ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

რაგბი ევროპა | ესპანეთთან მასპინძლობისთვის

რაგბი ევროპა | ესპანეთთან მასპინძლობისთვის

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, 21 თებერვალს თბილისში, „ავჭალაზე“ ესპანელ „ლომებს“ დაუხვდება და მათი დამარცხებით 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ა ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებას შეეცდება. თამაში 15 საათზე დაიწყება.

ჯგუფური ეტაპის განვლილ ორ ტურში ორივე გუნდმა გამარჯვებები მოიპოვა დათასის ნახევარფინალში თამაში ორივემ დაიბევა. ბორჯღალოსნებმა სტუმრად ჯერ შვეიცარია დაამარცხა 54:3, მერე კი ნიდერლანდები - 61:12. ესპანეთმა ნიდერლანდებს ამსტერდამში 51:33 აჯობა, შვეიცარიას კი შინ დაუხვდა და 53:14 სძლია. გუნდებს 10-10 ქულა აქვთ და საქართველო ესპანეთს გატანილ-გაშვებული ქულების უკეთესი ბალანსით ჯობნის.

მომავალმა შეხვედრამ უნდა გაარკვიოს ვინ დაიკავებს ჯგუფში პირველ ადგილს და შესაბამისად, ვინ ისარგებლებს თასის ნახევარფინალში საკუთარი მოედნის უპირატესობით. ნახევარფინალები 7 და 8 მარტს გაიმართება.

ბ ჯგუფში ქულათა მაქსიმუმი (10) პორტუგალიამ მოაგროვა, პირველ ადგილზე და ნახევარფინალის საგზური განაღდებული აქვს, მეორე გუნდის ვინაობა კი დასკვნით ტურში გაირკვევა. ორი თამაშის შემდეგ 5 ქულით მეორე ადგილზე ჯერჯერობით რუმინეთია და ის პორტუგალიას 22 თებერვალს ლისაბონში ეწვევა. 4 ქულა აქვს გერმანიას, ბელგია კი ჯერჯერობით უქულოდაა და ეს გუნდები ერთმანეთს 21 თებერვალს, ბელგიაში შეხვდებიან.

ნამატით ესპანეთთან

ესპანეთთან თამაშს საქართველო ნამატით ხვდება. გაფართოებულ შემადგენლობას ერთბაშად ექვსი მოთამაშე დაემატა.

შვეიცარიასთან მატჩის შემდეგ გუნდს დაუბრუნდნენ ‘კლერმონის’ ბურჯი გიორგი ახალაძე, ‘ლა როშელის’ კვაჭი ნიკოლოზ სუთიძე, ‘სტად ფრანსეს’ ბურჯი გიორგი მელიქიძე და ‘ტულონის’ მეორეხაზელი გიორგი ჯავახია.

მათ გარდა დაგვემატა ორი ფულბეკი - დავით ნინიაშვილი ‘ლა როშელიდან’ და ლუკა ცირეკიძე ‘შავი ლომიდან’.

საკუთარ კლუბს, ‘ოიონას’ დაუბრუნდა მეორეხაზელი თემურ წულუკიძე.

ურთიერთშეხვედრები

ესპანეთში რაგბის თამაში მე-20 საუკუნის 20-იან წლებში დაიწყეს, 1923 წელს კი რაგბის ფედერაცია დააარსეს და 1934 წლიდან რაგბი ევროპის წევრები გახდნენ. ნაკრები პირველად 1929 წელს შეიკრიბა და იტალიას 9:0 აჯობა. გუნდმა არსებობის განმავლობაში ერთადერთხელ, 1999 წელს ითამაშა მსოფლიო თასზე და 2027 წელს მსოფლიოს უმაღლეს ფორუმზე მეორედ წარსდგება. ყველაზე დიდი სხვაობით - 90:8, ესპანეთმა 1995 წელს ჩეხეთი დაამარცხა, თავად კი 2001 წელს ავსტრალიასთან დამარცხდა - 10:92.

2000 წელს ერთა თასის (ამჟამად რაგბი ევროპის ჩემპიონატი) დაარსებიდან დღემდე, საქართველო ესპანეთს თითქმის ყოველ წელს ერკინებოდა. გამონაკლისი მხოლოდ 2005 წელი იყო, რის საპირწონედაც „ლომებს“ 2014 წელს ორჯერ ვეთამაშეთ. ჯამში 27 შეხვედრიდან 14 შინ გავმართეთ და 13 სტუმრად, მოვიგეთ 23, ერთი თამაში ფრედ დავასრულეთ, 3-ჯერ კი მეტოქემ იმარჯვა - ბოლოს 2012 წელს და მას შემდეგ ბორჯღალოსნებს ესპანეთთან 15-მატჩიანი გამარჯვებების სერია აქვთ.

