ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მცველი კარიერას კახა ცხადაძის გაწვრთნილ ბაქოს "ინტერში" გააგრძელებს
ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მცველი ლაშა სალუქვაძე კარიერას ბაქოს "ინტერში" გააგრძელებს!

აზერბაიჯანის ერთ-ერთი წარმატებული კლუბი "ინტერი" ახალ სეზონში პირველ ოფიციალურ მატჩს 4 ივლისს ჩაატარებს, როცა ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ფინურ "მარიეჰანის" უმასპინძლებს.

ვფიქრობთ, ბევრი მტკიცება არ სჭირდება იმ ფაქტს, თუ როგორ გააძლიერებს 31 წლის უნივერსალი მცველი ბაქოურ კლუბს: 14-წლიანი საკლუბო და სანაკრებო კარიერის განმავლობაში სალუქვაძემ უდიდესი გამოცდილება მიიღო და სადაც კი უთამაშია, იმ გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ ამ ზაფხულს ბაქოს "ინტერმა" ერთობ საინტერესო სატრანსფერო კამპანია აწარმოა: ჯერ იყო და გერმანული "ბოხუმიდან" წამოსული 35 წლის ალექსანდრე იაშვილი მიიწვია; ამას მოჰყვა არანაკლებ "ხმაურიანი" ამბავი, როცა გასულ სეზონში თბილისის "დინამოს" წარმატების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, 30 წლის მიკელ ალვარო დაიმატა.

მოკლედ, "ინტერი" არ ღალატობს "ტრადიციას": იმის მიუხედავად, რომ გასული სეზონის დამთავრების შემდეგ გუნდიდან 4 ქართველი ფეხბურთელი (რევაზ თევდორაძე, ილია კანდელაკი, ვალერი აბრამიძე, გიორგი ადამია) და ყოფილი დინამოელი (რობერტინიო) წავიდნენ, ყველაზე მეტი ჩვენებური მაინც ამ კლუბში აგრძელებს მოღვაწეობას.

ალექსანდრე იაშვილისა და ლევან სალუქვაძის გარდა, "ინტერში" თამაშობენ გიორგი ლომაია და ბაჩანა ცხადაძე. გუნდის მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძეა, მისი ასისტენტი - ზაურ სვანაძე, მენეჯერი კი - ალექსანდრე რეხვიაშვილი.

ახალი სეზონისათვის მზადება "ინტერმა" პირველ ივნისს თურქეთში დაიწყო. ამჟამად კი გუნდი ავსტრიულ შეკრებაზეა, უფრო ზუსტად, 27 ივნისს დაასრულა.

კახა ცხადაძის შეგირდებმა ავსტრიაში პირველი სპარინგი იქაურ ქვედალიგელ "ინბრუგთან" ჩაატარეს და 8:0 მოიგეს; ამას მოჰყვა ორი ფრე საკმაოდ ძლიერ მეტოქეებთან: რუსეთის "კრასნოდართან" (0:0) და პრაღის "სლავიასთან" (1:1). აი, 27 ივნისს კი "ინტერს" სოლიდურზე მეტი რომ ჰქვია, ისეთი სპარინგ-პარტნიორი ჰყავდა: მახაჭყალის "ანჟი" ბოლო წლებში ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მაღალბიუჯეტიან გუნდად ჩამოყალიბდა და ამ კლუბის ყოვლისშემძლე, მილიარდერი მეპატრონე სულეიმან ქერიმოვი ზღაპრული ხელფას-პრემიებით ანებივრებს თავის ფეხბურთელებსა თუ მწვრთნელებს.

"ანჟის" შემადგენლობაში არაერთი მაღალი დონის შემსრულებელი ასპარეზობს (სამუელ ეტოს დასახელებაც საკმარისი იქნებოდა), თუმცა ამ ზაფხულს გუნდი კიდევ უფრო გაძლიერდა და მთავარი მწვრთნელი, ცნობილი ჰოლანდიელი სპეციალისტი გუს ჰიდინკიც სერიოზული დილემის წინაშე დადგება, - ფეხბურთელების იმდენად დიდი არჩევანი ექნება.

"ინტერისა" და "ანჟის" საკონტროლო მატჩის პერიპეტიებზე მოკლედ ბოლოს ვისაუბრებთ, მანამდე კი ბაქოელთა კლუბის ბოლო შენაძენის კარიერა გვინდა გავიხსენოთ.

...ლაშა სალუქვაძე ფეხბურთის ქართველმა გულშემატკივარმა თბილისის "ლოკომოტივიდან" გაიცნო: 2000-01 წლების სეზონში რკინიგზელთა გუნდის იმდროინდელი მთავარი მწვრთნელი გივი ნოდია თამამად ენდობოდა 19 წლის დებიუტანტ მცველს. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ სწორედ იმ სეზონში საქართველოს ჩემპიონატში (კერძოდ, თბილისის "ლოკომოტივში") დაბრუნდნენ კახა ცხადაძე და მურთაზ შელია!

აი, ასეთი ფეხბურთელების გვერდით ჰქონდა დებიუტი ლაშა სალუქვაძეს, რომელიც უკვე მომდევნო სეზონიდან "ლოკომოტივის" შეუცვლელ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა, - ამ დროს კი რკინიგზელთა გუნდის მოთამაშე-მწვრთნელი კახა ცხადაძე გახლდათ და აი, თერთმეტწლიანი პაუზის შემდეგ ეს "დუეტი" კვლავაც ერთ გუნდში იქნება!

...ისევ სალუქვაძის სადებიუტო სეზონს დავუბრუნდეთ, რომელიც "ლოკომოტივის" სრული ტრიუმფით უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ გუნდი ვერც ჩემპიონი გახდა (II ადგილი) და ვერც თასი აიღო. განსაკუთრებით მტკივნეული კი მაინც თასის ფინალი იყო: "ლოკომოტივის" სტადიონის საზეიმო გახსნის დღეს რკინიგზელთა გუნდმა პენალტების სერიაში ვერაფერი მოუხერხა "ტორპედოს" მეკარე ნიკა ტოგონიძეს.

ლაშა სალუქვაძემ "თავისი" პენალტი კი გაიტანა, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა... ერთი წლის შემდეგ სალუქვაძემ მაინც შეძლო თასის ფინალში გამარჯვება, ჩემპიონატში კი კვლავაც ვერცხლის მედლებს დასჯერდა.

სულ "ლოკომოტივში" 4 სეზონი ითამაშა, მერე გადავიდა თბილისის "დინამოში" და სწორედ ამ გუნდის ფეხბურთელის რანგში ჰქონდა ეროვნულ ნაკრებში დებიუტი: 2004 წლის 8 სექტემბერს ალენ ჟირესმა ძირითადში ანდო ადგილი.

სალუქვაძეს "დინამოში" დიდხანს არ უთამაშია: 2005 წლის დასაწყისიდან მის კარიერაში გამორჩეული პერიოდი დაიწყო და მართლაც არ იყო ხუმრობა საქმე, როცა ქართველი ფეხბურთელი ზედიზედ ექვსი სეზონის განმავლობაში რუსეთის ერთ-ერთი უძლიერესი კლუბის, ყაზანის "რუბინის" წარმატებების თანამონაწილეც გახლდათ. ამ ექვსი სეზონის განმავლობაში "რუბინის" მაისურით სალუქვაძეს არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაუტარებია როგორც რუსულ პრემიერლიგაში, ასევე - ჩემპიონთა ლიგაზე!

განსაკუთრებით კი, რაღა თქმა უნდა, "ბარსელონასთან" სტუმრად ჩატარებული ის მატჩი გვახსენდება, როცა ყაზანელთა მცველმა ღირსეულად იასპარეზა... ლეო მესის წინააღმდეგ!

ფოტოზე: ლაშა სალუქვაძე ლიონელ მესის წინააღმდეგ

სალუქვაძემ "რუბინი" რუსეთის ორგზის ჩემპიონის რანგში დატოვა და ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგაში" გადავიდა. სამწუხაროდ, "ვოლგას" ხელმძღვანელები ამ გუნდის ქართულ "დიასპორას" ერთობ არაკეთილსინდისიერად დაშორდნენ და 2012 წლის ზამთარში ლაშა სალუქვაძე საქართველოში, კერძოდ, "დილაში" დაბრუნდა.

გასული სეზონიც "დილასთან" ერთად დაიწყო, გუნდის კაპიტანიც გახლდათ და თავის ამპლუაში ერთ-ერთი გამორჩეულიც, თუმცა ტრავმის გამო ბევრი მატჩის გაცდენა მოუწია.

სალუქვაძეს წინა სეზონის მეორე ეტაპი "დილაში" აღარ უთამაშია: ამ გუნდის მთავარ მწვრთნელთან, გიორგი დარასელიასთან და რამდენიმე თანაგუნდელთან ერთად რუსეთს მიაშურა და ხაბაროვსკის "სკა-ენერგიაში" ჩაირიცხა. სამწუხაროდ, "სკა-ენერგიამ" რუსეთის პრემიერლიგის საგზური ვერ მოიპოვა და ჩვენებურებიც, თითქმის ყველა წამოვიდა (გიორგი ნავალოვსკის გარდა).

ბოლო დღეებამდე უცნობი იყო, თუ სად გააგრძელებდა კარიერას ეს გამოცდილი მცველი, საქართველოს ნაკრებში 36 მატჩი რომ აქვს ჩატარებული.

და აი, ახალი გამოწვევაც: ძველი ნაცნობების (კახა ცხადაძის გარდა, სალუქვაძეს "ლოკომოტივში" ზაურ სვანაძის ხელმძღვანელობითაც უთამაშია, გიორგი ლომაიასთან და ალექსანდრე იაშვილთან ერთად ნაკრებში არაერთი მატჩი ჩაუტარებია) კამპანიაშია და შეეცდება, თავისი უდიდესი გამოცდილებით გუნდს ევროტურნირებზე წარმატებულად ასპარეზობაში დაეხმაროს.

რაც შეეხება ნაკრებს, ბევრი მიიჩნევს, რომ სალუქვაძეს ხშირად უსამართლოდ ექცეოდნენ: ერთი პერიოდი, კლაუს ტოპმიოლერიც არ სწყალობდა, მაგრამ მერე შეუცვლელი ფეხბურთელი გახდა. ექტორ კუპერი თავიდანვე ენდობოდა, თუმცა ბოლოს აღარ იძახებდა; თემურ ქეცბაიას ნაკრებში მოსვლის შემდეგ, სხვა "შერისხულების" მსგავსად, სალუქვაძეც დაბრუნდა, ოფიციალურ შეხვედრებშიც მუდამ ძირითადში იყო, მაგრამ ხორვატიასთან სტუმრად წაგებული მატჩის შემდეგ ეს გამოცდილი და უნივერსალური მცველი საქართველოს ნაკრებში აღარ გამოუძახებიათ...

P.S. 27 ივნისს "ანჟისა" და "ინტერის" საკონტროლო მატჩი მახაჭყალელთა გამარჯვებით (1:0) დამთავრდა. ერთადერთი გოლი 61-ე წუთზე რუსეთის ნაკრების წევრმა, "ანჟის" ახალწვეულმა ალექსეი იონოვმა გაიტანა.

"ინტერის" შემადგენლობაში ძირითადში დაიწყეს თამაში ბაჩანა ცხადაძემ (81-ე წუთზე შეცვალეს) და მიკელ ალვარომ (53-ე წუთზე შეცვალეს), გიორგი ლომაია მოედანზე შესვენების მერე გამოჩნდა, ალექსანდრე იაშვილს კი მცირე ტრავმის გამო არ უთამაშია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

juli
კარგია
Omari
ლაშა გილოცავ გაიხარე მაგარი კაცი ხარ ძმა ხარ
kantela
ლაშა გილოცავ მაგარი კაცი ხარ გაიხარე
Pusa
Kოგჰაგ ლასჰა გილოზავ მალე ნაკრებსჰიზ გვინდა ისევ გიხილოტ
Gio
მაგარი ოპიტნი მცველია,საუკეთესო შემადგენლობის ბარსა არ გაახარა))
Avtors
ყოჩაღ ავტორს!სალუქვაძეს წარმატებები,ლიგაზე საუკეთესო იყო
Walkabout
ასეთი სტატიები მსგავსი პათოსით არ უნდა იწერებოდეს, შეიძლება სიახლის სახით გვაცნობოთ მაგრამ არიქა რა კარგი ამბავი მოხდაო ასე ნამდვილად არ უნდა იყოს, იმიტომ რომ რაც სტატიაში გუნდებია ჩამოთვლილი ყველა მათგანში წამყვანი ქართველი ფეხბურთელების თამაში არის სირცხვილი...
bibo
წარმატებები ლაშას მართლაც ძლიერი მცველია, დილაში დიდი სახელი დატოვა და რასაც ქვია იდგა როგორც უძლეველი მცველი ისე. ეროვნულ ნაკრებს კი დღესაც იმსახურებს.
პირველი ვარჯიში ახალ კლუბში - ქოჩორაშვილის პორტუგალიური კარიერა ოფიციალურად დაიწყო
აბრაჰამი წავიდა - ახლა "რომაში" მისი შეცვლის მთავარი კანდიდატი მიქაუტაძეა
"მოსკოვის "დინამოში" თამაში ყველას სურს" - გაგნიძეს დარჩენის ამბავს კარპინი გადაწყვეტს
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა
პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს
პსჟ ფაბიან რუისს ვერ შეელევა
"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება
"ილიასთან სპარინგი მქონდა და ეს მოხდა" - დვალიშვილმა თოფურიასთან ვარჯიშზე ისაუბრა
[VIDEO] სრული შოკი - "მანჩესტერ სიტი" "ალ ჰილალთან" დამარცხდა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს გამოეთიშა
[VIDEO] მხითარიანს "ფლუმინენსეს" მწვრთველთან კონფლიქტი მოუვიდა - "ინტერი" საკლუბო მუნდიალს დაემშვიდობა
მსოფლიოს არგენტინელი ჩემპიონი: პსჟ-ს 7 ნომერი ვარსკვლავია - პარიზული გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
Areanapoli: საქართველო ტალანტების სამჭედლოა, ბართიშვილი - დაუმუშავებელი ბრილიანტი
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
ძაკარდო: ხვიჩა ნეაპოლში უნდა დაბრუნდეს - "ახალი კვარა"?
პსჟ-ს დამარცხებამაც ვერ უშველა - "ბოტაფოგოს" მწვრთნელი გადააყენეს
მიქაუტაძის "ლიონს" ახალი პრეზიდენტი ჰყავს - კლუბში დიდი ცვლილებებია
უყურე Setanta Sports ულიმიტოდ სილქნეტის ქსელში!
[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა
18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო
მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა
გიორგი ლომაია: მეც მქონია კარიერაში ჩემი სიგიჟეები
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
კვარას შეუძლია "რეალში" ან "ბარსელონაში" ითამაშოს, ის ამისთვის მზადაა - ლაშა სალუქვაძე
გიორგი ლომაია: აზერბაიჯანი ჩემი მეორე სამშობლოა
ლეგენდების თასი 2019 თურქეთმა მოიგო - ბომბარდირი კალაძე გახდა
ერთხელ ბაქოში... სად გაგვასწრო მეზობელმა ფეხბურთში
"საქართველოში მიაჩნიათ, რომ..." - ლაშა სალუქვაძემ "დინამო"-"ნეფტჩის" მატჩის შესახებ ისაუბრა
მანოლო იერო: "საბურთალო" საემიროებისა და ესპანეთის კლუბებს ვამჯობინე
საბურთალო-დინამო (თბ) 0:4 - თითქმის ჩემპიონი! [VIDEO]
ალექსანდრე იაშვილი: ყველას დავანახეთ, რომ შეგვიძლია ასეთ გუნდებთან თამაში და მათი დამარცხება
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
უმაღლესი ლიგა. XVI ტურის წინათქმა: გადაფორმატება
ბაჩანა ცხადაძე: მამაჩემი ჯერ უმუშევარია
გიორგი ლომაიამ კარიერის საუკეთესო პერიოდი და დასამახსოვრებელი მატჩი გაიხსენა
soccer.ru: რუსეთის ჩემპიონატის 10 ყველაზე რეიტინგული ქართველი - ბრწყინვალეები, ჩემპიონები, ბომბარდირები, სიმბოლო და ჯარისკაცი
იაშვილი: მიზანია ვიბრძოლოთ პლეი-ოფის საგზურისთვის, მინიმუმ მეორე ადგილისთვის
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
ლაშა სალუქვაძე: ხვიჩას შეუძლია დიდ გუნდში ითამაშოს
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ველით სისტემის შეცვლას - ვილი სანიოლი და საქართველოს ნაკრები სომხეთისთვის ემზადებიან
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
ლაშა სალუქვაძე: ხვიჩა რუსეთში თავს ცუდად გრძნობდა
თბილისის "დინამოს" ლაზარეთი იცლება, კაკაბაძე დღეიდან იწყებს...
ბაჩანა ცხადაძე კარიერას საჩხერის "ჩიხურაში" გააგრძელებს
უმაღლესი ლიგის XVIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
გიორგი ქვილითაია: დამიჯერეთ, ამაზე გასახდელშიც კი არ ყოფილა ლაპარაკი
კვეკვესკირის როლი გასახდელში დიდია... ეს კონკურენციაა... ბათუმში კარგი საფარი იქნება - სანიოლისა და იაშვილის პრესკონფერენცია
"ეს გადაწყვეტილება ძალიან რთული მისაღები იყო" - ცხადაძე კარიერას ასრულებს
ბაჩანა ცხადაძე: მეგონა, ფეხბურთს ვეღარასოდეს ვითამაშებდი...
საჩხერიდან კორსიკაზე - ბაჩანა ცხადაძე "ბასტიაში" გადავიდა
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
ალექსანდრე იაშვილი: ანტალ იაკობაშვილთან საუბარი გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, მას უნგრეთის ნაკრებში სურს თამაში
"რუსთავმა" თურქულ შეკრებაზე წასაყვანი 26 ფეხბურთელი დაასახელა
ზამთრის თასი 2017: ვარსკვლავური ომები თბილისში [VIDEO+PHOTO]