ყველას ჰქონდა და ვინძლო ახლაც აქვს იმის იმედი, რომ სახელმწიფო, "დილას" გარდა, სხვებსაც გადმოხედავს მოწყალების თვალით
5 ივნისს კლუბები რომ შეიკრიბნენ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში, ამაზე "ლელოში" უკვე ვწერდით. იმავე ნომერში სპორტის მინისტრის, ლევან ყიფიანის კომენტარიც გაგაცანით:

"არ შეიძლება, ვინმეს ჰქონდეს ილუზია, რომ კლუბებს ბიუჯეტიდან წელსვე დავაფინანსებთ. ასეთი რამ მე არც მითქვამს და ვერც ვიტყოდი, რადგან საამისო რესურსი არ არსებობს, ჯერჯერობით მაინც. ეს შეიძლება განხორციელდეს დროთა განმავლობაში, სპორტული ინტერესების დაცვით.

რაც შეეხება გორის "დილას" საკითხს, სპორტის სამინისტროსგან დაფინანსება არ ყოფილა და ვერც იქნებოდა. როგორც ადრე, კლუბს მუნიციპალიტეტი აფინანსებს.

იქიდან გამომდინარე, რომ გუნდი ევროპის ლიგაზე გადის, სახელმწიფოსგან მისი დაფინანსება გამართლებულია. ქვეყნისთვის უფრო მეტი სირცხვილი იქნება ევროსარბიელზე უარის თქმა, ვიდრე მისი დაფინანსება.

ამიტომ არ ვეთანხმები იმ ადამიანებს, რომლებიც აცხადებენ, რომ გორის "დილა" თუ ფინანსდება, იგივე თანხა სხვა კლუბებსაც უნდა დაერიცხოთ".

იხილეთ ვიდეო

ყიფიანის ეს განცხადება სხვა კლუბებს გულზე ნამდვილად არ მოეფინებოდათ, რადგან ყველას ჰქონდა და ვინძლო ახლაც აქვს იმის იმედი, რომ სახელმწიფო, "დილას" გარდა, სხვებსაც გადმოხედავს მოწყალების თვალით.

თუ კლუბები წელსვე არ დაფინანსდებიან, მაშინ რატომ დაფინანსდა მხოლოდ "დილა"? მინისტრის ლოგიკით, ეს იმიტომ მოხდა, რომ "დილა" ევროსარბიელზე თამაშობს.

რა თქმა უნდა, ამაში მართლაც არის ლოგიკა, თუმცა, "დილას" გარდა, წლეულს ევროსარბიელზე გამოსვლა კიდევ სამ ქართულ გუნდს უწევს - "დინამო თბილისს", ქუთაისის "ტორპედოს" და საჩხერის "ჩიხურას".

სამივე კლუბი კერძოა - თუ ამ ლოგიკით ვიმსჯელებთ, მაშინ იმაზეც უნდა შევთანხმდეთ, რომ სახელმწიფოს მხოლოდ მუნიციპალური კლუბების მდგომარეობა აინტერესებს, რაც უკვე არღვევს სამართლიანობის პრინციპს.

აქ ერთი ნიუანსიც იკვეთება: "დილას" ფული ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან დაერიცხება, მუნიციპალიტეტი კი სპორტის სამინისტროს სტრუქტურაში არ შედის.

მოკლედ, იურიდიულად გორის მუნიციპალიტეტი და სპორტის სამინისტრო სხვადასხვა ორგანიზაციაა, თუმცა ორივე სახელმწიფო სტრუქტურაა და ორივე სახელმწიფოს ფულს ხარჯავს.

იურიდიულად, ასევე სხვა ორგანიზაციები არიან ბოლნისის, ზუგდიდის, ბათუმისა და ფოთის მუნიციპალიტეტები, მაგრამ ისინიც სახელმწიფო სტრუქტურაში შედიან და გამოდის, რომ ამ ქალაქების საფეხბურთო კლუბებს ერთი პატრონი ჰყავთ, ერთ პატრონს კი არ უნდა ჰყავდეს რამდენიმე კლუბი უმაღლეს ლიგაში.

კაზუსების მოყვარულები მართლაც ბევრ საინტერესოს აღმოაჩენენ ქართული საკლუბო ფეხბურთის დავიდარაბაში.

