გამოცემა "ჩემპიონატის" ჟურნალისტმა ალექსანდრ მოროზმა პოსტსაბჭოთა სივრცის სიმბოლური ნაკრები ჩამოწერა, ხუთეულიან-სათადარიგოებიანად
ბალკანელმა ჟურნალისტებმა შეადგინეს ევრობასკეტის მონაწილე ექს-იუგოსლავიური ქვეყნების სიმბოლური ნაკრები. იდეა ჭკუაში დაუჯდა გამოცემა "ჩემპიონატის" ჟურნალისტ ალექსანდრ მოროზს და პოსტსაბჭოთა სივრცის სიმბოლური ნაკრები ჩამოწერა, ხუთეულიან-სათადარიგოებიანად.

როგორც მოსალოდნელი იყო, სასტარტო შემადგენლობაში ყველაზე მეტი ლიტველი მოხვდა, ქართველებსა და რუსებს თითო წარმომადგენელი გვყავს.

რაც შეეხება 12-კაციან შემადგენლობას, იქ სამი ქართველია - ვიქტორ სანიკიძე, გიორგი ცინცაძე და გიორგი შერმადინი. ასევე სამია რუსი, ხოლო ლიტველი - ოთხი.

იმასაც შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტ მოროზს საქმე ასარჩევად ნამდვილად ჰქონდა, რადგან ევროპის ჩემპიონატზე პოსტსაბჭოეთიდან საქართველო, ლიტვა, ლატვია, უკრანია და რუსეთი მონაწილეობდნენ.

დროა, გავეცნოთ სიმბოლურ ხუთეულს თავისი შეფასებებით.

გამთამაშებელი

მანტას კალნიეტისი (ლიტვა)

კალნიეტისმა ევროპის ჩემპიონატი მაღალ დონეზე ჩაატარა და მისი დიდი წვლილია, გუნდი ფინალში რომ გავიდა. მანტასი საშუალოდ 5.7 შედეგიან გადაცემას აგროვებს. ამ მაჩვენებლით ევრობასკეტზე მესამეა (მეორეა გიორგი ცინცაძე - 5.8 პასი). შეცდომები ცოტა აქვს - 2.4.

მსროლელი

ალექსეი შვედი (რუსეთი)

შვედი ერთადერთი იყო რუსეთის ნაკრებში, რომელსაც შეეძლო შეტევისთვის ხელსაყრელი სიტუაციის შექმნა, როგორც თავისთვის, ასევე პარტნიორებისთვის. იგი საშუალოდ 16.4 ქულასა და 4.8 პასს აგროვებდა.

მსუბუქი ფორვარდი

ვიქტორ სანიკიძე (საქართველო)

საქართველოს ნაკრები რთულ ჯგუფში მოხვდა და გამოსვლა პირველ ეტაპზე დაასრულა. თუმცა, არ შეიძლება არ ითქვას, რომ კავკასიელთა გუნდში რამდენიმე სახელოვანი კალათბურთელი იყო. ერთ-ერთია ვიქტორ სანიკიძე, რომელიც ევრობასკეტზე საშუალოდ 14.6 ქულასა და 7 მოხსნას აგროვებდა. ამასთან, თამაშიდან 45.6-პროცენტიანი სიზუსტით სტყორცნიდა, ხოლო სამქულიანებს - 37-პროცენტიანით.

ვიქტორს დაყენებული სროლა აქვს, კარგად ატარებს ბურთს და ფარქვეშ ისე იბრძვის, როგორც მაღალი დონის მეფარეებს შეშვენით. მან ევრობასკეტზე დაამტკიცა, რომ შემთხვევით არ მოქცეულა "სან ანტონიოს" სკაუტების თვალთახედვის არეალში.

სანიკიძემ თამაშით დაგვანახვა, რომ ღირსეული ადგილი ეკუთვნის როგორც იტალიურ "მონტეპასკიში", ასევე ჩვენს სიმბოლურ ნაკრებში.

მძიმე ფორვარდი

ლინას კლეიზა (ლიტვა)

შეიძლება იკითხოთ, რით დაიმსახურა კლეიზამ ვირტუალურ ნაკრებში მოხვედრა? იმასაც გაიხსენებთ, რომ იგი ხშირად იღებს თამაშს საკუთარ თავზე და ზოგჯერ ამლაშებს კიდეც.

მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არა კლეიზა, ლიტვა არათუ ფინალში, მეორე რაუნდშიც ვერ გავიდოდა. მან ბოლო წამებზე ორი სამქულიანით ბოსნიასთან თამაშიც შემოატრიალა და მეორე ეტაპიდან მთლიანად ლიტვის ნაკრების თამაშიც.

ცენტრი

იონას ვალანჩუნასი (ლიტვა)

იონასი საშუალოდ 18 წუთში 8.7 ქულასა და 6.6 მოხსნას აგროვებს. იგი შეჯიბრების ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრად უნდა მივიჩნიოთ. მზარდი კალათბურთელია.

სათადარიგოები

გიორგი ცინცაძე (საქართველო), გიორგი შერმადინი (საქართველო), ვიტალი ფრიძონი (რუსეთი), სერგეი მონია (რუსეთი), კრისტაპს იანიჩენოკსი (ლატვია), სერგეი გლადირი (ყკრაინა), დარიუშ ლავრინოვიჩი (ლიტვა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

David
სანიკიძემ თამაშით დაგვანახვა, რომ ღირსეული ადგილი ეკუთვნის როგორც იტალიურ "მონტეპასკიში", ასევე ჩვენს სიმბოლურ ნაკრებში. მძიმე ფორვარდი
17 წლის ხატიაშვილის 10 ქულა - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 14 ქულით მარცხდება
ნაკრების ვარჯიში ტენერიფეზე და ეპანეთთან მატჩის 12-კაციანი განაცხადი
ლუის ენრიკემ "ატლეტიკთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მიქაუტაძე "კოპენჰაგენთან" მატჩში სასტარტოშია
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
"ეს მწვრთნელის ბრალი არ არის" - ჩუამენიმ ალონსო დაიცვა
გვარდიოლა "სიტის" დაცვის გაძლიერებას "ნიუკასლის" 23 წლის ფეხბურთელით აპირებს
კარლის რეკორდი - "ბაიერნის" ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
შეტევის გაძლიერება სურთ - "ბარსელონა" "ფიორენტინას" ფორვარდით ინტერესდება
"კვარამ" ბარკოლა მარჯვნივ გააჩოჩა - როგორი იქნება "ატლეტიკთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
ფინალის დღე | საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი | ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება...
[VIDEO] "ბარსელონამ" კუნდეს დუბლით "აინტრახტს" მოუგო - "ატალანტამ" "ჩელსის" სძლია
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგი" "ბაიერნთან" დამარცხდა
ზარიას ერთი ტაიმი და "კაირატის" მარცხი "ოლიმპიაკოსთან"
ლუნინი "მილანში" გადასვლაზე შეიძლება მოდრიჩმა დაიყოლიოს
ტრავმირებული ჰაკიმი მაროკოს ნაკრების დასახმარებლად სამშობლოში გაემგზავრება
ქართველი მსაჯების საერთაშორისო დანიშვნები
ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...
რჩება თუ მიდის - მაიამის "ინტერის" დირექტომა სუარესის მომავალზე ისაუბრა
ხვიჩასა და გიორგის დღე ლიგაზე და უთამაშებლობა სამშაბათს
"გალათასარაი" აღარ ხუმრობს - ოსიმენი თანამემამულესთან ერთად შეუტევს?
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
ამბები, რომლებიც შესაძლოა შაბათ-კვირას გამოგრჩა
წინასაახალწლო ოვერტაიმი "დინამოსთან"
"როგორც არ უნდა გამაკრიტიკოს ყველამ, მინდა ეს საჯაროდ ვთქვა" - ვიქტორ სანიკიძემ თორნიკე შენგელიაზე ისაუბრა
[VIDEO] შერმადინის შედეგიანი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ტენერიფე" "ბასკონიასთან" დამარცხდა
14 ქულა და გამარჯვება "ბურგოსთან" | შერმადინი ახალ რეკორდს მიუახლოვდა
გიორგი შერმადინი ესპანეთის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ტრევიზოში ჩავიდა და დღეს პირველ ვარჯიშს გამართავს
გიორგი შერმადინი ნოემბრის მატჩების შემდეგ სანაკრებო კარიერას დაასრულებს
ტონი პარკერი: პოპოვიჩი რჩევებით მეხმარებოდა
გიორგი ცინცაძე აფრიკის ჩემპიონ გუნდში გადავიდა
შერმადინმა ესპანეთის უმაღლეს ლიგაში მე-2000 ბურთი მოხსნა
ვიქტორ სანიკიძე ჩემპიონთა ლიგის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა
ზაზა ფაჩულია: მეამაყება, რომ ასეთი გუნდის წევრი ვარ
სერგეიუს იოვაიშა: საქართველოს ამაყმა ნაკრებმა ლიტვასთან ფრეზე უარი თქვა!
ვიქტორ სანიკიძე: ბაგაცკისის მხრიდან უღირს საქციელს ჰქონდა ადგილი - FIBA-ს რეაგირებას მოვთხოვთ
[ექსკლუზივი] იგორ კოკოშკოვი: თორნიკეს "ბრუკლინში" მოხვედრა, ერთი მხრივ, ცუდია
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მოახლოებულ მატჩებს ტრავმირებულებით ხვდება
გიორგი ცინცაძის ბოლო სანაკრებო თამაში!
ცინცაძე თსუ-ს დუდუ დადიანის მემორიალის ფინალის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა
მსაჯთა ახალი ინსტრუქტორი, რიჩარდ სტოკსი, ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიქტორ სანიკიძემ წარადგინა
პირველი ქართველი ფიბა-ში: ვიქტორ სანიკიძე საშეჯიბრო კომისიაში შეიყვანეს
სუპერლიგის 2013/14 წლების სეზონის დაწყების თარიღი და მონაწილე გუნდები დადგინდა
ქართული სპორტის სანაკრებო რეკორდსმენი - გიორგი ცინცაძე ევრობასკეტ 2022-ს უმიზნებს