ქართველები
  • ქართველი სპორტსმენები
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ეროვნული ლიგა
    • ეროვნული ლიგა 2
    • ლეგიონერები
    • თასი
    • ასაკობრივი ნაკრები
    • სხვადასხვა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპის ჩემპიონატი
    • სხვადასხვა
    • ქალთა ფეხბურთი
    • ტრანსფერები
    • კალათბურთი
      • ეროვნული ნაკრები
      • სუპერლიგა
      • თასი
      • NBA
      • ლეგიონერები
      • ევრო ლიგა
      • ევროპის ჩემპიონატი
      • მსოფლიოს ჩემპიონატი
      • ასაკობრივი ნაკრები
      • სხვადასხვა
      • ჭიდაობა
        • ძიუდო
        • თავისუფალი
        • კლასიკური
        • ქართული
        • სუმო
        • სამბო
        • ქალთა ჭიდაობა
        • ბერძნულ-რომაული
        • პარაძიუდო
        • ჩოგბურთი
          • როლან გაროსი
          • უიმბლდონი
          • ავსტრალიის ღია პირველობა
          • ამერიკის ღია პირველობა
          • მონტე კარლო
          • ATP ცინცინატი
          • მადრიდის მასტერსი
          • რომის მასტერსი
          • მაიამის მასტერსი
          • სხვადასხვა
          • რაგბი
            • ეროვნული ნაკრები
            • დიდი 10
            • თასი
            • ლეგიონერები
            • 6 ერი
            • ტესტები
            • ერთა თასი
            • მსოფლიო თასი
            • ასაკობრივი ნაკრები
            • სხვადასხვა
            • ფორმულა 1
              • მონაკოს გრან-პრი
              • ბრიტანეთის გრან-პრი
              • იტალიის გრან-პრი
              • ბელგიის გრან-პრი
              • ბაჰრეინის გრან-პრი
              • საუდის არაბეთის გრან-პრი
              • იაპონიის გრან-პრი
              • ჩინეთის გრან-პრი
              • მაიამის გრან-პრი
              • ემილია-რომანიის გრან-პრი
              • აბუ დაბის გრან-პრი
              • MMA
                • UFC
                • სხვადასხვა
                  • კრივი
                  • ველოსპორტი
                  • ტანვარჯიში
                  • ცურვა
                  • ჭადრაკი
                  • მძლეოსნობა
                  • ძალოსნობა
                  • მკლავჭიდი
                  • ტყვიის სროლა
                  • კარატე
                  • ნიჩბოსნობა
                  • მშვილდოსნობა
                  • ფარიკაობა
                  • წყალბურთი
                  • ხელბურთი
                  • ფრენბურთი
                  • ავტოსპორტი
                  • ჰოკეი
                  • თხილამურებით სრიალი
                  • ფიგურული სრიალი
                  • საინტერესო ამბები
                  • სხვადასხვა
                  • ფიტნესი
                  • ფიგურული ციგურაობა
                  • სხვა სახეობები
                  • MMA

სანიოლი: ჩავარდნა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაიწყო - გუნდსა და გულშემატკივარს შორის ურთიერთობა ქორწინებას ჰგავს

სანიოლი: ჩავარდნა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაიწყო - გუნდსა და გულშემატკივარს შორის ურთიერთობა ქორწინებას ჰგავს