"დილა" პრივილეგირებული სახელმწიფო გუნდი იყო წინა ხელისუფლების პერიოდში და როგორც ჩანს, დღესაც იგივე გრძელდება. თუ ამის კონტრარგუმენტი არსებობს, სიამოვნებით მოვისმენთ. ილუზია, რომ სახელმწიფო ყველა კლუბს თანაბრად დააფინანსებდა, მართლაც არსებობდა. კლუბები ახლა სოლიდარობას ცდილობენ, თუმცა ეს არ იქნება იოლად მისაღწევი.

ყველაზე ღონიერი ქართული კლუბი დღეს "დინამო თბილისია" და საინტერესოა, რამდენად ხისტი აღმოჩნდება მისი პოზიცია სახელმწიფოს მხრიდან გერი თუ ჯილა კლუბების არსებობის ფაქტზე. სოლიდარობას რამდენიმე კლუბის ერთიანი ფრონტი სჭირდება, თუმცა ყოჩი აქაც აუცილებელია.

არის ლაპარაკი ეროვნული ჩემპიონატის ბოიკოტზე, მაგრამ ვინც მხარს უჭერს ამ იდეას, ბოლომდე უერთგულებს კი მას? თუ ციხე შიგნიდან არ გატყდება, კლუბები აიძულებენ სახელმწიფოს, რომ მათი ინტერესები გაითვალისწინოს - ეს ყველაზე ახლოს არის ლოგიკასთან.

და რა შეუძლია ფეხბურთის ფედერაციას ამ სიტუაციაში? კითხვა აქტუალურია, მაგრამ ალბათ, არც იმის ილუზია უნდა ჰქონდეთ კლუბებს, რომ მათ ფედერაცია გამოუყოფს ორ-ორ მილიონ ლარს, რადგან თვითონ ფედერაცია იღებს დოტაციას სახელმწიფოსგან ნაკრები გუნდებისთვის.

სპორტის სამინისტროს ამ ხელმძღვანელობას მართლაც ცუდი მემკვიდრეობა ერგო, მაგრამ თუ კლუბების პრობლემა ვერ გადაიჭრა, ხელი საით უნდა გავიშვიროთ?..

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ვნებათაღელვა შეთანხმებით დამთავრდა: ყველას ერთნაირი სასტარტო პირობები!

საბოტაჟი თუ სახელმწიფოსადმი კლუბების შეთავაზება?

სკანდალი: საქართველოს ჩემპიონატს 8 კლუბი განუდგა!

საჭირბოროტო საკითხი: გვინდა ისევ გერები?

gaga
Qართველებს შური და Bოღმა დაგღუპავთ, იმის მაგივრად ქარტული გუნდი ევრო სარბიელზე გადის და ეხმარონ შურით კვდებიან.გამიხარდება რომ დინამოსაც რუსთავსაც ტორპედოსაც ჩიხურასაც ივანიშვილი ნამდვილ მილიარDელივიც რომ დაეხმაროს ევროლიგაზე ჯგუფურში რო გავიდეს მე სიხარულით მოვკდები.
ramo
მერე დააფინანსოს თბილისმა ან ქუთაისმა, ვინ უშლის? რა ბიუჯეტი არ აქვთ? მაგრამ მანდ სხვა პრობლემაა. ამბობენ ფიფიას კი მიცეს დინამო მაგრამ სამაგიეროდ გადასცეს აზოტის ქარხანა. დარწმუნებული ვარ რაღაც მსგავსი შეღავათი ფხაკაძეებს ქონდათ. კითხეთ ქუთაისლებს და გეტყვიან.
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
კურიოზი სფფ-ის ყრილობაზე: "ჯამარამ" ხომ საკმარისი ხმები მიიღო?..
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ლუკა გადრანი "ალავესშია" და ფიფასგან თამაშის ნებართვას ელის
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
[ლელოს სტუმარი] გია ცეცაძე წარსულზე, კარიერაზე, ჩემპიონობაზე, ნაკრებზე...
თამაზ თევზაძე: ამის ავტორი ფეხბურთის ფედერაციაა?
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
მასობრივი ფეხბურთი: რეალურია თითო გუნდი და სტადიონი ყველა სოფელში?
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
ყრილობა ფეხბურთში - სფფ-ის ახალ აღმასკომში 11 წევრი აირჩიეს
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
"მახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ, მაგრამ პრეზიდენტობა არასდროს მინანია"
17 წლის ხარებაშვილმა თურქულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
ქუთაისის "ტორპედო" წყალტუბოში "სამგურალთან" დამარცხდა [VIDEO]
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
ბეტონის ჯებირი და უეფას სტანდარტი - აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გამო
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა