მოდით, სოჭის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე მოვიმარჯვოთ სანთებელები და ჩამოვიაროთ სტადიონის სარბენ ბილიკებზე
უნდა წავიდეს თუ არა საქართველოს დელეგაცია სოჭის ზამთრის ოლიმპიადაზე? - ეს კითხვა ქართულმა ტელეარხებმა ერთბაშად აიტაცეს. ამ თემაზე პოლიტიკურ წრეებშიც გაუთავებელი პოლემიკა მიმდინარეობს...

მოკლედ, მოცლილი თუ მოუცლელი სოჭში ქართველი სპორტსმენების გამოსვლის მიზანშეწონილობაზე ლაპარაკობს.

ყველაფერი საქართველო-რუსეთის ომით დაიწყო და ამასწინათ ოლიმპიური ჩირაღდნით გაგრძელდა. ეს წმინდა ცეცხლი 2008 წელს სამაჩაბლოს ომის რუს "გმირსაც" გადაეცა (გვარი და სახელი არ მაინტერესებს), რომლის თვითმფრინავის ბომბებს, ვინ იცის, რამდენი ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა.

რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთის მთავრობამ ეს განგებ საქართველოს დამცირებისთვის გააკეთა. სწორედ ამიტომ გამოიწვია ჩვენში დიდი ვნებათაღელვა. იმასაც ამბობენ, მაინც თითზე ჩამოსათვლელი სპორტსმენი გვყავს და ბოიკოტით ჩვენ რუსეთზე მეტი რა დაგვაკლდებაო?!

ვერ დავეთანხმები: ერთი სპორტსმენიც რომ გვყავდეს ოლიმპიადაზე, მის პროფესიონალიზმს პატივი უნდა ვცეთ. ის ხომ ოლიმპიადისთვის წლების განმავლობაში ემზადება და არავინ იცის, კიდევ როდის მოუწევს ასეთი დონის შეჯიბრებაში მონაწილეობა.

მაგალითსაც გეტყვით. ვეტერან კალათბურთელ ნიკოლოზ დერიუგინს რომ ვკითხე, კარიერაში ყველაზე მეტად რაზე გწყდებათ გული-მეთქი, მიპასუხა: საბჭოეთმა ლოს ანჯელესის ოლიმპიადას ბოიკოტი რომ გამოუცხადა, ძალიან კარგ ფორმაში ვიყავით და მჯერა, მედლებსაც მოვიპოვებდით... ახლაც კარადაში მაქვს ლოს ანჯელესში წასასვლელად გუნდისთვის შეკერილი შარვალ-კოსტიუმიო.

შეგახსენებთ, რომ მას მერე 30 წელი გავიდა და ამ ფაქტს ბატონი ნიკოლოზი დღესაც დანანებით იხსენებს.

საქმეს სხვა კუთხით მივუდგეთ: თუ ბოიკოტს ვაცხადებთ, მხოლოდ ოლიმპიელები რატომ უნდა გამოაკლდნენ ასპარეზობას?

მხოლოდ მფრინავისთვის ოლიმპიური ჩირაღდნის გადაცემას კი არ ვაპროტესტებთ, არამედ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. ჰოდა, არც ფეხბურთელებმა უნდა ითამაშონ რუსეთის წინააღმდეგ, არც კალათბურთელებმა და არც მორაგბეებმა...

სამ წერტილთან უნდა შევჩერდეთ და დავფიქრდეთ: რას გვაძლევს რაგბიში რუსეთთან არშეხვედრა? არაფერს! პირიქით, არ მოგვეცემა შანსი იმის დამტკიცებისა, რომ ვაჟკაცურ სპორტში 15 ქართველი 15 რუსზე ძლიერია.

თუმცა მოედნის მიღმა ქართველი და რუსი სპორტსმენები ამხანაგები არიან. ვერ წარმოიდგენთ, 2011 წელს ლიტვაში რუს ანდრეი კირილენკოს რომ შევხვდი, როგორი სითბოთი ილაპარაკა ქართველებზე. ზაზა ფაჩულია მისი მეგობარია.

ჰოდა, ბოიკოტით პროტესტის პარალელურად საკუთარ თავს ვაქცევთ იზოლაციაში, ხოლო თუ მეტ რუსს დავუახლოვდებით მოედანსა თუ მის მიღმა, მეტი შანსი მოგვეცემა იმის თქმისა, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, მეტი პატივისცემა უნდა მოვიპოვოთ, თანამოაზრეებად გადავაქციოთ და მივახვედროთ, რომ საქართველოში აგრესორები კი არა, საკუთარი ქვეყნის ერთიანობაზე მზრუნველი ხალხი ცხოვრობს.

