საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები იტალიასთან ბოლო 8 დღეში მეორედ დამარცხდა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები იტალიასთან ბოლო 8 დღეში მეორედ დამარცხდა.

დავით უსტიაშვილის გუნდმა იტალიელებთან პირველად სანტ-ანჯელოს ტურნირზე, 21 ივნისს, 57:80 წააგო, მეორედ კი 29 ივნისს, დომეჯი დიკადორში.

მეორე მარცხი უფრო დიდსხვაობიანია. ქართველები მთავარი ლიდერის - ბექა ბურჯანაძის გარეშე თამაშობდნენ, რომელმაც ვარჯიშზე ხელის ნეკა თითის ძვალი გაიბზარა.

პირველ მატჩში ბურჯანაძემ იტალიელებს 21 ქულა ჩაუგდო, ამჯერად კი თავისიანებს ვეღარ დაეხმარა.

ქართველებმა პირველი მეოთხედი 14:27 წააგეს, დიდი შესვენების შემდეგ კი უკვე 19 ქულით ჩამორჩებოდნენ. მეორე ტაიმში რამის შეცვლა ქართველებმა ვეღარ მოახერხეს და საბოლოოდ 53:82 დამარცხდნენ.

ჩვენიანთაგან ყველაზე შედეგიანი გიორგი ცირეკიძე იყო 12 ქულით, ირაკლი მიქელაძემ და ლერი კვანტალიანმა კი 7-7 ქულა მიითვალეს.

ტურნირის მეორე მატჩში უკრაინამ ბულგარეთი 84:68 დაამარცხა. საქართველოს ნაკრებმა დომეჯი დიკადორის ტურნირი სწორედ უკრაინის ძლევით დაიწყო. 30 ივნისს საქართველოს ნაკრები ტურნირის ბოლო მატჩს ბულგარეთთან გამართავს.

საერთაშორისო ტურნირი "მენეგინ დი სილვესტრი". დომეჯი დიკადორი. იტალია. 29 ივნისი

იტალია 82:53 საქართველო

27:14, 20:14, 20:17, 15:8

იტალია: რუზერი, ბოსი (3), ჯიოვარა (8), კარნოვალი (3), ტურელი, ლომბარდი (7), იმბრო (13), ავუდუ (7), ლანდი (8), ლაგანა (16), სპერა (2), პაესანო (15)

საქართველო: ორმოცაძე, რამიშვილი (5), ო. ფხაკაძე (3), გრძელიძე, მიქელაძე (7), კვანტალიანი (7), ცირეკიძე (12), როგავა (6), გელაზონია (5), ჯინჭარაძე (6), თ. ფხაკაძე (2)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

18-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო | მებრძოლ ჭკადუას 11 სამქულიანი
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
მარცხი თურქეთთან: საქართველოს მეტოქე ისრაელია
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[ინტერვიუ აკაკი დვალიშვილთან] ქართული სამზარეულო - ენერგიის წყარო
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის B დივიზიონში ასპარეზობას იწყებს
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი 2023 წელს აღდგება
საქართველოს კალათბურთელთა "ბ" ნაკრები ჩინურ კლუბ "ლიონინგთან" დამარცხდა
ბურჯანაძის 11 ქულა და შერმადინის სუსტი მატჩი ლიგა ენდესაში
საქართველოს "ბ" ნაკრები ჩინეთის საერთაშორისო ტურნირში გამოვა
საქართველოს "ბ" ნაკრებმა ჩინელი არმიელები მეორედაც დაამარცხა
U20. კალათბურთი. პორტუგალია-საქართველო [LIVE]
ქართული კალათბურთის გზა ევრობასკეტ 2021-მდე (VI ნაწილი)
"უმცროსი ბორჯღალოსნები" არგენტინასთან განადგურდნენ
სუპერლიგა 2016/17. დარჩენისთვის: ელიტა "ბათუმმა" დატოვა
U20. კალათბურთი. საქართველო-ესტონეთი [LIVE]
შენგელიას 10 ქულა და "ბარსელონას" მარცხი ვალენსიაში | ბურჯანაძის გუნდმაც წააგო
ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა
[VIDEO] ბურჯანაძის 6 ქულა "რეალთან" - "გრანადა" "სამეფო კლუბთან" დამარცხდა
16-თვიანი პაუზიის შემდეგ - ქართველები არგენტინელების წინააღმდეგ!
შერმადინის 6 და ბურჯანაძის 7 ქულა - ქართველების მარცხი ლიგა ენდესაში