უმაღლესი ლიგის V ტურში "ზესტაფონმა" გორის "დილა" 21 წლის ფორვარდის დუბლით დაამარცხა
"ზესტაფონმა" სეზონი კარგად ვერ დაიწყო და ნავსი ეროვნული ჩემპიონატის მეხუთე ტურში გატეხა - გორის "დილა" შინ 2:0 დაამარცხა. ორივე გოლი 21 წლის ირაკლი ქობალიამ გაიტანა.

ქობალია მანამდე "ზუგდიდის" და "ბაიას" ფეხბურთელი იყო, ახალგაზრდულის გარდა, ეროვნულ ნაკრებშიც უთამაშია. აგრესიული, ტექნიკური, ღონიერი და ალღოიანი ფორვარდია, თავით თამაშიც ეხერხება. ერთი სიტყვით, ქობალია საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა.

იხილეთ ვიდეო

საერთოდ, დასავლეთ საქართველოდან წამოსულ ფეხბურთელებს თამაშის თავისებური სტილი აქვთ და ქობალიაც მასეთია, მას ბევრში გამოარჩევთ.

"ზესტაფონი"-"დილას" მატჩის გმირს რამდენიმე კითხვა დავუსვით...

- ყველაზე უფრო მაინც რის ხარჯზე მოახერხეთ გორის "დილას" დამარცხება? რა აღმოჩნდა გადამწყვეტი ფაქტორი?

- ამ დროისთვის "დილა" საქართველოში ნომერ პირველ გუნდად მიმაჩნია. ეს ევროტურნირზეც გამოჩნდა. ძალიან მონდომებულები ვიყავით, ამ მატჩისთვის მთელი კვირა ვემზადებოდით, სულ ამ შეხვედრაზე ვფიქრობდით.

საბოლოოდ, ისეთი თამაში გამოვიდა, რომ დიდი ანგარიშითაც შეიძლებოდა მოგება. ისიც იყო შესაძლებელი, შეხვედრა ფრედ დასრულებულიყო.

- პირველი გოლი თავურით გაიტანე, მეორე კი საჯარიმო დარტყმით, რაც ერთობ ეფექტურად გამოგივიდა - წინასწარ იყო დაგეგმილი, რომ მოედნის იმ მონაკვეთიდან ჯარიმას შენ დაარტყამდი?

- ჯარიმის შესრულების 3-4 ვარიანტი გვქონდა. ერთ-ერთი ვარიანტის მიხედვით, ჯარიმა მე უნდა დამერტყა. იმ კონკრეტულ სიტუაციაში გულმა მიკარნახა, რომ დარტყმა მე უნდა შემესრულებინა და ბურთიც შევაგდე. ჯარიმის დარტყმაზე სპეციალურად ვვარჯიშობ. როცა მეკარის კუთხეში ვარტყამ, გათვლა დარტყმის სიძლიერეზე კეთდება. "დილასთანაც" ყველაფერი ისე გამომივიდა, როგორც ჩაფიქრებული მქონდა.

- ამ სეზონში "ზესტაფონის" ცუდი სტარტი რისი ბრალი უნდა იყოს? ჩემპიონატის პირველ ოთხ შეხვედრაში ერთიც ვერ მოიგეთ...

- გუნდში 7-8 ახალი ფეხბურთელი მივედით, მათ შორის, ლეგიონერებიც. ახალი გუნდის ასაწყობად ერთი-ორი თვე არ არის საკმარისი. ფეხბურთელები ნელ-ნელა ვეწყობით ერთმანეთს.

- ამ სეზონში კონკრეტული მიზანი აქვს "ზესტაფონს"?

- ჩემპიონობა გვინდა და ეს არარეალური ნამდვილად არ არის. სამ-ოთხ საუკეთესო გუნდში უეჭველად უნდა მოვხვდეთ. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის, რომ მაყურებელი ძალიან დიდ როლს თამაშობს. "დილასთან" შეხვედრაში ყველანი ერთად დავდექით და ერთიანი ძალებით მოვახერხეთ ძლიერი მოწინააღმდეგის დამარცხება.

თუ კვლავაც ერთმანეთის გვერდში ვიდგებით, ეს ძალიან დაგვეხმარება. დიდი მადლობა გულშემატკივრებს "დილასთან" ასეთი მხარდაჭერისთვის.

- მიმდინარე ჩემპიონატში სამი გოლი მიითვალე, პირველ ტურში "დინამოსთან" გაიტანე გამათანაბრებელი, თუმცა მატჩის ბოლოს ისევ გაუშვით გოლი და დამარცხდით. არადა, იმ შეხვედრაში "ზესტაფონს" ურიგოდ არ უთამაშია და ზოგმა ის მარცხი ზესტაფონელთა დაღლილობას დააბრალა...

