"ნაკრები ორ თამაშზე ერთი თავდამსხმელით რომ წავა, რა უნდა ვილაპარაკო?! რასაც ჩვენი ნაკრები თამაშობს, მე ეს ფეხბურთად არ მიმაჩნია"
ლევან ყენია შარშან მივიდა ლვოვის "კარპატიში". უკრაინაში წასვლამდე ის თითქმის ორწელიწადნახევარი ჩამოშორებული იყო საფეხბურთო მინდორს - ტრავმიანობამ დარია ხელი.

22 წლის ყენიას ახალ გუნდში მოუწევს გადასვლა, რადგან "კარპატიმ" ის და კიდევ ბევრი ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა.

ყენია საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის ყოველთვის საინტერესო ფეხბურთელად მიიჩნეოდა და ეს ბუნებრივიცაა - რომ არა მისი ნიჭიერება, ხუთი წლის წინ თბილისის "ლოკომოტივიდან" გელზენკირხენის "შალკეში" ვერ მოხვდებოდა.

ყენიას ვესაუბრეთ და მწვავე ინტერვიუც გამოვიდა. მეტწილად საქართველოს ნაკრებზე მოგვიწია ლაპარაკი...

მაშ ასე, ყენია ლაპარაკობს საქართველოს ეროვნულ გუნდზე, მწვრთნელსა და ფეხბურთელებზე...

- რა მოხდა "კარპატიში"? რამ გამოიწვია კლუბის ასეთი გადაწყვეტილება?

- ფინანსური პრობლემების გამო "კარპატიმ" ცხრამეტი ფეხბურთელი დააყენა ტრანსფერზე. კლუბი მოთამაშეებისთვის საშუალოზე მაღალი ხელფასის გადახდას ვეღარ ახერხებდა და გადაწყვიტა, თავისივე აღზრდილ ახალგაზრდებზე გააკეთოს აქცენტი.

- "კარპატიში" ერთი სეზონი ითამაშე ხანგრძლივი უქმობის შემდეგ. საკუთარ თავს როგორ ატყობ, უკვე ხელახლა გახდი ფეხბურთელი?

- ვფიქრობ, პირველი წრე კარგად ვითამაშე, ფორმაში შევდიოდი, მეორე წრეში კი პრობლემები მოგვეძალა, მწვრთნელი წავიდა, მერე დაბრუნდა, ფინანსური მხარე გაუარესდა... შედეგად, მთელ გუნდს ცუდად წაგვივიდა საქმე.

- "კარპატიმ" ტრანსფერზე რომ დაგაყენა, ის თანხაც დაასახელა, რის სანაცვლოდაც უნდა გაგიშვას სხვა გუნდში?

- არა, ხვალ მივემგზავრები უკრაინაში და ეს საკითხი უნდა გავარკვიო, სატრანსფერო თანხა მოსალაპარაკებელი გვექნება. კლუბმა ჯერ მხოლოდ ის მითხრა, ახალი გუნდის ძებნა უნდა დაიწყოო.

- უკვე გაქვს შემოთავაზებები?

- ჯერ არ მინდა ამაზე საუბარი, ისე კი, არის რაღაც ვარიანტები. ყველაფერი საბოლოოდ ერთ-ორ კვირაში გაირკვევა.

- უკრაინის ჩემპიონატმა რა შთაბეჭდილება დაგიტოვა? რამდენად რთულია იქ თამაში?

- თუ უკრაინის ოთხ საუკეთესო გუნდს არ მივიღებთ მხედველობაში, იქაური ჩემპიონატი საშუალო დონისაა და მასზე განსაკუთრებულიაო, არ ითქმის.

- უფრო საით მიგიწევს გული - რუსეთ-უკრაინა თუ დასავლეთ ევროპა?

- გული ევროპისკენ მიმიწევს, იქ კი ძალიან ძნელია თამაში. დასავლეთ ევროპის საუკეთესო ლიგებში ქართველი ფეხბურთელები თითქმის აღარ დარჩნენ... ვნახოთ, დრო გვიჩვენებს, ეს რამდენად გამომივა.

- როცა "შალკედან" წამოხვედი, ბერლინის "ჰერტაში" შეგეძლო გადასვლა. ლევან კობიაშვილის გუნდი ხელმეორედ ხომ არ დაინტერესებულა შენით?

- არა, "ჰერტამ" უკვე დაიმატა სხვა ფეხბურთელები.

- ნაკრებზე გადავერთოთ. 2 და 5 ივნისს ჩვენს ეროვნულ გუნდს ამხანაგური მატჩები ჰქონდა ირლანდიასთან და დანიასთან. თემურ ქეცბაიამ ამ მატჩებისთვის გამოგიძახა, მაგრამ ოჯახური სიტუაციიდან გამომდინარე, ნაკრების ამ შეკრებაზე არ მიხვედი. ცხადია, ამ გადაწყვეტილებით მწვრთნელი კმაყოფილი ვერ დარჩებოდა. ირლანდიაში გამგზავრების წინ ქეცბაიამ პრესკონფერენცია გამართა და იქ ასეთი რამ თქვა - სამშობლოსთვის ტანკს უვარდებიანო...

- ექვსი თვის წინ მქონდა ქორწილი დაგეგმილი და ვერ გადავდებდი. ფეხბურთს ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ადამიანისთვის ყველაზე მთავარი ოჯახია. ამიტომაც ამ კონკრეტულ ვითარებაში ასეთი გადაწყვეტილება მივიღე და ვინც ეს ვერ გაიგო, ცივი წყალი დალიოს.

- ფაქტია, ნაკრების მწვრთნელმა პატრიოტიზმის თემა წამოსწია...

- ყველამ კარგად იცის, რაც ხდება საქართველოს ნაკრებში და ასეთი ლაპარაკი უკვე სასაცილოც კი არის. თუ ჩემი მისამართითაა ნათქვამი ქეცბაიას სიტყვები, ასეთ შენიშვნას ნამდვილად ვერ მივიღებ.

18 წლის ვიყავი, ეროვნულ ნაკრებში რომ ვთამაშობდი, მეორე დღეს კი, თუ საჭირო იყო, 19 ან 21-წლამდელთა ნაკრებსაც ვეხმარებოდი. ერთხელ ვერ მოვახერხე ნაკრებში მისვლა და ალაპარაკდა. სიმართლე გითხრათ, ამ ადამიანის ნათქვამს დიდ ყურადღებას არ ვაქცევ.

როცა გუნდში უთანხმოებები ჩნდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მწვრთნელი ვერ ალაგებს ურთიერთობას ფეხბურთელებთან. ამ ურთიერთობის მოწესრიგების ინიციატივა, პირველ რიგში, მწვრთნელიდან უნდა მოდიოდეს.

- როგორ ფიქრობ, ასეთი მკვეთრი განცხადებების შემდეგ ქეცბაია ისევ გამოგიძახებს ნაკრებში?

- მე ძალიან მინდა ნაკრებში თამაში, მაგრამ თუ მწვრთნელი აღარ გამომიძახებს, ესე იგი, ასე ყოფილა საჭირო. რასაც ამ მწვრთნელის ხელში თამაშობს საქართველოს ნაკრები, მას ბევრი შემტევი ფეხბურთელი არც სჭირდება.

ნაკრები ორ თამაშზე ერთი თავდამსხმელით რომ წავა, რა უნდა ვილაპარაკო?! რასაც ჩვენი ნაკრები თამაშობს, მე ეს ფეხბურთად არ მიმაჩნია - ფეხბურთელში ფეხბურთელი აღარ ჩანს და ნაკრებში ნაკრები.

- ნაკრებში საკუთარ თამაშს როგორ შეაფასებდი? საფრანგეთთან 1:3 რომ წავაგეთ, ქეცბაიამ მეორე ტაიმიდან შეგიშვა მოედანზე, თუმცა თავის გამოჩენა ვერ მოახერხე, ლევან ყენიათი ბევრი უკმაყოფილო დარჩა...

- თავის მართლებას არ დავიწყებ, მართლა ვერ ვითამაშე კარგად, თუმცა სანამ მოედანზე შევიდოდი, უკვე თერთმეტი კაცით იჯდა ჩვენი ნაკრები უკან. როცა მინდორზე გავედი, ორ წუთში უკვე 0:2-ს ვაგებდით.

ისეთ რამეს ნუ მომთხოვენ, რისი გაკეთებაც მხოლოდ მსოფლიო დონის ფეხბურთელებს თუ შეუძლიათ. მარტოკა ათ კაცს ვერ მოვატყუებდი.

ბურთის ასართმევად დავრბოდი თანაგუნდელებთან ერთად, მეტოქის კარიდან ოთხმოციოდე მეტრის დაშორებით ვიდექით და ამ ყველაფრის შემდეგ, ზოგი ისეთ რაღაცებს ლაპარაკობს, თითქოს პირველად უყურა ფეხბურთს.

- ყველას უჩნდება კითხვა - საქართველოს ამ ნაკრებმა რას უნდა მიაღწიოს?

- მწვრთნელს ნახევარ გუნდთან მოუვიდა კონფლიქტი და ამით, პირველ რიგში, ნაკრები ზარალდება, ფეხბურთელები ზარალდებიან და თვითონ მწვრთნელიც.

გამოჩნდება, ამით რას მივაღწევთ. საქართველოს ნაკრები ასე უკნიდან არასდროს არ თამაშობდა...

- გასაგებია, რომ გუნდში არსებულ ატმოსფეროზე, შედეგზე, პირველ რიგში, მთავარი მწვრთნელია პასუხისმგებელი, თუმცა საკუთარი წილი პასუხისმგებლობისა ფეხბურთელებსაც გაკისრიათ, მოედანზე თქვენ გადიხართ და იქ უკვე თქვენს ხელშია ყველაფერი...

