იმედია, "დილა" დღესაც გაახარებს ქართველ ქომაგს და 9-წლიანი პაუზის მერე საქართველოს გუნდს კვლავაც ვიხილავთ ევროპალიგის (უეფას თასის) ჯგუფურ ეტაპზე!..
...ერთი კვირის წინ ევროპალიგის პლეი ოფის პირველი მატჩების ("დინამო"-"ტოტენჰემი", "რაპიდი"-"დილა") წინათქმას ასეთი სათაური შევურჩიეთ: "ჯგუფში ორი გუნდით - მითი თუ რეალობა?"

სამწუხაროდ, პირველი შეხვედრების შედეგების მიხედვით, ორი ქართული გუნდიდან ერთს თეორიული შანსიც აღარ დარჩა ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად; აი, მეორის საქომაგოდ კი 29 აგვისტოს ქართველმა გულშემატკივარმა არ უნდა დაიზაროს და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის ტრიბუნები უნდა გაავსოს!

მით უფრო, რომ გორის "დილამ" ამ ზაფხულს უკვე ორჯერ გაგვახარა არამხოლოდ სასურველი შედეგის, არამედ ეშხიანი და გონივრული ფეხბურთის ჩვენებით!

რა თქმა უნდა, წყვილში ფავორიტად ავსტრიის ერთ-ერთი უძველესი და ტიტულიანი კლუბი "რაპიდია" მიჩნეული, თუმცა ეს გუნდი უძლეველი მეტოქე ნამდვილად არ არის და ყოველივე "რაპიდი"-"დილას" პირველი შეხვედრისასაც ნათლად ჩანდა; ისიც ფაქტია, რომ ჩვენებს დასაკარგი არაფერი ექნებათ: როგორი შედეგითაც უნდა დამთავრდეს დღევანდელი დაპირისპირება, "დილაზე" აუგი ვინ უნდა თქვას?!.

ჰო, ფაქტობრივად, ერთი თვის წინათ ჩამოყალიბებულმა გუნდმა ამდენი მოახერხა და ლამაზი და კომბინაციური ფეხბურთის "თანხლებით" ევროტურნირების ორი ეტაპი გაიარა! თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ ევროპალიგაზე ამ ზაფხულს ჩატარებულ ხუთ მატჩში "დილამ" მხოლოდ ერთადერთი გოლი გაუშვა (ისიც - დღევანდელი მეტოქისგან).

საიმედო და ჩინებულ ფორმაში მყოფი მეკარე, კარგად დაბალანსებული დაცვის ხაზი, მობილური ნახევარდაცვა და აგრესიული შემტევები, - მართლაც საცოდაობა იქნება ასეთი გუნდის... დაშლა!

ყოველ შემთხვევაში, ბევრი საუბრობს "დილადან" რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელის შესაძლო წასვლაზე და ადვილი წარმოსადგენია, თუ როგორ მდგომარეობაში აღმოჩნდება გორელთა გუნდის წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, მთავარი მწვრთნელი გიორგი დევდარიანი...

...პირველ მატჩში დაფიქსირებული 0:1 ძალიან არასასიამოვნო ანგარიშია: მეტოქეს გოლ(ებ)ი ყველა ვარიანტში უნდა გაუტანო, ამავდროულად, საკუთარი კარის უსაფრთხოებაზეც უნდა იფიქრო; არადა, სტუმრები რომ კონტრშეტევებზე ააგებენ თამაშს, ამას, ალბათ, ბევრი მარჩიელობა არ სჭირდება.

თუმცა, იმედი დავიტოვოთ, რომ "დილა" დღესაც გაახარებს ქართველ ქომაგს და 9-წლიანი პაუზის მერე საქართველოს გუნდს კვლავაც ვიხილავთ ევროპალიგის (უეფას თასის) ჯგუფურ ეტაპზე!..

შარშანდელზე უკეთესის იმედად...

ევროტურნირებზე ქართულ-ავსტრიული კლუბების ურთიერთდაპირისპირებებზე ქვემოთ ვისაუბრებთ (ისე, წინდაწინ ვიტყვით, რომ სტატისტიკა აშკარად არ არის ჩვენს მხარეზე). მანამდე კი ის შემთხვევები გვინდა გავიხსენოთ, თუ როდის მოუხერხებიათ ჩვენს გუნდებს პირველ მატჩში 0:1-ის გაბათილება და მომდევნო ეტაპზე გასვლა.

სამწუხაროდ, ამ შემთხვევაშიც სტატისტიკა აშკარად არასაჩვენოა: ათიდან მხოლოდ ორჯერ მოხდა, როცა ქართულმა გუნდმა 0:1 სტუმრად წააგო, მაგრამ საპასუხოში იყოჩაღა და შემდეგ ეტაპზეც გააღწია.

პირველი ასეთი შემთხვევა 1976 წელს იყო, როცა თასების მფლობელთა თასის გათამაშების 1/16-ფინალში უელსურმა "კარდიფ სიტიმ" პირველ მატჩში თბილისის "დინამოს" 1:0 მოუგო...

და აი, საპასუხო შეხვედრის დროც დადგა, რომელიც განახლებულ "დინამოს" სტადიონზე უნდა ჩატარებულიყო და ადვილი წარმოსადგენია, 75 000 გულშემატკივარს როგორი განწყობა ექნებოდა. თანაც, მანამდე "დინამო" ევროტურნირების საშინაო შეხვედრებს ვაკეში, "ლოკომოტივზე" ატარებდა და "კარდიფთან" მატჩი სადებიუტოც იყო ჩვენი უმთავრესი საფეხბურთო არენისათვის.

იმ წელს "დინამოს" მშვენიერი სეზონი ჰქონდა: ბოლოს და ბოლოს, გუნდმა მოახერხა და მეექვსე ცდაზე მოიპოვა საბჭოთა კავშირის თასი (ფინალში ერევნის "არარატს" 3:0 მოუგო), თუმცა ევროტურნირები მაინც სხვა მნიშვნელობის იყო და ნოდარ ახალკაცის დამოძღვრილმა "დინამომაც" ქართველ გულშემატკივარს იმედი არ გაუცრუა და "კარდიფ სიტის" კარში სამი უპასუხო გოლი გაიტანა!

აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმი 0:0 დამთავრდა, აი, მეორეში კი ვლადიმერ გუცაევმა, დავით ყიფიანმა და ფირუზ კანთელაძემ (პენალტით) სამი გოლით "ასიამოვნეს" ბრიტანელებს...

მეორე მსგავსი შემთხვევა 2005 წელს იყო და მაშინაც თბილისის "დინამომ" შეძლო საპასუხო შეხვედრაში 0:1-ის "შემოტრიალება": ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ესტონურ "ლევადიასთან" წაგებას საპასუხო შეხვედრაში 2:0 მოჰყვა. "დინამოს" მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე გახლდათ, გოლები კი ლევან მელქაძემ და სერგი ორბელაძემ გაიტანეს.

აი, დანარჩენ რვა შემთხვევაში კი პირველ მატჩში სტუმრად წაგებული 0:1 ქართული კლუბებისთვის დაუძლეველ ბარიერად იქცეოდა ხოლმე. არადა, 2006 წელს, თბილისის "ამერის" მეტოქე "ჰერტას" თუ არ ჩავთვლით, სხვა შემთხვევებში არცთუ ძლიერ გუნდებს ვერ ვუგებდით ჩვენთვის სასურველი ანგარიშით: ბულგარულ "ბოტევს", მაკედონიის "ვარდარს", ავსტრიულ "პაშინგს", მინსკის "დინამოსა" თუ ლვოვის "კარპატის".

ყველაზე მტკივნეულად კი, ალბათ, მაინც 2011 წლის ევროპალიგის პლეი ოფი გაგვახსენდება: ათენის აეკ-თან სტუმრად 0:1-ს თბილისის "დინამომ" ანალოგიური ანგარიშით უპასუხა, მაგრამ ბერძნებმა დამატებით დროში ერთი ბურთის გატანა მოახერხეს და ჯგუფურ ეტაპზეც გავიდნენ.

და ბოლოს: გორის "დილამ" შარშანაც მიაღწია ევროპალიგის პლეი ოფამდე და პორტუგალიურ "მარიტიმუსთან" პირველი მატჩი სტუმრად 0:1 წააგო.

სამწუხაროდ, საპასუხოშიც "მარიტიმუმ" გაიმარჯვა (2:0) და ჯგუფშიც მოხვდა, მაგრამ დღეს მოვლენების სხვაგვარი განვითარების იმედი გვაქვს...

უსიამოვნო სტატისტიკა

საკლუბო თუ სანაკრებო დონეზე მართლაც თითზე ჩამოსათვლელია ისეთი გუნდები, რომლებთანაც დადებითი ბალანსი გვაქვს; სამწუხაროდ, გამონაკლისი არც ავსტრიული კლუბებია: დღემდე ჩატარებულ 19 დაპირისპირებაში 5 მოგება გვაქვს, 3 ფრე და 11 წაგება (ბურთების სხვაობა: 16-32).

სხვათა შორის, 1993 წლიდან მოყოლებული (ანუ, რაც ქართული გუნდები დამოუკიდებელი ქვეყნის სახელით მონაწილეობენ), ევროტურნირებზე ყველაზე ხშირად ავსტრიულ კლუბებთან გვიწევდა პაექრობა, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტკბილად მოსაგონარი ძალზე ცოტაა.

..."აუსტრია," "რაპიდი", "ტიროლი", "რიდი", "შტურმი", - ავსტრიის თითქმის ყველა ძლიერ გუნდთან გვითამაშია ("ზალცბურგის" გარდა); ამათ გარდა, იყვნენ "გრაცერი" და "პაშინგიც", დღესდღეობით ავსტრიის რანგით მესამე ლიგაში რომ ასპარეზობენ, თუმცა, ჩვენს გუნდებს რომ ეთამაშებოდნენ, იმ პერიოდში ავსტრიის ბუნდესლიგაში გამოდიოდნენ.

სხვათა შორის, "პაშინგმა" წინა სეზონში ევროპული კი არა, მსოფლიო "მასშტაბის" სენსაცია მოახდინა: მესამე ლიგის გუნდი ავსტრიის თასის ფინალში გავიდა და მერე ქვეყნის ყველაზე ტიტულიან კლუბსა და იმ მომენტისათვის ავსტრიის ჩემპიონს "აუსტრიასაც" მოუგო და თასის აღებასთან ერთად, ევროპალიგის საგზურიც მოიპოვა.

აბა, წარმოიდგინეთ, საქართველოში რომ... მეორე ლიგის გუნდმა შეძლოს თასის ფინალამდე კი არა, თუნდაც... მეოთხედფინალამდე მიღწევა, თუმცა... ვფიქრობთ, თემას გადავუხვიეთ და ევროტურნირებზე რამდენიმე ქართულ-ავსტრიულ დაპირისპირებას გაგახსენებთ.

პირველი "ნაცნობობა" 1981 წლის შემოდგომაზე მოხდა, როცა თასების მფლობელთა თასის 1/16-ფინალში თბილისის "დინამომ" უპრობლემოდ შეძლო "გრაცერის" გზიდან ჩამოცილება: თბილისში 2:0 გავიმარჯვეთ (გოლები: ვაჟა ჟვანია, რამაზ შენგელია), სტუმრად კი 2:2 (გოლები: რამაზ შენგელია - 2) ვითამაშეთ. თანაც, ამ ტურნირზე "დინამო" ... წინა გათამაშების ტრიუმფატორის რანგში ჩაერთო!

...მეორედ ავსტრიელებს 1994 წლის შემოდგომაზე შევხვდით: უეფას თასის 1/32-ფინალში "დინამომ" შინ რევაზ არველაძის ერთადერთი გოლით აჯობა "ტიროლს", რომელსაც ავსტრიული ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა ჰანს კრანკლი წვრთნიდა. სამწუხაროდ, საპასუხო მატჩში დიდი ანგარიშით (1:5) წავაგეთ, რაც იმის ბრალიც იყო, რომ ძირითადში მხოლოდ ერთი ნომინალური მცველი (ნუგზარ ლობჟანიძე) გვყავდა, დაცვის ლიდერი მურთაზ შელია კი თბილისურ მატჩში გააძევეს და "ტიროლთან" დამარცხების ერთ-ერთი მიზეზი მისი არყოფნაც იყო.

მერე და მერე სხვადასხვა ავსტრიულ კლუბსაც "ვეცნობოდით".

ჯერ მარტო ის ფაქტი რად ღირს, რომ ავსტრიულ "რიდთან" დაპირისპირება სამ თბილისურ გუნდს მოუწია: "მერანი 91-ს", "დინამოსა" და "ვიტ ჯორჯიას"; ორჯერ ვეთამაშეთ "შტურმს", თუმცა ვერც "დინამომ" და ვერც "ზესტაფონმა" ამ გუნდის დამარცხება ვერ შეძლო.

ისეთი შემთხვევაც იყო, როცა ქართულ-ავსტრიული კლუბების დაპირისპირება მხოლოდ... ერთმატჩიანი გამოდგა: 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამო უეფამ გადაწყვიტა, რომ "აუსტრიას" და "ვიტ ჯორჯიას" ორის ნაცვლად, ერთმანეთში მხოლოდ ერთი მატჩი უნდა ჩაეტარებინათ, ისიც - ნეიტრალურ მოედანზე...

...აი, რაც შეეხება "დილას" დღევანდელ მეტოქეს, ავსტრიული გუნდებიდან ყველაზე მწარე მარცხი სწორედ "რაპიდისგან" გვახსოვს: 2007 წელს, უეფას თასის II საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამომ" ჯერ შინ წააგო 0:3, ორი კვირის მერე კი უფრო დიდი ანგარიშითაც (0:5) დამარცხდა.

მოკლედ, "დილას" 29 აგვისტოს ამ უსიამოვნო სტატისტიკის "დარღვევაც" მოუწევს...

ყველა ქართულ-ავსტრიული დაპირისპირება

1981 წელი. თასების მფლობელთა თასი.1/16-ფინალი

დინამო (თბილისი)-გრაცერი (ავსტრია) 2:0

ვ. ჟვანია, რ. შენგელია

გრაცერი-დინამო 2:2

რ. შენგელია - 2

1994 წელი. უეფას თასი. 1/32-ფინალი

დინამო (თბილისი)-ტიროლი (ავსტრია) 1:0

რ. არველაძე

ტიროლი-დინამო 5:1

შ. არველაძე

1997 წელი. ინტერტოტოს თასი

რიდი (ავსტრია)-მერანი 91 (თბილისი) 1:3

მ. მაზიაშვილი, დ. გოდერძიშვილი, ბ. კვარაცხელია

2001 წელი. ინტერტოტოს თასი. I ეტაპი

ვიტ ჯორჯია (თბილისი)-რიდი (ავსტრია) 1:0

ა. გოგობერიშვილი

რიდი-ვიტ ჯორჯია 2:1

ლ. მელქაძე

2003 წელი. ინტერტოტოს თასი. I ეტაპი

პაშინგი (ავსტრია)-ვიტ ჯორჯია (თბ.) 1:0

ვიტ ჯორჯია-პაშინგი 2:1

ლ. მელქაძე, ე. მერებაშვილი

2006 წელი. ინტერტოტოს თასი. II ეტაპი

რიდი (ავსტრია)-დინამო (თბილისი) 3:1

შ. გრიგალაშვილი

დინამო-რიდი 0:1

2007 წელი. უეფას თასი. II საკვალიფიკაციო ეტაპი

დინამო (თბილისი)-რაპიდი (ავსტრია) 0:3

რაპიდი-დინამო 5:0

2008 წელი. ევროპის ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი

აუსტრია (ავსტრია)-ვიტ ჯორჯია (თბ) 2:0

2010 წელი. ევროპის ლიგა. III საკვალიფიკაციო ეტაპი

შტურმი (ავსტრია)-დინამო (თბილისი) 2:0

დინამო-შტურმი 1:1

რობერტინიო

2011 წელი. ჩემპიონთა ლიგა.III საკვალიფიკაციო ეტაპი

ზესტაფონი-შტურმი 1:1

ნ. გელაშვილი

შტურმი-ზესტაფონი 1:0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გიორგი დევდარიანი: "რაპიდს" მხოლოდ პატრიოტიზმით ვერ მოვუგებთ

Badri
მიდით ბიჭებო,გაახარეთ ქართველი ერიი,მარიამობის ძალა და მადლი შეგეწიოთ და გფარავდეთ
guja_kakhadze
თამაშის დაწყებამდე წამებს ვითვლი. მანამდე კი შეგიძლიათ გაერთოთ
Dinamo Fan
გთხოვთ რა ბიჭებო... ჩვენ ჩვენს საქმეს შევასრულებთ თქვენ თქვენი გააკეთეთ ხუთიანზე როგორც გეხერხებათ... :)))
Giorgi
ამ სტატისტიკას დგეს დილა ხაზს გადაუსმას!!! ამის დიდი იმედი მაქვს!!!
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
დიდი დაბრუნებები ქართულ ფეხბურთში - ლევან ყენიას წინამორბედები
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
[ფრაგმენტი ისტორიიდან] დაუბრუნეთ ჯემალ ხერხაძეს ტიტული!
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
ლაშა ლომიძე და ანა შელია დაინიშნენ
როცა ნიჭი და ბიჭი ხელიდან გვეცლება - ამას თორნიკე კარგად უნდა ხვდებოდეს
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
ალექსანდრე ჩივაძე: მან პირადად მომიხადა ბოდიში იმ პენალტისთვის...
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
"ვაჩვენეთ ყველაფერი საუკეთესო, რაც კი ქართულ ფეხბურთს ჰქონდა..."
ახრიკ ცვეიბა 50 - ქართველების მეგობარი
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
"რატომ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი?!" - რევაზ არველაძე
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
"რაპიდმა" გეილს ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
ესიენი, დეკო, არველაძე - ბაქოში "ვარსკვლავების ფინალი" გაიმართა
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს
გეილის ტრანსფერიდან მნიშვნელოვან თანხას "ჰონვედი" მიიღებს
გიორგი ქვილითაია "გენტის" განაცხადშია და დიდი ალბათობით, დღეს მისი დებიუტი შედგება
შესაძლოა, ტაიმის შუაში საცეკვაო ნომრები დადგან - რევაზ არველაძე სუპერლიგაზე
გიორგი დევდარიანი: ჩვენ ვცდებით, როცა ვამბობთ, რომ ჩემპიონატის დონემ აიწია
ექსკლუზივი: როგორია გიორგი ჩაკვეტაძის ჯანმრთელეობის მდგომარეობა... ცნობილი გახდა, შეეძლება თუ არა მას თამაში ბელარუსის წინააღმდეგ
ყველა დროის 10 საუკეთესო ქართველი ლეგიონერი რუსეთის ჩემპიონატში
ფეხმოტეხილ ფეხბურთელში ამხელა თანხას, რომ იხდიან... - რატომ გადავიდა გიორგი ქვილითაია "გენტში"?
რევაზ არველაძე: იმედი მაქვს, ეს მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება
მურთაზ შელიას ქალიშვილი პარიზის მოდის კვირეულზე გამოვიდა [PHOTO]
ბოლო დეტალები მოგვარებულია - "გენტი" გიორგი ქვილითაიას დღეს წარადგენს
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
[ოთხშაბათის საკითხავი] რას გვასწავლის ანდაზები?
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
რევაზ არველაძე: ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში, პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა