ავტობუსმა რბოლა ჩახერგა
საიუბილეო ტურ დე ფრანსი ძალიან უცნაურად დაიწყო. სასტარტო ეტაპი თითქმის ჩაიშალა იმის გამო, რომ ფინიშზე გაიჭედა ავსტრიული საჯინიბოს - Orica-Greenedge-ის ავტობუსი.

რიგით მე-100 ველომარათონი კუნძულ კორსიკაზე იღებდა სტარტს. ყველას საზეიმო განწყობა ჰქონდა და ველომრბოლები დადებითი განწყობით გაუდგნენ გზას. თუმცა სტარტამდე ერთ უსიამოვნო ინციდენტს ჰქონდა ადგილი - დაეცა ტურის მთავარი ფავორიტი კრის ფრუმი, მაგრამ სერიოზულა დაზიანებებს გადაურჩა.

გაქცევა ეტაპზე საკმაოდ ადრე მოხდა და დაწინაურებულთა ჯგუფში ხუთი მრბოლელი შედიოდა. ისინი პელოტონს ფინიშამდე 40 კილომეტრით ადრე დანებდნენ. ეტაპი მშვიდად მიდიოდა ლოგიკურ დასასრულამდე, ანუ მასიურ სპრინტამდე, მაგრამ ამ დროს ისეთი ამბები დატრიალდა, როგორიც, ალბათ, არ ახსოვს მრავლის მნახველ ფრანგულ ველომარათონს. მას შემდეგ, რაც პელოტონმა ტემპს მოუმატა, ველოსიპედზე კონტროლი დაკარგა ჰოლანდიის ჩემპიონმა ჯონი ჰუგერლანდმა, შემდეგ კი კანადელი რაიდერ ჰეშედალიც დაეცა.

მაგრამ, ყველაზე საინტერესო მრბოლელებს ფინიშამდე 15 კილომეტრით ადრე ელოდათ. როგორც აღმოჩნდა, ავსტრიული გუნდის Orica-ს ავტობუსი საფინიშო თაღში ვერ შეეტია და ერთ ადგილას დადგა. დაიწყო სრული ქაოსი. ორგანიზატორები ვერ მიხვდნენ რა გაეკეთებინათ - პელოტონისთვის გზა მთლიანად ჩახერგილი იყო. სანამ ისინი ფიქრობდნენ, მრბოლელებს ფინიშამდე 10 კილომეტრი რჩებოდათ. საბოლოოდ, ორგანიზატორებმა მოიფიქრეს ეტაპის სიგრძის 3 კილომეტრით დამოკლება და როცა ეს ველომრბოლებს გამოუცხადეს, Orica-ს ავტობუსმა მოძრაობა დაიწყო. შედეგად, ფინიში ძველ ადგილას დააბრუნეს, ბევრი მრბოლელი დაიბნა, ანერვიულდა და მოხდა გრანდიოზული ავარია.

ამ სრულ ქაოსში ყველაზე კარგად გაერკვა გუნდ Argos-Shimano-ს ლიდერი მარსელ კიტელი. გერმანელმა თავიდან აიცილა წაქცევა და ფინიშზე გაუსწრო რუსული "კატიუშას" სპრინტერს ალექსანდრ კრისტოფს.

წაქცევების გამო სხვებზე მეტად დაზარალდა მსოფლიოს ჩემპიონი დროზე განცალკევებით რბოლაში ტონი მარტინი, რომელიც ლავიწის ძვალი გაიტეხა და ჩამოშორდა წლევადელ ტურს. ასევე დაზიანებები მიიღეს პეტერ საგანმა, ალბერტო კონტადორმა და სხვებმა.

მოგვიანებით, ორგანიზატორებმა დაზარალებულ ველომრბოლებს, რომლებიც დიდი მანძილით ჩამორჩნენ გამარჯვებულს, იგივე დრო დაუწერეს, როგორიც მარსელ კიტელს.

I ეტაპი

1. მარსელ კიტელი (გერ, Argos-Shimano) - 4.56,52; 2 ალექსანდრ კრისტოფი (ნორ, Katusha) - იგივე დრო; 3. დანი ვან პოპელი (ჰოლ, Vacansoleil-DCM) - იგივე დრო; 4. დევიდ მილარი (ბრიტ, Garmin-Sharp) - იგივე დრო; 5. მატეო ტრენტინი (იტა, Quick-Step) - იგივე დრო; 6. სამუელ დუმოლენი (საფ, AG2R) - იგივე დრო...

II ეტაპი

1. იან ბაკელანტსი (ბელ, RadioShack-Leopard) - 3.43,11; 2. პეტერ საგანი (სლოვაკ, Cannondale) - +0,01; 3. მიხალ კვიატკოვსკი (პოლ, Quick Step) - იგივე დრო; 4. დავიდე ჩიმოლაი (იტა, Lampre-Merida) - იგივე დრო; 5. ედვალდ ბოასონ ჰაგენი (ნორ, Team Sky) - იგივე დრო; 6. ჟულიენ სიმონი (საფ, Sojasun) - იგივე დრო...

საერთო ჩათვლა

1. იან ბაკელანტსი (ბელ, RadioShack-Leopard) - 8.40,03; 2. დევიდ მილარი (ბრიტ, Garmin-Sharp) - +0,01; 3. ჟულიენ სიმონი (საფ, Sojasun) - იგივე დრო; 4. დერილ იმპი (ს. აფრ - Orica GreenEdge) - იგივე დრო; 5. ედვალდ ბოასონ ჰაგენი (ნორ, Team Sky) - იგივე დრო; 6. საიმონ ჯერანსი (ავსტრა, Orica GreenEdge) - იგივე დრო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ტურ დე ფრანსი 2013: ისინი ფავორიტები არიან

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
ლუის ენრიკემ "ლილთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას 21-ე მემორიალური ტურნირი "ქუთაისმა" მოიგო
კონფერენს ლიგის პლეი-ოფის წყვილები გაირკვა
იჯარა გამოსყიდვის უფლებით - "რომა" შეტევის ხაზში გაძლიერდა
ჯეკო გუნდის შეცვლასთან ახლოსაა - ვეტერან ბოსნიელს საფრანგეთში იწვევენ
პაკეტა სამშობლოში დაბრუნებასთან ახლოსაა - პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია
უკან იტალიაში - ჯაკომო რასპადორი კვლავ სერია A-ში ითამაშებს
"როდესაც "ბარსელონას" ხვდები, ეს ძალიან რთულია" - გულიაშვილის პირველი კომენტარი "რასინგში" დებიუტის შემდეგ
[VIDEOS] ბლექის ბრწყინვალე ჩატენვა და "ორლანდოს" გამარჯვება გერმანიაში
[VIDEO] გულიაშვილმა "ბარსელონასთან" ერთი საათი ითამაშა - "რასინგი" ბრძოლაში დამარცხდა
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა სლოვენია გაანადგურა და მეორე ეტაპზე გავიდა
[VIDEO] ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა
20 წ. | ა ჯგუფში სამხრეთ აფრიკასთან, უელსთან და ურუგვაისთან
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
"უკვე ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგებაზე ვფიქრობთ" - არბელოა "ალბასეტესთან" მატჩის შემდეგ
"ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებენ" - ტონი კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
პსჟ სოლიდური მეტოქით - მარცხის შემდეგ და ლიგის წინ
Bild-მა საუკეთესოები დაასახელა: ლამი, კლიჩკო, როისი...
ტურ დე ფრანსი 2013: მისტერ შეუჩერებელი
ტურ დე ფრანსი 2013: ფრუმის ჰეთ თრიქი
ᓒᓔᓠᕛᓐᕜᓣᓚᓘ ᓓᓣᓑᓚᓘ ᓯᓘᕠᕝᓖᓔ
მსოფლიოს ჩემპიონატი: ტონი მარტინის ზედიზედ მესამე ტრიუმფი
ტურ დე ფრანსი 2013: შარდი მარკ კევენდიშისთვის
ᓯᕘᕠᓝ ᓓ'ᕘᓢᓐᓚᓘᓐ: ᓯᕘᕠᓝ ᓘᕠᓚᕐᓜᓓᓘᓐᓨᓘ ᓓᕐᓘᓬᓧᓝ
ტურ დე ფრანსი: ფრუმმა ლიდერობა დაკარგა
ტურ დე ფრანსი 2013: ტრიუმფატორი კრისტოფერ ფრუმი, გმირი კინტანა
ტურ დე ფრანსი 2013: ყველაფერმა აზრი დაკარგა
ტურ დე ფრანსი - კრის ფრუმი: მე ლენს არმსტრონგი არ ვარ
ტურ დე ფრანსის გამარჯვებულს ახალთახალი "იაგუარი" აჩუქეს
ტურ დე ფრანსი 2013: არის პირველი ფრანგული გამარჯვება!