<p>15 ნოემბერს, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები ესპანეთს უმასპინძლებს. მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:</p> <p>&nbsp;</p> <p>"გუნდში უკეთესი განწყობაა, ვიდრე სექტემბერსა და ოქტომბერში. გუნდთან ბევრი ვისაუბრე, ხაზი გავსუსვი, რომ ბოლო წლის შედეგები დამაკმაყოფილებელი არაა. ბევრი ვისაუბრეთ იმაზე, რა უნდა გამოვასწოროთ. ბიჭების გამოხმაურება ადეკვატური იყო. ტაბატაძეს ჯერ კიდევ "იბერიაში" ვაკვირდებოდი, მან სტაბილურად თამაში "კადისშიც" დაიწყო. ქართველი გულშემატკივრები მის თამაშს იხილავენ და შეაფასებენ.&nbsp;</p> <p>&nbsp;</p> <p>ესპანეთი ძალიან ძლიერი გუნდია და მასთან გამარჯვების დაგეგმვა რთულია. ესპანეთში ცოტა გავუშვით, მაგრამ არ მომეწონა, რომ განწყობა არ გვქონდა. ახლა შიშის გარეშე და გუნდურად უნდა ვითამაშოთ. გულშემატკივრებმა უნდა დაინახონ, რომ გუნდი უფრო ამბიციური და ემოციურია. გარკვეული ჩავარდნა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაიწყო. მიწაზე დაშვებას გარკვეული დრო დასჭირდა. ბევრისთვის ევროპის ჩემპიონატი კარიერის მწვერვალი იყო, ამის შემდეგ კი ემოცია და ამბიცია დაიკარგა. ახლა ამას ვცდილობთ, გუნდი ისეთივე მონდომებული და ემოციური იყოს, როგორც ევრომდე. ისიცაა, ჩვენ პატარა გუნდი ვართ და 2-3 ფეხბურთელის ჩანაცვლება გვიჭირს. მნიშვნელოვანია, ნაკრებში ახალი ფეხბურთელები გამოჩნდნენ და ყველაფერი 2-3 ფეხბურთელზე დამოკიდებული არ იყოს. ამ მატჩების შემდეგ უფრო მეტად ვიქნებით მზად ახალი გამოწვევებისთვის.</p> <p>&nbsp;</p> <p>გუნდსა და გულშემატკივარს შორის ურთიერთობა ქორწინებას ჰგავს, არსებობს როგორც კარგი, ასევე ცუდი პერიოდები. ამ რთულ პერიოდში მხარდაჭერა სჭირდება, რაც ბოლო წლებში ქართველ გულშემატკივრებს აშკარად ჰქონდათ".</p>

  • Vili go

    ბელა ჩაოს რიტმში სტადიონზე სკანდირება ერთხმად!!!

  • Achi

    Gvelesianma kariera daamtavra TU rato aridzaxeben kide sxvebs jobia tavit mainc tamashobs normalurad

  • ???

    ადექვატურობისგან შორს არის ძალიან! გუნდს აქვს მხარდაჭერა და მუდამ ექნება ვილი, შენ და შენს სამწვრთნელო შტაბს არ აქვს სა არც ექნება, რადგან ისეთ არაკომპეტენტურობასთან გვაქვს საქმე, საკუთარ შეცდომებსაც რომ ვერ ხვდები (პრინციპში რა შეცდომები - თავიდან ბოლომდე არათანმიმდევრულია გამოძახებები, ტაქტიკა და დაგეგმვა).

  • ბუხუტი

    მეგობრებო, პირველი ეს თამაშები უნდა გამოვიყენოთ მომავალი შესარჩევი თამაშებისთვის, მეორე ვილი უნდა დარჩეს იმიტომ რომ შეისწავლა ქართული მენტალიტეტი და უნდა გაკეთდეს სელექცია გაახალგაზრდავდეს ნაკრები, მესამე კონკურენტუნარიანი ბევრი ფეხბურთელი ნაკრებში, დღეს ჩვენ ყველანი ერთად ვართ ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე,ჩვენ ვართ საქართველო, წინ კარგი მომავალი არის მეგობრებო, გაუმარჯოს ერთიანი საქართველოს, ღმერთი არს ჩვენთან,

  • ვაჟა

    დაიწყო სამი გოჭის ზღაპარი

  • gzp

    როგორც არ უნდა გვინდოდეს გუნდს აკლია სტაბილურობა/დონის დაჭერა. შეიძლება რამდენიმა თამაში ან რაღაც ტურნირი კარგ დონეზე ითამაშონ მაგრამ ყველა თამასში რიმ დონე შეინარჩუნონ :(((. გასაკვირი არაფერია, ქვეყანა სადაც 21 საუკუნეში მუნია გავრცელებული რას ითხოვთ? სადაც 35% მოქალაქეების შემწეობას და ა.შ. სწორედ ეს უნდა იყოს საზრუნავი და არა სანიოლი კარგი მწვრთნელია თუ ცუდი, წავიდეს ტუ არ წავიდეს. მოეშვით ამ ყალბ პატრიოტიზმს!!!

  • ალეკო

    თავმოყვარე ადამიანი არ უნდა მივიდეს ამ მატჩის სანახავად ,ერთ ადგილას იდგებიან ბუჩქებივით

  • QT

    კარგია კარგი ცხოვრება, მაგრა. რაც მწვრთნელები ჩამოთვალე, მაგას უნდა მარტო წელიწადში 20 მილიონი ლარი ხელფასი და ვინ გადაიხადოს ?

  • სირბილის სწავლების ცენტრი

    ევროპაზე პორტუგალიას რომ მოუგე ეგ ბიჭების თავდადების და ინდივიდუალური ოსტატობის შედეგი იყო. გაგვაგებინეს, რომ არსად არ გაგიშვებენ და იქნებ ასისტენტად კარგი ანალიტიკოსის მოყვანაზე გეფიქრა? ბიჭებისთვის ფიზმომზადების მწვრთნელი რომ ჩამოიყვანე კარგი შედეგი გამოიღო. სირბილი დროებით კი გააუმჯობესეს და მოგებებიც დაიწყეს, მაგრამ ახლა უკეთესი სირბილის მწვრთნელი გჭირდებათ და იქნებ იტალიიდან ცნობილი სპეციალისტი მოგეწვია? ისე სტანდარტულებისთვის ერთ ასისტენტსაც თუ დაიმატე არც ეს იქნება ცუდი! ხვალ კვარას იმედი მაქვს და თუ 1 გოლი გაიტანა ადვილი წარმოსადგენია ქალაქში რა მოხდება.

  • დდდ

    შენი კითხვის პასუხი თავადვე გიწერია შენი პოსტის ბოლოში - შენი "ნაქები" ფედერაციის მოყვანილი და მერე საჩქაროდ ახალკონტრაქტგაფორმებულ მწვრთნელს ნებისმიერი მწვრთნელი აჯობებს, ვისაც ხალხი აირჩევს და არა ფედერაცია.

  • გ.ხ.

    ბოლო თამაშში თურქეთთან რაც თვალშისაცემი იყო - კიტეიშვილის დაყენება ყველაზე მაღალ თურქთან სტანდარტების დროს, ამაზე არავინ არაფერი თქვა… სანამ ჩემპიონატის დონე არ აიწევს, იქამდე არაფერი გამოვა ღირებული.(გარდა იმისა რასაც უკვე მივაღწიეთ)

  • inviz9

    ჰოდა ხალნხო გვეყოფა ამდენი წერა კითხვა-საქმეზე გადავიდეთ და დავამთავროთ ვილის ეპოქა ნაკრებში-ამიტომ ყველამ ერთხმად ხვალ თამაშის მე-5 წუთიდან "ვილი გოუ, ვილი გოუ"-თუ ესეც არ შეგვიძლია გავაკეთოთ, მაშინ პრეტენზიაც არ უნდა გვქონდეს არაფერზე და არც იმაზე, რომ ისევე როგორც ყველა მატერიალური სიკეთე ქართული ფეხბურთიც მიისაკუთრა გარკვეულმა ჯგუფმა-ფედერასტებს ვგულისხმობ და ეს საერთო სიხარულის და სიამაყის მომნიჭებელი თამაშიც წაგვართვა

  • წადი რა, დაგვანებე თავი

    წელიწადნახევარი გავიდა ევროპის მერე და თუ ამდენ ხანში გუნდი გონზე ვერ მოიყვანე, აწი აღარაფერი გამოგივა. გაზაფხულზე გვეტყვი საახალწლო არდადეგებიდან ვერ გამოვიდნენო, ზაფხულში აღდგომას მოიშველიებ და ასე, შენ მიზეზები არ დაგელევა. დაიხურე ხვალ ქუდი და წადი სახლში, შენთვისაც ასე აჯობებს და ჩვენც დავისვენებთ.

  • რაო? მე ის თამრო აღარა ვარო? ჰაი ვილიიი, შენამდე ვაისი გვყვავს ნანახი.....

