მარეი შავ სიაში იყო
შვეიცარიული გაზეთი Neue Zuricher Zeitung-ი იტყობინება, რომ მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი მარტინა ჰინგისი ეჭვმიტანილია ყოფილი ქმრის, პროფესიონალი ჟოკეის, ტიბო იუტენის ცემაში. ამ საქმეში ასევე გადიან მარტინას დედა - მელანი მოლიტორი და ამ უკანასკნელის ბოიფრენდი მარიო ვიდმერი.

"ორშაბათს საღამოს ჩვენს საერთო სახლში ვიმყოფებოდი, როცა კარზე ზარი გაისმა. ეს იყო მარტინა თავის დედასთან, მელანი მოლიტორთან და მის საყვარელთან ერთად. ჩვენს შორის კამათი დაიწყო, რომლის დროსაც ქალები თავზე დამაცხრნენ, მირტყამდნენ და მკაწრავდნენ. ჩემი აღზრდა არ მაძლევს უფლებას, ქალზე ხელი ავწიო. წინააღმდეგობის გაწევას ვცდილობდი, მაგრამ ამ დროს მარიო ვიდმერმა თავში DVD-პლეერი ჩამარტყა", - ამტკიცებს იუტენი.

ჟოკეის თქმით, მას სახლიდან გაქცევის გარდა, არაფერი რჩებოდა, მაგრამ მალე დაბრუნდა შინ პოლიციელების თანხლებით და მათი დახმარებით საკუთარი პასპორტი და საკრედიტო ბარათები დაიბრუნა, რომლებიც თითქოს მარტინამ წაართვა.

"გასულ პარასკევს ვიღაც იყო გარაჟში და ჩემი მანქანა დააზიანა. გარაჟის გასაღები მხოლოდ მარტინას აქვს. ყველაფერი კი მისი გაუთავებელი ღალატებით დაიწყო. ახლა ამას ქურდობა და ჩხუბი დაემატა. ბოლოს კი მუქარის შეტყობინება მივიღე, რომ ის ჩემს თავს რუს ბანდიტებს მიუგდებდა. არ ვიცი, რა იქნება მომავალში", - შიშს ვერ მალავს ჟოკეი.

ჰინგისი და იუტენი 2010 წელს დაქორწინდნენ და ამა წლის დასაწყისში დაშორდნენ ერთმანეთს. 2013 წლის აგვისტოში მარტინა დიდ სპორტში დაბრუნდა და წყვილთა თანრიგში სლოვაკ დანიელა ჰანტუხოვასთან ერთად გამოსვლა დაიწყო, თუმცა დიდი წარმატებებისთვის არ მიუღწევია.

მარეი შავ სიაში იყო

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) ყოფილმა მსაჯმა ადელ არეფმა ჟურნალისტებს უამბო ენდი მარეისთან კონფლიქტის შესახებ, რომელიც 2006 წელს, დევისის თასის მატჩის დროს მოხდა.

"ბევრი ფიქრობს, რომ მსაჯობიდან ამ კონფლიქტის გამო წავედი, მაგრამ ეს ასე არ არის. ენდი მაშინ ძალიან ახალგაზრდა იყო. ბრიტანეთი სერბეთის ნაკრებს ხვდებოდა. ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო და წყვილთა შეხვედრის დროს მარეიმ ხაზის მსაჯის ერთ-ერთი გადაწყვეტილების შემდეგ ნერვები ვერ მოთოკა.

მე არაფრის გაკეთება არ შემეძლო, რადგან საქმე ეხებოდა უკანა ხაზს - ასეთ შემთხვევებში, ძალიან რთულია ხაზის მსაჯის გადაწყვეტილების შეცვლა. ის კი გაუთავებლად ილანძღებოდა. მიკროფონები ჩემთან ახლოს იყო დამაგრებული და BBC-მ მთელი ეს ტირადა ჩაიწერა.

მომდევნო დღეს მე უკვე აღარ შემეძლო სასტუმროდან გასვლა, უკანა კარიდან ვხვდებოდი ქუჩაში. ჩვენ ხომ აკრძალული გვაქვს პრესასთან ასეთი საკითხების განხილვა, ასე რომ, მოთმინების გამოჩენა მომიწია. თუმცა ენდრიუ კასლმა BBC-ის ეთერში თქვა, რომ მე მართალი ვიყავი - ეს მცირე შვება იყო ჩემთვის.

მე არასამართლიანად მიმაჩნია ის, რომ მსაჯებს არ აქვთ საკუთარი გადაწყვეტილებების განმარტების საშუალება. ამის შესახებ შემდეგ დიდხანს ლაპარაკობდნენ. საინტერესო ის არის, რომ მე მაშინ მონტე კარლოში ვცხოვრობდი და მარეიმ იქ რამდენიმე კვირა დაჰყო, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს არ ველაპარაკებოდით. ჩუმად ჩავუვლიდით ხოლმე ერთმანეთს მაშინაც კი, როცა ქუჩაში შევეჩეხებოდი მას.

ორი წლის შემდეგ პარიზში მან ბოდიში მოიხადა. ახლა ჩვენ ვიხსენებთ ამას და ვიცინით. სინამდვილეში ენდი შესანიშნავი ადამიანია. უბრალოდ, როცა ის ახალგაზრდა იყო, პრესას მუდმივად ზეწოლის ქვეშ ჰყავდა.

