ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

"დომინოს ეფექტი" სანიოლისთვის - სად გაქრა გამარჯვებულის მენტალიტეტი?!

"დომინოს ეფექტი" სანიოლისთვის - სად გაქრა გამარჯვებულის მენტალიტეტი?!

საქართველოს ნაკრების ბულგარეთთან (1:2) მარცხის  შემდეგ, ვილი სანიოლს პრესკონფერენციაზე ორ საკითხზე ვესაუბრეთ. პირველი მის მიერ წინა დღეებში ნათქვამს ეხებოდა, გუნდთან ვისაუბრე და იციან, კრიზისიდან როგორ გამოვიდეთო (მსგავსი ოთარ კიტეიშვილმაც გაიმეორა) და მეორე, როცა მწვრთნელი ამბობს, დაცვაში ახალი სახეებია საჭირო, სწორება მომავლის გუნდზე მაქვსო და ამ დროს ვეტერანმა გურამ კაშიამ (მის კარიერას პატივისცემა) სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა.

წარმატებამდე, როცა ჩვენ ეროვნულ გუნდს ცუდი პერიოდი ჰქონდა, წერილი ასეთი სათაურით გამოვაქვეყნეთ - "ვეძებთ მიზეზებს ევროპულად." სამწუხაროდ, ისევ გადაბრალებებისა და საკუთარი პასუხისმგებლობიდან ეფექტურად გამოძრომის დრო დადგა.

დავუშვათ, სანიოლი მართალია, რომ გუნდში სიტუაცია არ არეულა და მას შეგირდებთან სათქმელის მიტანა არ უჭირს, მაშინ შედეგები ასე რომ გაუარესდა, ბიჭებს თურმე მოტივაცია რომ აკლიათ და გარკვეული მენტალური სირთულეებიცაა, ამის ვერშეცვლა მწვრთნელის პრეროგატივა არაა?! ასე ხომ ყველა გუნდისა თუ ნაკრების დამრიგებელს შეუძლია თქვას, მე რა შუაში ვარ, ჩემ საქმეს "პატიოსნად" ვაკეთებ და "მარტო წვრთნა რას უშველისო." ასე საქმიანი ურთიერთობები არ ლაგდება, არც მხოლოდ წარსულის გამოცდილების გამო ინარჩუნებს ვინმე პოსტს.

ახლა რაც შეეხება მწვრთნელის მხრიდან დანახვას. კი, ზოგიერთ პოზიციაზე საკადრო პრობლემაა, ტოპლიგაში მეტი გვჭირდება და სტაბილურობაც მოგვიხდებოდა, მაგრამ მაშინ ვილი რის ხარჯზე გვპირდება, შემოდგომამდე დავლაგდებითო. გუნდის შესაძლებლობების არ გჯეროდეს და წარმატების გეიმედებოდეს? აქ არაა ლოგიკა, პატივცემულო.

ლოგიკური კი ის იქნება, ფეხბურთელებმა თქვან, მწვრთნელო, რას გვაბრალებთ, რა მენტალილეტი, რა "თავში ავარდნა", ჩამოვდივართ, მაქსიმიმს ვდებთ და სხვა ჩვენი მოვალეობა არააო. გუნდური სიტუაციის არევა ასე იწყება, მაგრამ ვინმემ არ გაიგოს, ამისკენ მოწოდებას ვაკეთედეთ, უბრალოდ წარსულის გამოცდილებები რაღაცას უკეთ გვაკითხებს. უკვე გავიგეთ, საქმე კონკრეტული ფეხბურთელის ერთგვარ დასჯასთან რომ გვაქვს და ვაი რომ, საქმეში ე.წ. დომინოს პრინციპი არ ჩაირთოს.

არ გვინდა, ეს პერიოდი მხოლოდ მწვრთნელზე გადატყდეს, მაგრამ ფაქტია, ასე მიღწეული გამარჯვებულის მენტალიტეტი სადღაც რომ გაქრა, ამას ვერ გაექცევა; ვერც იმას, ახალ სათამაშო სტილს რომ ვერ მოერგო და ვერც ძველზე დარჩენა წარმოედგნა იდეალურ ვარიანტად. რაც შეეხებათ ბიჭებს, გუნდებიდან უკეთესები რომ დაბრუნდნენ, ჯერ იქ უნდა მოუმატონ, ითამაშონ; შეუძლებელია, წარმატება მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელზე დამოკიდებული იყოს. ამხელა გულშემატკივრობასა და სიყვარულს მაქსიმალურად უნდა მოუფრთხილდეთ, კრიტიკაც უნდა მიიღოთ და საკუთარ თავზე იმუშაოთ. მთავარია, არ ჩათვალოთ, უკვე ბევრს მივაღწიეთო. მომავალი გვაქვს, შეუძლებელია, ქვეყანას ხვიჩა კვარაცხელია ჰყავდეს და ოპტიმიზმი არ გააჩნდეს.

რაც შეეხება პრესკონფერენციაზე გაჟღერებულ მეორე საკითხს. თუკი ვთანხმდებით, ახალი მცველები უნდა გამოვცადოთო, თუ არა ახლა, უმოტივაციო და თანაც, ოფიციალურ შეხვედრებში, აბა როდის?! ვისზე უნდა აეწყოს ახალი დაცვა?! მაგალითად, ლუკა ლოჩოშვილი ხან ფლანგზეა და ხანაც ცენტრში, მას სათამაშო ადგილი უნდა ჩამოვუყალიბოთ. ასევე, მოტივაციის პრობლემააო და ახალი სახის, ნოდარ ლომინაძეს სავარჯიშოდაც ვერ ვამჩნევდით, სანიოლი მის შეყვანაზეც კი არ ფიქრობდა.

ფრანგმა დამრიგებელმა ასევე უნდა ეცადოს, ბიჭები მაქსიმალურად იქ და იმ ტაქტიკაში ათამაშოს, კლუბებში რომ გამოდიან. ასე მივიღებთ თუნდაც უკეთეს გიორგი გოჩოლეიშვილს.

არ ვიცით, არ ვიცით, მარტისა თუ ივნისის ამხანაგურები რას მოგვცემს, საქმე უფრო სერიოზულადაა, ვიდრე შეიძლება გვეგონოს!..

• ნუგზარ ქადარია

ამ კაცს თავმოყვარეობა არა აქვს?

• kkkk

yvelaze magari is iyo gaiyvana meqvabe shemoiyvana qvilitaia

• FOOTBALL_HUB

გეგუჩაძესა და ჭიაბრიშვილსაც ნუ დავივიწყებთ. მათი გამოცდილება და ინტელექტიც წაადგებოდა სამწვრთნელო შტაბს და კაცმა რომ თქვას მთავარ მწვრთნელს მასზე არანაკლებ კვალიფიციური თანაშემწეები ჭირდება, თუნდაც იმიტომ, რომ პროფესიონალთა შორის პოლემიკაში საუკეთესო იდეები გენერირდება და ეგეც რომ არ იყოს, ზოგადად ასეა, რომ ცხოვრებაში და განსაკუთრებით რთულ ვითარებებში სამი თავი ჯობს ერთს.

• FOOTBALL_HUB

ვფიქრობ აქ შეკრებილნი ვართ ადამიანები , რომლებსაც საერთო წუხილი გვაერთიანებს და ეს წუხილი არის ქართული ფეხბურთის დღევენდელობასთან დაკავშირებული. ზოგადად წაგებული ომების და ჩაფლავებული პროექტის შემდგომ რაც უნდა ხდებოდეს ეს არის ჯეროვანი , ემოციებისგან დაცლილი ცივსისხლიანი ანალიზი და შესაბამისად გამოსავლის ძიება. ჩვენ ვართ რეალობაში, როცა განვითარების გეგმა არ არსებობს და საფეხბურთო სამყაროს "მამებს" რომ კითხოთ დღეს წარმოადგინონ ფეხბურთის განვითარების ხანგრძლივი ხედვა და გეგმა დარწმუნებული ვარ მხრებს აიჩეჩავენ. არც საფეხბურთო სკაუტები გვყავს იმ დონის, რომ მომავალი ტალანტები აღმოაჩინონ და წამყვანი საფეხბურთო ქვეყნების აკადემიებში დაანაწილონ, როგორც ეს სამხრეთ ამერიკული ან თუნდაც აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოების შემთხვევაში ხდება. გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან არის კომპლექსური მიდგომა, რაც იგულისხმებდა ქართული ფეხბურთის განვითარების მინიმუმ 5-10 წლიანი პროექტის არსებობას, რომელიც გეგმაზომიერად განხორციელდებოდა ყველა შესაბამისი ნაბიჯის დაგეგმვის პირობებში. 1) საფეხბურთო ფედერაციისა და მისი მენეჯმენტის სრული რეორგანიზაცია. კადრების შერჩევა პროფესიონალიზმის, კეთილსინდისიერების და არა ნეპოტიზმის ნიშნით. დარწმუნებული ვარ სურვილის შემთხვევაში საქართველოში მსგავსი ხალხი მოიძებნებაა. 2) სოციალური გამოკითხვა, რომელიც დაადგენდა იმას თუ რა პოპულარობით სარგებლობს მოზარდებში ფეხბურთი, მაგალითად 100 გამოკითხული ბავშვიდან რამდენს სურს ფეხბურთის თამაში. მიღებული შედეგის გათვალისწინებით სპორტის სამინისტროს მხრიდან უნდა მოხდეს ბიუჯეტიდან შესაბამისი სახსრების გამოყოფა და ბავშვთა ფეხბურთში დაბანდება. მაგალითად თუ სამინისტროს ხარჯვითი ბიუჯეტი 100 მილიონ ლარს შეადგენს და ფეხბურთის პოპულარობა 70% ია, ეს ავტომატურად უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ფეხბურთში დაბანდდება 70 მილიონი ლარი 3) პირველადი პროექტის სახით მოიძებნოს ინვესტორები ხაელმწიფოში არსებული უმხსვილესი ბიზნესებიდან, რომელთან შეუცირდებათ საშემოსავლო გადასახადი და მაგალითად თუ წლიურად შემოსავლის 20 პროცენტს იხდიან ბიუჯეტში გადაიხადონ 18 და 2-ის ინვესტირება მოახდინონ საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარებაში შემდგომი მოგების მიღების პერსპექტივით (ამას ჭირდება სახელმწიფოს მხრიდან წახალისება). 4) საჭირო თანხების მოზიდვის შემდგომ ყველა რეგიონში დაარსდეს მინიმუმ ერთი საფეხბურთო აკადემია, მოწესრიგებული და ყოველმხრივ გამართული ინფრასტრუქტურით, რაც მოიცავს ერთ ძირითად და 2-3 სარეზერვო მოედანს, დახურულ სავარჯიშო სივრცეს, სატრენაჟორო და ტაქტიკური სწავლებისთვის განსაზღვრულ დარბაზებს. როგორც ზემოთ ავღნიშნე ეს საჭიროებს პირველადი ინვესტიცია და შემდგომი ხარჯების გათვლას არსებული ინფრასტრუქტურის მოვლის მიზნით. 5) ყოველწლიური სასელექციო ფანჯარა (წელიწადში 2 ჯერ), რომლის მიხედვითაც ჩატარდებოდა ტურნირები და ყველა რეგიონში, მოცულობის მიხედვით შეირჩეოდა 20-40 საუკეთესო მოზარდი, რომელიც გააგრძელებდა სწავლას საფეხბურთო აკადემიაში. 6) კვალიფიციური მწვრთნელთა და სამედიცინო სტაფის მომზადება. დღეს მსურველი რომ დაინტერესდეს, ვერც კი გაიგებს რა თანმიმდევრობით ან სად უნდა მიიღოს საჭირო სამწვრთნელო განათლება და სერტიფიკაცია. ინფორმაცია ამის შესახებ ბუნდოვანია ს.ფ.ფ -ს ოფიციალურ გვედზე, ხოლო თუ სადმე არსებობს მსგავსი მომზდების ცენტრები, მათი კვალიფიკაცია დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა. უეფასთან მჭიდრო თანამშრომლობით უნდა მოხდეს კვალიფიციური კადრების მომზადება თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში და საუკეთოსეო კადრების დასაქმება ბავშვთა ფეხბურთში, რომლებიც ასევე იქნებიან ზრდასა და პროფესიოულ წინსვლაზე ორიენტირებულნი. 7) სკაუტები, რომლებიც ითანამშრომლებენ ა. ფედერაციასთან და ბ.წამყვანი საფეხბურთო ქვეყნების საფეხბურთო აკადემიებთან ლოკალური ტალანტების მოზიდვის და მათი შემდგომი განვითარების მიზნით. 8) გამორჩეულად ნიჭიერი ბავშვები და მათი მშობლები უნდა იყვნენ ურუნველყოფილნი ყველა საჭირო პირობით და არ უნდა უწევდეთ მინიმუმ იმაზე ფიქრი თუ სად უშოვნონ შვილს საკვები და ამუნიცია. ესეც ინვესტიციის ნაწილია სამომავლო სარგებლის მიღების მიზნით. 9) წარჩინებულ ბავშვებთან და მათ მშობლებთან უნდა მოხდეს შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება, რომ მაგალითად იმ შემთხვევაში, თუ ისინი ჩამოყალიბდებიან პროფესიონალ სპორცმენებად, მათ მიერ აღებული ყოველთვიური შემოსავლის 5-10% (გამომდინარე შემოსავლის ოდენობიდან) დაერიცხება საფეხბურთო ფედერაციას და ავტომატურად მოხმარდება მომავალი თაობების აღზრდასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას. შესაძლოა ერთი შეხედვით არსებულ რეალობაში რთულია მსგავსი პროექტის განხორციელება, თუმცა რომ დავფიქრდეთ სურვილის შემთხვევაში სავსებით მიღწევადია და ზემოთ მოთხრობილი მონახაზით შესაძლებელი გახდება ერთის მხრივ 5-10 წლის პერსპექტივაში ნიჭიერი თაობის ხელშეწყობა და განვითარება, რაც ქართული ფეხბურთის კარგი მომავლის უზრუნველყოფის გარანტი იქნებოდა, ხოლო მეორეს მხრივ გააჩენდა საჭირო ფინანსებს და შესაძლებელს გახდება მომავალი თაობების განვითარებისთვის საჭირო ხარჯების დაფარვას და რაც ყველაზე მთავარია სქემა მიიღებდა ჯაჭვურ ხასიათს, რაც ხანგრძლივ პერსპექტივაში უზრუნველყოფდა ქართული ფეხბურთის გეგმაზომიერ განვითარებასა და წინსვლას. ვიყოთ რეალისტები და ვთქვათ, რომ ინერციით და თვითდინებაზე მიშვებით განვითარება ნებისმიერ სფეროსა და სეგმენტში შეუძლებელია და როცა ყოველივე გეგმის გარეშე და სტრატეგიის არქონის პირობებში ხდება, ეს იწვევს იმას რა დღეშიც დღეს იმყოფება ქართული ფეხბურთი და თუ გვინდა, რომ ხვალინდელი დღე მაინც იყოს უკეთესი, რადიკალურად უნდა შეიცვალოს მიდგომები და ქცევა.

• FOOTBALL_HUB

ვფიქრობ აქ შეკრებილნი ვართ ადამიანები , რომლებსაც საერთო წუხილი გვაერთიანებს და ეს წუხილი არის ქართული ფეხბურთის დღევენდელობასთან დაკავშირებული. ზოგადად წაგებული ომების და ჩაფლავებული პროექტის შემდგომ რაც უნდა ხდებოდეს ეს არის ჯეროვანი , ემოციებისგან დაცლილი ცივსისხლიანი ანალიზი და შესაბამისად გამოსავლის ძიება. ჩვენ ვართ რეალობაში, როცა განვითარების გეგმა არ არსებობს და საფეხბურთო სამყაროს "მამებს" რომ კითხოთ დღეს წარმოადგინონ ფეხბურთის განვითარების ხანგრძლივი ხედვა და გეგმა დარწმუნებული ვარ მხრებს აიჩეჩავენ. არც საფეხბურთო სკაუტები გვყავს იმ დონის, რომ მომავალი ტალანტები აღმოაჩინონ და წამყვანი საფეხბურთო ქვეყნების აკადემიებში დაანაწილონ, როგორც ეს სამხრეთ ამერიკული ან თუნდაც აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოების შემთხვევაში ხდება. გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან არის კომპლექსური მიდგომა, რაც იგულისხმებდა ქართული ფეხბურთის განვითარების მინიმუმ 5-10 წლიანი პროექტის არსებობას, რომელიც გეგმაზომიერად განხორციელდებოდა ყველა შესაბამისი ნაბიჯის დაგეგმვის პირობებში. 1) საფეხბურთო ფედერაციისა და მისი მენეჯმენტის სრული რეორგანიზაცია. კადრების შერჩევა პროფესიონალიზმის, კეთილსინდისიერების და არა ნეპოტიზმის ნიშნით. დარწმუნებული ვარ სურვილის შემთხვევაში საქართველოში მსგავსი ხალხი მოიძებნებაა. 2) სოციალური გამოკითხვა, რომელიც დაადგენდა იმას თუ რა პოპულარობით სარგებლობს მოზარდებში ფეხბურთი, მაგალითად 100 გამოკითხული ბავშვიდან რამდენს სურს ფეხბურთის თამაში. მიღებული შედეგის გათვალისწინებით სპორტის სამინისტროს მხრიდან უნდა მოხდეს ბიუჯეტიდან შესაბამისი სახსრების გამოყოფა და ბავშვთა ფეხბურთში დაბანდება. მაგალითად თუ სამინისტროს ხარჯვითი ბიუჯეტი 100 მილიონ ლარს შეადგენს და ფეხბურთის პოპულარობა 70% ია, ეს ავტომატურად უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ფეხბურთში დაბანდდება 70 მილიონი ლარი 3) პირველადი პროექტის სახით მოიძებნოს ინვესტორები ხაელმწიფოში არსებული უმხსვილესი ბიზნესებიდან, რომელთან შეუცირდებათ საშემოსავლო გადასახადი და მაგალითად თუ წლიურად შემოსავლის 20 პროცენტს იხდიან ბიუჯეტში გადაიხადონ 18 და 2-ის ინვესტირება მოახდინონ საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარებაში შემდგომი მოგების მიღების პერსპექტივით (ამას ჭირდება სახელმწიფოს მხრიდან წახალისება). 4) საჭირო თანხების მოზიდვის შემდგომ ყველა რეგიონში დაარსდეს მინიმუმ ერთი საფეხბურთო აკადემია, მოწესრიგებული და ყოველმხრივ გამართული ინფრასტრუქტურით, რაც მოიცავს ერთ ძირითად და 2-3 სარეზერვო მოედანს, დახურულ სავარჯიშო სივრცეს, სატრენაჟორო და ტაქტიკური სწავლებისთვის განსაზღვრულ დარბაზებს. როგორც ზემოთ ავღნიშნე ეს საჭიროებს პირველადი ინვესტიცია და შემდგომი ხარჯების გათვლას არსებული ინფრასტრუქტურის მოვლის მიზნით. 5) ყოველწლიური სასელექციო ფანჯარა (წელიწადში 2 ჯერ), რომლის მიხედვითაც ჩატარდებოდა ტურნირები და ყველა რეგიონში, მოცულობის მიხედვით შეირჩეოდა 20-40 საუკეთესო მოზარდი, რომელიც გააგრძელებდა სწავლას საფეხბურთო აკადემიაში. 6) კვალიფიციური მწვრთნელთა და სამედიცინო სტაფის მომზადება. დღეს მსურველი რომ დაინტერესდეს, ვერც კი გაიგებს რა თანმიმდევრობით ან სად უნდა მიიღოს საჭირო სამწვრთნელო განათლება და სერტიფიკაცია. ინფორმაცია ამის შესახებ ბუნდოვანია ს.ფ.ფ -ს ოფიციალურ გვედზე, ხოლო თუ სადმე არსებობს მსგავსი მომზდების ცენტრები, მათი კვალიფიკაცია დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა. უეფასთან მჭიდრო თანამშრომლობით უნდა მოხდეს კვალიფიციური კადრების მომზადება თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში და საუკეთოსეო კადრების დასაქმება ბავშვთა ფეხბურთში, რომლებიც ასევე იქნებიან ზრდასა და პროფესიოულ წინსვლაზე ორიენტირებულნი. 7) სკაუტები, რომლებიც ითანამშრომლებენ ა. ფედერაციასთან და ბ.წამყვანი საფეხბურთო ქვეყნების საფეხბურთო აკადემიებთან ლოკალური ტალანტების მოზიდვის და მათი შემდგომი განვითარების მიზნით. 8) გამორჩეულად ნიჭიერი ბავშვები და მათი მშობლები უნდა იყვნენ ურუნველყოფილნი ყველა საჭირო პირობით და არ უნდა უწევდეთ მინიმუმ იმაზე ფიქრი თუ სად უშოვნონ შვილს საკვები და ამუნიცია. ესეც ინვესტიციის ნაწილია სამომავლო სარგებლის მიღების მიზნით. 9) წარჩინებულ ბავშვებთან და მათ მშობლებთან უნდა მოხდეს შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება, რომ მაგალითად იმ შემთხვევაში, თუ ისინი ჩამოყალიბდებიან პროფესიონალ სპორცმენებად, მათ მიერ აღებული ყოველთვიური შემოსავლის 5-10% (გამომდინარე შემოსავლის ოდენობიდან) დაერიცხება საფეხბურთო ფედერაციას და ავტომატურად მოხმარდება მომავალი თაობების აღზრდასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას. შესაძლოა ერთი შეხედვით არსებულ რეალობაში რთულია მსგავსი პროექტის განხორციელება, თუმცა რომ დავფიქრდეთ სურვილის შემთხვევაში სავსებით მიღწევადია და ზემოთ მოთხრობილი მონახაზით შესაძლებელი გახდება ერთის მხრივ 5-10 წლის პერსპექტივაში ნიჭიერი თაობის ხელშეწყობა და განვითარება, რაც ქართული ფეხბურთის კარგი მომავლის უზრუნველყოფის გარანტი იქნებოდა, ხოლო მეორეს მხრივ გააჩენდა საჭირო ფინანსებს და შესაძლებელს გახდება მომავალი თაობების განვითარებისთვის საჭირო ხარჯების დაფარვას და რაც ყველაზე მთავარია სქემა მიიღებდა ჯაჭვურ ხასიათს, რაც ხანგრძლივ პერსპექტივაში უზრუნველყოფდა ქართული ფეხბურთის გეგმაზომიერ განვითარებასა და წინსვლას. ვიყოთ რეალისტები და ვთქვათ, რომ ინერციით და თვითდინებაზე მიშვებით განვითარება ნებისმიერ სფეროსა და სეგმენტში შეუძლებელია და როცა ყოველივე გეგმის გარეშე და სტრატეგიის არქონის პირობებში ხდება, ეს იწვევს იმას რა დღეშიც დღეს იმყოფება ქართული ფეხბურთი და თუ გვინდა, რომ ხვალინდელი დღე მაინც იყოს უკეთესი, რადიკალურად უნდა შეიცვალოს მიდგომები და ქცევა.

• zviadi

https://www.youtube.com/watch?v=cQ4_9DuXNn0&list=TLPQMjAxMTIwMjWvqkod9xov-g&index=1&pp=gAQBiAQB

• ავოიე

სანიოლი მარტო ძირითად გუნდს კი არა ახალგაზრდულსაც ავნებს, 21 წლამდელებს ნარიმანიძე წაართვა და თან არც ათამაშა რაც შეეხება იმას ვინც ამბობს ვინ უნდა მოვიყვანოთო გეტყვით: კარლო ანჩელოტი თუ ეგ უარს გვეტყვის და მაგ დონეს ვერ გავქაჩავთ მაშინ სვანაძე ყველაზე კაი ვარიანტი იქნება

• გია

ნაკრებს რომ ის ერთსულოვნება და გუნდურობა არ აქვს ეს თვალშისაცემია. მიზეზი ბევრია. მის გამოსწორებაზე კი ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. არ ვიცი ამ სამუშაოს სანიოლი როგორ შეძლებს. ფეხბურთელებზე კი ბევრი რამეა დამოკიდებული.მათ უნდა გააცნობიერონ არსებული მდგომარეობა და გულშემატკივარი დააბრუნონ სტადიონზე.

• jozef

რამაზ სვანაძეს მივცეთ ძირითადი ნაკრები დამოუკიდებლად შეარჩიოს და დააკომპლექტოს ნაკრები და არ უნდა ჩაერიოს ფედერაცია. სანიოლმა ამოწურა თავისი შესაძლებლობები და მივცეთ ქართველს შანსი (მითუმეტეს ყველა მისი გამოზრდილია) და საფეხბურთო სკოლებში დავწიოთ გადასახადი (სახელმწიფოს ხარჯზე), რამდენი ნიჭიერი ბავშვი ვერ დადის ფეხბურთზე უფულობის გამო.

• სირბილის სწავლების ცენტრი

ბულგარეთთან სწრაფ ბურთს რომ ვერ ეწეოდნენ ამის გამოსასწორებლად რამე კეთდება? როდესაც სწრაფი მარცხენა მცველი ყავდა ნაკრებს ვინმემ კითხა როგორ გააუმჯობესა სისწრაფე, ან რომ ვერ იღლებოდა იქნებ ვინმემ ასწავლა? ვინმე ახსენებს, ძალისმიერ სირბილს მარტო საქართველოს ნაკრები რომ იყენებს და მთელი მსოფლიო მცირე ენერგოდანახარჯით სირბილზე არის გადასული? 2 თამაშის გადაბმა რომ არ შეუძლიათ, აღდგენის სწავლება იქნებ ვინმეს შეუძლია და ასეთი მწვრთნელის პოვნაზე ვინმე ფიქრობს? კიდევ ბევრი შეკითხვა დაგროვდა, მაგრამ კონკრეტული საუბარი რატომღაც არავის სჭირდება...

• თეიმურაზ რეხვიაშვილი

სანამ ფედერაციაში საღად მოაზროვნე,ჭკვიანი, წესიერი, განათლებული, პატრიოტი და პატიოსანი ხალხი არ მოვლენ ფეხბურთის სათავეში მანამ საშველი არ იქნება,რა საწვრთნელო დამსახურებით დანიშნეს ეს ვაისი და მერე სანიოლი ვერავინ გაიგო. ამდენ შეცდომებს არცერთი ქართველი არ დაუშვებდა. რომ გაიძახით ევროპაზე გაგვიყვანაო.მორიგი ზღაპარია,გავიხსენოთ.რომ უსუსტეს ჯგუფში მოვხვდით,ლუქსემბურგს მსაჯმა მოუგო,ბერძნების კაპიტანმა რომ პენალტი ააცილა სანიოლის დამსახურებაა? ვისაც გგონიათ რიომ პორტუგალია რომ გასული არ ყოფილიყო ესენი მოუგებდენ ფეხბურთიდან ძაააალიან შორს იმყოფებით.

• ხაფანგი

აბა როგორ გინდათ ყველგან და ყველაფერში რაც მაგრები ვარ ხო ქართველები ვართ ჰოდა თუ მაგრები ვართ ავახვევინოთ მაგ სანიოლს სანამ რაღაც მიღწეული სულ არ გაუფარჩაკებია და მოუსპია , რაც გააკეთა გააკეთა ჰოდა ახალი ცოცხით დაგვილში ცოტახანი მაინც გვამყოფოს!

• გიგო პაპა

ჰოდა, მოდი ვიკითხოთ, ამ კურასაოს საერთოდ ააქვს ქვეყნის ჩემპიონატი? და თუ აქვს, რა დონისაა და ჩვენსას ჯობია? ან ნაკრებში თუ ყავთ ჩვენს ბიჭებზე უკეთესი ფეხბურთელები? კარგი იქნებოდა მაგათთან ამხანაგური მატჩის გამართვა. დარწმუნებული ვარ ძალიან დიდი ანგარიშით მოვუგებდით. მაშ რისთვის გადავყარეთ 500 მილიონი? გამოდის, ფედერაციამ უბრალოდ ხალხი დაასაქმა კლუბებში, ანუ საარჩევნოდ თავისი მომხრეები მოიზიდა. ხომ ფაქტია, რომ ევრო ტურნირებზე წლებია უკვე ვერც ერთი ქართული გუნდი ვერ გადის? ვერც იაფი უცხოელი ფეხბურთელების ჩამოყვანამ უშველა დონის აწევას. თავიდან ბოლომდე პოლიტიზირებულია ფეხბურთი. იგივე ვითარებაა კალათბურთში და სპორტის თითქმის ყველა სახეობაში. თუ არ მოხდა გამიჯვნა ერთმანეთისაგან, სულ ამ წრეზე ვიტრიალებთ.

• Lobotka

აქ უმეტესობა ის ხალხი ლანძღავთ ბიჭებს, ვინც მანამდე გადაბრუნებულ სიტყვას ვინც იტყოდა მათზე ეგრევე რომ შეურაცყობაზე გადადიოდით და ყველეფერში ამართლებდით. ახლა დამდგარხართ და ზოგს მათ ჩაცმულობაზე წაგიგდიათ ენა და ზოგს მათ ბიზნეს თუ სარეკლამო საქმიანობაზე... ახლა აღარ მოგწონთ სააკაშვილი ხო?

• თბილისელი

მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა კურასაოს ნაკრები. კუნძულზე ცხოვრობს 110 000 ადამიანი. ბევრი ბატურალიზირებყლი ფეხბურთელი,მწვრთნელი-დიკ ადვოკატი,მაგრამ დარწმუნებული ვარ 500 მილიონი ლარი არ დაუჯდათ ეს ყველაფერი.

• ამატაკი

ყველაფერი თავუკუღმა რავა ჩვენთან უნდა დატრიალდეს, ეს რა უბედურება გვჭირს! . არ გვყავს ჯერჯერობით შესაბამისი ფლანგის მცველები, მაგრამ გვყავს ასე თუ ისე ცენტრალურები. 4 მცეველით სანიოლს ნორმალური მატჩი არ ჩაუტარებია, მხოლოდ ერთიმეორეზე უარესი შედეგები. მაინც ჯიუტად გაიძახიან, არა!ჩვენ ასე ვითამაშებთ! რამდენჯერ უნდა ჩაფლავდეთ, რომ შეეშვათ ამ სიჯიუტეს!. თუ რამე ხეირიანი გაუკეთებია სანიოლს, ბევრჯერ მითქვამს, ეს სამ ცეტრალურ მცველზე დროულად გადასვლა იყო. ფლანგებზე ლატერალებით ვთამაშობდით. ამ როლს მეტ-ნაკლები წარმატებით თამაშობდნენ ბიჭები:აზაროვი, წიტაიშვილი, შენგელიაც კი მოისინჯა, გამოჩნდა გოჩო, ლოჩოშვილიც იყო ერთ-ორჯერ, კაკაბაძე, გიორბელიძე. ფლანგებზე ლატერალებით თამაშისას მეტ-ნაკლებად ვახერხებდით ასაკოვანი ცენტრალური მცველების გადაზღვევას, ამასთანავე ერთვებოდნენ შეტევაშიც და არცთუ ურიგოდ. შესაბამისად შეტევითი ფაზა უფრო მრავალფეროვანი შეიქმნა, ფლანგებზე აქტიურობის ხარჯზე. ასეთუისე გარკვეული ბალანსიც შეინიშნებოდა და რამდენიმე ხარისხიანი მატჩი ჩავატარეთ. რათქმაუნდა ეს ყველაფერი იმიტომაც მოხერხდა, რომ ისეთი ვარსკვლავები წამოვიდნენ, როგორებიცაა პირველ რიგში კვარა და შემდგომ მიქაუტაძე, მამარდა. ამათთან ერთად სხვებმაც უკეთ შეძლეს პოტენციალის წარმოჩენა. ჩაკვეტაძე, კიტეს შესაძლებლობები იქამდეც ვიცოდით, მაგრამ ამ ახალ თაობასთან ერთად ერთად სულ სხვა ძალად იქცნენ. საბოლოო ჯამში ყველა კმაყოფილი დავრჩით. და აი მივედით სწორედ იქ, საიდანაც დავიწყე...წამოვიდა ეს უცილობელი მახათის თემა! დაიწყო წაპროფესორება და ვითომ ახალი ველოსიპედის მოგონება. ეტრყობა ეს ესპანეთის 1-7 -ის "ლომკა"- დროდადრო თავს იჩენს. ოჯახაშენებულო, ამ სიტუაციაში 4 მცელით ცოტაჯერ წამოეგე, გსიამოვნებთ საკუთარი წაფარჩაქება, თუ რა უბედურება გვჭირს? ან თუ მართლა ამხელა წარმოდგენა გაქვთ საკუთარ შესაძლებლობებზე, რომ ერთი ხელის მოსმით ანადგურებთ ძლივს მიღწეულს, მაშინ მართლა კარდინალური ცვლილებები დაგვანახეთ- სადაა განახლებული დაცვის ხაზი, ან გათანამედროვებული ნახევადაცვა, ერთჯერ მაინც თუ დაგიპრესინგებიათ მეტოქე? ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდებს ახეხინეთ სათადარიგოს სკამები იმ საცოდაობის სანახავად, რაშიც თურმე "მომავლის შენება"უნდა დავინახოთ. მთლად უარესი ის არის, რომ ზოგიერთი ამბობს, რომ ამ ამბავს ასე ხედავს. იმედია მთლად მასეც არაა ჩვენი საქმე, უბრალოდ ამათუიმ მიზეზით თავს იკატუნებენ.რა ვიცი, ერთი ღმერთია ზევით, ვისი იმედიღა შეგვჩენია ყველაფერი ამის შემხედვარე!

• სილოვან ძგერია

წერა-კითხვა ისწავლე ჯერ და მერე აკომენტარე.

