დასრულდა ბოლოსწინა, XXXV ტური. ერთი მოგებაც და "იბერია 1999" საქართველოს ჩემპიონი გახდება. საამისოდ, საჭიროა მარათონის დასკვნით დღეს "გაგრას" დამარცხება. იქამდე კი ბოლოსწინა ტურზე ვთქვათ.

"იბერიამ" შანსი არ დაუტოვა "გარეჯს", გორის "დილამ" კი დამაჯერებლად მოიგო ფოთში, თუმცა, თუ ბოლო ტურში "იბერიამ" ქულები არ დაკარგა, ისე ქართულ ოქროს ვერ შესწვდება.

ოთხგოლიან "ქართულ კლასიკოში" დაზავდნენ თბილისის "დინამო" და "ტორპედო". მორიგი გოლი გაიტანა ქუთათურთა ნორვეგიელმა შემტევმა, ბიორნ იონსენმა და თუ სასწაული არ მოხდა, სწორედ ის გახდება ეროვნული ლიგის ბომბარდირი.

საინტერესოა, რომ "დინამოს" შემადგენლობაში ორივე გოლი განელებმა შეაგდეს. "ტორპედომ" გაინაღდა მესამე ადგილი, ევროთასებზე ითამაშებს საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბიც და ეს მოხდება ერთწლიანი პაუზის შემდეგ.

უმოტივაციო მატჩში "სამგურალმა" შინ შანსი არ დაუტოვა ბათუმის "დინამოს". მორიგი, მე-17 გოლი შეაგდო იმერული კლუბის ბომბარდირმა, გიორგი ფანცულაიამ.

თითქმის არაფერს წყვეტდა "გაგრასა" და "თელავის" შეხვედრა. ამ შემთხვევაში სტუმრებმა იძალეს და თავიანთ სასარგებლოდ დაასრულეს ეს მატჩი. "გაგრაზე" ხშირად გაიგონებთ - მომავალ სეზონში ერთობ ანგარიშგასაწევი გუნდი იქნებაო და ვნახოთ - თუ ეს მართალია, ამას რა აჯობებს!

გთავაზობთ "ლელოს" ვერსიით შედგენილ ეროვნული ლიგის ბოლოსწინა, 35-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებს, რომლის ტაქტიკურ სქემადაც 3-4-3 განლაგება ავირჩიეთ...

მეკარე

ლევან თანდილაშვილი (თელავი, 4) - "გაგრასთან" მოგებულ მატჩში რამდენჯერმე ძალიან კარგად ითამაშა. ზოგადად, არახალია, რომ კახურ კლუბს ეროვნული ლიგის კვალობაზე კარგი მეკარე ჰყავს. გუნდი პირდაპირ რომ არ გავარდა და პლეი-აუტში მოხვდა, ეს მისი დიდი დამსახურებაცაა.

დაცვა

ლაშა შერგელაშვილი (სამგურალი, 3) - ლაშასგან უკვე წლებია, მიჩვეულები ვართ კარგ თამაშს და, რაც მთავარია, საფირმო შორეულ დარტყმებს. ასე იყო ამ შემთხვევაშიც. ბათუმის "დინამოსთან" შეხვედრაში მის მიერ სტანდარტული სიტუაციიდან დარტყმულმა ბურთმა უცნაური ტრაექტორია მოხაზა და ისე გაეხვა ზღვისპირელთა კარის ბადეში. მის ანგარიშზე საგოლე პასიცაა.

გიორგი ჯგერენაია (იბერია 1999, 3) - "იბერიას" დაცვა წარმოუდგენელია ამ გამოცდილი ცენტრალური მცველის გარეშე. "გარეჯთან" მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა. საიმედოდ ირჯებოდა და მშვენივრად იწყებდა თავისი გუნდის შეტევებს.

გიორგი ჯინჯოლავა (იბერია 1999, 4) - "იბერია" გაცილებით უკეთ ათამაშდა მას შემდეგ, რაც ჯინჯოლავამ ტრავმა მოიშუშა. "გარეჯთან" მატჩში ძალიან აქტიური და შედეგიანი იყო, განსაკუთრებით - შეტევაში. ორი საგოლე გადაცემა გაუკეთა ამირან ძაგანიას. თბილისელთა გაჩემპიონების შემთხვევაში მისი წვლილი ძალიან დიდი იქნება.

ნახევარდაცვა

ნიკოლოზ დადიანი (იბერია 1999, 3) - საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი დღითიდღე პროგრესირებს. ეს ნათლად აჩვენა თუნდაც "გარეჯთან" შეხვედრამ. დადიანმა შესანიშნავი გოლი გაიტანა და მოედნის ცენტრში ბევრი სარგებლობა მოუტანა გუნდს.

ნანა-კოფი დონკორი (დინამო თბ) - თბილისის "დინამოს" ახალგაზრდა განელი ლეგიონერი სულ ახალი შესული იყო მინდორზე, როცა გაიტანა და "ტორპედოსთან" შეხვედრის მიწურულს ქულა გადაარჩინა.

მიხეილ ბაშელეიშვილი (თელავი, 2) - სანამ შეცვლიდნენ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და გამორჩეული იყო მოედანზე. შემადგენლობაში სწორედ მან გახსნა ანგარიში "გაგრასთან" მატჩში. კახელთა ერთ-ერთი ლიდერია და ეს სტატუსი ამ შეხვედრაშიც დაამტკიცა.

სირილ ედუძი (დილა, 5) - ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა, ვინც "დილას" რიგებში გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა "კოლხეთთან" მოგებულ გასვლით მატჩში. შემთხვევითი არ არის, რომ მომავალი სეზონიდან კარიერას დანიურ "რანდერსში" გააგრძელებს. დანიელებმა ახალგაზრდა აფრიკელში ნიჭი დაინახეს.

თავდასხმა

შოთა შეყილაძე (დილა, 6) - განსაკუთრებით სასარგებლოა მაშინ, როცა გამოკვეთილი ფორვარდის პოზიციაზე თამაშობს. ესაა მისი მოწოდება და ოპტიმალური სათამაშო პოზიცია. "კოლხეთთან" მოგებულ მატჩში უაღრესად ნაყოფიერად იმოქმედა - გოლი და საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.

ამირან ძაგანია (იბერია 1999, 4) - თბილისური კლუბის ახალგაზრდა შემტევი დიდებულ ფორმაშია. საჩემპიონო ბრძოლაში მისი გოლები "იბერიას" ძალიან ეხმარება. "გარეჯთან" უმნიშვნელოვანეს მატჩში ამირანმა დუბლი მიითვალა, თანაც - დახატული და ლამის ტყუპი გოლებით.

გიორგი ფანცულაია (სამგურალი, 5) - ძალიან კარგ ფორმაშია და ლამის ყოველ ტურში გააქვს. ეროვნული ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული ფორვარდი კარგი იყო ბათუმის "დინამოსთან" მოგებულ მატჩშიც - 17 გოლი ეროვნულ ლიგაში კარგი შედეგია. შეგახსენებთ, რომ ფანცულაია ბომბარდირთა დავაში მხოლოდ ტორპედოელ ბიორნ იონსენს (20) ჩამორჩება.

მწვრთნელი

გუგა ნერგაძე (იბერია 1999, 3) - ასეთი თამაშების მოგება იოლი არ არის. "იბერიას" ბოლო ტურის წინაც კი ზურგში გორელთა გახშირებული სუნთქვა ესმის. ამ დროს წნეხი ძალიან დიდია. თბილისურმა კლუბმა კი ულაპარაკოდ დაამარცხა "გარეჯი". ამასთან, შემტევი და სანახაობრივი ფეხბურთიც ითამაშა.

ალეკო კაკაურიძე,

გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა| სამგურალი 1:1 დინამო ბთ. ფრეებს დაეჩვივნენ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო თბ 0:0 რუსთავი. ვერგატანილი პენალტი, გაუქმებული წითელი ბარათი...
VIDEO | ეროვნული ლიგა. თბილისის "დინამომ" ინერვიულა, მაგრამ მაინც მოიგო!
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
ხუსანოვი "მანჩესტერ სიტის" თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
გულიაშვილმა ესპანეთში დაბრუნებისთანავე გაიტანა
16-წლამდელები უეფას განვითარების თასზე ითამაშებენ - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
[PHOTO] იყო თუ არა დონარუმას საქციელი არაადეკვატური და რა მოხდა პენალტების სერიისას?
17-წლამდე ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
"ყოველდღე ისე ცხოვრობს, თითქოს უკანასკნელია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი კრიშტიანო რონალდოზე
თელავის გამარჯვება რუსთავში | ქუთაისმა კავკასიას მოუგო და ბათუმს ელოდება
[VIDEO] გოლი და თანაგუნდელისთვის დათმობილი პენალტი - მესიმ, დიდი ალბათობით, არგენტინაში ბოლო მატჩი ჩაატარა
"კლუბის ამ გადაწყვეტილების გამო ვისჯებით" - ფერნანდესთან ერთად მარესკას კუკურეიაც გამოექომაგა
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "ორლანდომ" "ფინიქსი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ტორონტო" "დეტროიტთან" დამარცხდა
გატუზო: დანა რომ დამარტყათ, სისხლი არ გამომივა
[VIDEO] ბოსნიამ იტალიას მოუგო - მსოფლიოს ჩემპიონატზე აგრეთვე ჩეხეთი, თურქეთი და შვედეთი გავიდნენ
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXI ტური] საჩემპიონო რბოლის სიმძაფრე და მაგარი დაბრუნება!
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] დამაჯერებელი და სრულიად კანონზომიერი...
Marca-მ ლა ლიგის პირველი წრის სიმბოლურში "ბარსელონას" 3 ფეხბურთელი შეიყვანა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXIII ტური] ღია კარის დღე და სტუმრების ზეობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0:1 მეშახტე. ყოჩაღი დებიუტანტის ისტორიული გამარჯვება
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] ...ის, რაც ბევრისთვის სანატრელია...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXII ტური] იონსენის "პოკერი", ანუ როცა მოდუნება წამითაც არ შეიძლება...