    ვილიკო, სიძე რომელია და პატარძალი, ბარემ გაგვარკვიე.))) ხვალ რომ სვანაძის წყალი გადაგესხმება, მერე გველაპარაკე ქორწინებაზე და ნიშნობაზე.))))

  • ივანე

    ერთ რამეში მართალია,ნაადრევად მოხდა ნაკრების "მწვერვალზე" აყვანა,რამაც მკვეთრი ემოციური ვარდნა გამოიწვია. "მწვერვალი" არის,რაღაც დიდის დასასრული,რის შემდეგაც ზოგი ასრულებს "ცხოვრებას",ზოგი კი უფრო დიდი მწვერვალების დასალაშქრად იწყებს მზადებას. მნიშვნელოვნად უნდა შეიცვავარდნა

  • ამატაკი

    მარტივი კითხვა მაქვსო და რაც შეიძლება მარტივად მინდა გიპასუხო. პირველ რიგში რატომ ვითხოვთ შედეგს , როცა შემადგენლობა არ გვყავს. ნახე, გაწვდი ტრანსფერმარკეტით გუნდებს, ვინც ჯგუფში მეორე ან დაიბევა ან გავა ამ ადგილით: სლოვაკეთი (118 მლნ) , ტოპ 5-ში ჰყავს 3 კაცი, ჩეხეთი (116 მლნ) ტოპ5- 4, ისლანდია (81მლნ) -5 კაცი, პოლონეთი (166 მლნ) - 6. ამით ის მინდა დაგანახო, რომ გარდა გრანდებისა ნუ გგონია რომ ვინმეს ისეთი შემადგენლობა ჰყავს, ტოპებით გადავსებული და 2-3 კაცი პოზიციაზე. დანარჩენი აღარ ჩამომითვლია, გეტყვი რომ გარდა თურქეთი -იტალიისა მეორე ადგილოსნებს არცერთს არ ჩამოუვარდებით შემადგენლობით. მეტსაც გეტყვი, გრანდებსა და მეორე ეშელონის გუნდებს შორის ყოველთვის მსგავსი თანაფარდობა იყო 1-3 , ან 1-4 . მიუხედავად ამისა მოუგიათ გრანდებისათვის და ჯგუფშიც კი ჩაუტევიათ. აქვე კიდევ ერთი მაგალითი მწვრთნელთან დაკავშირებით: არის ამ შესარჩევში თურქეთზე მეტად ვარსკვლავებით დახუნძლული გუნდი - შვედეთი, რომელსაც ჩვენს მსგავსად წარსულის ვარსკვლავი ჰყავდა ტრენერად- დალ ტომასონი. ჰო და ეს გუნდი სადღაც ჯგუფის პადვალში აღმოჩნდა, ისევ ჩვენს მსგავსად. მართლაც რა არის იმაში რთული გასაგები, რომ ჩვენ ქვეყანას ამაზე ბევრად ძლიერი გუნდი ფეხბურთში არასოდეს ეყოლება. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დიდ ფორუმებზე ვერ უნდა გავდიოდეთ. პირიქით, ადექვატური მწვრთნელის ხელში ამ გუნდს (ამ თაობას) შეუძლია კარგი ფეხბურთის თამაში. ოღონდ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შუა ტურნირში არ უნდა დაიწყოს ტრენერმა ვითომ ახალი სქემების დამუშავება და ჩაფლავებიოს შემდეგ ფეხბურთელებზე და ათას სისულელეებზე შეტენვა.

  • პაატა

    ამის ბოდვას ბოლო არ უჩანს:))) გუნდში უარყოფით გამწყობაზე რომ საუნრობს, თავის უაზრო ტაქტიკურ შეცდომებზე ერთი სიტყვა მაინც თქვას!:( აზრზე არაა ეს კაცი და შიგნითაც სიტყვის მთქმელიც არ ყავს, თავისზე პროფანები ყავს გვერდით:( ნერვებს დაგვაწყვიტავს ეს ჩიტი ესა:))

  • 555

    კიდე კაი დღევანდელი ჩვენი ნაკრები,ქორწილის მეორე დილის პატარძალს რომ არ შეადარა.

  • ლაშას

    მწვრთნელი მაგიტომ არის რომ სელექცია ქონდეს. მასე ძახილით არავინ გვყავსო….. შეძახილმა ხე გაახმო გაგიგია? კაშია ვინ იყო ან ახლა ვინ არის, რას წარმოადგენს ევროპულ ფეხბურთში ვიტესის ყოფილი ფეხბურთელი, სლოვანის წლოვანი მცველი? ახალგაზდები უნდა გამოიცადოს და თუ არ გამოცდი, არც არავინ გვეყოლება. გუნდის გაახალგაზდავებაო და ქვილითაიას აბრუნებს? ლოგიკა სად არის? მამუჩიშვილს რომ ნაკრების დონეზე არ შეუძლია ძნელია მიხვდეს? მოსინჯოს სხვა ვინმე, მასზე უარესი რა უნდა იყოს? მექვაბიშვილი რომ შემოგვაჩეჩეს და შეუცვლელი გახადეს კაშიასავით, მასზე უკეთესად ვერავინ ითამაშებს? ლოᲛინაძე მოიწვია და შანს არ აძლევს, ბიჭი 194 სმ სიმაღლისაა და საკმაოდ ძლიერი ჩანს ფიზიკურად. ვიღაცამ დაწერა ნელიაო, აბა 194 სმ კვარასავით სხარტი ვერ იქნება. მამუჩიშვილის და მექვაბიშვილის დონეზე მეტს კიდევ გაქაჩავს ლოᲛინაძე. ბოლო ბოლო კიტეს (174) მაგივრად იმ აღლაღუდა თურქს (194) დაუდგებოდა და არ გაატანინებდა იმ 2 გოლს.

  • სარდიონ შაკლატიკიშვილი

    ვილი,ვერ აწარმოებ სწორ და დროულ სელექციას,გუნდში კონკურენცია უნდა გაგეზარდა,ახალგაზრდებისთვის შანსი უნდა მიგეცა და შენ მაინც"სტარიკებს"ეყრდნობი

  • rona

    რა ქორწინება ბიჭო? აი მგონია დფსტეიტის მოგზავნილია.დდდდდ

  • ცხრათითა

    ხოდა შენთან განქორწინებაა საჭირო ვილი

  • დაასხი ვილი, უპატარძლო ქორწილიააა...

    ეს კაცი თამადაა თუ მწვრთნელი? ხან მეგობრებში ქეიფის მერე პახმელიას ადარებს ჩვენი ნაკრების მდგომარეობას, ხან ქორწინების მერე პერიოდებს. )) ამ მატჩების შემდეგ უფრო მეტად ვიქნებითო მზად ახალი გამოწვევებისთვისო. არსად აპირებს წასვლას და თუ გინდათ .....

  • Lasha

    აი ძალიან მარტივი კითხვაა და ვინმემ მიპასუხეთ ამაზე - ვილი რომ წავიდეს, ვისი მოყვანა შეიძლება უკეთესის, რომ შედეგი დადოს? აი სამი კაცი რომ გვყავს ნახევარდაცვაში და იმათგან ერთი თუ დაიმტვრა, რომ ვერ ვანაცვლებთ, სამივე ფორმის პიკში რომ იყოს, რა წყობით და მითითებით უნდა ითამაშოს გუნდმა, რომ პედრისთან და როდრისთან კი არა, ჩალჰანოღლუსთან და არდა გიულერთან მაინც ბურთი და თამაში აკონტროლონ? ან რა მნიშვნელობა აქვს, 2 ცენტრ. მცველით ითამაშებ თუ 3-ით, როცა 38 წლის გურამ კაშიაზე უკეთესი ვერ მოიძებნა დღემდე, რომ ჩაანაცვლოს??? ძალიან კი გვიყვარს ეს ჩვენი ბიჭები, მაგრამ ფაქტია, რომ კიტე ავსტრიას ვერ გაცდა, ჩაკვე - ჩემპიონშიპს და ქოჩორა კიდევ თუ გასცდა, შემადგენლობაში ადგილს ვერ იმკვიდრებს... ესაა ის დონე, რაც გვაქვს და მწვრთნელის კრიტიკა იმის გამო, რომ თურქეთს ვერ მოვუგეთ (რომელსაც იუვენტუსის ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე უზის), აბსოლუტურად უსაფუძვლოა. სანიოლს რომ აბრალებთ რაღაცებს, იმას რატომ არ იძახით, კაკაბაძის შემცვლელი რომ არ გამოჩნდა კაციშვილი ისეთი, ტოპ5-ში კი არა, ტოპ5-ის მეორე დივიზიონის დონე მაინც რომ იყოს? და კვარა, მამარდა, ზურიკო, ჩაკვე, კიტე, ქოჩორა, ჟორჟი - ამათგან ყველა ან ფეხბურთელის შვილი რომაა, ან ის, ვინც მშობელმა საქართველოს გაარიდა დროულად. ჯგროებად რომ დადიან ფედერაციის ხალხი საგარეო თამაშებზე საგულაოდ ფედერაციისვე დაფინანსებით, რით დაიმსახურეს იქ ყოფნა კი არა, ფედერაციაში სამსახური საერთოდ, რა საქმეს აკეთებენ ისეთ ღირებულს, რომ ქართულ ფეხბურთზე ოდნავ მაინც დადებითად აისახებოდეს?

