ტოპ 14-ის ‘მონტობანთან’ საფრანგეთში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ (31:28), ‘შავმა ლომმა’ ჩელენჯ თასის ფლეი ოფში გასვლის შანსი შეინარჩუნა და ამისათვის 17 იანვარს იტალიური ‘ძებრეს’ „მიხეილ მესხზე“ დამარცხება მართებს.

მარკო ბორტოლამის, ლადო კილასონიასა და ილია მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა, ‘მონტობანს’ 45 წუთში 5 ლელო გაუტანა და ბონუს-ქულაც ჩაიწერა. შედეგად, ‘შავი ლომი’ 5 ქულით მეხუთე ადგილზეა და 3-ით ირლანდიურ ‘კონახტს’, ხოლო 4-ით იტალიურ ‘ძებრეს’ ჩამორჩება. ფლეი ოფში ჯგუფიდან ოთხი გუნდი გადის.

ჩვენმა მომავალმა მეტოქე ‘ძებრემ’, რომელსაც პირველ ტურში ‘მონტობანი’ ბონუს-ქულით ყავდა დამარცხებული (41:17), მესამე ტურში უელსურ ‘ოსფრიზს’ 23:19 სძლია (მეორე ტურში ‘მონპელიესთან’ 7:31 დამარცხდა), რითაც საქმე გაგვირთულა. რადგან მეტოქეს ჩვენთან შედარებით გატანილ-გაშვებული ქულების ბევრად უკეთესი ბალანსი აქვს (+4, ჩვენ -60), შაბათს იტალიელებს 4 ლელო უნდა გავუტანოთ და ისე დავამარცხოთ, რომ მათ ქულა ვერ აიღონ - ანუ 8 და მეტი ქულის სხვაობით და არ გავუშვათ 4 ლელო.

თუ ‘ძებრემ’ მაინც შეძლო 4 ლელოს გატანა, მაშინ მათ მინიმუმ 32-ქულიანი სხვაობით უნდა მოვუგოთ. არაფერი გვითქვამს ‘კონახტზე’, რომელიც დასკვნით ტურში უმოტივაციო ‘მონტობანს’ მასპინძლობს და დიდი ალბათობით გამარჯვებასაც მოიპოვებს, რითაც ფლეი ოფის საგზურს გაინაღდებს.

ამრიგად, 17 იანვარს „მიხეილ მესხზე“ ერთგვარად არაოფიციალური ფინალი გველის იტალიურ ‘ძებრესთან’, რომელიც ამ მომენტისთვის უპირატეს მდგომარეობაშია. თუმცა ფაქტი, რომ ‘შავი ლომი’ ჩელენჯ თასში მონაწილეობის მესამე წელს ჯგუფიდან გასვლისათვის იბრძვის და ტოპ-გუნდებთან ყოველ წელს ახერხებს მინიმუმ ერთი შეხვედრის მოგებას, უდაოდ მისასალმებელია!

მეორედ ‘ძებრესთან’

‘შავი ლომი’ ‘ძებრეს’ წელს მეორედ ეთამაშება. პირველად მეტოქეს სექტემბერში, იტალიური ტურნეს ფარგლებში შევხვდით და „სერჯიო ლანფრაკიზე“ დიდი ბრძოლა გავუმართეთ. მაშინ მასპინძლებს ოთხის წილ ორი ლელო გავუტანეთ და თამაშში ბოლომდე დავრჩით, თუმცა საბოლოოდ ‘ძებრემ’ 26:12 გაიმარჯვა და ახლა სატურნირო მიზნებთან ერთად, რევანშის შანსიც გვეძლევა.

რას წარმოადგენს ‘ძებრე’?

‘ძებრეს’ წინამორბედი წვეული გუნდი 1973 წელს დაარსდა, 1997 წელს დაიშალა, 2012 წლის ივნისში კი უკვე იტალიის რაგბის ფედერაციის პატრონაჟით, პროფესიონალური ფრენჩაიზის სახით აღდგა და იმავე წელს რაგბის გაერთიანებულ ჩემპიონატში (იმხანად პრო12, მოგვიანებით პრო14) და ევროპის პროფესიულ საკლუბო რაგბის ტურნირებში (ჩემპიონთა და ჩელენჯ თასი) ჩაერთო.

‘ძებრე’ იტალიის 4 რეგიონს აერთიანებს - ემილიო-რომანი, ლიგურია, ლომბარდია და პიემონტი, რომელიც რამდენიმე სარაგბო კლუბს და 10-ათასობით მოთამაშეს მოიცავს.

რაგბის გაერთიანებული ჩემპიონატის ბოლო სეზონში ‘ძებრემ’ 18-იდან 5 თამაში მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და 29 ქულით ბოლოსწინა მე-15 ადგილი დაიკავა. 2012 წლიდან დღემდე, მან 3-ჯერ ითამაშა ჩემპიონთა თასზე, 10 სეზონი კი ჩელენჯ თასზე გაატარა, სადაც ორჯერ გადალახა ჯგუფური ეტაპი.

წლევანდელ რაგბის გაერთიანებულ ჩემპიონატში, სადაც ‘შავი ლომით’ მოხვედრა ქართული რაგბის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ‘ძებრემ’ 9-იდან ორი თამაში მოიგო (შოტლანდიურ ‘ედინბურგთან’ 31:28 და სამხრეთ აფრიკულ ‘ლაიონსთან’ 22:20) და ჯამში 11 ქულით (4 ლელოს გატანისთვის ბონუს-ქულები აიღო ‘ედინბურგთან და ირლანდიურ ‘ლენსთერთან’ 26:50 წაგებულ შეხვედრაში, ერთი ნუგეშ-ქულა კი იტალიურ ‘ბენეტონთან’ ჩაიწერა მცირე სხვაობისთვის - 15:21) ბოლოსწინა მე-15 პოზიციაზეა.

Rugby.ge

რეგიონული ლიგა | "არწივები" პირველ ლიგაში აღზევდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
როდრიმ მის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
სამიზნეში გრინვუდია - "იუვენტუსს" ზაფხულში დიდი გეგმები აქვს
[VIDEO] კვარა დაფრინავს - ქართველმა "ჩელსის" სტუმრადაც გაუტანა
ლუის ენრიკემ "ჩელსისთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
რეგიონული ლიგა | "არწივები" პირველ ლიგაში აღზევდა
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
რჩება თუ არა პსჟ-ში და აგრძელებს კონტრაქტს - დემბელემ ჟურნალისტების კითხვას უპასუხა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?
"შავი ლომი" | მიხეილ ბაბუნაშვილი: უნდა დავამტკიცოთ, რომ კარგი რაგბის თამაში შეგვიძლია
[VIDEO] "შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
"შავმა ლომმა" საფრანგეთში ტოპ 14-ის "მონტობანი" დაამარცხა
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ჩელენჯ თასი | საბრძოლო რაზმით "ძებრესთან"
ჩელენჯ თასი | შემადგენლობა წლის პირველი მატჩისთვის