• tedo

ვაი გულშემატკივრებს!-ს გვერდში დგომა რას ნიშნავს იცი შენ საერთოდ? ნაკრების გულშემატკივრები რომ ვართ და ბიჭებისაც, იმიტომ ვითხოვთ სანიოლის წასლას .ფედერაციის ტროლი ხარ თუ სანიოლის სტაფის ?

• ხაფანგი

ხომ ხედავთ მაგ სანიოლს მეტის თავი არააქვს და შევაკვდეთ? რა უკეთესები აღარ არსებობენ?გაიყვანა ევროპაზე და რაა უკეთესისთვის აღარ გვინდა ფიქრი? რაა სანიოლის გარდა აღარ დარჩა სადმე მისნაირი ? როდემდე ვუსმინოთ ეხლა თავის გამართლებას მე არაფერშუაში ვარო აბა ვინაა პასუხისმგებელი თუარა მწვრთნელი, სხვა მის ადგილას თვითონვე დატოვებდა ნაკრებს უკეთესი შეთავაზებები ხომ ქონდა მარა იცოდა აქ უფრო მუქთაზე იქნებოდა და უპატრონებდნენ კიდეც, ვითომ არ იცოდეთ რაც ხდება ქართულ ფეხბურთში.(ოღონდაცა რაა)

• ჭორიკანებს!

რა თქვენი ერთი ადგილის საქმეა: ვის რა აცვია, ვინ რა კლიპში იღებს მონაწილეობას, ვინ ვის უჭერს მხარს და ასე შემდეგ? დააყეთ ერთი ადგილები! ნაღდად არ შემდგარი მასები ხართ და იმიტომაც იქექებით სხვის პირად ცხოვრებაში.

• ჩემი აზრით

გასაგებია სანიოლის წასვლა რომ გინდათ.იქნებ ჩამოთვალოთ ვინა გინდათ მის შემცვლელად.ისე არ გამოვიდეს ახალმა უარესი შედეგები დადოს.დიდი ხანია ფეხბურთით ვარ გატაცებული და არ მაგონდება მწვრვთვნელი საბოლოოდ რომ არ გალანძღულიყოს.ერთადერთი ზიდანია რომელმაც როგორც კი რონალდუ წავიდა ეგრევე დატოვა რეალი.იმის შემდეგ არსად უნუშავია.

• ვაი გულშემატკივრებს!

გუნდს ეხლა ჭირდება მხარში ამოდგომა და არა თქვენი უაზრო კრიტიკა! არავითარი ვილი სანიოლის წასვლა! ბიჭებს ვუცხადებთ სოლიდარობას!

• Ზაზა

Სანიოლმა წასვლა არ მინდაო! Აქ Კარგად ვარო! Ხელფასიც კარგი მაქვს და ა.შ. Კარგი Ფეხბურთელები არ მყავს და რას მთხოვთ? Ჩემგან რა გინდათო?! Სანამ ბავშვთა ფეხბურთს არ ეშველება, არაფერი გეშველებათო!!!

• gzp

ყოველი ჩავარდნის მერე მწვრთნელის გადადგომა არალოგიკურია, მაგრამ კაცი რომელიც ამბობს კიდევ თუ ესპანეთს შევხვდებით გადავდგებიო მართლა უნდა გაუშვან. თან დაუყოვნებლივ!

• პეტუხი კრიშტიანუ

ლომინაძეს კიდე არ აღირსა დებიუტი?რას აუჩემებია ეს ჯამჭურჭელაშვილი?!

• დავით 67

დომინოს ეფექტი კი არა ეს არის ქ20ური ეფექტი. მიუხედავად შედეგის არ ქონისა, წასვლა არ უნდა,როგორც ვანიაშვილს.ესაა ქ20ობა სხვა კი არაფერი. ფულის შოვნა და ქონების დაგროვება, ხალხის ხარჯზე ეს ხომ ვიცით და ვიცით, სამაგიეროდ გვყავს ისეთებიც (კაცები)რომლებიც ამ პარტიამ გათხოვებას გადაარჩინა. ჰო არ გაგეცინოთ. ისინი უკვე პატარძლის კაბაში იყვნენ გამოწყობილნი და ამ დროს მოევლით მხსნელი. ბომბები რომ არ ცვივა დღეს, ეს მათი დამსახურებაა. თუ უკანონო შემოსავალი აღმოუჩნდებათ მთავრობის მაღალჩინოსნებს, პასუხი მზადა აქვთ, მამაჩემმა მაჩუქა ან ბებიაჩემმა. ხედავს ვილი ამ ყველაფერს და რატომ წავა?

• გიო

რა შეთქმულების თეორიებს ეძებთ, ყველაფერი სახეზეა.მარცხენა მცველს მარჯვნივ ათამაშებს.კიტეიშვილს 1,85 კაცის აყვანას ავალებს.ამას ან დებილი გააკეთებს ანდა გამიზნულად აკეთებს. რა განხილვა უნდა ამას.

• მერაბი 61

ძვირფასო მეგობრებო გახსოვთ თუ არა ბრაზილიამ წააგო გერმანიასთან დიდი ანგარიშით, იტალიამ ახლახან წააგო ნორვეგიასთან, ორგზის მსოფლიო ჩემპიონმა, ახლა ჩვენს ნაკრებზე რაც მოხდა ამას ჩავარდნა ქვია , ხდება ხოლმე ეგეთი რაღაცეები ფეხბურთში, ამ თაობამ რაც შეეძლოთ გააკეთეს ხუთიანზე,მე როგორც გულშემატკივარი მადლობელი ვარ,ახლა მომავალზე აუცილებლად საჭიროა გაახალგაზრდავება 50 პროცენტი ესეიგი ნახევარი ნაკრები, მადლობა გადაუხადოთ იმ ჩვენს ბიჭებს ვინც თავი დაუზოგავად ასახელებდა საქართველოს და ჩვენს დროშას,ახლა რაც შეიძლება ჩვენ გულშემატკივარი უნდა ვიყოთ ერთად ჩვენს ბიჭებთან, გთხოვთ ნუ მივაყენებთ შეურაცხყოფას ნურავის,მე ვარ ოპტიმისტი კარგი მომავალი გვაქვს, გადავხედე და გავაანალიზე კარგი თაობა მოდის, ხვიჩას ,მამარდას , ჩაკვეს,ჟორჟის, ქოჩორას,აი ამათ დაემატა ახალი თაობა გოგლიჩიძე, საზონოვი,დოლტმურზიევი,ეგოიანი, ჩუბინიძე, ვახანია, კიდევ ბევრი სხვები, მეგობრებო მინდა ვუსურვო თქვენს ოჯახებს ჯანმრთელობას, ჯანმრთელი ადამიანი არის ლამაზი ადამიანი, გაუმარჯოს ჩვენს ლამაზ სამშობლოს საქართველოს, მადლობა,