  • inviz9

    ეს თავხედი ისევ სხვისკენ იშვერს ხელს ხალხნო ვისაც ამ თაობის დაკარგვა და უშედეგოდ წასვლა არ გინდათ და ამაში დარწმუნებული ვარ 99% დამეთანხმებით, გთხოვთ ხვალ თამაშის დაწყებიდან მე-5 წუთზე დავიწყოთ სკანდირება "ვილი გოუ", ყველამ ერთხმად იქნებ ამან მაინც გაჭრას და ეს უსინდისო თავისით წაბრძანდეს ან ფედერაციამ გამოიღვიძოს სხვა საშველი არ არის კიდევ სამი წელიწადი წაგებას უნდა შევეგუოთ?! რა მოუცილებელი ჭირი შეიქმნა ეს უცოდინარი და უტიფარი ადამიანი

  • აუეე

    ვაი შენს პატროონს ….ამას გონია რომ გვაბოლებს …პრინციპში ჩვენ თუ ვერა იაშკას და ფედერაციას ნაღდად აბოლებს ….ვინ დაგიშალა მანამდის შე …… ახალი ფეხბურთელების დამატება რომ არ იყვნენ კიდევ ხომ და შენ კი ძალად ბლოკავ ახალგაზრდებს თან მაინც არ აყენებ არ ენდობი შანსსაც არ აძლევ და თან პარალელურ რეჟიმში ახალგაზრდულს აზარალებ მათ ართმევ ბიჭებს მაგრამ შანსაც არ აძლევ …შემოჩენილი ხააარ …?!

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა

საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს

Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს

"სწრაფი გოლი გავუშვით და თამაშში დარჩენა გაგვიჭირდა - შესაძლებელი იყო უკეთ წარმოგვეჩინა საკუთარი შესაძლებლობები" - რა თქვეს ნამატჩევს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ

გუნდმა და მწვრთნელმა ერთმანეთი დაკარგეს, "კვარა" უდიდესია - "სიკვდილთან დიალოგი"

სანიოლი: სექტემბერში ბევრად ძლიერი გუნდი ვიქნებით - ამხანაგური თამაშები სწორედ ამისთვისაა

სანიოლი: ცვლილებები იქნება - ვიმედოვნებ, ჩაკვეტაძე დაგვეხმარება

სანიოლი: ხვიჩამ, როგორც კაპიტანმა, საკუთარი თავი უნდა შექმნას

Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს

ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ესპანეთთან მატჩში?

ესპანელთა მწვრთნელი: საქართველოს ნაკრები ძალიან სუსტი არ ყოფილა

სანიოლი: პრობლემებზე ყოველთვის პატიოსნად გესაუბრებით, არ მგონია მათი მოგვარება სხვამ უკეთ შეძლოს

[VIDEO] ესპანეთი სახლში თურქეთს ფრედ ეთამაშა

L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი

საქართველოსთან ესპანეთმა გასაოცარი რეკორდი დაამყარა

მატჩის დღე! კვარაცხელია, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე ერთად?

საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს

გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