ეროვნული ლიგის XXXIII ტური ერთგვარად "ღია კარის დღე" იყო. შედეგიანობის მხრივ დამყარდა რეკორდი - გავიდა 22 გოლი (ანუ, მატჩში საშუალოდ - 4,4). აქამდე, რეკორდული იყო XXX ტური, როცა ფეხბურთელებმა 21-ჯერ აიღეს მეტოქეთა კარი...

სატურნირო ცხრილში კვლავ ორხელისუფლიანობაა, ოღონდ, თუ "იბერია 1999" მოიგებს დარჩენილ სამ მატჩს, მთავარი ქართული ტიტულიც მას ერგება, რაკი "დილასთან" ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა აქვს.

ზოგადად, ვიხილეთ სტუმრების დიდი დომინაცია. მათ 5-დან 4 მატჩი მოიგეს. ეს ყველაფერი კი დაიწყო ფოთში "იბერიას" რთული გამარჯვებით. ერთადერთი გოლი გამოცდილმა გურამ გოშთელიანმა მიითვალა. "კოლხეთი" კი, უდიდესი ალბათობით, მომავალ სეზონს ეროვნულ ლიგა 2-ში დაიწყებს.

ოქროსთვის ბრძოლაში თბილისელთა ერთადერთი კონკურენტი გორის "დილა" გასვლაზე აგებდა ბათუმის "დინამოსთან", თუმცა ბურკინაფასოელი არუნა უატარას დუბლით შემოატრიალა თამაში და ჩემპიონობის შანსი შეინარჩუნა.

"გაგრამ" გასვლაზე 4:2 მოუგო თბილისის "დინამოს", რომელსაც რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი აკლდა. თუმცა ეს დიდად გასამართლებელი არგუმენტი ვერ იქნება.

ამ წაგებით ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა მე-3 ადგილი გადაულოცა "ტორპედოს", რომელმაც ტურის ბოლო მატჩში იმერული დერბი მოუგო "სამგურალს" - 4:2.

მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა ქუთაისელთა ნორვეგიელმა ლეგიონერმა, ბიორნ იონსენმა, ვინც დუბლი გაიფორმა და ბომბარდირთა დავაში დამაჯერებლად დაწინაურდა. "ტორპედოს" საკუთარი თამაში ცოტა ადრე რომ ეპოვა, ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ისიც იქნებოდა ჩართული...

თვალსასეირო გამოდგა კახური დერბიც. უხვგოლიან დაპირისპირებაში "გარეჯი" და "თელავი" დაზავდნენ - 3:3. ამ მატჩში გულშემატკივარმა არაერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდი იხილა, უპირატესობა ხელიდან ხელში გადადიოდა... საბოლოოდ, მატჩი მაინც ლოგიკური შედეგით დასრულდა.

გთავაზობთ ეროვნული ლიგის XXXIII ტურის სიმბოლურ ნაკრებს, რომლის ტაქტიკურ სქემადაც 3-4-3 განლაგება გამოვიყენეთ. გული გვეთანაღრება იმის გამო, რომ სიმბოლურ ნაკრებში რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი ვერ მოხვდა, რომელიც ამას იმსახურებდა...

რას ვიზამთ. და კიდევ, ზოგიერთ ფეხბურთელს პოზიცია შევუცვალეთ, რაც სიმბოლური ნაკრების არსისთვის არახალია...

მეკარე

გიორგი მაკარიძე (იბერია 1999, 6) - გამოცდილი მეკარე კარგ ფორმაშია. საჩემპიონო რბოლის ფავორიტი დაცვაში საიმედოდ თამაშობს და ეს მაკარიძის დიდი დამსახურებაცაა. ის ერთადერთი გოლკიპერი იყო, რომელმაც ამ ტურში კარი "მშრალად" შეინახა.

დაცვა

ვანდერსონ სილვა (გაგრა, 3) - გამოცდილმა ბრაზილიელმა მცველმა თბილისის "დინამოსთან" შეხვედრაში "ასისტი" ჩაიწერა აქტივში და მთლიანობაშიც კარგად ითამაშა. მისი წვლილი "გაგრასთვის" მეტად მნიშვნელოვან გამარჯვებაში სოლიდურია. ამ გუნდისთვის შეუცვლელი ფეხბურთელია.

თამაზ ცეცხლაძე (გარეჯი, 2) - შესანიშნავი მატჩი ჩაატარა "თელავთან". "გარეჯს" ნამდვილ ლიდერად მოევლინა. გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა. ფეხბურთელი, ვისაც თავისუფლად შეგიძლია, დაეყრდნო რთულ შეხვედრებში. საგარეჯოელებმა ქულა რომ მოიპოვეს, ამაში ცეცხლაძეს დიდი დამსახურება მიუძღვის.

ჟან-მარკ ტიბუე (დილა, 5) - ბათუმის "დინამოსთან" მატჩში ფრანგი უნივერსალი შედეგიან გადაცემებზე გახლდათ დაგეშილი. "ასისტების" დუბლი შეასრულა. ორი გოლი გაატანინა არუნა უატარას და ამით მნიშვნელოვნად განაპირობა თამაშის საბოლოო შედეგი.

ნახევარდაცვა

ვლადიმიერ მამუჩაშვილი (ტორპედო, 3) - ეროვნული ლიგის უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, უაღრესად პროდუქტიული იყო იმერულ დერბიში - ორი საგოლე პასი მიითვალა და ზოგადადაც მინდორზე ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ.

არუნა უატარა (დილა, 2) - ვეჭვობთ, შორს არ არის ის დრო, როცა "დილა" კიდევ ერთ ტრანსფერს განახორციელებს. 18 წლის ბურკინაფასოელი კარგი ფეხბურთელია. მისმა ორმა თავურმა გორელებს თამაში შემოატრიალებინა და საჩემპიონო მარათონში დატოვა.

მათე ცინცაძე (გაგრა, 4) - ფეხბურთელი, ვისაც, ჩვენი სუბიექტური აზრით, გაცილებით მეტი შეეძლო. ახლაც ერთობ ანგარიშგასაწევი ფიგურაა ეროვნულ ლიგაში. ულამაზესი გოლი შეაგდო თავის ყოფილ კლუბ თბილისის "დინამოსთან" მოგებულ შეხვედრაში.

გურამ გოშთელიანი (იბერია 1999) - გადამწყვეტ შეხვედრებში, რომ იტყვიან, გუნდის სული და გულია. "კოლხეთთან" საგარეო მატჩში თბილისელები უპირატესობას კი ფლობდნენ, მაგრამ საგოლე შანსების შექმნა და რეალიზება გაუჭირდათ. ერთადერთი ზუსტი დარტყმა სწორედ გოშთელიანის ანგარიშზეა.

თავდასხმა

ბიორნ იონსენი (ტორპედო, 11) - მიუხედავად იმისა, რომ სეზონის მიმდინარეობისას "აკრიფა" ოპტიმალური ფორმა, სწორედ ის ლიდერობს ეროვნული ლიგის ბომბარდირთა (18 გოლი) სიას. "სამგურალთან" შეხვედრაშიც შედეგიანად ითამაშა და დუბლი გაიფორმა.

ბაჩანა არაბული (თელავი) - გამოცდილი შემტევი, ვინც, ჩვენი აზრით, ნებისმიერ ქართული გუნდს გამოადგება. "გარეჯთან" გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა. ეროვნულ ლიგაში 8-წლიანი პაუზის შემდეგ გაიტანა და ესეც უდავოდ აღსანიშნავი ფაქტია.

გიორგი გოგოლაშვილი (გარეჯი, 2) - კახური დერბი მაღალ დონეზე ჩაატარა. ნებისმიერი შემტევისთვის მსუყე მონაგარია ერთ კონკრეტულ შეხვედრაში გოლი+პასი. ზოგადად, უაღრესად აქტიური გახლდათ მინდორზე და შრომაც დაუფასდა.

მწვრთნელი

ჟელკო ლიუბენოვიჩი (გაგრა) - თბილისის "დინამოსთან" გამარჯვება ნებისმიერი მწვრთნელისთვის ძალიან ფასეულია. თანაც, "გაგრამ" ხვავრიელად ითამაშა შეტევაში და ერთბაშად 4 გოლი გაიტანა საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის კარში.

ალეკო კაკაურიძე

გაზეთი "ლელო"

[VIDEO] რაისის პირველი დუბლი პრემიერლიგაში - "არსენალი" კვლავ შეუჩერებელია!
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედისგან" აღარაფერი გვიკვირს...
[VIDEO] "არსენალმა" "ასტონ ვილა" დაშალა - ემერი "ემირეითსზე" შეაჩერეს...
[VIDEO] მიქაუტაძემ ახალი წელი გოლით და საგოლე პასით დაიწყო
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგმა" ქულები დაკარგა
რატომ არ შედგა "ბაიერნში" ოსიმენის ტრანსფერი?
ცნობილი გახდა ჩაკვეტაძის შეცვლის მიზეზი
"მილანმა" "ვესტ ჰემიდან" გერმანელი თავდამსხმელი ინათხოვრა
"რომას" სალაჰის დაბრუნება სურს, თუმცა...
ვინ გაწვრთნის "ჩელსის"? - ფავორიტი გამოიკვეთა
ამჯერად პრეზიდენტის რანგში - რამოსს "სევილიას" ყიდვა სურს
"მილანმა" შეიძლება უკრაინელი მეკარე შეიძინოს
[VIDEO] ალისონის შეცდომა. ეს რომ მამარდაშვილს გაეკეთებინა - "ლივერპულმა" "ლიდსთან" ქულები გაიყო
[VIDEO] ჩაკვეტაძის კოხტა საგოლე პასი - "უოტფორდი" პრემიერლიგისკენ მიიწევს
[VIDEO] ჩაკვეტაძის ულამაზესი საგოლე პასი "ბირმინგემთან" - ქართველის პირველი საგოლე მოქმედება მიმდინარე სეზონში
ლუის ენრიკე ვიტინიას გამო პსჟ-დან წასვლით დაიმუქრა
"ჩელსიმ" მარესკა გაათავისუფლა - მოურინიო "არისტოკრატებს" სათავეში მესამედ ჩაუდგება?!
"ერთხელ იცით, რონალდო რის გამო ატირა?" - მოდრიჩმა მოურინიოზე ისტორია გაიხსენა
დღეს შესაძლოა, "ჩელსიმ" მარესკა გაათავისუფლოს
[VIDEO] ბითაძის კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ორლანდომ" "ინდიანა" 2 ქულით დაამარცხა
ამჯერად აშშ-ში - ხამესის თავგადასავალი MLS-ში გაგრძელდება
დაბრუნებას განიხილავენ - "მანჩესტერ იუნაიტედს" სკოტ მაკტომინეის კვლავ თავის რიგებში ხილვა სურს
სერხიო რამოსი შეიძლება საფრანგეთში დაბრუნდეს
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXI ტური] საჩემპიონო რბოლის სიმძაფრე და მაგარი დაბრუნება!
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] დამაჯერებელი და სრულიად კანონზომიერი...
Marca-მ ლა ლიგის პირველი წრის სიმბოლურში "ბარსელონას" 3 ფეხბურთელი შეიყვანა
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] აწყვეტილი ამირანი და ერთი ნაბიჯი ოქრომდე...
ყველას დონკიხოტობას ვერ მოსთხოვ!
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "სპაერი" ცალი ფეხით უმაღლესშია, "თელავი" ფავორიტია...
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] ...ის, რაც ბევრისთვის სანატრელია...
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] ტიტული დაცულია! თბილისის "იბერია 1999" ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი!
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXII ტური] იონსენის "პოკერი", ანუ როცა მოდუნება წამითაც არ შეიძლება...
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "მეშახტე" და "სპაერი" პირველად! ეროვნული ლიგა კახელების გარეშე...