2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ესპანეთი 42:30 დაამარცხა.

“ბორჯღალოსნები“ უპირატესობას ფლობდნენ, სამი ლელო დადეს (კარკაძე, თაფლაძე, ნინიაშვილი), აბჟანდაძემ სამივე გარდასახვა გამოიყენა, რაზეც სტუმრებმა სამი საჯარიმოთი უპასუხეს და პირველი ტაიმი 21:9 დასრულდა. შესვენების შემდეგ მასპინძელთა შეცდომებით მეტოქემ ისარგებლა და ორი ლელო-გარდასახვით დაწინაურდა. აქედან მოყოლებული ქართველებმა სწორი რეაგირება მოახდინეს, ინიციატივა დაიბრუნეს, ჭუმბაძემ ლელო გაიტანა, აბჟანდაძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა და წინ გავედით. 66-ე წუთზე აფრასიძესთან მაღალი ბოჭვის გამო მსაჯმა ესპანელ მორაგბეს ყვითელი ბარათი უჩვენა (თედოს ტრავმის გამო მოედნის დატოვება მოუწია), მატკავამ კი ლელოს გარდასახვა თავადვე მიაყოლა. მერე თაფლაძემ დუბლი შეასრულა, მატკავამ გარდასახა. 75-ე წუთზე წითელი ბარათი ივანიშვილმა მიიღო, ხოლო მოწინააღმდეგემ სხვაობა შეამცირა.

ჩვენმა გუნდმა A ჯგუფში სამივე მატჩი მოიგო და ნახევარფინალში საკუთარ მოედანზე თამაშის უფლება მოიპოვა. ნახევარფინალები 7-8 მარტს გაიმართება, ფინალი კი 15 მარტს ლეგანესში ჩატარდება.

თბილისი. „ავჭალა“

საქართველო - ესპანეთი 42:30

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლა როშელი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი), 12. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 11. ოთარ მეტრეველი (შავი ლომი), 10. თედო აბჟანდაძე (ორიაკი), 9. გელა აფრასიძე (პერპინიანი);

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (კლერმონი), 2. ვანო კარკაძე (ოიონა), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (მონ დე მარსანი), 6. ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი).

მარქაფა: 16. ნიკოლოზ სუთიძე (ლა როშელი), 17. ლუკა გოგინავა (მონ დე მარსანი), 18. ბაჩუკი ჭუმბაძე (ექსეთერი), 19. გიორგი ჯავახია (ტულონი), 20. გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი); 21. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა), 22. ლუკა მატკავა (ოიონა), 23. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი).

საქართველოს ნაკრებში ზელანდიელი მწვრთნელი რომ მოიყვანეს,ქართულ რაგბში ცვლილებების შეტანა და ხელით თამაშის გაუმჯობესებაში დახმარება დაავალეს და თავიდან თითქოს ძვრები იგრძნოპბოდა,მაგრამ ინერცია ძალიან ძლიერი აღმოჩნდა,ბავშვთა მწვრთნელები ისევ ძველებურად მუშაობდნენ და ამის დაძლევა ვერ მოხერხდა.ხელით თამაშში რომ სუსტები ვართ მაგას მიჩვეულები ვართ და ძალიათ გაგვქონდა ლელო,მაგრამ ტოპ გუნდები,მათთვის ჩვეულ უმაღლეს ტემპში რომ იწყებდნენ თამაშს,ცხადი ხდებოდა,რომ თავგანწირული თამაშის მიუხედავად,ტემპს ვერ ავდევდით და საბოლოოდ საკმაოდ დიდი ანგარიშით ვაგებდით.ეს მაშინ,როცა საკმაოდ ხშირად,ორ ელიტ ნაკრებსაც კი ვხვდებოდით ტესტებზე და ახლა,როცა 5 წელი,მათთან მხოლოდ მსოფლიოს თასზე გვექნება შეხება,ასეთ თემპს როგორ უნდა დავუპირისპირდეთ?ბავშვთა რაგბში უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანა ძალიან კარგია,7 კაცა რაგბის თამაშის სავალდებულოდ ქცევაც კარგი იქნებოდა,მაგრამ ამას საკმაოდ დიდი სახსრები დასჭირდება და აქვს ფედერაციას ამდენი ფული?თანაც მაღალ სიჩქარეებზე ძლიერ გუნდებთან თამაშის პრაქტიკის გარეშე,მაინც განწირულები ვიქნებით.პორტუგალია და ესპანეთი,7 კაცას კარგად თამაშობენ,ვინც აკლიათ,ლეგიონერებს მისცემენ მოქალაქეობას და 2030 წელს,უკვე ისეთი ნაკრები ეყოლებათ,ჩვენს ეროვნულ ნაკრებს,შესაძლოა მოუგგონ კიდეც,ხოლო ჩვენ თუ მოვუგეთ,5 წელი,მაღალი დნის ნაკრებთან უთამაშებელი საქართველოს ნაკრები,6 ერის ყველაზე სუსტ ნაკრებს დაამარცხებს ვითომ?ასეთ პირობებში გამორიცხული მგონია.თუ იმ ტურნირზე არ დაუშვეს,შავი ლომიც დაიშლება და ეს კიდევ უფრო დაამძიმებს სიტუაციას.მაინც მგონია,რომ ქვედა ეშელონისათვის წინსვლის გზების გადაკეტვას ცდილობენ.ჩვენი გასვლა 6 ერში,ფინანსურად არა მიმზიდველია და იმიტომ.თავის დროზე,1981 წელს,დინამოს თასების მფლობელთა თასის ფინალში დინამოს გაშვებაც ამიტომ არ სურდათ და ამიტომ დაგვინიშნეს,უეფას სპეცდანიშნულების მსაჯი,ფრანც ვიორერი,ფეინოორდთამ სამსაჯოდ.ტონგა და სამოაც ჩვენსავით ღარიბი ქვეყნებია და იქიდანაც მხოლოდ ლეგიონერების გაყვანის ინტერესი აქვთ,ალბათ, მდიდარ სარაგბო ქვეყნებს.ფიცილს ვერ დავიწყებ,გინდა თუ არა ასეაო,მაგრამ ძალიან კი ჰგავს, შესაძლებელს.
