ინტერვიუ უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული ცხინვალის "სპარტაკის" მთავარ მწვრთნელთან
ცხინვალის "სპარტაკისთვის" წინა სეზონი წარმატებული გამოდგა - ვლადიმერ ხაჩიძის გაწვრთნილი გუნდი უმაღლეს ლიგაში აღზევდა, თასის გათამაშებაში კი მეოთხედფინალამდე მიაღწია.

"სპარტაკში" არაერთი საინტერესო ახალგაზრდა ფეხბურთელია. მათ შორის ისეთებიც არიან, უმაღლეს ლიგასა და სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში თამაშის გამოცდილება რომ აქვთ.

ერთი სიტყვით, "სპარტაკის" უმაღლეს ლიგაში დაბრუნება მოულოდნელობა არ ყოფილა.

რაც შეეხება გუნდის თავკაცს, ხაჩიძეს საკმაოდ ბევრი ქართული გუნდი გაუწვრთნია და საქართველოს ჩემპიონატის ავან-ჩავანს კარგად იცნობს, შეიძლება ითქვას, რომ ამ საქმეში ჭიპმოჭრილი სპეციალისტია...

- ამ დროისთვის რა ვითარებაა "სპარტაკში"? არის ჯერ ცნობილი, თუ რა გაქანების გუნდი იქნება "სპარტაკი" დამდეგ სეზონში?

- როგორც თითქმის ყველა ქართული კლუბი, ჩვენც მთავრობის გადაწყვეტილებას ველოდებით, ჯერ არ ვიცით, რა ბიუჯეტი გვექნება. ფეხბურთელები შვებულებაში არიან. 16 ივნისს შევიკრიბებით, 25 ივნისიდან კი ბაკურიანში წავალთ თორმეტდღიან შეკრებაზე. მერე კი ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა დაფინანსება გვექნება.

- "სპარტაკი" რომელიმე ფეხბურთელმა დატოვა?

- ზოგიერთ მოთამაშეს კლუბთან კონტრაქტი დაუმთავრდა და როცა შევიკრიბებით, მერე გაირკვევა მათი საკითხი. გუნდიდან არავინ გაგვიშვია.

- წინა სეზონის პირველ ლიგაზე რას გვეტყოდით? ძალიან დიდი იყო სხვაობა უმაღლეს ლიგასთან?

- პირველ ლიგაში მუშაობა სამჯერ მომიწია - ჯერ ხაშურის "ივერია" გადავიყვანე უმაღლეს ლიგაში, 2002 წელს კი გორის "დილა". ისე გამოვიდა, რომ ყოველ ათ წელიწადში მომიწია პირველი ლიგის გუნდის გაწვრთნა და უმაღლესში გადასვლა. ახლანდელი პირველი ლიგა უწინდელ პირველ ლიგებთან შედარებით სუსტია. ცხადია, ამ უმაღლეს ლიგასთანაც დიდი სხვაობაა.

- წინა სეზონში, თასის გათამაშების მერვედფინალში უმაღლესლიგელი "ვიტ ჯორჯია" დაამარცხეთ, მერე კი რუსთავის "მეტალურგს" დაუპირისპირდით და ნახევარფინალში გასვლის არცთუ ურიგო შანსი გქონდათ - ალბათ, კმაყოფილი დარჩით თქვენი გუნდის სათასო შეხვედრებით...

- "მეტალურგთან" მეტიც შეგვეძლო, თუმცა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის ტრავმიანობამ შეგვიშალა ხელი - დავით გელაშვილმა და თორნიკე თუხარელმა ვერ ითამაშეს, უჩა ბურძენაძე კი ახალგამოჯანმრთელებული გახლდათ.

რაც შეეხება "ვიტ ჯორჯიასთან" დაპირისპირებას, სტუმრად მცხეთაში 1:0 ვიგებდით. მერე 11-მეტრიანი ვერ გამოვიყენეთ, საპასუხო შეხვედრაშიც პირველი გოლი ჩვენ გავიტანეთ...

"ვიტ ჯორჯიას" უმაღლეს ლიგაში ჰქონდა პატარა ჩავარდნა. არა მგონია, რომ ჩვენზე ბევრად მაღლა იდგა იმ მომენტში. ცოტა იღბალმაც გადმოგვხედა, თუმცა საერთო ჯამში. ღირსეულად გავიარეთ თასის მერვედფინალი. ისიცაა, რომ პირველ ლიგაში შედარებით დაბალი სისწრაფეა და ძნელია, როცა უმაღლესი ლიგის გუნდთან გიწევს პაექრობა.

- "სპარტაკის" თავდამსხმელ დავით გელაშვილს პერსპექტიულ თავდამსხმელად მიიჩნევდნენ - თქვენ როგორ დაახასიათებდით მას?

- წინა სეზონში, პირველი წრის დასაწყისში ის მართლაც კარგად გამოიყურებოდა, გუნდის ბომბარდირიც იყო, მაგრამ მერე არ გაუმართლა, ოპერაცია გაიკეთა და ვეღარ დაეხმარა გუნდს.

- აღნიშნეთ, სხვაობა უმაღლეს და პირველ ლიგას შორის მნიშვნელოვანი არისო. ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ სათანადო დაფინანსების შემთხვევაში "სპარტაკი" გამოცდილი ფეხბურთელებით გაძლიერდება?

- ასე არ ვიტყოდი. უკვე გვაქვს გარკვეული მონახაზი სელექციის მხრივ და ვაპირებთ, ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გადავიტანოთ აქცენტი.

- ანუ "სპარტაკს" ისევ მხოლოდ ორი გამოცდილი ფეხბურთელი ეყოლება?

- ზვიად მეტრეველი და ნიკა მგელაძე - ისევ ისინი იქნებიან "სპარტაკის" გამოცდილ მოთამაშეთა სიაში.

- ყოველივე ეს, ალბათ, იმას უნდა ნიშნავდეს, რომ 2013/14 წლების სეზონში "სპარტაკი" უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოლებს...

- რა თქმა უნდა, არა. თუ იმ პროექტის განხორციელება მოვახერხეთ, რაც ჩაფიქრებული გვაქვს, დამდეგ სეზონში საკმაოდ ბრძოლისუნარიანი გუნდი გვეყოლება.

- რომელ მოედანზე გამართავს საშინაო შეხვედრებს "სპარტაკი" მომავალ სეზონში და სად ივარჯიშებს - ესეც არ არის ჯერ გარკვეული?

- თითქმის გადაწყვეტილია, რომ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მეორე მოედანზე ვუმასპინძლებთ მეტოქეებს. რადგან მინდორზე ვითამაშებთ, გვინდა, რომ ტრავმებს ავერიდოთ და ასევე მინდორზე ვივარჯიშოთ, ასეთი მოედანი კი ძალიან ცოტაა. ერთი სიტყვით, ვნახოთ, რა როგორ იქნება.

- რომ არა კლუბის პრეზიდენტის ფაქტორი, "სპარტაკს" უმაღლეს ლიგაში დაბრუნება, ალბათ, ძალიან გაუჭირდებოდა...

- რა თქმა უნდა, მიზნის შესრულება გიადვილდება, როცა კლუბის პრეზიდენტი ყველანაირ პირობას გიქმნის. პირველი ლიგის კვალობაზე მართლაც კარგი პირობები გვქონდა, შეკრება ზაფხულშიც გავიარეთ და ზამთარშიც. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა კლუბის პრეზიდენტს ძალიან უყვარს ფეხბურთი.

- პარალელურად, ალბათ, წინა სეზონის უმაღლეს ლიგასაც ადევნებდით თვალყურს. რომელი გუნდები მოგეწონათ? რაიმე სიახლე დაინახეთ?

- "დინამო" ჩემპიონი გახდა და თასიც მოიპოვა, საუკეთესოც, ცხადია, ის იყო. მომეწონა გორის "დილაც", ამ გუნდმა რამდენიმე შეხვედრაში მართლაც კარგი თამაში აჩვენა. რაც შეეხება სიახლეს, ვერ ვიტყვი, რომ წინა სეზონში ვიღაცამ გამაკვირვა.

- საქართველოს ჩემპიონატიდან შეუძლებლად მიგაჩნიათ სელექციის წარმართვა ეროვნული ნაკრებისთვის? ფაქტია, ჩვენს ასაკობრივ ნაკრებებს აქვთ გარკვეული წარმატებები, ანუ არცთუ ურიგო თაობა მოდის...

- პირდაპირ გეტყვით - ჩვენი ჩემპიონატი არ არის იმ დონის, რომ კონვეიერივით მიაწოდოს ფეხბურთელები ეროვნულ ნაკრებს.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სანაკრებო დონეს სულ სხვა სისწრაფეზე თამაში სჭირდება. ამას ემატება ისიც, რომ ლეგიონერთა უმეტესობას სათამაშო პრაქტიკა არ აქვს - ამიტომაც უჭირს ასე ძალიან საქართველოს ნაკრებს.

თუ ფული არ ჩაიდება საკლუბო ფეხბურთში, ვერ გამოვზრდით ისეთ ფეხბურთელებს, საერთაშორისო დონეზე კონკურენციის უნარი რომ ექნებათ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ვლადიმერ ხაჩიძე: ცხინვალის "სპარტაკის" კოზირი გუნდის ხელწერაა

ვლადიმერ ხაჩიძე: ქომაგი რომ გვყოლოდა, არ დავქვეითდებოდით

ზვიად მეტრეველი: მადლობა პრეზიდენტს, დიმა სანაკოევი სულ გვერდში გვედგა!

ცხინვალის "სპარტაკი" საქართველოს უმაღლეს ლიგას უბრუნდება!

ზვიად მეტრეველი: ფრთხილად უნდა ვითამაშოთ, შანსი კი გვექნება

გიორგი ნადირაძე: ასეთ რამეს არ გავაკეთებდი, მე ჩემი საქმე მაქვს

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
ხაჩიძე "ლოკომოტივთან" ნამატჩევს: სატრანსფერო ბანი მოგვეხსნა და გულშემატკივრების ფაქტორიც მნიშვნელოვანია
რუსთავის ”მეტალურგს” ვარლამ კილასონიაც ტოვებს
"რუსთავის" მწვრთნელად ვლადიმერ ხაჩიძე დანიშნეს
13 ივნისს საქართველოს ჩემპიონატის წილისყრა გაიმართება
მაკარიძეობა საქართველოში - ნიკა ტოგონიძისა და მინდია ბობღიაშვილის ისტორიები
ბესიკ ჩიმაკაძე "რუსთავისთვის" გაიტანს
30 მაისს ბოდიბილდინგსა და ფიტნესში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება
"სოხუმის" კალათბურთელები მეოთხე თვეა, უხელფასოდ თამაშობენ...
კახა კაჭარავა: "სპარტაკში" ის მოთამაშეები შეიკრიბნენ, რომელთაც ფეხბურთი სწყურიათ!
ცხინვალის "სპარტაკიდან" წასული მერაბ გიგაური: წინადადებები არის, მაგრამ ბიუჯეტი...
უმაღლესი ლიგა. XI ტური: ბათუმის "დინამომ" "ზუგდიდი" გაანადგურა
პირველი ლიგა - პატარძეული ლიდერობს
უმაღლესი ლიგა. XIV ტური: პირველ ლიგაში კიდევ ერთი გუნდი დაქვეითდა
ვლადიმერ ხაჩიძე "ვიტ ჯორჯიას" მომავალზე: ჯერ არაფერია გადაწყვეტილი
უმაღლესი ლიგა. XIII ტური: "ტორპედო" მესამე ადგილზე გადავიდა [VIDEO]
"ცხინვალი": შეკრება სიდეში და სპარინგები ევროპულ გუნდებთან
VIDEO | ეროვნული ლიგა. თბილისის "დინამომ" ინერვიულა, მაგრამ მაინც მოიგო!
გიორგი თექთურმანიძე: დღეს ქართულ საკლუბო ფეხბურთს ლიდერი არ ჰყავს
[საქართველოს ჩემპიონატი 2025] პლეი ოფების დროა!
ჩემპიონატის ფინიში გაწერილია - საჩემპიონო ფინალი 3 და 11 დეკემბერს
საქართველოს XXVII ჩემპიონატი. ახალი სეზონის წინ: რას უნდა ველოდოთ?
"სპარტაკის" ნაცვლად "ცხინვალი" - ახალი სახელწოდება, ლოგო და ფეხბურთელები
სამტრედია-საბურთალო 3:0 - დამაჯერებელი ლიდერი, წარუმატებელი დაბრუნება
ცხინვალის "სპარტაკი": ახალწვეულთა მოლოდინი და დაგეგმილი შეკრება
დილა-დინამო (ბთ) 0:0 - ზავის ზღვისპირული სიყვარული [VIDEO]
საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგა 25-26 აგვისტოს დაიწყება