- რა თქმა უნდა, ყველას თავისი პასუხისმგებლობა აქვს, არავის არ უნდა მოედანზე წასაგებად გასვლა, მაგრამ როცა გუნდში ჯანსაღი სიტუაცია არ არის, ფეხბურთელს შედეგს ვეღარ მოსთხოვ. პასუხისმგებლობას არავინ არ უნდა გაურბოდეს, ყველამ საკუთარ თავში უნდა ჩაიხედოს და პრობლემა იქ მოძებნოს. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, ეს უკვე მეტისმეტია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დანია-საქართველო 2:1 - უსაჩუქროდ არც დანია დავტოვეთ [VIDEO]

ირლანდია-საქართველო 4:0 - გუნდი, რომელსაც მომავალი არ აქვს [VIDEO]

თვალსაზრისი: კიდევ ერთხელ ტანკსა და სამშობლოზე

თემურ ქეცბაია: ენის ტლიკინი არ არის საკმარისი, სამშობლოს საქმე სჭირდება!

ლევან ყენია: გულდაწყვეტილი ვარ, თემურ ქეცბაიასგან ამას არ ველოდი

lasha
ამან დაუწყოს ქეცბაიას ჭკუის სწავლება კიდე წადი შენ თAვს მიხედე იქნებ ფეხბურთელი დადგე ტატურიების გაკეთების მაგივრად გადმოუგდია ენა
megzuri
ბატონები, გასაგებია ჩვენ ყველას გვინდა ვიხილოთ ის ქართული ფეხბურთი რომელსაც დინამო თამაშობდა, მაგრამ ასეთ ფეხბურთის დონეს შიდა გუნდების დონე სჭირდება. თქვენ მრავალს გახსოვთ საქართველო ორ მაღლი კლასის გუნდს ვერ აკომპლექტებდა ტორპედო ერთი წელი პირველ ლიგაში თამაშიბდა და მეორე უმაღლესსში. ფეხბურთის მსოფლიო დონე იმდენად მაღალია რომ ჩვენ მათი დონის შიდა ჩენპიონატებს ვერ ჩავატარებთ. ის რომ ნაკრები "ზებეტონის" დაცვით ვარიანტს თამაშობს ეს იძულებითი ნაბიჯია. საშუალო დონის ფეხბურთი რომ ვითამაშოთ ამისათვის 3-ი წამყვანი ფეხბურთელი მაინც უნდა გვყავდეს ერთ გუნდში ......
სოსო
რა უბედურებაა... ეგება და პახმელიაზე ქორწილის მერე დაგვენიშნა ამხანაგურები... ამ ბიჭს მართ თავში აქვს ავარდნილი.. საქართველოს ნაკრები მარტო ფეხბურთელების კი არა მთელი ქვეყნისაა
zaza
მალადეც ქეცბაიას აი ასეტ უვარგის პიროვნებებს კიდევ კარგად უძლებს ნაკრებში და საერთოდ რატომ ყავს ყენიასნაირი ნაკრებში მე მაინტერესებს ეს ბავშვი საერტოდ აგარ უნდა მოიაზრებოდეს ნაკრების წევრად
nika
შენ დავით იცი მაგ ყენიას დაცვას არ გირჩევ, ყენოიამ ისედაც მშვენივრად წარმოაჩინა თავი ყველამ ეავიკითხეთ მაგის იმტერვიუ და ეტყობა კიდევაც რა არაპროპესიონალია, მაგის ტრავმები მიზეზად ნუ მოგყავს, ფეხბურტი ტრავმების გარეშე არ არსებობს მ,აგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ გაბოროტდე, ეს ყენია ერტი ტავში ავარდნილი პიროვნებაა და მეტი არაპერი
1111
ასეთები თუ ყავს ყველა. კიდე კარგად ექცევა ამათ ქეცბაია. ეს არაფრის მაქნისები, როგორ ავარდნიათ თავში
PARFIUMER
რად უნდა ბრტყელ ბრტყელი სიტყვების სროლა, მარტო ქეცბაიას ან მარტო ყენიას ბრალი რომ იყოს რამე მოიფიქრებდა კაცი რაღაცას, მთავარი ისაა რომ ქეცბაია ფეხბურთელებს აბრალებს, ფეხბურთელი ქეცბაიას აბრალებს, ზოგს ცოლი მოყავს, ზოგი ახალ გუნდშია და ვერ მოდის, ზოგი მწვრთნელზეა ნაწყენი და პასის გაკეთება აღარ უნდა, ზოგს უნდა მაგრამ ვერ აკეთებს იმიტომ რომ არ იცის, ჩვენ ვზივართ ტრიბუნებზე თუ მოუგეთ ხორვატიას ხო კაი, თუ არა და ვაგინებთ მწვრთნელს, ფეხბურთელს, მსაჯს... ასე არ არი ძმაო... მშურს კეთილი შურით ევროპის მაჩანჩალა გუნდების... უიგანი 4:0 აგებდა და 35 ათასი კაცი გვერდით უდგა მაინც.. ჩვენ ვლანძღოთ ქეცბაია და ყენია და ვიყოთ მშვიდად... რანაირად შეიზლება ქეცბაის შედეგი მოთხოვო ფეხბურთელი პას რომ ვერ აკეთებს? ან რანაირად შეიძლება ყენიას გოლი მოთხოვო ვერ გადადის გუნდი მოედნის მეორე ნახევარზე... მოკლედ რა...
takichka@yahoo.com
ეს ჟღვინტიანი ბავშვი რატომ აყენებს შეურაცხყოფას ქართველ ხალხს და ქომაგს? თუნდაც არასწორად აფასებდეს ვინმე ამის საქციელს??? ცივი წყალი სახლში მიიტანოს ცისტერნებით და აყლაპოს თავისიანებს, უზრდელი ესა. ქეცბაია რომ უინტელექტოა ვიცით, მაგრამ ასეთ უზრდელთან მოგივა კონფლიქტი და შემოსცხებ ყურის ძირში, აბა რა იქნება???
daviti
უკვე გულის ამრევია ეს კომენტარები,ხომ არ დაგავიწყდათ ამ ბიჭმა რამდენი ტრამვა გადაიტანა და თავიდან რომ,ცდილობს ყველაფრის დაწყებას?არავის უთქვამს ამ ბიჭზე შრომა ეზარებაო.რა გოგუას და ყენიას გარდა არავისთან არ აქვს პრობლემა ქეცბაიას?კობიაშვილი,იაშვილი,სირაძე რამდენი უნდა ჩამოვთვალო კიდე?ეს რაც ვიცით,რაც ამ ბიჭერბმა თქვეს თვითონ,ირლანდიასთან ანანიძემ ვისი დედა მოიკითხა ისე გულთბილათ (ადვილად იკითხებოდა ტუჩების მოძრაობით)თქვენი აზრით და რატომ არ ჩამოართვა ხელი ქეცბაიას?გოგუაზე სულ ის რომ,გახსენდებათ ყვალა მწვრთნელთან პრობლემა ქონდაო,რა ქეცბაია რატო წამოვიდა ოლიმპიაკკოსიდან ისე უცებ რატომ არ კითხულობთ?როგორ მოახერხა მთელი გუნდის გადაკიდება 20დღეში?ან ყენიამ 6 თვის წინ დაგეგმილი ქორწილი რომ,არ გადადო ამისთვის პატრიოტიზმი დასაწუნი აქვს და ცქეცბაიას ამ სამარცხვინო შედეგის და თამაშის მიუხედავად,ნაკრებში წელიწადში 2 508 000 ლარს რომ,იღებს და ამ ფულით საფეხბურთო აკადემიას ხსნის კვიპროსში ესაა სამაგალითო მამულიშვილობა ხომ?ან ამ კაცის ვისთან ურთიერთობა მოგწონთ,ჟურნალისტებთან,თავის კოლეგებთან,მეგობრობა არ იცის კაცმა,როგორ მოექცა ან კობის,ან იაშვილს.ერთი სიტყვა არ შეუწევია დემეტრაძისთვის.ჩვენთან,ქომაგებთან დამოკიდებულება მოგწონთ?ირლანდიასთან იმ სირცხვილის შემდეგ ერთი კომენტარი,პატარა ახსნა-განმარტებას არ ვიმსხურებდით,არ უნდა ეკადრებინა დანიის მატჩის შემდეგ ჩამოსვლა და პატარა პრესკონფერეციის ჩატარება და ახსნა?ან ფეხბურთელებთან დაკავშირებით არ გიჩნდებათ კითხვები?მაგალითად კობახიძეს ახალგაზრდულშიც არ ათამაშებდნენ და რუსეთის აუთსაიდერ გუნდში გადასული სადაც ერთი წუთითაც რომ,არ უთამაშია და უცებ ნაკრების წევრი გახდა არ გიჩენთ კითხვებს?
გიორგი
ფეხბურთელი, რომელიც ნაკრებში დაქორწნილების მიზეზით გამოძახებაზე არ მიდის არაკაცია. ამ ყენიას ადგილი არა არის ნაკრებში ასეთი უღირსი არსებიბ არ უნდა იყვენ ქართულ ფეხბურთში. ქეცბა 100-იანია
გივი
აუ ეს 5 წლის მერე ნახეთ
dato
ვის იმედზე ვართ დარჩენილები
koka
ლევან, თავი მართლა მესი ხომ არ გგონია? მართლა გეკითხები, არ ვხუმრობ.
1111
ქეცბაიას ადგილზე რომ ვიყო, საერთოდ არ დაგიძახებდი ნაკრებში. საქმისთვისაც უკეთესი იქნებოდა და შენთვისაც, იქნებ ჭკუა გესწავლა. სამწუხაროსდ ტყუილად გვქონდა შენი იმედი, შენგან ფეხბურთელი არ დადგება. დიდი წარმოდგენა გაქვს შენს თავზე. ჯობია იშრომო და იქ დახარჯო ენერგია და არა ენის ტლიკინსა და ჭორაობაში!
gio
ეს ყენია გინდათ ყოპილა ნაკრებში და გინდა არა მაინც არაფერს აკეტებს და თან შეხედეთ როგორი მიდგომა აქვს Fეხბრტის მიმართ, ამას რა ნდა მოსთხოვოს კაცმა, წადი ბიძია და ოჯახს მიხედე ოჯახს მეტი რა გიტხრა
ზაზა
ხალხოოოო ... ფეხბურთელები რომ არ გვყავს ამას ვერ დედაააავთ ????????????????????????? ეს *** არის ფეხბურთელი ?????
drinjo
ერტს კი ვხედავ, არ გვკავს მცველი მოტამასე რომელსაც ბურტის ამოტანა სეუდზლია,როგორებიც იკვნენ დზოდზოასჰვილი ,ხურცილავა,ცჰივადზე,კოსტავა და სხვები.
ავთო
ქორწილი ვერ გადადო ორი დღით? მაგრამ ამ ყენიას სულ არ აინტერესებს საქართველოს ნაკრები, მარტო ლაპარაკი ეხერხება. ან რომელი მესი ეს მყავს.
Geo-Fan
ლევან, ბევრ რამეში შეიძლება მართალიც ხარ, მაგრამ სჯობს საკუთარ თავსაც უფრო კრიტიკულად მიუდგე,აშკარად მეტის მოლოდინი აქვს ქართველს გულშემატკივარს შენგან, ვიდრე ის თამაშია რასაც შენ აჩვენებ, და ამის მიზეზი პირველ რიგში შენს თავში უნდა ეძებო!

ეხლა ქეცბაიას ბრალია მანამდე კუპერი და მიულერი არ ვარგოდაა, რა გვყავს ამისთანა ნაკრები რომ ვერცერთი მწვრთნელი ვერ გამოგვადგა
PARFIUMER
კაი რა ლევან, ქეცბაიას ბრალია პასის მიცემა რომ არ იცის ნახევარმა გუნდმა? თუ სამ გადაბმულ პას რომ ვერ ვაკეთებთ ეგაა ქეცბაიას ბრალი? თუ ბებერი რობი კინი რომ სამ კაცს ატყუებს ეგ? ღმერთმა ბედნიერი გამყოფოს მეუღლესტან ერთად მარა, სხვისკენ ხელის გაშვერას თუ დავანებებთ თავს და ჩვენ თავს ცოტა მეტს მოვთხოთ რაღაც შეიცვლება...
nestori
ნამდვილი საფეხბურთო სკოლა არის სადმე? ნამდვილ სკოლას ვგულისხმობ. იქნებ იცის ვინმემ?
merabi
ნამუსი სადა გაქ ბიჭოოოო?
saflo
ქეცბაია,არის ერთ-ერთი ყველაზე უნიჭო მწვრთნელი,რომელიც კი ოდესმე ქართულ ფეხბურთში ყოფილა.
Georgia gali
რა სიმართლე ცოცხალი ორგანიზმია ნაკრები იქ პატარა კონფლიქტი ყოველთვის იქნება რაც შიგნით უნდა მოაგვარონ და არა ჟურნალისტებთან ატლიკინონ ენა.ხიზანიშვილის, ლობჟანიძის, ლორიას და ა.შ. ბავშვურ შეცდომებს მოედანზე ქეცბაია ვერ გამოასწორებს თან არც ისეთი ფეხბურთელები ყავს ესენი შეცვალოს რა ნაკრებიც გვყავს ის შედეგი გვაქვს თუმცა ამ კაცს თუ ვაცდით ამ კონტიგენტითაც დადებს შედეგს როგორც ანორთოსისში.
Knatski
კარგით რა რაიმეს გამკეთებელი რომ იყოთ ,,კარპატი" გექნებოდათ სახვეწარი. ჩვენი ფეხბურთელები ,,აიაქსის", ,,სიტის" ,,ბაზელის" ვარსკვლავები იყვნენ. თვითონ ქეცბამ რამდენჯერ გაახარა ,,ნიუკასლის" ფანები. გუნდმა ჯერ გოლის არ გაშვება უნდა ისწავლოს. ამით ფსიქოლოგიურად გამაგრდება და მერე სხვა რამესაც შესძლებს, მაგრამ ლორიასნაირი მეკარე რომ გეყოლება რა ჰქნას ქეცბამ?!
Gia
სიმართლე ხომ უნდა ითქვას
Gia
ბოლოს და ბოლოს სიმართლე ხომ უნდა ითქვას
Tazo
ილია, ასპროცენტიანი ხარ ძმა! ისე ამ ბავშვს ვინმე პატრონი არ ყავს რომ ურჩიოს ენის ტლიკინს თავი დაანებოს და მეტი ივარჯიშოს, იქნებ შემდეგ გუნდში მაინც მოიკიდოს ფეხი?
Georgia gali
ფაქტებით ვილაპარაკოთ! Карьера Воспитанник гальской спортшколы, тренер Ю. Библая (1979). С 1980 по 1985 год занимался в тбилисской школе-интернате спортивного профиля. Юношескую карьеру начал в сухумском «Динамо», где в 1986 году успел провести на поле 22 игры и забить 5 мячей. Уже в 1987 году способного юношу пригласили в главную команду Грузии — «Динамо» из Тбилиси. Из молодёжного состава он быстро перебрался в основной. В 1990 году в Грузии стали проводить свой внутренний чемпионат. Кецбая поиграл на родине до 1992 года. За это время он успел отметиться 8 голами в 54 матчах, став трёхкратным чемпионом Грузии и обладателем Кубка. В 1992 году Кецбая уехал в кипрский «Анортосис», где за три сезона забил 36 голов в 76 матчах. Забивного полузащитника заметили в греческом АЕК и в 1994 году, по окончании контракта, клуб заключил трёхлетнее соглашение с ним. За эти годы принял участие в 84 играх, отметившись 24 голами, и став двукратным обладателем Кубка Греции. В 1997 году, Кецбая покинул АЕК, в качестве свободного агента, летом поехал на просмотр к Кенни Далглишу, в то время тренеру «Ньюкаслa». Несмотря на то, что Темури было уже 29 лет, Далглиш решил подписать с ним контракт. Грузин показывал отличную игру да и факт его бесплатного приобретения тоже сыграл свою роль. Дебют за новый клуб состоялся 9 августа в домашнем матче против «Шеффилд Уэнсдей», который закончился победой со счётом 2:1. В первом сезоне в Англии Кецбая был основным игроком, сыграв за клуб 39 игр, забив 4 гола. В Лиге чемпионов сыграл все 6 игр группового турнира. В Кубке Англии играл в шести играх (забил 1 гол), в том числе в проигранном «Арсеналу» финале. В Кубке лиги провел 2 матча. Темури стал популярной фигурой среди болельщиков. В следующем сезоне Далглиш в основном выпускал его на замену, сказывалось соперничество с Ли и Бэтти. За сезон он провёл 33 игры, забил 8 голов. В Кубке Англии снова 6 игр, но уже 3 гола. В финале Ньюкасл опять проиграл, на этот раз МЮ. В еврокубках вышел всего в одном матче. В межсезонье хотел перейти в «Кайзерслаутерн», где ему предлагали лучшие условия и место в основе, но Далглиш уговорил его остаться. В сезоне 1999/00 он снова, как правило, выходит на замены, проведя 28 игр и забив 2 гола. В Кубке УЕФА провёл 3 игры, забил софийскому ЦСКА. Это был последний сезон Кецбая в составе «Ньюкаслa». В межсезонье его продают за $1 300 000 в «Вулверхэмптон», который играл тогда дивизионом ниже. В сезоне 2000/01 Темури отыграл 22 игры забив 3 гола. Но в команде он надолго не остался и, успев сыграть три матча за «волков» в сезоне 2001/02, за $800 000 перешёл в шотландский «Данди». В клубе он провёл 22 матча и забил 6 голов. А по окончании сезона воернулся в «Анортосис», в котором в январе 2004 года стал играющим тренером клуба. Карьеру игрока закончил в сезоне 2006/07, успев сыграть за свой последний клуб 99 матчей, забить 39 голов, стать чемпионом Кипра 2005 и обладателем Кубка Кипра 2003, 2007. В сезоне 2008/09 «Анортосис» под руководством Кецбая стал первой киприотской командой, пробившейся в групповой этап Лиги чемпионов. დან ბოლოს In the summer of 1997 newly signed Ketsbaia scored a goal in extra-time against Croatia Zagreb and won a place for Newcastle United in the UEFA Champions League for the first time in their history ბატონო ლევან ყენია ამდენს რო მარტო შენი შრომით მიაღწევ მერე ილაპარაკე ბევრი
vaskulat
ქეცბაია რა *** ხარ ნეტა იცოდე
del piero 10
ლევან გაფასებდით პატივს გცემდით მარა ძაან ბევრი მოგდის უკვე!!! ენას ხანდახან კბილი უნდა დააჭირო! ნუ ჭორიკნობ
Georgi
ჯერ ქეცბაიამ რაც მიაღწია ისე გააკეთე და მერე ილაპარაკე, ლევან. ქეცბაიას ფეხბურთელებთან კი არა, ვაიქართულ მენტალიტეტთან აქვს პრობლემა. არ მინდა რომ შენც ვაიქართველების კატეგორიაში გახვიდე, ნიჭიერი ხარ და ცოტა ქვეყანასაც მოახმარე ეს ნიჭი..
Georgi
ჯერ ქეცბაიამ რაც მიაღწია ისე გააკეთე და მერე ილაპარაკე, ლევან. ქეცბაიას ფეხბურთელებთან კი არა, ვაიქართულ მენტალიტეტთან აქვს პრობლემა. არ მინდა რომ შენც ვაიქართველების კატეგორიაში გახვიდე, ნიჭიერი ხარ და ცოტა ქვეყანასაც მოახმარე ეს ნიჭი..
დედა