კოტე
ვერ გავიგე მეგობარო რა აზრს აყალიბებ? უნდა ვაქოთ თუ უნდა ვაკრიტიკოთ? ორივე აზრს აქვს არსებობის უფლება, მაგრამ ამ შენი კომენტარის ნეტავ შენ თვითონ თუ გესმის გამაგებინე
იტალიისა და უელსის მომგებესაც დასტიროდით
კომენტრებს რომ ვუყურებ, მახსენდება მუდმივი, ათწლეულიანი გლოვა და თარსვა "მალე რუმინეტი გადაგვივლის, პორტუგალია გაგვასწრებს, ესპანეთი მაგარია" დეა ა.შ. მერე რომ არ ხდება, გოდება, ამათთან თამაშს და მოგებას აზრი არა აქვსო. მახსენდება მაისაშვილის ლანძღვა გინება, რაგბის ისტორიაში რომ ჩაიწერა ტიერ 1 -ის 2 გუნდთან მოგება, მაინც. კოკერილზე წუწუნი, ერთი თავით მაღლა რომ დავდექით ევროპის ერთა თასზზე ყველა გუნდზე, იაპონიას ერთი მოვუგეთ, იაპონიას და იტალიას კიდევ 2 კარგი თამაში ვაჩვენეთ, ძალიან ახლოს ვიყავით მოგებასთან, შავი ლომი კი გადაახტა სუპერთასს და შევიდა ჩელენჯ თასზე, რამდენიმე თამაში მოიგო და ა.შ. ეხლა იგივე გოდებაა დაწინაურ ესპანეთს როგორ ვერ მოვუგეთ 12 ქულაზე მეტი. მაგრამ ანდაზა ამბობს: ზაღლი ჰყეფს, ქარავანი მიდის. დაუნახავები კი ვერაფერს დაინახავენ.
ირაკლი
მეგობრებო შევეშვათ წუწუნს! მოცემულობა არის ისეთი, როგორიც არის. ძლიერის საქმეა კი არ იწუწუნოს, არამედ ამ მოცემულობაში განვითარების საშუალებას იპოვოს. რა თქმა უნდა, უსამართლობაა, რომ 20230 წლამდე ტიერ 1 -ის გუნდებთან ტესტების საშუალება არ გვექნება, მაგრამ სიმართლეს თვალი გავუსწოროთ, ამაში ჩვენი დანაშაულიც არის. ჩვენს გარდა ვინმეს ბრალია ბოლო მსოფლიო თასზე ასე ცუდად გამოსვლა სადაც ადგილზე გავედით და ჯგუფში პორტუგალიამაც გვაჯობა? ეს მსოფლიო რაგბის მამების ბრალი იყო? მათ ხომ მივეცით არგუმენტები, ეთქვათ რომ საქართველო მზად არ არის უფრო მაღალ დონეზე საასპარეზოდ? განა იქ ნაჩვენები თამაშისი ხარისხით სხვა დასკვნის გამოტანა შეიძ₾ებოდა? ჩვენს გარდა ვინმე არის დამნაშავე იმაში, რომ იტალიასთან და უელსთან ტესტებში მოპოვებული გამარჯვებები მსოფლიო თასზე ნაჩვენები თამაშით გავაუფერულეთ და ჩაითვალა, რომ ის გამარჯვებები მხოლოდ ეპიზოდები, გრანდების ჩავარდნა იყო და არა კანონზომიერება? რა თქმა უნდა უსამართლობად მიმაჩნია, რომ ახლა სანაკრებო ტურნირში 2030 წლამდე არ იქნება გავარდნის სისტემა, როცა მეორე რანგის ტურინირის გამარჯვებული უმაღლესი ლიგის უსუსტეს გუნდს უნდა შეხვდეს, თორემ გულზე ხელი დავიდოთ და დღევანდელი მოცემულობით საქართველოს ნაკრები ჯობია რომელიმეს იმ 12 გუნდიდან, ვისგანაც შეკრეს უმაღლესი ლიგის სანაკრებო ტურნირი? მე მგონი, ყველამ ვიცით რომ ჯერ ვერ ვჯობივართ. ჰოდა, შევეშვათ აპოკალიფსური სურათის დახატვას, მიუხედვად ყველაფრისა, არ არის ისე საქმე, რომ განვითარების ყველა შესაძლებლობა გადაგვიკეტეს. იმ მეორე ლიგის ტურნირში ჩვენთან ერთად არიან, მაგალითად, ტონგა, რომელიც უფრო მეტჯერ გვიგებს და სამოა, რომელთანაც ყოველთვის ძალიან დაძაბული თამაშები გვაქვს, ბოლო დროს ძალიან დაწინაურებული ურუგვაი და ჩილე, ნუ ევროპიდან პორტუგალია და ესპანეთი, რომლებიც ვითარდებიან და ბოლო წლებში მათთან იოლი გასეირნებები არ გვაქვს. ასე რომ ტყუილია, თითქოს ამ გუნდებთან თამაშით