საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირლანდიასა და დანიასთან გასამართი ამხანაგური მატჩების წინ პრესკონფერენცია გამართა
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 28 მაისს, საღამოს, ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ღია ვარჯიში ჩაატარა.

თემურ ქეცბაიას განკარგულებაში მყოფი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა.

შეგახსენებთ, ჩვენი ეროვნული გუნდი ირლანდიასა და დანიაში გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება. პირველი შეხვედრა 2 ივნისს გაიმართება, მეორე - 5 ივნისს. ქართული დელეგაცია დუბლინში 29 მაისს გაფრინდება.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების შემადგენლობას, ქეცბაიას რჩეულთა სიაში ცვლილებები, უფრო ზუსტად კი, დანაკლისია. ეროვნული გუნდის თავკაცს 28 მოთამაშე ჰყავდა გამოძახებული. ხუთი მათგანი ირლანდია-დანიაში არ ჩავა:

ალექსანდრე ამისულაშვილს, რომელიც რუსული "კრილია სოვეტოვის" ღირსებას იცავს, პრემიერლიგაში დასარჩენი ფლეი ოფი ელის; ლევან მჭედლიძის "ემპოლი" იტალიის სერია A-ში გადასასვლელად იბრძვის და ასევე ფლეი ოფში თამაშობს; თორნიკე ოქრიაშვილი, ოფიციალური ინფორმაციით, გადაღლილია და არასათანადო ფორმაშია; ელგუჯა გრიგალაშვილი სავიზო პრობლემების გამო ვერ ახერხებს ნაკრებთან ერთად გამგზავრებას; ლევან ყენიას ქორწილი აქვს.

ცნობისთვის, 2 და 5 ივნისი ფიფას მიერ დადგენილი სანაკრებო დღეები არ არის და სწორედ ამიტომ კლუბებს, რომლებსაც ოფიციალური მატჩები ელით, სრული უფლება აქვთ, ფეხბურთელები ნაკრებში არ გაუშვან.

თბილისურ შეკრებაზე ვერ ჩამოვიდა დავით დევდარიანი, მაგრამ იგი ნაკრებს დუბლინში შეუერთდება.

საბოლოოდ, საქართველოს ნაკრების სიამ ასეთი სახე მიიღო:

მეკარეები: გიორგი ლორია (დინამო, თბილისი), როინ კვასხვაძე (ზესტაფონი), ომარ მიგინეიშვილი (ტორპედო);

მცველები: უჩა ლობჟანიძე (კრივბასი, უკრაინა), ზურაბ ხიზანიშვილი (ქაისერისფორი, თურქეთი), დავით კვირკველია, გულვერდ თომაშვილი (ორივე - დილა, გორი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), გიორგი ფოფხაძე (ბაქი, აზერბაიჯანი), აკაკი ხუბუტია (მორდოვია, რუსეთი), სოლომონ კვირკველია (რუბინი, რუსეთი), მამუკა კობახიძე (ალანია, რუსეთი);

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი (კარპატი, უკრაინა), ჯაბა კანკავა, ალექსანდრე კობახიძე (ორივე - დნიპრო, უკრაინა), ჯანო ანანიძე (სპარტაკი მ. რუსეთი), დავით თარგამაძე (ილიჩევეცი, უკრაინა), მერაბ გიგაური (ტორპედო, ქუთაისი), ირაკლი მაისურაძე (დილა, გორი), ირაკლი ძარია (დინამო, თბილისი), დავით დევდარიანი (ორჰუსი, დანია), თორნიკე გორგიაშვილი (ზესტაფონი);

თავდამსხმელი: ნიკოლოზ გელაშვილი (ბოხუმი, გერმანია).

ვარჯიშამდე "ბასას" საკონფერენციო დარბაზში ქეცბაიას პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ნაკრების თავკაცმა ემოციური განცხადებები გააკეთა.

თემურ ქეცბაია:

- უკვე ერთი კვირაა, რაც ნაკრების შეკრება დაიწყო, თუმცა სრული შემადგენლობით მაინც ვერ შევიკრიბეთ. კიდევ კარგი, 28 ფეხბურთელი გამოვიძახეთ, თორემ მოახლოებული მატჩების ჩასატარებლად საჭირო კონტინგენტი ვერ შეგროვდებოდა. ზოგი ფეხბურთელი საპატიო, ზოგიც არასაპატიო მიზეზით დაგვაკლდა.

ისღა დაგვრჩენია, ფონს არსებული კადრებით გავიდეთ. თავის გამოჩენის საშუალება რამდენიმე ახალ ფეხბურთელს მიეცემა. ნაკრებში გამოძახებულთა უმრავლესობას ირლანდიასა და დანიაში თამაში მოუწევს.

სამწუხაროდ, აქ ისე არ ხდება, როგორც სხვა ქვეყნებში მინახავს - სხვაგან ეროვნულ ნაკრებში გამოძახება ფეხბურთელისთვის უდიდესი პატივია, ზოგი ჩვენი ფეხბურთელისთვის კი ასე არ არის. ნაკრებში ჩამოსვლისგან ისინი თავის არიდებას ცდილობენ. ფეხბურთელისთვის მთავარი ფეხბურთი უნდა იყოს, მით უმეტეს მაშინ, როცა საქმე ნაკრებს ეხება. ამის მაგივრად, ჩვენი ნაკრების ზოგი წევრი სანაკრებო მატჩების დროს პირად საქმეებს აგვარებს.

არის ხალხი, ვინც სამშობლოს გამო ტანკს უვარდება და არიან ისეთებიც, რომლებსაც ფეხბურთის თამაში არ უნდათ! მარტო ენის ტლიკინი არ არის საკმარისი, სამშობლოს საქმე სჭირდება!

პირადად მე ნაკრებში სათამაშოდ ყოველთვის განსაკუთრებული მონდომებით ჩამოვდიოდი, ზოგისთვის კი ნაკრები მეათეხარისხოვანია.

ორი გასვლითი და მეტად საინტერესო შეხვედრა გველის. ცუდია, რომ ამხანაგური მატჩების აბსოლუტურ უმრავლესობას სტუმრად ვატარებთ, მაგრამ რა გაეწყობა.

- ამ ორი მატჩის მთავარი მიზანი რა არის?

- ოფიციალური შეხვედრებისთვის მომზადება. დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს ნაკრების სათამაშო სქემა არ შეიცვლება.

- ლადო დვალიშვილის თამაში გამორიცხულია?

- დიახ, რადგან პოლონეთის ჩემპიონატის დასრულებამდე კიდევ ორი ტურია დარჩენილი. მართალია, "ლეგიამ" ჩემპიონობა უკვე გაინაღდა, მაგრამ კლუბი დვალიშვილის ნაკრებში გამოშვებაზე უარს აცხადებს. სხვათა შორის, ვარშავაში რამდენიმე დღის წინ ვიყავი და მის თამაშს დავესწარი.

- იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ნაკრების თამაშებს არასაპატიო მიზეზებით აცდენენ, ოფიციალური მატჩებისთვის მაინც გამოიძახებთ?

- ნორმალურ ქვეყანაში მსგავს საქციელს არავის აპატიებდნენ, მაგრამ იძულებული ვარ, ბევრ რამეზე თვალი დავხუჭო, რადგან კვალიფიციური ფეხბურთელების დიდი არჩევანი არ გვაქვს.

- ჯაბა დვალისთვის ნაკრების კარი საბოლოოდ დაიხურა?

- ნაკრების კარი არავისთვისაა დახურული. ბევრ კანდიდატს ევროტურნირების მატჩებშიც დავაკვირდები. ცუდი ტენდენციაა, რომ ბევრი ის ფეხბურთელი, რომლებიც ერთი-ორი წლის წინათ კარგ ფორმაში იყვნენ, რეგრესს განიცდიან.

- თბილისის "დინამოს" ესპანელმა ლიდერმა ჩისკომ საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა...

- მოდით, ჩამოწერილ ფეხბურთელებზე ნუ ვისაუბრებთ.

- საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ბოლოდროინდელ ასპარეზობაზე რას იტყვით?

- მოხარული ვარ, რომ ჩვენი ჭაბუკები ასე წარმატებულად ასპარეზობენ. ცუდი კი ის არის, რომ მათ ჩვენს უმაღლეს ლიგაში თავის გამოჩენის საშუალება არ ეძლევათ. სამწუხაროდ, ჩემს ინიციატივას კლუბების მხრიდან განსაკუთრებული გამოხმაურება არ მოჰყოლია.

იხილეთ ფოტოგალერეა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

akhali
murtalo რომელ მწვრთნელს ჰქონდა დალაგებული ურთიერთობა ჩვენს ფეხბურთელებთან?ყველა გააგიჟეს ამ უწიგნურმა(ყველას არ ეხება),უზრდელმა და ,,ბარიგული,,გაგებით აღზრდილმაფეხბურთელებმა!გავიხსენოთ ბოსკამპი,კუპერი,ჟირესი... რომელია ფეხბურთელი?კლუბები ჩამოვთვალოთ?კოლხოზის და სოფლის კლუბებში მოთამაშეები? ნაკრების წარმატებისთვის საჭირო პირობაა:15-20 ფეხბურთელი ევროპის პირველი ხუთეულის ჩემპიონატებიდან!3-5 ფეხბურთელი -ლიდერი კლუბში!და კლუბიდან,რომელიც ყოველ თამაშზე,ყოველ ტურნირში გამარჯვებისთვის იბრძვის!აბა წაგებულის ფსიქოლოგიით დაიზარდა ქინქლაძე სიტიში,სადაც ყველაფერს აგებდა,და ნაკრებშიც შესაბამისი ფსიქოლოგიით თამაშობდა..
akhali
murtalo რომელ მწვრთნელს ჰქონდა დალაგებული ურთიერთობა ქართველ ფეხბურთელებთან?ყველა გააგიჟეს ამ უწიგნურმა(ყველას არ ეხება),უზრდელმა და ,,ბარიგული,,გაგებით აღზრდილმა ფეხბურთელებმა!გავიხსენოთ ბოსკამპი,კუპერი,ჟირესი... რომელია ფეხბურთელი?კლუბები ჩამოვთვალოთ?კოლხოზის და სოფლის კლუბებში მოთამაშეები? ნაკრების წარმატებისთვის საჭირო პირობაა:15-20 ფეხბურთელი ევროპის პირველი ხუთეულის ჩემპიონატებიდან!3-5 ფეხბურთელი -ლიდერი კლუბში!და კლუბიდან,რომელიც ყოველ თამაშზე,ყოველ ტურნირში გამარჯვებისთვის იბრძვის!აბა წაგებულის ფსიქოლოგიით დაიზარდა ქინქლაძე სიტიში,სადაც ყველაფერს აგებდა,და ნაკრებშიც შესაბამისი ფსიქოლოგიით თამაშობდა..
murtalo
დინამოს ფანო, შეგინებას აქ წინ ვერაფერი აღუდგება...თითოეულ ქეცბაიას მხარდამჭერს ვთხოვ ჩამოთვალოს რა მოეთხოვება საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელს და რომელ მოთხოვნებს აკმაყოფილებს ქეცბაია.40 წელზე მეტია ქართულ ფეხბურთს ვაღმერთებ და იმიტომაც შესაძლოა თავს ვერ ვიკავებ უხეში გამონათქვამებისაგან, რადგან ამ ვაიმწვრთნელის უსუსურობას ვადევნებ თვალს. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ცუდი შედეგები ძლიერი ფეხბურთელების არყოლის გამო გვაქვს, დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ საკმაოდ არიან ისეთები, რომელთა სწორდ გამოოყენება და ნორმალური ფეხბურთის თამაში შესაძლებელია და არა 90 წუთი დაცვაში ჯდომა. Uთავდამსხმელოდ თამაში როცა დვალი გყავს, თუნდაც უზრდელი წანტურია. კობი სათადარიგო სკამზეც კი მეტს შესძენს გუნდს, ვიდრე ყველა თამაშში საგოლე შეცდომის დამშვები ხიზანიშვილი.თან ნებისმიერ დროს გამოვა და დავალებას 5-ზე სეასრულებს, ბოლომდე დაიხარჯება ამისათვის. ორი შესარჩევი ციკლი ჩააგდო ამ კაცმა და კიდევ მესამეს ელოდება, კარგით რა, ნუთუ დაბრმავდით ხალხო? ნაკრების მწვრთნელმა ურთიერთობა ნორმალური ვერ უნდა დაამყაროს ფეხბურთელთან ან ჟურნალისტთან? მხოლოდ ფედერაცია უგებს ამ უგუნურ მწვრთნელს და შეხმატკბილებულად მუშაობენ, თუ ამას მუშაობა ქვია. კვდება ქართული ფეხბურთი, სულს ღაფავს და ასე გაგრძელება არ შეიძლება. ელიტრაუნდში ევროპაზე ფინალურ ოთხეულში გასული გუნდიდან რომელი ფეხბურთელი თამაშობს თუნდაც Qართული გუნდის ძირითადში თუ არა შეცვლაზე მაინც? ეხლა 19წლამდელებმა ივაჟკაცეს და მათი მწვრთნელის დამსახურება უაღრესად დიდია. როცა ცეცაძე გორის დილადან დაითხოვეს, მაშინ დავჭერე, რომ დიდ შეცდომას უშვებდენენ და მან ეს დაამტკიცა კიდეც. ეხლა ამ ბიჭებიდან რომელი ითამაშებს დიდ ფეხბურთს აგერ ვნახავთ, არადა დიდი მომავლის ახალგაზრდები არიან, თუ სწორად მივუდგებიტ მათ ჩამოყალიბებას. კმარა რა, არცერთს არ გეხატებათ გულზე ის ფეხბურთი რასაც ქეცბაია ათამაშებს ნაკრებს, და თავს ნუ იტყუებთ იმით , რომ არ გვყავს ფეხბურთელები... გვყავს, და არავისზე ნაკრებე, შეთამაშება და მწვრთნელი სჭირდებათ, ჩვენ კი?!...დრო იკარგება და გული სწორად ამაზე მწყდება, რომ ვერ მოვესწრები ქართული გენის წარმატებას მწვანე მინდორზე. ის 11 კაცი, რომელმაც შოტლანდიის შემადგენლობაში 9 ქართველთან წააგო, ხვალ-ზეგ საშუალო ფეხბურთს მაინც ითამაშებს, ჩვენების გვარები კი დაიმახსოვრეთ.ერთი -ორი თუ დარჩა და რამეს მიაღწია უნდა გვიკვირდეს. ცხადია ნაკრების მწვრთნელთან ამას თითქმის არაფერი ესაქმება, მაგრამ ფეხბურთელები არა გვყავსო ნურავინ იტყვის. საკმაოდ გვყავს და ერთი კარგი გუნდის გაკეთება ნამდვილად შეიძლება. ამაში ვერავინ გადამარწმუნებს. ნეტარ არს მორწმუნე:)))
Dinamo Fan
მურტალო , მოკალათებული ხარ კლავიატურასთან და უწკაპუნებ თითებს ხო ? როგორ შეგაგინო !
FAN
აუ ვიყოთ ნეტა BAYERN MÜNCHEN- ივით ნაკრებიიი,დისციპლინა შრომისმოყვარეობა ბოლომდე თავის დახარჯვა...
murtalo
დინამოს ფანო, ხელი მიისვ -მოისვი *** რამე ხომ არ გეჩოთირება?...ქეცბაიაზე ტუტუცი, უზრდელი,გამოუსადეგარი მწვრთნელი ნაკრებბს არ ყოლია...არა სტრატეგია, არა ტაქტიკა, არა ურთიერთობის უნარი..სანამ აარ გაა----ს არაფერი ეშველება ნაკრებს...
Dinamo Fan
ზრდილობიანო , ოჯახს ნუ ეხები , და ფეხბურთზე ილაპარაკე , შენი დიდი ბოდიშები და მაპატიე"თე"ბი არ შველის არაფერს , რა პატრიოტიზმზე ელაპარაკები ამ კაცს? შენ რომ აქ დაიბადე და ქართული იცი , ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ პატრიოტი ხარ !!!!!!!!!!
zrdilobiani
უკაცრავად და ბოდიშით პატივცემულო საქართველოს ნაკრების თავკაცო კი გეთანხმებით რომ ზოგიერთ ფეხბურთელს ჭირდება ლექცია პატრიოტიზმის თემაზე მაგრამ თქვენ რომ თქვენს შვილს ქართული არ ასწავლეთ და მშობლიურ ენაზე ვერ ლაპარაკობს ამაზე რას მეტყვით? კიდევ ერთხელ დიდი ბოდიში
Qartveli!
უძლიერესი პიროვნება და მწვრთნელია!!! ყენიას ეხლა,რომ მოუნად ქორწილი ობოანავროდ,სხვა დროს ვერ იზამდა?! მარა მაშIნ,ხო უნდა აგდაწყვიტოს თავის კლუბის საქმე!!! მილიონ პროცენტიანს ამბობს ქეცბა,ნაკრები უნდა იყოს მუდამ პირველი !!! ზოგი მართლა ტყვიას უდგება წინ სამშობლოსთვის და ზოგი კიდევ ფეხბურთის სათამაშოდ არ ვარგა !!!
gio
ქომაგი სწორია
უძლევი
რა არის ეს, რა უმსგავსო კითხვებს უსვამთ ქეცბაიას? ან რა კომენტარებს დებთ? ეს რატო არ გამოიძახე, ის რატომ არ აღზარდე? ვერ ხედავთ რომ თემური თავზე იდებს ხელს? კაცს თავი აატკივეთ ტლიკინით! ხან ისე ატკივებთ თავს რომ ორ ხელს ერთად იდებს რომ თავი არ გოუსკდეს. კიდო ის დაემატა რომ აირზენას თვითმფრინავის გაუმართავობამ ანერვიულა, კიდო ის დაემატება რომ ჩავალთ და ორივე თამაშს წავაგებთ, მერე კიდო იგივე კითხვები და კომენტარები წავა და კიდო ქე გოუსკდება თავი ამ კაცს. წადით რა ბიძია, მოფსით და დაიძინეთ. ტყვილა ვუშლით ამ კაცს ნერვებს და ჩვენც აგვეშლება ნერვები მერე რო გაბრაზდება და გვაგინებს. ქართულ ფეხბურთს მაინც არაფერი ეშველება და ვიყოთ ასე...
akhali
ფერგიუსონი ბუცებს ესროდაო!ნაკრების ქართველი მწვრთნელი ვალდებულიცაა,რომ უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა ფეხბურთელის ჩამოყალიბებაში.ჩვენ თითოეულ ოდნავ ნიჭიერსაც უნდა ბოლომდე მივხედოთ!არ მოგწონს ქცევა,დისციპლინა?დაიჯინე და 24საათი აუხსენი...სანამ ახალგაზრდაა,თორე
akhali
ჭანტურია გამოიძახე თემურ და ჩაუტარე გაკვეთილები -აღზარდე როგორც სპორტსმენი და როგორც პიროვნება! ქორწილი კარგია,შესანიშნავია ოჯახის შექმნა!ვულოცავ!გამრავლება... მაგრამ 6ან 7ივნისს არ შეიძლებოდა?
qosa
ვაწაძე სად არის? თუ ტრამვა აქვს დაწერეთ. რა ჩისკო. ეს ხალხი ვერაა. ახალგაზრდებს ვეძებთ გამწარებულები და ესენი ჩისკოო.
dato
მერთლა მეათე ხარისხოვანია ამათთვის მემგონი ნაკრები კლუბებში თავს იკლავენ და ნაკრებში კიდე არაფერს არ აკეთებენ ამათ ისევ ჯობს პატარები გამოვიძახოტ ნაკრებში, ბოლომდე მაინც იბრძვიან
ქომაგი
არ მინდოდა კომენტარის გაკეთება მაგრამ თავი ვერ შევიკავე. პირველ რიგში ქართულ ფეხბურთს და მის გულშემატკივრევს ეცით პატივი ბატონები, თქვენ შეიძლება ათიათასებს და მილიონებს ითვლიდეთ მაში როდესაც გულშემატკივარი მზესუმზირასაც კი შეიძლებავერ ყიდულობდეს. კეთილი ინებეთ ფედერაციამ, სამწვრთნელო შტაბმა და ფეხბურთელებმა დასხედით, გვერდზე გადადეთ საკუთარი უაზრო ამბიციები და მიიღეთ გონივრული გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში ხმამაღლა განაცხადეთ თქვენი პოზიცია და ჩამოეცალეთ ფეხბურთს.
giorgi
რა არის ახლა ეს? ჩამოწერილი ნამდვილად არის ჩისკო. ცოტა მეტი კორექტულობაა საჭირო.
gio
მართალია ეს ადამიანი. რისი შესაძლებლობაც აქვს გუნდა, ისე თამაშობს. არ გვყავს მესი და რონალდო. ვინც გვყავს, იმას ათამაშებს.
თემურ
მათ ფეხბურთი არ აინტერესებთ მათი ინტერესი ფულია, ვითომ თქვენს წინააღმდეგ საბოტჟს ეწევიან, ვითომ პერსპექტიულმა ქორწილი ვერ გადადო, გამაგრდი მაგათ ვინც ფეხბურთელობა დააბრალა იმის ..., რას თამაშობენ სხვაგან კარგადაც ჩანს
imeda
ახლა ამინც გამოიძახოს დვალი ნაკრებში,სირცხვილია ერთი თავმდსხმელი გვყას მარტო
მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
"რატომ ის? რადგან ბოსი მე ვარ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ანჟესთან" მატჩის შემდეგ?
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ის არის ბიჭი, რომელიც ფეხბურთს ეკუთვნის! მას ახლა სჭირდება..." - დვალიშვილმა იტალიელებთან კვარაცხელიას შესახებ ვრცლად ისაუბრა
მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
"უოტფორდმა" ჩისკო გაათავისუფლა
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
უკეთესი შემოთავაზება აქვს - ჯაბა დვალმა ბოლნისის "სიონი" დატოვა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
ჩისკოს პრემიერლიგის მომგები მწვრთნელი შეცვლის
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ლეგიონის უქმეები: დვალი ჩემპიონობის მოლოდინში, ვოლკოვის გოლი, მჭედლიძის საგოლე, ჩაკვეტაძე ძირითადში [VIDEO]
ჯაბა დვალმა კარიერა დაასრულა
ჯაბა დვალი "სიონიდან" "თელავში" გადავიდა
"საბურთალომ" ვლადიმერ დვალიშვილი და დავით თარგამაძე დაიმატა
რომელ ფორვარდს უხმობს ვლადიმირ ვაისი? ფეხბურთელთა არჩევანი და სათამაშო ფორმა
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
ჩისკო Marca-ს მამარდაშვილზე ესაუბრა
ჩისკოს გუნდმა ლიდერი მეორედ დაამარცხა და პრემიერლიგას კიდევ უფრო მიუახლოვდა [VIDEO]
"ხვიჩა რუსეთში არ დაბრუნდება" - დვალიშვილმა ტრანსფერსა და "ნაპოლიში" კვარაცხელიას შესაძლო გადასვლაზე serieanews.com-თან ისაუბრა
გავაუმჯობესებ ინგლისურს, ჩავალ ესპანეთში, ვნახავ იტალიურ ფეხბურთს - ჩისკოს გეგმები
ქართველი ლეგიონერების 10 საუკეთესო ტრანსფერი ზამთარში
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
კაშიას გოლი, ჩაკვეტაძის საგოლე პასი - "სლოვანმა" ჩერჩესოვის "ფერენცვაროშს" გასვლაზე სძლია [VIDEO]
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...
ამჯერად სამშობლოში - ჩისკომ "უოტფორდიდან" წამოსვლის შემდეგ ახალი გუნდი 1 თვეში იპოვა