- სეზონისთვის მზადება გვიან დავიწყეთ, შეკრებიდან ახალი დაბრუნებულები ვიყავით და ალბათ, ის ჯანი არ გვქონდა, რაც აუცილებელი იყო; პატარ-პატარა რაღაცებმა შეგვიშალა ხელი და წავაგეთ. ასი პროცენტით ვიხარჯებით ყველა შეხვედრაში, მაგრამ ყველა მატჩს ერთნაირად ვერ ითამაშებ. "დინამოსთან" შეხვედრის ბოლოს, ალბათ, ცოტა მოვდუნდით კიდეც...

- ეროვნულ ნაკრებში ერთხელ ითამაშე, ეგვიპტესთან ამხანაგურ შეხვედრაში შეცვლაზე შეხვედი. მერე კი აღარ გამოჩენილხარ არც ეროვნულ და არც ახალგაზრდულში, თუმცა 21-წლამდელების დამრიგებელმა ალექსანდრე ჩივაძემ გვითხრა, ქობალიასი კვლავაც მეიმედებაო...

- პოლონურ "იაგელონიაში" ვიყავი გასინჯვაზე, მაგრამ უთამაშებლობამ და არასათანადო მომზადებამ თავისი გაიტანა. ამას დაემატა ტრავმა, ისე მოხდა, რომ ექვსი თვე კარგად ვერ ვემზადებოდი. პრეტენზიები არავის მიმართ არ მაქვს, ახლაღა დავიწყე ნორმალურად ვარჯიში და თამაში. როცა ოპტიმალურ ფორმაში შევალ, იმედი მაქვს, რომ ნაკრების მწვრთნელები ისევ დაინტერესდებიან ჩემით.

- ამ ეტაპზე უცხოეთში წასვლაზე აღარ ფიქრობ?

- "ზესტაფონთან" სამწლიანი კონტრაქტი გავაფორმე, საქართველოში ყოფნას რა ჯობია, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელის წინსვლისთვის საჭიროა, რომ ევროპაში წავიდეს ფეხბურთის სათამაშოდ. ჯერ "ზესტაფონის" ფეხბურთელი ვარ, საქართველოს ორგზის ჩემპიონ გუნდში მოვხვდი, სადაც სამაგალითო ფეხბურთელები თამაშობენ და მეც ყველაფერს გავაკეთებ "ზესტაფონისთვის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

უმაღლესი ლიგის V ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

ზესტაფონი-დილა 2:0 - პირველი გამარჯვება [VIDEO]

ს.კ. "დილას" განცხადება: ფინანსური ხარვეზები გვაქვს, მაგრამ არა - დარღვევები

giorgi
ერტი ტამაში კი მოვიგეტ მაგრამმ აქქ საქმეე იმაშიაა როო არავიზე ნაკლები ფეხბურტელები არ გვყაავს დაა დამიჯერეე ესს გუნდიი მალეე უფრო მდზლავრატ ატამაშდება
chicharito
წარმატებები როგორც ირაკლის ისე ზესტაფონს, მე დილას ფანი ვარ მაგრამ ზესტა ყოველთვის პატიოსანი თამაშით გამოირჩევა და მაგ პონტში ვცემ პატივს, თორე დინამოს D.M.
eka
წარმატებები იკა
sabonis
ერთი თამაში მოიგეთ და ნუ აგივარდებათ თავში.
gio
მაგრად მოწმონს ამის თამაშის სტილი ფორმაში ჩადგომა უნდა და ნაკრებს წინ მაგრად გააძლიერებს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
"ხვიჩას ძალიან კარგად ვეწყობი, რუსულად და ინგლისურად საუბარი შეგვიძლია" - საფონოვმა პსჟ-ში თავის მეგობრებზე ისაუბრა
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
სადებიუტო სუპერგოლი - ინტერვიუ თორნიკე მოსიაშვილთან [VIDEO]
სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება მსაჯის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე
სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა
"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის
მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]
სადისციპლინო კომიტეტმა რამდენიმე ფეხბურთელი და კლუბი უმკაცრესად დასაჯა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
"ზუგდიდს" ევროსაგზურის მოპოვებაც შეუძლია! - გახდება შოთა ლომია ბომბარდირთა ლომი?
ბესიკ შეროზია: ფეხბურთი კი არა, ომი გველოდება!
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
გელა ინალიშვილმა და ბესიკ შეროზიამ "ზუგდიდის" ახალწვეულები წარადგინეს
"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო