" - ჟოაო კანსელო კვლავ ევროპულ გრანდში ითამაშებს
ვინისიუსს "რეალის" გულშემატკივრებმა ისევ უსტვინეს და ლონდონური კლუბი არ შეიძენს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელის ვინაობა ცნობილია?
"სპორტინგმა" "ვესტ ჰემისგან" ბრაზილიელი შემტევი შეიძინა
"ვენესუელა თავისუფალია" - მალდინი მადუროს დაკავებამ გაახარა
"შავი ლომი" | წლის პირველი მეტოქე - "მონტობანი"
ფრანგი ჟურნალისტი: "კვარას" მეორე სუნთქვა უნდა გაეხსნას - მსგავსი ფეხბურთელი ყოველ ზამთარს ხელმისაწვდომი არაა
პრესკონფერენცია ძვირად დაუჯდა - "იუნაიტედმა" ამორიმი გაათავისუფლა
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ დემჩენკოს აზერბაიჯანული გუნდი ჩააბარეს
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
"მე მენეჯერი ვარ და არა მწვრთნელი" - ამორიმი "იუნაიტედის" ხელმძღვანელებს დაუპირისპირდა
"სათადარიგოთა სკამზე ფეხბურთელები არ მყავს, შეშფოთებული ვარ" - პეპ გვარდიოლა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ
სიყვარულიდან სიძულვილამდე - "ბაიერნის" ფანები მათი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელისთვის კონტრაქტის გაწყვეტას ითხოვენ
[VIDEO] ტაბატაძემ "კადისი" მარცხისგან ლამაზი გოლით იხსნა
ხვიჩას გარეშე - პსჟ-მ ნაკლებად სანახაობრივ პარიზულ დერბიში გაიმარჯვა
[VIDEO] ...იქნებ, ამიტომაც დაისაჯა გვარდიოლა - "ჩელსიმ" "ეტიჰადიდან" დამსახურებული ქულა წაიღო
"ტორინომ" მოიგო - საზონოვი ისევ არ ათამაშეს
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] დამაჯერებელი და სრულიად კანონზომიერი...
Marca-მ ლა ლიგის პირველი წრის სიმბოლურში "ბარსელონას" 3 ფეხბურთელი შეიყვანა
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] აწყვეტილი ამირანი და ერთი ნაბიჯი ოქრომდე...
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXIII ტური] ღია კარის დღე და სტუმრების ზეობა
ყველას დონკიხოტობას ვერ მოსთხოვ!
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "სპაერი" ცალი ფეხით უმაღლესშია, "თელავი" ფავორიტია...
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] ...ის, რაც ბევრისთვის სანატრელია...
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] ტიტული დაცულია! თბილისის "იბერია 1999" ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი!
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXII ტური] იონსენის "პოკერი", ანუ როცა მოდუნება წამითაც არ შეიძლება...
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "მეშახტე" და "სპაერი" პირველად! ეროვნული ლიგა კახელების გარეშე...