„ლომებმა“ სამივე გამარჯვება საკუთარ მოედანზე ჩაიწერეს - 2000 წელს, პირველ შეხვედრაში 36:32, 2007 წელს 31:17 და 2012 წელს 25:18. ფრე 6:6 ასევე სტუმრად, ტარაგონაში დაფიქსირდა.

ბორჯღალოსნებმა ესპანეთს სარეკორდო სხვაობით 2011 წელს „მიხეილ მესხზე“ მოუგეს - 60:0. ბოლო 15თამაშია გამარჯვება საქართველოს რჩება, თუმცა მეტოქე საკუთარი გულშემატკივრის წინაშე მუდამ თავგამოდებით იბრძვის და 2021 წელს მადრიდში მხოლოდ 6 ქულის სხვაობით (25:19) ვიმარჯვეთ. ბოლოს მათ სტუმრად შარშანვეთამაშეთ და მადრიდში62:32 დავამარცხეთ.

შარშან ესპანეთს მეორედაც შევხვდთ, ამჯერად თბილისში „მიხეილ მესხზე“. 2025 წლის რაგბი ევროპის ნახევარფინალში ესპანელებმა პორტუგალია სტუმრად 42:31 დაამარცხეს და ფინალში გავიდნენ, სადაც საქართველომ 46:28 გაიმარჯვა და მე-17-ედ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული. 2011 წლიდან დღემდე, ბორჯღალოსნებმა 15 ჩემპიონატიდან 14 მოიგეს, აქედან ბოლო 8 ზედიზედ (2017 წელს თასი ერთი წლით რუმინეთს დავუთმეთ).

განვლილ 27 თამაშში საქართველომ ესპანეთს 127 ლელო და 898 ქულა გაუკეთა, თავად კი 43 ლელო და 400 ქულა მიიღო. მოცემული მომენტისთვის ესპანეთი მსოფლიო რეიტინგში მე-15 ადგილზეა (69,16 ქულა) და საქართველოს (73,18 ქულა) 2 საფეხურით ჩამორჩება.

Rugby.ge

ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

"ის, რაც ქარ­თულ რაგ­ბი­ში ხდე­ბო­და, არის აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა

ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა

ლიეტუვისა და საქართველოს ნაკრებების მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა

ლიეტუვასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ნდობა და ახალი კონტრაქტი სპალეტის - იტალიელი სპეციალისტი "იუვენტუსში" რჩება

ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა

მესისთან გამოირიცხა - სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს

უკან ევროპაში - ხოსელუს კატარული თავგადასავალი სრულდება

"ძალიან გახარებული ვარ" - მელქაძეს, რომელსაც საქართველოს სახელით თამაში სურდა, რუსეთის ნაკრებში დებიუტი ჰქონდა

"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"

"რუსთავმა" "კავკასია" სირენის თანხლებით დაამარცხა, "ბათუმმა" "ქუთაისს" ბოლოსწინა წამზე სძლია

მსოფლიო ჩემპიონატზე დევისი-სმოლკინის წყვილმა მეათე ადგილი დაიკავა, ეგაძემ - მეთერთმეტე

"ჯვაროსნების" მეტოქე. უნგრეთმა სლოვენიას მოუგო - იაკობაშვილი სათადარიგო იყო

მამარდაშვილი: ფეხბურთელები და სტაფი ვცდილობთ, ერთად გამოვასწოროთ თამაში

სანიოლი: ცვლილებები იქნება - ვიმედოვნებ, ჩაკვეტაძე დაგვეხმარება

ლიეტუველთა მწვრთნელი: საქართველოს ნაკრების სუსტი ადგილების გამოყენებას უნდა შევეცადოთ

ბასტონის შეძენა "ბარსელონას" 70 მილიონი დაუჯდება

"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა

U19 | საქართველო 6:2 ყაზახეთი

სიომინი: ხვიჩა ყოველ წელს უკეთესი ხდება

მატჩის დღე! კვარაცხელია, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე ერთად?

რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა

[VIDEO] "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთის ნაკრები დაამარცხეს და რაგბი ევროპის ფინალში გავიდნენ!

მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]

[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს მძიმე მატჩი მოუგო

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

10 გატანილი ლელო - საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ესპანეთს 62:32 სძლია [VIDEO]

"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება

რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში

ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია

რაგბი ევროპა | ესპანეთს ახალი კაპიტნით შევუტევთ

რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია

რაგბი ევროპა | ხუთი ცვლილებით ჯგუფში პირველობისთვის