მსაჯებს წესად აქვთ "შავი სიის" შედგენა, რომელშიც შედიან მოთამაშეები, რომელთა თამაშის განსჯა მათ არ სურთ და მარეი იყო ჩემს "შავ სიაში". იმიტომ, რომ არ მინდა მუდმივად ვიჩხუბო ერთი და იმავე მოთამაშესთან. გარკვეული დროის განმავლობაში, სიაში იყო არნო კლემანიც.

ფრანგი ჩოგბურთელები მუდივად ეკამათებიან და ეწუწუნებიან ფრანგულად მოლაპარაკე მსაჯებს. "ძალიან ცხელა", "ბოლბოი იქ არ დგას, სადაც საჭიროა", "პირსახოცი სხვა ფერისაა"... ისინი მუდმივად ეძებენ გამართლებას წაგების გამო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მარტინა ჰინგისი მოგებით დაბრუნდა

სენსაციებით დატვირთული დღე შანხაიში - ტურნირს რამდენიმე ვარსკვლავი ერთიანად გამოეთიშა
ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა
ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში შევიდა და ასეულში დაბრუნდა
ტერ შტეგენი პრემიერლიგის გრანდების სამიზნეა - სად გააგრძელებს კარიერას გერმანელი?
ფიბა-მ ქართველი მსაჯები და კომისარი მატჩებით დატვირთა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, საფრანგეთის ლიგა 1-ის გუნდი ჩაიბაროს
ლორენცო ინსინიე შესაძლოა, იტალიის სერია A-ს დაუბრუნდეს
ენდრიკს ალონსო არ ათამაშებს და ბრაზილიელს პრემიერ ლიგის ვარიანტი გამოუჩნდა
"ნაპოლი" "მანჩესტერ იუნაიტედის" კიდევ ერთი ფორვარდის დამატებას გეგმავს
"აინტრახტი" მორიგ დიდ შემოსავალს ელის - კლუბი უზუნს 80 მილიონზე ნაკლებად არ გაუშვებს
U21 | პირველი ვარჯიში რიგაში და იძულებითი ცვლილება შემადგენლობაში
ოქტომბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო | ნაკრები ალიკანტეში შეიკრიბა
"სწორედ ეს მჭირდებოდა, ნეაპოლი საცხოვრებლად შესანიშნავი ადგილია" - ჰოილუნდი "პარტენოპეიში" ბედნიერია
"კილიანი მსოფლიოში საუკეთესო გახდება, მას ზურგს შესანიშნავი გუნდი უმაგრებს" - რაფა ნადალმა ფრანგზე ისაუბრა
"გოჩოლეიშვილის პროგრესი აშკარაა" - რას წერს გერმანული გამოცემა ქართველ მცველზე?
პსჟ "ბარსელონას" ახალგაზრდა შემტევის შეძენას ცდილობს
"კაირატის" გულშემატკივარმა "რეალთან" მატჩის ბილეთში BMW გაცვალა
ვიერიმ "სან სიროს" დანგრევასა და მის ადგილას ახალი სტადიონის აშენებაზე ისაუბრა
"ყველა მწვრთნელს ვახშამზე დავპატიჟებ" - გვარდიოლას პრემიერ ლიგაში 250 გამარჯვება დაუგროვდა
ამის გამო ესპანეთის ნაკრებში თამაშზე უარს აცხადებდა - ვინ შეცვლის საქართველოსთან და ბულგარეთთან მატჩში ტრავმირებულ ლამინ იამალს
გიორგი შერმადინის 25-ე MVP და ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდი!
ოფიციალურად: "რეინჯერსმა" მთავარი მწვრთნელი გაანთავისუფლა
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
ენდი მარეი კორტს მომდევნო თვეში დაუბრუნდება
Dailymail: ენდი მარეი ბალახის სეზონისთვის დაბრუნდება
აშშ-ის ღია პირველობა: ამერიკას ერთი ამერიკელი შემორჩა
მარია შარაპოვა მოგებით დაბრუნდა
ახალგაზრდა ძიუდოისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე, გუნდურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს - 20 ოქტომბრის დაიჯესტი
"28-ე ჩოგბურთელს სათამაშო პრაქტიკის გარეშე მოვუგე, არსად მივდივარ!" - მარეი ბასილაშვილთან მატჩის შემდეგ
თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ ენდი მარეი კორტს უბრუნდება
მარტინა ჰინგისის დუბლი
მარტინა ჰინგისს აშშ-ის ღია პირველობაზეც ვნახავთ
ხანდახან მათაც ერჩიან - ჩოგბურთის ვარსკვლავობა ზოგჯერ სახიფათოა
საჩოგბურთო ბალახის სეზონი: ფედერერი კვლავ პირველია, მარეი 1 წლის შემდეგ დღეს დაბრუნდება
მარია შარაპოვას მეცხრე სპონსორი
ავსტრალიის ღია პირველობა: ჰინგისის ორი მოგება
მიქსტი ფედერერსა და ჰინგისს შორის
მარტინა ჰინგისი: პარტნიორი მეუღლესავითაა
ფინალი კიმ კლაისტერსთან
ავსტრალიის ღია პირველობა: სერენას რეკორდი და რაფტერის დაბრუნება
მარტინა ჰინგისი მოგებით დაბრუნდა