მუჯირმა იგივე თქვა გადაუარეთ, გოგუამ თქვა - გადაუარეთ, ყენიას უკვე მერამდენედ ანადგურებთ. თუ მართლა გული შეგტკივათ ქართულ ფეხბურთზე, ერთი წუთით დაანებეთ თავი ყენიასი და იმ ხალხის ლანძღვას, რომლებმაც ამა თუ იმ მიზეზის გამო გამოააშკარავეს ნაკრებში არსებული საშინელი ურთიერთობა, რაც ისედაც ყველამ იცოდა, და იმსჯელეთ იმაზე, მიაღწევდა კი ქეცბაია თავის დროზე წარმატებას ისეთი გაუნათლებელი, ხეპრე და უხასიათო წვრთნელის ხელში, როგორიც თვითონაა?!
ილია
ყენია არის არაპროფესიონალი ღლაპი ფეხბურთელი,რომელსაც თავისი პოპულარობა თავში აქვს ავარდნილი, ისე პრესაც არის ამაში დამნაშავე ზედმეტად უკეთებდა რეკლამას ამ არ ჩამოყალიბებულ ფეხბურთელს.ესე რომ ლაპარაკობს 22 წლის ფეხბურთელი, რომელსაც არაფერი არ გაუკეთებია ნაკრებისთვის,არის იმის ბრალი რომ დღეს საქართველოში აღარ გვყავს მაღალი დონის პროფესიონალი ფეხბურთელები.
ილია
ყენიას რაიმე შეხება ექნება მუჯირთან,ან სადმე შეხვდება და კითხოს, მუჯირი ქორწილის მეორე დღეს წავიდა თუ არა შეკრებაზე.ისე მე სულაც არ მსურს ესეთი "ვითომ მაგარი"ფეხბურთელი ნაკრებში, რომელიც ვერაფერს შემატებს ნაკრებს და მწვრთნელისკენ გაიშვერს ხელს.კარპატი ხო თამაშობს შემტევ ფეხბურთს, ხომ ხარ კარპატში? რატომ ვერ იგებთ თამაშებს?ქეცბაიას არჩევანის საშვალება არ აქვს თორე დარწმუნებული ვარ ამხანაგურ თამაშზეც კი არ გამოგიძახებდა.
ZURA
Iს რომ ქეცბაია კონფლიქტური ადამიანია საბერძნეთშიც გამოჩნდა და ჟურნალისტებთან ურთიერთობაშიც. რახან ქეცბაიაზე ღიად ილაპარაკა ამიტომ ფეხბურთელი ვეღარ გახდება? იქნებ მართლა არსებობს მიზეზები რის გამოც ასე იძახის ეს ადამიანი ისე რა ფეხბურთსაც ჩვენი ნაკრები თამაშობს ყენიას ანანიძის და ბევრი შემტევი ფეხბურთელის ადგილი არ არის. ნურც იმაში გაამტყუნებთ ფეხბურთელებს რომ თუნდაც ღვაწლმოსილი მწვრთნელი რომ გაგინებს და ამას თუნდაც უცნობი ფეხბურთელი არ ითმენს ზოგი მაგარი ფეხბურთელია და ზოგიც თავმოყვარე ადამიანი.
lasha
რასქვიააოჯახურის გამო არ უნდაა იმარტლო ტავიოორომელი კაციი დაყენებს ოჯახზე წინ სპორტს ქორწილია ჯვრის დაწერა უფლის წინაშე შეუღლება და ამხანაგური ტამაშის გამო ეგ უნდა გადადოო ჩემთვის ჯერ ჩემი ოჯახია და მერეე საქმე მითუმეტეს რო ამ კაცს არასოდეს დაუწყია ქეცბაიას პირველი ლანძღვა არც ტიტულებში ეჯიბრება არავის და არც ჯილკაში თYავისი პროფესიაქ და არაა ვალდებული გინებას იტანდეს და თან ემსახუროს სხვებს რაც შეხება ასეტ ლაპარაკს მწვრთნელის მიმართ ტეხავს მარა სიმართლეა ის ბაზარი არა რო ასე არ უნდ ალაპარაკობდეს იაშვილი ყენია მერაბაშვილი კობიაშვილი გოგუა სირაძე ვაწაძე ეს უკვეე ბევრიაა და ნახვარი გუნდია ზუსტად ვინც თამაშობს იქიდან კიდეე ხიზანიშვილი კაშია თარგამაძე ოქრიაშვილი არა ნახევარი გუნდიი დიახ ამატრან კოპმფლიქტიაქ
simarTle
ეს ნახე რა, რას ბლატაობს. ამან რომ მარტ თლა რამეს მიაღწიოს მერე რაღას იზავს. წადი რა დაახვიე
ციბა
კარგი,რბილი ხასიათი,მაგარი ქუთაისური იუმორი და სასიამოვნო საუბარი დიმიტრის ჰქონია ყიფიანს (მალალეტკებს ფეხბურთელი არ გეგონოთ).სულ ბავშვი რომ იყო და ლოკოში ლექსო თოფურიას გარდა არავინ იცნობდა,იქიდან ვიცნობდი და გულით ვგულშემატკივრობდი.ძალიან მიმძიმს ამის გააზრება,მაგრამ დამთავრებულა მაგის ფეხბურთი და ეგაა,როგორც თავის დროზე საქართველოს ყველაზე ნიჭიერმა ფეხბურთელმა,გიო ქინქლაძემ დაამთავრა მწვრთნელთან კამათში თავისი კარიერა.ამაზეა ნათქვამი:"наглый фраэр хуже танка".
utvino yofila keno
ამის დიდი ფეხბურთი დამთავრებულია. ასე იბოდიალებს მარცვალაძე ხოჯავასავით პოს. ბაბჭოთა ცივრცეში და დააგროვებს ცოტა სარჩოს. მაგის პერსპექტივა მე ვერარ ვხედავ, რაც ძალზე სამწუხაროა.