შეუძლებელია დახვეწა და განვითარება. ჩვენი ასაკობრივები ისევ ითამაშებენ ტიერ 1-ის გუნდებთან, ესეც უნდა გამოვიყენოთ. ასე რომ, მოდი ჩვენ ჩვენი საქმე ვაკეთოთ სწორად, მოვემზადოთ მსოფლიო თასისითვის (იქ რეაბილიტაცია გვჭირდება) და 2030 წლისათვის, ეს დრო ძალიან მალე გაირბენს. მთავარია ფედერაცაიამ სწორად დაგეგმოს განვითარება, გაანალიზდეს პირველ რიგში ბავშთა მწვრთნელებისთვის, რა კომპონენტებში მოსამატებელი ჩვენს რაგბში, იქნებ აქ გვჭირდება უცხოელი სპეცილისტების მოწვევა, რათა ბავშთა რაგბის სწორად განვითარებაზე გვეზრუნა? ხომ ვხედვთ რომ პასის კულტურის, ფეხით ან ჰაერში თამაშის მხრივ არათუ პირველი დონის გუნდები გვჯობია, არამედ კუნძულელ ტონგა-სამოას რომ შევეშვათ , ისიც არ ჩანს, თუნდაც ესპანეთთან გვქონდეს რაიმე დიდი უპირეტესობა. ესპანეთმა, ჩვენთან ჩემი აზრით ბოლო პერიოდის საუკეთესო თამაში აჩვენა. ჩვენ გვქონდა კარგი ეპიზოდები, ერთოი ორი კი ძალიან კარგი, ოღონდ ეს ეპიზოდებია. ვფიქრობს ნელ ნელა ჩნდება რა მიმართულებით ცდილობს ახალი სამწვრთნელო შტაბი გუნდის განვითარებას, რაც იმის წინა პერიოდზე რომ არაფერი ვთქვათ, კოკერელის დროსაც არ ჩანდა. ამავე დროს კატასტროფული ვითარება იყო სათამაშო დისციპლინის კუთხით, ათამდე (თუ მეტი არა) ჯარიმა, უდიდესი უმრავლესობა სრულიად გაუმართლებელი. ფაქტობრივად ესპანეთი ჩვენ ნახევარზე ჩვენვე გადმოგვყავდა. უამრავი ბავშვური ტექნიკური წუნი (ბურთის ხელიდან გავარდნა) იმ რაგბისტებიდან, ვინც საფრანგეთში უმაღლეს დონეზე თამაშობენ და იქ ასეთ შეცდომებს არ უშვებენ. რისი ბარლია? კონცენტარციის დაკარგვის? არ ვიცი, ეს სამწვრთნელო შტაბმა უნდა გაანალიზოს. ფატია, რომ ეს ჩემი აზრით შედარებით იოლად გამოსასწორებელი შეცომები რომ არა, თუნდაც მაქსიმალურად კარგად მოთამაშე ესპანეთს შანსს არ დავუტოვებდით. მთავარია ეს კარგი ეპიზოდები სისტემად ვაქციოთ. ფატია, რომ თავდასხმაში ნელ ნელა ჩნდება კარგი სიახლეები, კომბინაციები, აქ განვითარების მნიშვნელოვანი რეზერვი გამოჩნდა და აღარ ვთამაშობთ მარტო, ბოდიში და "ტუპოი", ადვილად პროგნოზირებად თამაშს, როცა 9 და 10 - ის მიერ გაკეთებული პასის პირველივე მიმღები, გაექანება და ეტაკება მეტოქის დაცვის ხაზს. რამდენჯერმე სწორად და საკმაოდ სწრაფად გავშალეთ თამაში, თუმცა რა ტქმ უნდა სისწრაფეები მოსამატებელია. ძალიან მაგარი იყო მეორე ტაიმში გატანილი ჩვენი პირვლი ლელო, როცა მოულოდნელად მეტპქის წინ გასვლით "გაბრაზებულმა" ჩვენმა ნაკრებმა სისწრაფე და ძალა გუნდურად ისე ამუშავა, რომ ესპანეთთმა ვერანაირი წინააღდეგობა ვერ გაგვიწია. იმ მომენტში მეტოქე უბრალოდ გავაქრეთ მოედნიდან. სხვა ლელოებიც კარგი იყო. მოკლედ ჩემი აზრით უფრო უკეთ გამოჩნდა, რომ თამაშის გამრავაფეროვნების პრესპექტივა გვაქვს. დანარჩენი დროის და ახალი სამწვრთნელო შტაბის საქმეა. ჩვენ კი ნუ შევქმნით ისეთ ატმოსფეროს, რომ არიქა გვჩაგრავენ, ყველაფერი დამთავრდა და განვითარების საშუალება და პესპექტივა აღარ გვაქვს. ქართველები ასე ვართ ისტორიულად, ყველაფრის ბრძოლაში მოპოვება გვიწევს, ასე რომ წარმატებები ბიჭებს და თქვენ, თითოეულ გულშემატკივარს!
პაატა
სანამ მოედნის მიღმა, მინიმუმ მენეჯმენტის კუთხით, არ მივუახლივდებით 6 ერის ქვეყნებს, მანამდე უაზრობაა მხოლოდ მოედანზე გასულ გუნდს მოსთხოვო თანამედროვე რაგბის თამაში და მაღალი შედეგები! წარმატება სწორი დაგეგმარება-მართვის შედეგად მოდის, ასე რომ სჯობს ფედერაციამ 2-3 ჭჯვიანი და გამოცდილი უცხოელი სპეციალისტი მოიწვიოს, რათა ზოგადად ჩვენი რაგბის განვითარების ახალი ფუნდამენტის მშენებლობა დაიწყოს, ამაში მსოფლიო რაგბი არაერთხელ დაგვხმარები და ეხლაც დაგვეხმარებიან! მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი მხრიდან ამას არ გააკეთებენ, თავიანთ თავზე მირგებული “სქემა” დაეშლებათ, ასე რომ სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ და ვაღიაროთ რომ ამ ეტაპზე და უახლოეს წლებშიც ეს იქნება ჩვენი მაქსიმუმი.
A
აშკარა რეგრესი აქვს საქართველოს, და მარცხის შემდეგ არსად იწერება და არც მნიშვნელობა აქვს ნატურალიზებული გყავს თუ ერივნული, ქულებიც იგივეა ყველა შემთხვევაში, აუტებს ვერ აწვდიან და ხელით ფაქტიურად ვერ თამაშობენ, რა პროგრესზე და სასიხარულოზეა საუბარი...
ნიკოს
სწორი აქცენტებია და რაც მთავარია საქართველოს ნაკრები ყველაზე ეროვნული ნაკრებია წამყვან სარაგბო ქვეყნებს შორის! წარმატებები საქართველოს ნაკრებს!
ჩვენთან ყველა ქართველია გუნდში.
მართლა უგუნური თუ ვერ ხვდება, რომ ისედაც გაძლიერებულ ესპანეთთან, რომელსაც ნახევარზე მეტი ნატურალიზებული უცხოელი ემატება, რომ მოუგებ, უნდა გაგეხარდეს და არ უნდა იტირო მაინც. Spain : 48% (11/23) Argentina : 30% (7/23) France : 13% (3/23) England : 4% (1/23) South Africa : 4% (1/23)

მას შემდეგ წესები ძალიან შეიცვალა და უფრო სწრაფი რაგბისკენ ვინც თამაშობს,მათ სტილს უწყბს ხელს.როცა შერკინებაში მართლაც დევები გვყავდა,ძლიერი ნაკრებები მაშინაც კი ძალიან ადვილად გვიგებდნენ,რადგან სისწრაფით წამოსული მეტოქე,ადგილზევე ატყუებდა მძიმე წონოსან,მაგრამ ძალიან ნელ ჩვენ მორკინალს და თავისფლად ჭრიდა ჩვენ დაცვას.დღევანდელ სისწრაფეებზე ასეთი შერკინება,დაცვაშიც და შეტევაშიც სრულიად უმწეო იქნებოდა.რა თქმა უნდა ძალით თუ სჯობნი,ძალიან კარგია,მაგრამ მხოლოდ მის იმედზე,დასამარცხებლად ხარ განწირული.გაქცევაც უნდა შეგეძლოს და პასის გაცემა -მიღებაც.
ნიკო
საინტერესო თამაში იყო, ესპანეთი ხელით ძალიან კარგად თამაშობდა, მაღალ ტემპშიც და ბურთი თითქმის არ უვარდებოდათ ხელიდან. შემთხვევითი სულაც არაა. გარდა იმისა, რომ ესპანელები თვითონ უმატებენ, გუშინდელ თამაშში დაახლოებით 10 ნატურალიზებული მოთამაშე ჰყავდათ ზირითადად არგენტინიდან და საფრანგეთიდან. ერთი ინგლისელი ჰყავთ და ერთიც სამხრეთ აფრიკელი. ამ ქვეყნებს კი რამხელა სარაგბო რესურსი აქვთ და როგორი სკოლა, ალბათ საჭირო არაა ვისაუბროთ. ჩვენ კი არცერთი პოზიცია არ გვაქვს "გაძლიერებული", რაც მშვენიერია. ამიტომ ძალიან კარგია, რომ მოვიდეთ და შედარებით სუსტი ნახევარფინალისტი ჩამოვა თბილისში. ესპანეთში ფინალზე კი განსაკუთრებით უნდა მოვემზადოთ. ამიტომ გუშინდელი თამაშის "გაპუსწიაკება" არაგონივრულია. დიდ გუნდებსაც კი, სადაც სისუსტე აქვთ, უცხოელები მოჰყავთ, ძირითადად კუნძულელები, მათ შორის ახალ ზელანდიას და საფრანგეთსაც. საქართველო კი თავისი ძალებით ახერხებს, რომ ბოლო ათწლეულია ლამის ყველა თამაში მოუგო ტიერ 2 -ის გუნდებს და რამდენიმე ტიერ ერთის. და ეს "რეგრესი" მგონი პირიქით ესმით აქ ზოგზოგიერთებს. წარმატებებს მუსურვებ ჩვენს ლომკაცებს, რომლების დიდი გმირობაა ასეთი ხანგრძლივი და მუდმივი წინსვლა.
misha
თუ რაღაც არ შეცვვალეთ ესე ვერ გავფრინდებით.აქ წავიკითხე კომენტარები და ალბა მხოლო უვიცი თუ იტყვის რომ ხომ მოვიგეთ რაც მთავარიაო.ესე ჩვენ არც რვა ერში მიგვიძღებენ და ადრე თუ გვიან აქავ ვერ დავიკავებთ პირველ ადგილს.
ირაკლი
თან 10 წელია ამას იძახიან, მოგვიგებს ესპანეთი, მოგვიგებს პორტუგალია, მოგვიგებს რუმინეთი.. ელოდეთ...

დაახლოებით 20 წელი,იტალიას მოგება არ ჰქონდა 6 ერში,ეს იმდროს,როცა მისი ორი ფრანჩიზა თამაშობს გლობალურ ლიგაში(ზუსტად როგორ ჰქვია არ ვიცი).სადაც ევროპის და სამხრეთ აფრიკის უძლიერესი კლუბები თამაშობენ.მიუხედავად ამისა,ჩვენ ზოგჯერ თანაბრად ვეთამაშებოდით,6 ერის ქვეყნებს და მათთან მუდმივი თამაშის საშუალება რომ გვქონდეს,სამიოდე წელში,აუცილებლად დავიწყებდით მოგებას.რამდენიმე მოგებაც გვქვს,მაგრამ ეს მათი უძლიერესი შემადგენლობები არ იყო და მიუხედავად ამ გამარჯვებების დიდი მნიშვნელობისა,მაინც არ ვიტყვი რომ მათ ნაკრებს ვუგებთ.ჩვენ მათთან ახლოს ვართ,ამის თქმა შეგვიძლია,იმ გამარჯვებების შემდეგ.ეს იმ პირობებში,როცა ეს ქვეყნები და მათი კლუბები,მუდმივად თამაშობენ მაღალი კლასისი მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ,ჩვენ კი,წელიწადში,სამი მაღალი კლასის თამაში რომ გვქონოდა,ეგეც სასიხარულო იყო,ახლა კი,2030 წლამდე,ეგეც აღარ გვექნება და ჩვენზე სუსტებთან თამაში მოგვიწევს.
ნინი
სულ მგლოვიარე მტირალებმა მოგებულ თამაშზე ასე დსიხოკეტ ლოყები და რომ წაგვეგო რას გაილაღებდით?!:)))
Forzza
ჰოიკაზაჯან 19-20 საუკუნის რაგბის არავინ აღარ თამაშობს. ფორვარდებს მარტო მიწოლა და რაქებში თამაში აღარ ევალებათ!! აჩნიტეს აგლინიტეს :)))))))))))))
Bs
ბოლომდე კი არა , საერთოდ არ არის მოშლილი. რაქიტიანი გაბსბურგების რომელიმე შტო თუ არ მართავდა ქვეყანას ევროპად არ თვლიან.
შერკინება ! შ ე რ კ ი ნ ე ბ ა !!!
ტრადიცია დავკარგეთ ! ტრადიციული უპირატესობა საბოლოოდ დაიკარგა ? "ძველი", ძველებური შერკინების გარეშე, ძაა..ლიან გაგვიჭირდება ! იმ მიმართულებებში თუ/რომ/ ვერ მოუგებ იმ ქვეყნების/ხალხის ნაკრებ(ებ)ს, რაშიც "გენეტიკურად" ჩვენზე უკეთესი მონაცემები აქვთ და მეტიც, სწორედ ამით გამოირჩევიან და ლიდერობენ სხვა სპორტის სახეობებშიც - ინდივიდუალურშიც და გუნდურშიც ... დააბრუნეთ/დავაბრუნოთ "ძველებური" შერკინება ! შესაბამისი მომაცემების მქონე ახალგაზრდების მოძიება (მ.შ. სპორტის სხვა, თუნდაც როგორც რაგბის, ადრეულ - "რეგბისეულ" წლებში ხდებოდა, ჭიდაობის სახეობებში ... ) და მათთან მუშაობაა საჭირო, მათ შორის ამ მხრივ წამყვანი ქვეყნებიდან მოწვეული წამყვანი სპეციალისტების ჩართულობით. წარმატებები ქართულ რაგბის !
rona
კიდე კაი 6 ერში არ გვღებულობენ, თორემ კატასტროფულად შევრცვხვებოდით.

იტალია უკვე მეოთხედი საუკუნეა,რაც 6 ერში ასპარეზობს,მათო ორი ფრანჩიზხა კი,ევროპის უძლიერეს ტურნირებზე მთელი სეზონის განმავლობაში ხვდებიან უძლიერეს კლუბებს.ჩვენ არც ნაკრებს და არც ფრანჩიზას ასეთ კლუბებთან თამაშის საშუალებას არ აძლევენ და აქამდე თუ ტესტებში მაინც გვიწევდა,ტოპ 10-ს წევრ ნაკრებებთან სეზონში ერთი ან ორი თამაში,ახლა 2030 წლამდე,ამის საშუალებაც გამოგვირიცხეს.მე ის წლებიც მახსოვს,საბჭოთა კავშირის ნაკრები და იტალია,ერთ ტურნირში რომ მონაწილეობდნენ და იტალიას უპირატესობა ჰქონდა,მაგრამ არც ძალიან დიდი და სსრკ ნაკრებიც უგებდა ხოლმე ზოგჯერ.იმ ნაკრებში ყოველთვის თამაშობდნენ ქართველი მორაგბეები და არც უკანასკნელ როლებში იყვნენ.დღეს რიჩარდ კოკერილის ინტერვიუს ნაწილი ვნახე რუგგერ ინფოს გვერდზე სადაც ნაკრებიდან გათავისუფლების მიზეზებზე საუბრობს.ის აქებს ქართულ რაგბს,მორაგბეებს და განთავისუფლების მიზეზად,მისი მხრიდან რაგბის კავშირის მიერ კონტრაქტში ჩაწერილი მოთხოვნის ვერ შესრულებას ასახელებს.მისი სიტყვებით,საქართველოს ნაკრებს,არასოდეს არ უნდა წაეგო მეორე ეშელონის ნაკრებთან და წელიწადში ერთხელ მაინც დაემარცხებინა ტოპ 10-ს რომელიმე ნაკრები.იაპონიასთან მათ დამრტყმელს,ის ჯარიმა რომ გაეფუჭებინა და მოგვეგო,დღესაც ნაკრების მწვრთნელი ვიქნებოდიო.ის ამბობს რომ 20 წლამდელთა 6 ერის ჩემპიონატზე მონაწილეობის შემდეგ,ქართველი ახალგაზრდების 90%-ზე მეტი,ევროპაში მიდის იმ მიზნით,რომ 5 წლის შემდეგ მიიღებს იქაურ მოქალაქეობას და მთელ ვეროპაში თავისუფლად მოგზაურობის უფლებას.თქვენ წარმოიდგინეთ,ყოველ წელს,ინგლისიდან 18-20 უნიჭიერესი ახალგაზრდა რომ წავიდეს,რა მდგომარეობაში ჩავარდებოდა ჩვენი რაგბი,სვამს ის ლოგიკურ კითხვას.ბოლო 14 წელიწადში,საქართველომ 13 გამარჯვება მოიპოვა(ჩემი მხრიდან დავამატებ,რომ ის ერთი დამარცხებაც,მსაჯების უდიდესი „დამსახურებით“ მოხდა),დღს საქართველო ზღვარზეა და 6 ერზე მნაწილეობის გარეშე,უფრო მაღლა სვლის საშუალება არ არსებობს.მითხარით,რა მექანიზმი არსებობს,რომ საქართველომ 6 ერის ნაკრებებთან თამაშის საშუალება მიიღოს?სად არის მათთან კონკურენციისათვის შანსის მიცემის საშუალება?!დღვანდელ უელსის ნაკრებს რომ შეხვდეს საქართველო,არ ვიტყვი,რომ აიცილებლად მოუგებენ,მაგრამ ეს იქნება ძალიან დაძაბული მატჩი.მაგრამ სამომავლოდ,მის გვერდით,მხოლოდ ესპანეთი და პორტუგალია მოუმატებს და მას გაუთანაბრდება,ისინი კი,წინ ვერ წაიწევენ და როცა წინ ვერ მიიწევ,ეს უკვე უკან დახევაა.აღმავლობის გზაზე მდგომი ქვეყნისათვის განვითარების საშუალება აუცილებელია და როცა ფიჯის და იტალიას ეს საშუალება მისცეს,ვხედავთ,დღეს რა დონეზე არიან.ისე ჩანს,რომ საქართველოსათვის ასეთი შანსის მიცემა არ სურთ.თუ შნზე წინ მყოფი 10 თუ 11 ნაკრები აგრძელებს განვითარებას,შენ კი 2030 წლამდე სადღაც გაგჭედეს და ამის ყოველნაირი საშუალება წაგართვეს,ეს ხომ ცხადია,რომ მათ ჩამორჩენას გამოიწვევს?!მხოლოდ 2030 წელს შეიძლება მისცენ შანსი,6 ერის უსუტეს ნაკრებს ეთამაშოს,ადგილის ჩასანაცვლებლად,მაგრამ ამდენი წელი,რომ ადგილზე დგახარ,საქართველოს შეიძლება ესპანეთი,პორტუგალია დაეწიოს და ეგეც არ იყოს,ასე ჩამორჩენილი საქართველო,როგორ შესძლებს 6 ერის თუნდაც უსუსტეს ნაკრების დამარცხებას?მერე კი იტყვიან,ხომ ვამბობდით,არც ისე კარგები ხართო!რიჩარდ კოკერილის აზრით,„შავი ლომის“ რაგბის გლობალური ლიგის გათამაშებაში მიღება,დღეს ქართული რაგბის განვითარების გაგრძელების ერთადერთი საშუალებაა და აგრეთვე მექანიზმი,განვითარებული სარაგბო ქვეყნების გუნდებთან სისტემატური თამაშისა.2030 წლამდე!ასე ფიქრობს ინგლისელი რაგბის სპეციალისტი,რიჩარდ კოკერილი! პ.ს.კოკერილი ინგლისურ რაგბიზე ამბობს,წარმოიდგინეთ,.ყოველ წელს,ინგლისი 18-20 საუკეთესო ახალგაზრდა ტალანტს რომ ჰკარგავდეს,ინგლისური რაგბი დღეს რა დღეში იქნებოდაო და ფიქრი რაგბიდან სხვა განაც გამექცა.რამდენიმიდის ფეხბურთელი,კაპიკების დევნაში და რაც მთავარია,რამდენი უნიჭიერესი ქართველი ახალგაზრდა მიდის ევროპის ან ამერიკის უმაღლეს სასწავლებლებში განათლების მისაღებად.მათი უმრავლესობა იმავე ქვეყნის დაფინანსებით მიდის და მერე იქ რჩება,საცხოვრებლად და სამუშაოდ.ზუსტად არ მახსოვს და ტყუილს არ ვიტყვი,მაგრამ რომელიღაცა ჭკვიან კაცს ნათქვამი აქვს,საფრანგეთიდან მოაშორე 300 საუკეთესო მოაზროვნე და ქვეყანა კოლონიურ ქვეყანას დაემსგავსებაო.ტვინების მოპარვა,გაჟონვა თუ გადაქაჩვა,ქვეყნის ძარცვის ყველაზე გამანადგურებელი მეთოდია და საქართველო,პრაქტიკულად ყველა მიმართულებით ამ ძარცვის მსხვერპლია.ჩვენ განვითარების შანსს არ გვაძლევენ!თავის დროზე,ივანე ჯავახიშვილმა და მის თანამოაზრეებმა,უცხოეთიდან ჩამოიყვანეს რამდენიმე ქართველი,მაღალი დონის სპეციალისტი,უცხოეთში რომ მოღვაწეობდნენ და მათი დახმარებით დააარსეს ქართული უნივერსიტეტი,რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ქართული განათლების სისტემის შექმნას და მის საფუძველზე საქართველოში დროთა განმავლობაში შეიქმნა ძლიერი ინტელექტუალური ფენა,მეცნიერების მრავალი მიმართულებით.მართალია ეს უკვე საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მოხდა და მათი ცოდნა,სსრკს ემსახურებოდა,მაგრამ ამავე დროს,ის საქართველოსაც ემსახურებოდა და ქართველო მოსახლეობა,სსრკში ერთერთი საუკეთესო იყო,ცხოვრების დონით.ეს სამეცნიერო პოტენციალი ქვეყნის მთავარი სიდიდრე და განვითარების ბერკეტი უნდა გამხდარიყო,მაგრამ დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე,ყველა პოლიტიკური მოთამაშე,მხოლოდ იმით იყო დაკავებული,ქვეყნისათვის ამ პოტენციალის გამოყენების საშუალება არ მიეცა და ქვეყანა სხვებზე დამოკიდებული გაეხადა.„კეთილი მრჩევლების“ცოდნას მინდობილი თუ მიყიდული ყოველი მთავრობა,ამ პოტენციალის განადგურებას მიზანმიმართულად აგრძელებდა და დღეს ჩვენ უკვე განათლების დონის მიხედვით,მსოფლიოს აუტსაიდერებში ვართ.ჯერ კიდევ შემორჩენილი მაღალი კლასის სპეციალისტები კი,მათი ქვეყნების ეკონომიკას თუ კულტურას აძლიერებენ. დღესაც ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით,მაგრამ როცა ესპანელები წინ გავიდნენ და ჩვენები მართლაც გაბრაზდნენ,ჩვენმა ბიჭებმა ისეთი აზარტით,სისწრაფით და ენერგიით შუტიეს,რომ მაგ თამაშით მსოფლიოს ნებისმიერ ნაკრებს შევუქმნიდით სერიოზულ პრობლემებს.ეს ჩვენს მიერ გატანილ ლელომდე გაგრძელდა,სულ რამდენიმე წუთი,მაგრამ ახლა უკვე ვიცი,ჩვენ ბიჭებსაც შეუძლიათ ასე თამაში და მაგ დონეზე თუნდაც 40 წუთი რომ ითამაშონ თამაშში,დანარჩენი კი,თუნდაც პირველი ტაიმის დონეზე,პირველი დონის რამდენიმე ნაკრებს აუცილებლად გავამწარებდით.გელა აფრასიძეს,იოლად გადარჩენას და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.თავის არეში თითქოს არ დაურტყამს,კისერში უფრო უნდა ჰქონდეს პრობლემა.ძლიერი გვერდითი დარტყმის შედეგად რომ გადაუქანდებოდა.იმედი მაქვს,ძალიან სერიოზული არაფერი იქნება.ლელოების უმეტესობა,ისევ უკანა ხაზელებმა დადეს,თუმცა ხელით თამაშში,ისევ დაუშვებლად ბევრ შეცდომას ვუშვებთ,ისევე როგორც დაცვაში,ძალიან იოლად ვჯარიმდებით და ბევრი მათგანი,სულაც არ არის სავალდებულო.შერკინებაში და დერეფანში კარგები ვიყავით,მოლში საკმაოდ კარგები.მოკლედ,ამათ რომ ეყოთ,იმდენი კი ვითამაშეთ,მაგრამ ჩვენ რომ გვინდა,იქამდე ძალიან შორია.ვულოცავ ბიჭებს გამარჯვებას და კიდევ უფრო უკეთეს თამაშს ვუსურვებ.კოკერილის ინტერვიუ,rugger info-ზე ვნახე და ვისაც სურვილი აქვს,შეუძლია თვითონაც ნახოს.
გიორგი
ფეხბურთი ცდილობს რომ გაფართოვდეს მთელ მსოფლიოში, რაგბი ცაკეტეს, სამწუხარდ არსიტოკრატიული მენტალიტეტი არაა მოშლილი ბოლომდე "ეუროპაში" :)
Porto
ნაღდად დებილი ხარ :))))) ან აფრენ შენ ამოირჩიე :)))))
100%
მე ამ სპორტის არ ვიცი არაფერი, მაგრამ ხომ მიხარია ჩვენი გამარჯვება. ეხლა ვიტყვი არსს, ჩემი აზრით რათქმაუნდა. ყოველთვის სპორტში გაქვს აქცენტი პირველზე გაკთებული (მაღლა მდგომზე) და ცდილობ მისი სუსტი წერტილი მოძებნო და მას მოუგო და როცა ხარ პირველი, და ხარ, და ხარ, იცი რომ მოუგებ ყვლა ვარიანტში, დუნდები. ზოგადად ასეა. ამიტომ ჩვენ გვჭირდება, 6 ერი, განვითარებისთვის. ასე მგონია და ყველაფერი უნდა გააკეთოს ჩვენგან დაინტერესებულმა პირებმა, თუ გვინდა განვითარება.
დავით 67
ეჰ ფეხბურთში მოგვაგებინა ესპანეთთან და რაგბში ესეც საკმარისია
Porto
აქ მარგალიტების წერას ბილეთები იყიდეთ და თამაშებზე წაეთრიეთ ამათ უყურე აქ!! ახალი მწვრთნელია მესამე თამაშია და აქედან პირველი თამაში მეტ-ნაკლებად სერუოზულ მეტოქესთან!!! რას მოთქვამთ?!!!
გრიშა ონიანი
ესპანეთიც კი ჩვენზე ლამაზად თამაშობს
ჟორა
6 ერში გადასვლაზე რომ აცხადებ პრეტენზიას აუცილებელია ჩვენი თამაშის დონის ისე აწევა, რომ ერთ გამობრწყინებაზე კი არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული, არამედ ერთ ტურნირზე რამდენიმე თამაშის მაღალ დონეზე ჩატარება უნდა შეგვეძლოს, რაც ჩვენს ნაკრებს ჯერ-ჯერობით არ გამოსდის.
გიორგი-50
პირველ რიგში, ვულოცავ აფრასიძეს და გუნდს გამარჯვებას. თუმცა, ეს არ იყო ის თამამი, რომელსაც ქართული რაგბი იმსახურებს და ასეთი თამაშით 6 ერში არ შეგვიშვებენ და არც ვიმსახურებთ. იმედია, შტაბი თითოეულ მიღებულ ჯარიმას და ლელოს სათანადოდ გაანალიზებს...
KOSTAKURTA
იტალიამ 6 ერის პირველობაზე, პირველ თამაშში დაადუღა შოტლანდია მინდორზე, ისე ჯიგრიანად ითამაშეს აპენინელებმა. მეორე თამაშში ირლანდიას მაგრა ეთამაშეს, ძლივს ბოლოს გამოგლიჯეს ირებმა იტალიელებს გამარჯვება ხელიდან. ჩვენ კიდევ ამ გაფარჩაკებული გუნდით 6 ერის ტურნირზე გვაქვს პრეტენზია! რეგრესი და რეგრესი. ესპანეთი რომ ამდენ ლელოს დაგიდებს, რაგბის ტიტანები რა დღეში ჩაგვაგდებენ ხომ წარმოგიდგენიათ…
ალექს
თუ არ ვცდები ზედიზედ მესამე თამაშია ესპანელები 3+ ლელოს დებენ..თან ერთ ტაიმში. ნელნელა ამოგვყავს ჩვენს დონეზე ესპანეთი და პორტუგალია. ფინალში ორივე ტაიმი მთელი ძალით და მზადყოფნით თუ არ ვითამაშეთ დავკარგავთ თასს.
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება
რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში
მიქაუტაძე მწყობრში ჩადგა და "ალავესთან" მატჩში სასტარტოშია
"არსენალი" რაისს კონტრაქტის გაგრძელების სანაცვლოდ ანაზღაურების გაზრდას სთავაზობს
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
გაშვების ვარიანტს განიხილავენ - "რეალი" კამავინგას ტრანსფერზე დააყენებს
ფეხბურთს დაუბრუნდა - დავიდ ვილია "ატლეტიკოში" დასაქმდა
ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა
ჩვენებურების გარეშე - კონფერენს ლიგაზე "შახტარმა" გაიმარჯვა, "რიეკა" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0:1 მეშახტე. ყოჩაღი დებიუტანტის ისტორიული გამარჯვება
კარში კურტუა, შეტევაში კვარაცხელია ალვარესთან და ოლისესთან ერთად - უეფას სიმბოლური
VIDEO | ეროვნული ლიგა| სამგურალი 1:1 დინამო ბთ. ფრეებს დაეჩვივნენ...
დონარუმას ნაკვალევზე - პსჟ-დან "სიტიში" შეიძლება კიდევ ერთი ფეხბურთელი გადავიდეს
ვალვერდე კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს - ნომინაციაში კვარაცხელია იყო წარდგენილი
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგაზე სუპერმატჩი ჩაატარა
შმეიხელი: ვისიამოვნე - კვარაცხელიამ 28 წუთში პსჟ გარდასახა და მასთან ერთად განსხვავებული გუნდია
მიქაუტაძემ შეიძლება "ალავესთან" ვერ ითამაშოს
რიოლო კვარაცხელიას არ ეშვება - ის ქართველის სათადარიგოობას ლოგიკურად მიიჩნევს
ტუდორის აღარავის სჯერა - "ტოტენჰემში" მძიმე სიტუაციაა
მბაპეს შედეგი გაიმეორა - კვარაცხელიას ბრწყინვალე მაჩვენებლები რიცხვებში
დამატებით სანქციებს დაუწესებენ? - კიმიხსა და ოლვიეს ყვითელი ბარათები შესაძლოა, ძვირად დაუჯდეთ
კიდევ 1 სეზონი "ლივერპულში" - ფაბრიციო რომანომ ალისონის მომავალზე ისაუბრა
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
[VIDEO] "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთის ნაკრები დაამარცხეს და რაგბი ევროპის ფინალში გავიდნენ!
მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]
10 გატანილი ლელო - საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ესპანეთს 62:32 სძლია [VIDEO]
რაგბი ევროპა | 31-ედ რუმინეთთან, 26-ედ "ანთიმოზ ივერიელის თასისთვის"
"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება
რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში
რაგბი ევროპა | შვიდი ცვლილება და ერთი დებიუტანტი რუმინეთთან
რაგბი ევროპა | ესპანეთს ახალი კაპიტნით შევუტევთ
რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია
რაგბი ევროპა | ესპანეთთან მასპინძლობისთვის
რაგბი ევროპა | ხუთი ცვლილებით ჯგუფში პირველობისთვის