ეს "დილა" რაღაცნაირი გუნდია, მოკრძალებულიც და ბრჭყვიალაც
ეს "დილა" რაღაცნაირი გუნდია, მოკრძალებულიც და ბრჭყვიალაც. მოკრძალებული იმიტომ, რომ დიდი ბიუჯეტი არ აქვს და ისიც კი არ იცის, ახალი წლიდან ექნება თუ არა დაფინანსება.

ბრჭყვიალა კი იმიტომ გახდა, რომ სამი ევროთამაში ისე ჩაამთავრა, გოლი არ გაუშვია - "ჰაიდუკს" სტუმრად მოუგო, მანამდე "ოლბორგს" ადინა ბდღვირი...

თან "დილა" რაღაცნაირად ჯიგრული გუნდია და მგონია, რომ ეს პირველ რიგში გიორგი დევდარიანის დამსახურებაა.

ის თვითონ არის გულიანი ადამიანი და ეს ფაქტორი სულ სხვანაირად აგულიანებს ფეხბურთელებს.

დევდარიანი ემოციური კაცია, მაგრამ არ არის კონფლიქტური. დევდარიანი ფეხბურთელის არჩევაში და მასთან ურთიერთობაში ხშირად იყენებს ფსიქოპორტრეტს.

ზოგადად, ფსიქოპორტრეტის შექმნა რთული საქმეა. ფსიქოლოგია მარტივი რამე არ არის, ფსიქოლოგობა ცალკე პროფესიაა, მაგრამ ამავე დროს მწვრთნელობის ერთ-ერთი ნაწილია.

ფსიქოპორტრეტის შექმნას მხატვრის ნიჭიც სჭირდება და ადამიანზე ღრმა დაკვირვებაც.

მწვრთნელობაც ეგ არის - შემოქმედება და ფეხბურთელის სწორად დანახვა.

"დილა" რაღაცნაირი გუნდი კიდევ იმიტომ არის, რომ არ აქვს შთამბეჭდავი ისტორია, მაგრამ რაც აქვს, მართლა თავისი აქვს.

გადმოცემით ვიცი, გორში მაგარი თამაშები მიდიოდა, როცა "დილა" საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის მეორე ლიგაში იყო. ჯერ კიდევ 30-იანი წლებიდან გორში ლამის ყველაფერს "დილას" არქმევდნენ, ტრიკოტაჟის ფაბრიკას, კომეურნეობას თუ დუქანს.

"დილა" გორული სახელწოდებაა და საფეხბურთო გუნდსაც ეს სახელი შეურჩიეს კომუნისტებმა.

"დილა" ისტორიული ძეგლივითაა, ბევრი საინტერესო ამბის მოკვლევა შეიძლება ამ გუნდზე და იმედია, ამისთვისაც მოიცლის ვინმე...

მანამდე კი 8 აგვისტოა გადასაგორებელი, საპასუხო შეხვედრა "ჰაიდუკთან"...

ეროვნულ ნაკრებსაც მალე დაეწყება გადამწყვეტი მატჩები. გადასაწყვეტი აქ ერთი რამეა - ჯგუფში მესამე ადგილს დაიკავებს თუ მაჩანჩალას პოზიციას.

6 სექტემბერს საქართველო საფრანგეთს მასპინძლობს, ოთხი დღის შემდეგ კი - ფინეთს. ამ ორ შეხვედრაში თემურ ქეცბაიას გუნდმა 3 ქულა რომ აიღოს, ალბათ ვერავინ ვერ დაძრახავს, ეს თავისებური პროგრამა-მინიმუმია. და თუ ეს ვერ შეასრულა, მითიც დაიმსხვრევა.

უბრალოდ რომ ვთქვათ, დარჩენილ სამ მატჩში საქართველოსთვის მთავარი ამოცანა ფინეთის დამარცხებაა, საფრანგეთთან შინ და ესპანეთთან სტუმრად ქულების აღება კი ქეცბაიას გუნდისთვის მინიმუმზე გაცილებით მეტი იქნება.

საფრანგეთი-ფინეთისთვის ბოლო რეპეტიცია ასტანაში იქნება 14 აგვისტოს. ყაზახებთან ამხანაგური შეხვედრისთვის ქეცბაიამ არ გამოიძახა ლევან ყენია.

იყო მოლოდინი, რომ ნაკრების მწვრთნელი "დილას" 21 წლის თავდამსხმელ გიორგი ილურიძეს მიიწვევდა ამ მატჩისთვის, მაგრამ ასე არ მოხდა.

ჯერ არც ყენია და, რა თქმა უნდა, არც ილურიძე არ არიან ისეთი ფეხბურთელები, რომ მათი არგამოძახების გამო ნაკრების მწვრთნელს ქოქოლა დააყარონ, მაგრამ, როცა საქართველოს ნაკრებში კარგი, შემქმნელი ფეხბურთელების მწვავე დეფიციტია, გაუგებარი რჩება მწვრთნელის გადაწყვეტილება.

ფაქტია, რომ ამ ეტაპზე ილურიძე ჩინებულ ფორმაშია, ყენიაც რიგიანად გაისარჯა მეორე ბუნდესლიგის წინა ტურში.

ამხანაგურ თამაშში, შედეგის გარდა, სხვა ბევრი რამეც არის მნიშვნელოვანი, მათ შორის - ახალგაზრდა ფეხბურთელის დაკვირვება სანაკრებო დონეზე.

არ არის შედეგი, არ ჩანან ახალი, საინტერესო მოთამაშეები, ყენია კი ალბათ "დასჯილია" მწვავე ინტერვიუს გამო - ასეა საქმე ქეცბაიას გუნდში.

ფინეთის დამარცხებას ვინძლო არც ყენია დასჭირდეს და არც ილურიძე, ოღონდაც, რადგან საქმე ეროვნულ ნაკრებს ეხება, მწვრთნელს სტრატეგიული გადაწყვეტილებებიც მოეთხოვება.

მთავარი კი წინა კვირაში "დილას" გამონათება იყო. მერწმუნეთ, კარგ რამეებზე წერა უფრო ადვილიც არის და სასიამოვნოც.

ჯერჯერობით, "დილა" ამის საშუალებას იძლევა. დევდარიანმა თვენახევარში მოახერხა გუნდის სახის შექმნა, რაც კარგი შედეგის საწინდარია.

ილურიძე კი გოლს ისევ გაიტანს, რაღაცნაირად მჯერა ამ ბიჭის...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჰაიდუკი-დილა. გამოხმაურება: ხორვატებმა რევიშვილი და ილურიძე გამოარჩიეს

გიორგი დევდარიანი: ყველაფერი თბილისში გაირკვევა

ჰაიდუკი-დილა 0:1 - გორის ციხე სპლიტშიც აუღებელია [VIDEO]

საქართველოს ნაკრების განაცხადი ყაზახეთთან მატჩისთვის ცნობილია

ლევან ყენია: თემურ ქეცბაიას ნახევარ გუნდთან მოუვიდა კონფლიქტი...

ALONE :*
ისე ილურას არ გამოძახება არ შეიძლება ყველაფერი გააკეთა და გაისარჯა მეტს რაღას ითხოვს ქეცბაია ? მარცხნიდან ოქრი მარჯვნიდან თარგამაძე და შუაში ილურა კაი იქნება :* და რაც შეეეხება დილას ეხლა ჰაიდუკს მოუგებთ აქაც და იმედია სტადიონი გაივსება
Goreli
გიორგი ნუ ბრაზობ,ხალხს მოენატრა ქართული გუნდების წარმატებები და უხარიათ.ყველას გვიხარია და ამიტომ წინასწარ გამოხატავენ ემოციებს.ჩვენც შევუერთდეთ მათ და გვქონდეს დილას გამარჯვების იმედი.წინ დილა.
giorgi
კი მაგრამ ქართული ანდაზა, ჯერ გადახტი ჰოპლა მერე დაიძახეო, მაინც არ გაგიგიათ!!!აცალეთ საპასუხო თამაშის ჩატარება ნუ თარსავთ წინასწარ,როგორც 19 წლამდელები დათარსეთ ფრანგებთან ფრეს შემდეგ. კომენტატორებიც კი თამაშის დამთავრებამდე(თუ დიდი ანგარიში არ არის) ვერ ბედავენ თქვან მოვიგეთო. ჩვენ თუ იქ ერთი გავიტანეთ რატომ არ შეიძლება აქ ორი გავუშვათ??? და ბოლოს თუ(ღმერთმა არ ქნას და)დილა ვერ გავა, დარწმუნებული ვარ სწორედ ეს ჟურნალისტები ეხლა რო ასე აქებს დევდარიანს,სწორედ ესენი "ჩაქოლავენ"
gaga
გამყიდველებო მოიყვანეთ თქვენი უფროსების ციტატები,ალბათ ზაან გაგახარათ მისმა სიტყვებმა. მალე ქართველები აღარ იარსებებენ თქვენისტანების ხელში.
Dinamo Fan
მაგარი სტატიაა დავით (y) :))
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ნიკოლაი ყიფიანმა კვიპროსის ჩემპიონატზე დუბლი შეასრულა
ლევან ყენიამ საფეხბურთო კარიერა განაახლა - მის პირველ მატჩში 7 გოლი გავიდა
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
კვირის 1000 წვრილმანი: ანდორა და სან მარინო: საფიქრალი, აი, ეს არის!
ლევან ყენია გერმანიის ჩემპიონატში ითამაშებს
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
"ეთნიკოსი" დამარცხდა, ყიფიანმა გაიტანა
ყენია ისევ გერმანიაში, ამჯერად, როგორც მწვრთნელი
ლეგიონის უქმეები: ოთარ კაკაბაძის საგოლე გადაცემა [VIDEO]
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
"საქმე სასამართლოშია გადასული" - რა კარიერული გეგმები აქვს ლევანს ყენიას
კვირის 1000 წვრილმანი: სივრცე, რომელსაც ფული ვეღარ მართავს
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ლევან ყენია გერმანულ კლუბში კვლავ მოთამაშე-მწვრთნელის სტატუსს მოირგებს
ბათუმის "დინამო" ორმა ფეხბურთელმა დატოვა, 1 მივიდა
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
"სამტრედიამ" ახალწვეულების პრეზენტაცია მოაწყო
კვირის 1000 წვრილმანი: გულახდილი შუსტერი
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
კვირის 1000 წვრილმანი: კონტრაქტი თუ ჯენტლმენობა?
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
კვირის 1000 წვრილმანი: გასტრონომიის ჟამი - ოლიგარქი, ღარიბი და გარდანქეშანი
ილურიძემ და ჩიხრაძემ "ეთნიკოსი" დატოვეს
კვირის 1000 წვრილმანი: ლოდინსაც აქვს ზღვარი
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...