guro
lipo, "მაგარი" კაცი ხარ. ძალიან "მაგარ" დარიგებას აძლევ ახალგაზრდა კაცს (ალბათ შენც საპლიაგი ხარ)
lipo
ჯიგარი ხარ ლევან,კიდევ ბევრი რომ იყოს ისეტი ვინც ყველაფერს ხმამაღლა იტყვის გვეშველებოდა,ეს არ ეხება მხოლოდ ფეხბურთს,სიმართლე უნდა ვთქვატ თუნდა ძვირად დაგვიჯდეს ეს,მაშინ შევდგებით როგორც ერი და როგორც საზოგადოება
dato
ქეცბას ნახევარს მიაღწიოს ამან, თუნდაც თავისი შემართებით და პატრიოტიზმით და მერე იტლიკონოს ლაწირაკმა ბავშვმა.
gocha
კარგი რა ყენია ნაკრების წევრობა ბიძაშენმა ხო არ დაგიმტკიცა?!
gogi buzia
ლევან, ძალიან გამკვირვებია პირდაპირ რა. ნუთუ არავინ გყავს ჭკუის დამრიგებელი. რომ ამბობ ნახევარ გუნდთან მოუვიდა კომფლიქტიო, უკვე ცრუობ. გიგუა და ყენია ნახევარი გუნდი ნამდვილად არ არის. შენი შეფასებით გოგუაც მართალია ხომ, რომელსაც ყველა გუნდში პრობლემები აქვს. ნაღდი სპორცმენები ასე არ იქცევიან. მე შენთვის გეუბნები, თორე რაც გინდა ის გიქნია..................
vano
ლევან, სამჭუხაროა, მაგრამ შენგან დიდი ფეხბურთელი ვეღარასოსეს დადგება. თუმცა მეც და სხვა ფეხბურთის გულშემატკივარი, შენზე დიდი იმედებს ვამყარებდით. ფეხბურთელი რომელსაც ფაქტიურად არაფრისათვის მიუღწევია ფეხბურთში (ტიტულები მაქვს მხედველობაში), განსაკუთრებით ნაკრების დონეზე და ის მთავარ მწრთვნელს ეპაექრება და აკრიტიკებს (ეს არაა ნაკრების წევრის საქმე), მისგან რას უნდა ელოდე. დარწმუნებული ვარ თუ სხვა მწვრთნელი იქნება, იმასაც გააკრიტიკებს.
lasha
ფეხბურთელს დისციპლინა უნდა ქონდეს, ოჯახური მიზეზებით არ ჩასვლა ხომ ცუდია და ახლა ლანძღვა მწვრთნელის საშინელება, ვინც გინდა იყოს მწვრთნელი თუ ფეხბურთელი უმოტივაციოა ნაკრებში არაფერი გვეშველება
zura
ზალიან მიყვარხარ ლევან მარა შენ იხედები საკუთარ თავში? რომ იძახი ამ ადამიანის აზრს პატივს არ ვცემო ეგ არის პროფესიული მიდგომა შენი საქმისადმი? ნაკრებში თუ ეგეთი სიტუაციაა ჩვენი საშველი მართლა არ ყოფილა რა
Alex
მოკლედ რა... 1 კარგ ამბავს ვეღარ გაიგებს ადამიანი. ქეცბაია თავისი ხასიათით ძალიან აშორებს ფეხბურთელებთან.
მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
"რატომ ის? რადგან ბოსი მე ვარ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ანჟესთან" მატჩის შემდეგ?
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
ლევან ყენიამ საფეხბურთო კარიერა განაახლა - მის პირველ მატჩში 7 გოლი გავიდა
ლევან ყენია გერმანიის ჩემპიონატში ითამაშებს
ყენია ისევ გერმანიაში, ამჯერად, როგორც მწვრთნელი
მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
"კარპატი" ნიკა სანდოხაძეს იჯარით ლატვიის "რიგასში" გაუშვებს
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
ანდრო გიორგაძე უკრაინაში დაბრუნდა
"საქმე სასამართლოშია გადასული" - რა კარიერული გეგმები აქვს ლევანს ყენიას
ლევან ყენია გერმანულ კლუბში კვლავ მოთამაშე-მწვრთნელის სტატუსს მოირგებს
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
დავით ხოჭოლავა ინდივიდუალურად ვარჯიშობს
ნიკა სანდოხაძემ "კარპატი" დატოვა
ნიკა სანდოხაძე "კარპატიში" დაბრუნდა და "სეპტემვრისთან" ითამაშა
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
"ტორპედო" ნიკა სანდოხაძის "კარპატისთან" 0:3 დამარცხდა
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...