• გულ-შემატკივარი

ზოგადად,მწვრთნელი საფეხბურთო ნიუანსებში გარკვეულობის გარდა უნდა იყოს კარგი ფსიქოლოგიც და რაც მთავარია,გუნდი დამუხტოს. მისთვის ყველა თამაში უნდა იყოს გადამწყვეტი ომი! როდესაც სანიოლი ამბობს,რომ ესპანეთის ნაკრები კიდევ თუ შეხვდა,პოსტს დატოვებს,აღარც უნდა ალაპარაკო,უნდა კარისკენ მიუთითო - კაცი წაგებული გადის მინდორზე და ფეხბურთელებს რაღას სთხოვ... ადრეც დავწერე,კიდევ განვმეორდები:ევროპაზე მოვხვდით ერთა ლიგიდან,გადამწყვეტი მატჩები ვითამაშეთ თბილისში და მსაჯებშიც გაგვიმართლა,რადგან ლუქსემბურგთან „ვარმა" წაგვაშველა ხელი, ხოლო საბერძნეთს ასეთი უსახური ნაკრები ისტორიაში არ ჰყოლია... ფინალურ ეტაპზე ბიჭებმა იბრძოლეს რაც შეეძლოთ, ხან მამარდაშვილმა გვიხსნა,ხან პორტუგალიამ წაივარჯიშა ჩვენთან.სად იყო ქართული ფეხბურთი? - როდის იყო ჩვენი თამაში მთელი გუნდით დაცვაში ჯდომა?.. იქიდან ჩამოსულ გუნდს,თითქოს ევროპის ჩემპიონატი მოეგოს,ისე დავხვდით და სანიოლს კინაღამ ძეგლი დავუდგით.გასაგებია,დიდი სიხარული იყო და ალალი იყოს მათთვის გაცემული ჯილდოები,მაგრამ იმ სიმაღლეზე ავუწიეთ თამასა,რომ ლამის დავიჯერეთ და აკი დაიწყეს კიდეც შეძახილები - ეს ყიფიანია, ეს-გუცაევი,ის-ჩივაძე,ესეც-შენგელია თუ დარასელია... აქ ჩამოთვლილი ნაღდი ფეხბურთელები ლუქსემბურგს,ალბანეთს,ჩეხეთს,საბერძნეთს და მათ ტოლ-სწორ გუნდებს ცალი ფეხით მოუგებდნენ და ისიც საკითხავია,თურქეთი და ესპანეთი რას წაიღებდნენ და რას მიაღწევდნენ ჩვენთან... სიმართლე გითხრათ,კვარაცხელია,მამარდაშვილი,მიქაუტაძე,ჩაკვეტაძე,კიტეიშვილი,დავითაშვილი და დანარჩენი ბიჭები ნამდვილად მეტს გააკეთებენ,თუკი ეყოლებათ ისეთი მწვრთნელი,რომელიც ექსპერიმენტებს კი არ ჩაატარებს,არამედ ექნება ტაქტიკური სქემების და მათი გამოყენების ნიჭი,ეცოდინება თითოეული ფეხბურთელის ფსიქოლოგიური პორტრეტი,მათი შესაძლებლობები და გამოიყენებს მათ ტალანტს მაქსიმალურად.სანიოლს ეს აღარ შეუძლია,მორჩა! შემართება და სიმამაცე არ ისწავლება,ის ან გაქვს ან არა! სანიოლი კი არა,ისეთებთან გაუწყვეტიათ დადებული კონტრაქტები,მსოფლიოს რომ აზანზარებდნენ. დაემშვიდობეთ და თუ ასე არ იზამთ,მიგაყოლებენ თქვენც ფედერაციის თავკაცებო!!! და კიდევ - ნუ ურევთ ერთმანეთში პოლიტიკას და ფეხბურთს, მიეცით საშუალება ამ ბიჭებს გააკეთონ ის,რაც ყველაზე კარგად გამოსდით და ნუ ეპატიჟებით,რომ აირჩიონ მხარე და აკეთონ ვიღაცების მაამებელი განცხადებები.

• გიორგი

ესპანეთს პედრი და იამალი გამოაკლდა:)) კაი აბა რა გეგონა ესანეთს მოუგეებ?!

• ბორია წიფურია

გაუშვით ვილი და დააყენეთ მწვრთნელი რომელიც შიდა ჩემპიონატის მატჩებს დაესწრება და მონდომებულ ახალგაზრდებს გზას მისცემს. აშიაზე წუწუნობთ მაგრამ ვერ მოძებენს შემცვლელი ხომ ხედავთ... გურამი სხვებზე მეტს ინდომებს თავის არქაულ წლოვანებაში და ვერას მოსთხოვს მეტს. ბევრს ფეხბურთის თამაში ნაკრებში უნდა და ცალფეხაა, ორივე ფეხით ვერ ურტყავენ და პასსაც ვერ იძლევიან, ზოგს პასის კულტურა არ გააჩნია საერთოდ და უმიზნოდ ეხებიან ბურთს, ზოგს მუხლი უკანკალებს რადგან თავდაჯერება არ აქვს. 80 წუთი ბურთი გეჭიროს და კარებში ვერ დაარტყა საჯარიმოს გარედან? ჩივაძე სულაქველიზე, მაჩაიძე, ყიფიანი, დარასელია, კოსტავა, ხიზანიშვილი და ხინცაგაშვილიც, კოპალეიშვილი, კოსტავა, ფირუზაც ყველას შეეძლო კარებში დარტყმა, ცაავა, გურული, ქეცბაია...რა ხდება არასწორად ავარჯიშებენ ალბათ ამ ბავშვებს, ტორემ როგორ შეიძლე ბა ასე? ადრე კედელთან ვარჯიოშობდა ხალხი ან გარაჟებზე ეზოში ბურთის კონტროლისთვის და შორიდან დარტყმებზე დღეს კედლის გათამაშება არ შეუძლია ნაკრებს. პასს მისცემენ და ჩერდებიამ... ვილის მე არ მჯერა და ევროპაზე გასვლაშიც გაუმართლა და ასევე ევროპის ჩემპიონატძეე შემდეგ ეტაპზე გასვლაში და უცბად ძეგლის დადგმა მოგინდათ. ამ დროე ეუფორიისგან სწორ ანალიზს ვერ აკეთებს ვერავინ და ვერც მოთამაშე ფეხბურთელები. ევროპაზე ეტყობოდა ამ გუნდს რომ არ ჰქონდა არანაერი მარაგი და აგერ გამოჩნდა.

• გიორგი

ტიპი მომსახურების ზონიდანაა გასული. ეგ არ ამბობდა, თავის ხიზანიშვილიანად, უკვე დროა 4 მცველიან სისტემაზე გადავიდეთ და ამას აღარ შევცვლითო. ეხლა ამბობს პატარა გუნდი ვართო. თუ საკადრო პრობლემები გვქონდა, ეხლა აღმოაჩინა ეს, ტრენერობის მეხუთე წლისთავზე? თვითკრიტიკის უნარს საერთოდ მოკლებულია. დავჯდეთ და ვუსმინოთ ამის უთავბოლო ლაპარაკს ვიდრე ამ თაობას მოინელებს? აქ წავიკითხე ყველაზე მცირე მოსახლეობის მქონე ქვეყანა გასულა მსოფლიოზე. ნეტა ისინი რას ლაპარაკობენ?

• ფეხბურთია ქვეყნის სახე

რაც ხდება ქვეყანაში ის გვაქს ფეხბურთშიც. არავინაა არაფერზე პასუხისგებელი და კრება დარჩა მხიარული. არავინ არაფერს შეცვლის და გაგრძელდება წუმპეში ჩაფლობა. ვილი უკვე გაქართველდა და ოროსან ტენდერების დამთრრვ პიროვნებას დაემსგავს. ქვეყანაშიც და ფეხბურთშიც კერძოდ ნაკრებშიც ნეპოტიზმი და კორუფციის ნიშნები შეინიშნება. ეს კი კლავს და ანადგურებდ ყველაფერის მომავალს და უკეთესობის იმედი სამწუხაროდ მე აღარ მაქვს. ამ ყველაფერის მაყურებელს უკვე გულგრილს გვხდის ყველას ნაკრების და ზოგადათ ჩვენი ფეხბურთის მიმართ. ვილი იყო და არის ოროსანი მწვრთნელი, ეს ნაკრებში ბიჭებმაც გაისაზრისეს უკვე.

• იკა

სანიოლი წავა და ევროპა და მსოფლიო ჩვენია.

• გიგო პაპა

ძალიან გამიკვირდა, რომ ბულგარელებთან იური ტაბატაძე არ ათამაშა. ესპანელებთან მაგრად იბრძოლა, რაღაცით ქეცბაიას მივამსგავსე, ყოველთვის ბოლომდე და ალალად თამაშობდა თემური. რაში ჭირდება საერთოდ ქვილითაია? უკვე ბუდუც კი სათუო ხდება ნაკრებისთვის. აშკარად გასაახალგაზრდაველია გუნდი, სისწრაფეები მოსამატებელი და აუცილებლად პრესინგის თამაში სასწავლი. არაფერს ვამბობ დამუშავებულ სტანდარტულებზე და ელემენტარულ კომბინაციებზე. სანიოლის დრო დიდი ხნის წინ დასრულდა.

• სვანსკი

ხალხმა შავი ჭირი მოიშორა და ვინაა ეს უკურნებელი სენი,რომ ყველაფერს უკუღმა აკეთებს

• გაგა

სანიოლს ქართველი პოლიტიკოსებისა დაემართა,წასვლა აღარ უნდა!!

• სოსო-ს

მაგას ქვია, უნახავმა რა ნახაო. ))) მარტო მაგათი ცოლების ჩაცმულობა, სამკაულები, სურათები სოცქსელებში, გართობა და დაბადების დღეებია საკმარისი იმისთვის, რომ სწორი დასკვნა გააკეთო კაცმა. ანაღვლე მაგათ აფხაზეთი და სამაჩაბლო.....

• ვოოტ

ვიღაცას უნდა ეყოს ძალა და გამბედაობა, რომ სრული სიმართლე თქვას ნაკრებში არსებულ მდგომარეობაზე და იმ სუბიექტურ პრობლემებზე, რომლებიც ხელს უშლით ამ შემადგენლობით თუნდაც მინიმალური შედეგის დადებაში... ეს იმან უნდა გააკეთოს, ვინც არ არის დამოკიდებული სანიოლისა და ფედერაციის ხუშტურებზე და ვისაც ვერაფერს დააკლებენ, ასეთი ფეხბურთელები კი, საბედნიეროდ ნაკრებში ჯერ კიდევ გვყვანან...

• ზურა ორიანებს

აუეე რა შუაშია აქ ეგ …… ნაცები მე არ ვიცი და საერთოდ მკიდია პოლიტიკა მაგრამ რამხელა ბეცი უნდა იყო რომ სანიოლის მწვრთნელობა მოგეწენოს …1:7 -ის მერე ვიძახდი მის გაგდებას მანამდის ვაკვირდებოდი და ვერაფერს კარგს ვერ ვხედავდი მაგრამ რაღაც იმედი იყო …1:7 ის მერე დამთავრდა !!!ეგ თქვენ აბრალებთ ტიპს ევროზე გაგვიყვანაო გაიხსენეთ ლუქსემბურგთან თამაში რომ არა ვარი და ის დალოცვილი მსაჯი 1:1 არც წითელი ბარათი მათ და რაღაც არ გავდა იმ წუთებში ისე გვაჯდა ლუქსემბურგი რომ ჩვენებს ის თამაში მოეგო გაუქმებული გოლი გაგდებული კაცი და გატყდა ლუქსემბურგი …საბერძნეთთან 120 წუთი მათი შეტევები ჩვენი ბიჭების გმირობა მაყურებლების გმირობა ამან გაგვაძლებინა 120 წუთი( და რომ არა ეს თამაშები თბილისში რაშითაც გაგვიმართლა ყველას ეგ ვერც ლუქსემბურგს მოუგებდა და მითუმეტეს საბერძნეთი ათენში ამოგვტენიდა თან კარგად გაიხსენეთ ბერძენთა მწვრთნელი სანიოლზე დებილი იყო არ ათამაშა პავლიდისი რომელსაც ნიდერლანდების ბომბარდირი იყო იმ დროს 29 გოლი ქონდა ტიპს გატანილი შეცვლაზეც კი არ შემოიყვანა) და არა მწვრთნელის იდეებმა პირიქით იქ არ იყო გამოძახებული იმ დროისთვის ძლიერი და საჭირო ფეხბურთელები …შემდეგ გაიხსენეთ რა ჩაიდინა საშინაო ევროს წინ ახალგაზრდულს წაართვა ნახევარი გუნდი წაიყვანა შოტლანდიაში არაფრის მომცემ თამაშში დე ეგრევე დასაჯა მსაჯმაც და ბუნებამაც თავხსმა წვიმაში წყალბურთი გვეთამაშეს და ამით დაღუპა ახალგაზრდული და დაგვაკარგია ოლიმპიადა … ევროზეც ბიჭებმა იფრინეს თორემ ეგ ხელის შეშლის მეტს არ აკეთებდა არაფერს რას ერჩოდა აზაროვს რატომ დატოვა შემდეგ ჯაბამ დაუთმო ადგილი მაგრამ მაინც არ წაიყვანა …მე აზაროვი არაბიძე გადრანი და ბევრი სხვა ბიჭები ვისაც ეგ ჩაგრავდა და დღესაც ჩაგრავს ბევრად მირჩევნია სანიოლს კლოპს გვარდიოლას და ვინც არ უნდა იყოს !!! ახლაც მაკვირვებს მისი უტიფრობა იმის მაგივრად ბოდიში ჩავისვარე და მივდივარ …ბიჭებს აბრალებს მე კი ვხედავ რომ ამ ბიჭებს კვარას თაობას მობეზრდა სანიოლის უსამართლობები ზუკას ხან ათამაშებს ხან არა კიტეს საყრდენად უშვებს გოჩოს უკუღმა ათამაშებს მათ ძმაკაცს აზაროვს საერთოდ უსამართლოდ ჩაგრავს და ვეთანხმები ბიჭებს რომ არც იკლავენ თავს მინდორზე სანიოლის გულისთვის პირიქით ოცნებობენ როდის წაეთრევა რომ ნორმალური შემადგენლობით ნორმალური ფეხბურთი ითამაშონ თუ ფედერაციას კიდია ფეხებზე შედეგები და მაინც ტოვებს სანიოლს ბიჭებმაც ოკ …აწი ზოგი არც ჩამოვა ( თითქოს ტრამვები აჰა მიქა ალბათ გაიფიქრა სანიოლზე წადი შენი დებილი….მე ფეხი მტკივაო ) რა აზრი ბურთი ჩემამდის მაინც არ მოდის…სანამ სანიოლი იქნება ნაკრებში კვარას თაობა თავს არ მოიკლავს იმიტომ რომ აზრი არ აქვს …მწვრთნელი ყველაფერს აკეთებს უკუღმა …აწი მეც მაგრად მკიდია ნაკრები იმის გამო რომ ვიცი წინასწარ გუნდი ვერ აჩვენებს 10%საც თავისი შესაძლებლობის …აზრი ტყუილად ნერვების შლა …ახა ახალი მაგალითი წაართვა ახალგაზრდულს ნარიმანიძე მათთვის ძირითადის ფეხბურთელი და აქ ერთი წუთიც არ ათამაშა ამ ნაკრებს ხომ ღუპავს ახალგაზრდულსაც არ ახარებს ჯინი აქვს სვანაძის სანიოლი რომ არა სვანაძე საშინაო ევროს ნახევარფინალს ოლიმპიადას და წინა ევროზე მინიმუმ ჯგუფიდან გავიდოდა ….!!! ასე რომ გაუშვით ეგ შემოგზავნილი ჭირი თავის სახლში და ამოისუნთქვს ქართული ფეხბურთი …( საკლუბოს არ ვგულიხსმობ იქ სხვა ბევრი ჭირები გბჭირს )

• ლაშა

მწვრთნელი უნდა შეიცვალოს, ეს უკვე რაღაც ძველის დასასრული და რაღაც ახლის დასაწყისი იქნება ფსიქოლოგიურად, რაც აუცილებელია. ვილის მადლობა და ვინმე ახალს გამარჯობა. ესაა საჭირო.

• 100%

ყოველთვის მეზარება კლავიატურაზე ჩხაკუნი და ამიტომ პატარა ტექსტებს ვწერ სულ. ეხლა მინდა გითხრად ჩვენი უბედურება სად არის... ხვიჩას პირველმა (ყოველშემთხვევაში მე მანამდე არ წამიკითხია და გამიგია) მე დაუძახე ბრილიანტი, ამას იმიტომ გეუბნებით, რომ შეიძლება მეც მიმიძღვის წვლილი იმაში, რომ ბიჭი ფიქრობ რომ, ყველაფერი თავისი გასაკეთებელია, რაც ცუდია მისთვის და გუნდისთვის. ამ სტატიაშიც ავტორი გვეუბნება, ხვიჩა გყავდეს და ესე,ისეო. თამაშში კომენტატორი ყვირის ხვიჩაზე, ფეხებში გაუძვრინა ბურთიო ))) თამაში წავაგეთ! ნათქვამია ლაპარაკი, რომ წყვეტავდეს ყველაფერს, ჯუნგლების მეფე თუთიყუში იქნებოდაო! ტაბატაძის თვალებში ჟილკა და ბრძოლისუნარიანობა დავინახემეთქი და მუსიემ, ხომ შეცვალა, მეორე თამაში საერთოდ არ ათამაშა. მამარდაშვილს ენაცვალოს ჩემი სიცოცხლე, ჩემს შვილებზე პატარაა, მაგრამ მეორე ან მესამე მეკარე ჩავაყენოთ რომელიმე თამაშში, როცა არაფერი წყდება, არ შეიძლება? ვიცით მეკარეები, რომლებიც გუნდში სხვა არის და ნაკრებში სხვა. სტატია წავიკითხე სადაც ეწერა, ,,სად არიან ინდივიდუალისტები,, მე გეტყვით სად, ხვიჩა ხომ გვყავს, ბადრის ბიჭია, ბადრი კვარაცხელიას და მის ლამაზ ოჯახს ვენაცვალე, მეტი თავისუფლება ჰქონდა ბავშვს და ჩვენი ბრილიანტი, გვახარებს. რა ხდება აქეთ, და ხდება ის რომ, 6-7 წლის ბავშვებს თავისუფლებას ართმევენ ,,მწვრთნელები,, საფეხბურთო სკოლებში და სთხოვენ თავისი ეგოს დასაკმაყოფილებლად ,,გუნდზე მუშაობას,,, რომ გუნდმა მოიგოს. ეს დღევანდელი ახალკაცები ბავშვებში ჰკლავენ ინდივიდუალიზმს. ექვსი წლის გუნდით ლიგას იდებენ ტიპები)))). გამზრდელმა უნდა გაზარდოს და მერე ჩასვას ჩარჩოებში, ესე ბავშვი კომპლექსდება. ბევრ თემაზე მინდა დავწერო, მაგრამ დავიღალე, მაპატიეთ.

• სოსო

ეს აღარ არის ძველი ნაკრები,იცით რატომ?თავში აუვრდათ,მარიაჟობა და ფულის,ქონების,წილების დაგროვება დაიწყეს,პარტიულ კლიპეპში მონაწილეობა,ბრენდული ტანსაცმლით მოდის ჩვენებები,შესაბამისი შედეგიც მიიღეს!!

• za

აი მშვენიერი სტატიაა. არ დავმალავ, იშვიათად მომწონებია ამ საიტზე სტატია და ეს არის ზუსტად ის სტატია რომელიც მოწონებას იმსახურებს. რა ფეხბურთელებითაც ევროპაზე გავედით, თითქმის იგივე შემადგენლობა გვყავს ეხლა (კვირკველია, გველესიანის გარდა). ფაქტია რომ საშინლად ვთამაშობთ. გაურკვეველი ტაქტიკა, შეუთამაშებლობა, შემართების ნაკლებობა, მოტივაციის ნაკლებობა, აგრესიულობის ნაკლებობა. ყველას ეს ზემოდჩამოთვლილი არის მწვრთნელის ბრალი! წერტილი! საერთოდ არავინ არაფერს უკარგავს სანიოლს! სუპერ შედეგს მიაღწია გუნდმა და ეს არის მისი დამსახურება, მაგრამ ფაქტია რომ აიჭრა, ამ "გაზრდილ" გუნდს ვეღარ აუბა მხარი. ერთი ცუდი მომენტიც არის, არცერთი თამაშის მერე თავის თავზე არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს. ეგრე არ შეიძლება! ყოველთვის ყველაფერი ფეხბურთელების ბრალი არაა (მაგალითად გოჩოლეიშვილი რომ მარცხენა მცველად თამაშობეს, ეგ არ არის ფეხბურთელის ბრალი)

• ახალი ამბავი

რას ამბობ, მაშინ ჰქონდა პარტიული ნიშანი, თუ ჰქონდა - ნაცური ნაკრები იყო (ძირითადად ახლაც ასეა) და იმიტომაც უწყობდნენ ხელს, ნაცების დიდი აქციების პარალელურად

• გიორგი

გავიგეთ სარკაზმი 😁

• ვილი მაგარია

კუდაბზიკობას შეეშვით. ვილის დაუჯერეთ. ერთა ლიგის შედეგი იქნება გადამწყვეტი. მანამდე პოპკორნს მიეძალეთ და პეპსი მიაყოლეთ

• lasha

ვისაც გინდათ გეწყინოთ. ვინც ბრმა არაა ხედავთ. ეს აღარაა ეროვნული ნაკრები. ამიტომაც დაკარგა მენტალობა და ბრძოლისუნარიანობა. თავი რო დადო ამისთვის უნდა გქონდეს განცდა რომ შენს უკან შენი დაჩაგრული ქვეყანა და ერია. ეს უკვე არის პარტიული ნაკრები. კარგით რა ხალხო ბრმა თუ არ ხარ მიხვდები რატომ არ იძახებს საეერთოდ აზაროვს და არ ათამაშებს გაგნიძეს. იმიოტმ რომ უკრაინულ გუნდებში თამაშობენ. რატომ აქვთ გარვეულ მოთამაშეებს გარანტირებული ძირითადი. პოლიტიკური ნიშნით რათქმაუნდა და ასეტმა ნაკრებმა რა წარმატებას უნდა მიაღწიოს. ეს პარტიული ნიშანი რო არ ქონდა ნაკრებს კი იბრძოლა ევროზე და შედეგიც დადო.

• გიორგი

არაფერი არ შეიცვლება, კრიზისი გაღრმავება. ქოჩორა უთამაშებელია და ლომინაძეს არ აყენებს. ათი თავით ჯობია ქოჩორას. ნაკრების მწვრთნელი უნდა ცხოვრობდეს საქართველოში. ფედერაციამ პასუხი აგოს შედეგზე.

• გია

რა მენტალიტეტი,დაცვა არ ვყავს.ღია კარის პოლიტიკა გვაქვს

• zura222

მარტო ნაცებს არ მოგწონთ ნაკრები და სანიოლი, იმიტო რო ნაცები არ არიან. არადა ცუდათ ნაღდათ არ უთამაშიად გუშინ, უიღბლობა იყო მხოლოთ.

GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა

თურქების მეტოქეები გაირკვა - რა გზა ექნებოდა საქართველოს ნაკრებს მუნდიალამდე, ჯგუფში მეორე ადგილი, რომ დაეკავებინა

ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? - გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს

ქართველი მსაჯების საერთაშორისო დანიშვნები

რჩება თუ მიდის - მაიამის "ინტერის" დირექტომა სუარესის მომავალზე ისაუბრა

თუ "სიტისთან" წააგებენ - "რეალში" ალონსო შესაძლოა, მადრიდული გუნდის კიდევ ერთმა ყოფილმა ფეხბურთელმა ჩაანაცვლოს

სტუმარ-მასპინძლის როქი პირეოსში ქართველი მსაჯ-კომისრის გარეშე არ ჩაივლის

[საქართველოს ჩემპიონატი 2025] პლეი ოფების დროა!

ჩელენჯ თასი | 140 წლის "ქონოთთან" გალვეიში

[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] დამაჯერებელი და სრულიად კანონზომიერი...

[VIDEO] 39 წლის ჰალკის საოცარი გოლი ბრაზილიის ჩემპიონატში

ჩაბი ალონსო: ჯერ დაკარგული არაფერი არ არის

"ის კაცი კი არა გველი და ეშმაკია" - იაია ტურემ პეპ გვარდიოლას შესახებ ისტორია გაიხსენა

სუპერლიგის მე-7 ტური "ბათუმმა" "რუსთავის" ძლევით დახურა

"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

ლიდერებმა სალაჰის მხარი დაიჭირეს - "ლივერპულის" ფეხბურთელები სლოტის გათავისუფლებას ითხოვენ

[VIDEO] სანდროს მორიგი კარგი მატჩი და ეფექტური ჩატენვები - "ტორონტო" ზედიზედ მესამედ დამარცხდა

ლანდო ნორისი ფორმულა 1-ის 2025 წლის სეზონის ჩემპიონია

[VIDEO] "რეალმა" "სელტასთან" წააგო და "ბარსელონას" 4 ქულით ჩამორჩა

[VIDEO] ქვები და გინება სპალეტის - "ნაპოლიმ" "იუვენტუსს" სძლია

წიტაიშვილის 68 წუთი და "მეცის" ზედიზედ მესამე წაგება

კიტეიშვილის "შტურმმა" გრაცულ დერბიში გაიმარჯვა

გაბრაზებული "კვარავაჯოს" დაბრუნება, შეჯამება და კიდევ ერთი ტიტული წლის ბოლომდე

"საქართველოს არ ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც კვარაცხელიას დონეს მიუახლოვდება" - Goal ხვიჩასა და სხვა ვარსკვლავებზე, რომლებიც მუნდიალზე ვერ ითამაშებენ

"კვარაცხელია ბრენდი "K" - ბრწყინვალე ქართველი კოშმარი მეტოქისთვის" - ფრანგული მედია ხვიჩაზე

[VIDEO] აკი ვერ თამაშობს კარგადო - ხვიჩამ დუბლი შეასრულა და კრიტიკოსებს  უპასუხა

Mundo Deportivo: შენგელია თბილისში მაინც გაფრინდება - ეს სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და ერთგულებაა

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?

ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? - გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს

ლუის ენრიკე: კვარაცხელია განსხვავებულია, სანახაობრივია, უმაღლესი ინტელექტი აქვს

ხვიჩა ესპანეთში და კვლავ მარცხნივ - ჩემპიონთა ლიგის PREVIEW

თემა განსჯისთვის | როგორ დავძლიოთ სანაკრებო კრიზისი?

გაბრაზებული "კვარავაჯოს" დაბრუნება, შეჯამება და კიდევ ერთი ტიტული წლის ბოლომდე

თურქების მეტოქეები გაირკვა - რა გზა ექნებოდა საქართველოს ნაკრებს მუნდიალამდე, ჯგუფში მეორე ადგილი, რომ დაეკავებინა

სანიოლის კაპიტულაცია

ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...

სანიოლი: ექსპერიმენტები არ იქნება, მაგრამ საქმეში ყველას ნახვა საჭიროა

GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა

"საკადრო შიმშილი გვაქვს, რასაც მენტალური პრობლემები ემატება" - რა თქვა სანიოლმა ბულგარეთთან მატჩის შემდეგ?