დავუბრუნდეთ სოჭის ოლიმპიადას. კიდევ გავიმეორებ, ბევრი შეიძლება არ დამეთანხმოს, მაგრამ მიმაჩნია, ჩვენი დელეგაცია რუსეთში უნდა წავიდეს და მოხერხებულად, შესაფერის დროს გაუგზავნოს გზავნილი მსოფლიოს რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ. ოლიმპიურ ქარტიაში მკაცრად იმიჯნება სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან, მაგრამ სიტყვა "მოხერხება" შემთხვევით როდი ვახსენე.

აგერ ბატონო, "იბერია სტარის" ფეხბურთელებმა (ფუტსალი) უნგრეთში "დიორი ეტოსთან" მატჩის შემდეგ გამოფინეს ბანერი - "დვანი და დიცი საქართველოა!" ლაპარაკია სამაჩაბლოს სოფლებზე.

ჰოდა, ასეთივე ტიპის პლაკატის გამოტანა სოჭის ოლიმპიადის გახსნისასაც შეიძლება, არა მგონია, იმაზე უარესი სანქცია დაგვიწესოს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, ვიდრე ბოიკოტისას. სამაგიეროდ, მთელი მსოფლიოს მასმედიას მოივლის ქართველთა სურათ-ვიდეოები და თავის მისიასაც შეასრულებს.

ნახევრადხუმრობით ერთ აზრსაც მოგახსენებთ: თუ შეფარვით გვინდა რუსების მოქმედებაზე პასუხის გაცემა, გახსნის ცერემონიალზე მოვიმარჯვოთ სანთებელები და ჩამოვიაროთ სტადიონის სარბენ ბილიკებზე.

თუ ვინმე სოჭის ოლიმპიური ჩირაღდნის დაცინვას დაგვწამებს, ვუთხრათ: ვაპროტესტებთ წმინდა ცეცხლის სანთებელათი ანთებასო.

კიდევ უამრავი ხრიკის მოფიქრება შეიძლება...

ბოლოსთვის შემოვინახე მორაგბე მამუკა გორგოძის სიტყვები, რომელიც მან "ყველა სიახლის" ჟურნალისტ რატი შელეგიას უთხრა:

- თუ ომი იქნება, ვიომოთ! ბოიკოტი და მაიმუნობა კი ჩვენი საქმე არ არის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სხვებისთვის სამაგალითო: "დვანი და დიცი საქართველოა!"

მამუკა გორგოძე: თუ ომი იქნება, ვიომოთ, ბოიკოტი კი ჩვენი საქმე არ არის

ქართველი.
"არა არს წესი ჩვენი ქართველთა, რამეთუ უბრძოლველად მტერსა ზურგი ვაქციოთ."
ქართველი
გორგოძე!!! იმას ვენაცვალე სულში და გულში!! თქვე ტლიკინა ქალაჩუნებო თქვენ!! "anti rusi " ქართველი თუ არა ხარ და გინდ ანტი-რუსი ყოფილხარ გინდ ციტრუსი! საქართველოში ვინც აუპატიურებდა ქართველ კაცს ისინი რომ უშიშრად დადიან დღეს ეგაა სირცხვილი თორემ ბრძოლა კი არა!! შენ ბრძოლა ცეკვა-თამაში ხომ არ გგონია! საბჭოთა კავშირის გუნდები რომ შიშით ჩემპიონთა ლიგაზე არ თამაშობდნენ და რამდენჯერ მოედანზე არ გასულან სათამშოდ გამზადებულები სუკის აგენტების მითითებით ეგ ჩვენ ჯიშში არაა!
ქართველი
სოჭი ქართველების მიწაა!!! მორჩეს პიარ-კამპანია!!!
თემო
წარმოდგენა არ აქვს სტატიის ავტორს არც ოლიმპიურ ქარტიაზე (რომელიც პირდაპირ კრძალავს მის მიერ სასურველად დასახელებულ ქმედებებს), არც ოლიმპიადის განსხვავებაზე სხვა სპორტული შეჯიბრებებისაგან (ბოიკოტი ჩვეულებრივ მხოლოდ ოლიმპიადებზე ხდება, რადგანაც ეს არის ყველაზე ქმედითი და ეფექტური პროტესტი) და არც ანალოგიებზე. როგორ შეიძლება ლოს ანჯელესის ოლიმპიადის საბჭოთა კავშირის მიერ სრულიად უმიზეზო ბოიკოტის შედარება დღევანდელ მდგომარეობასთან??? ეეჰ, რა გვეშველება!
artagi
სტატიის ავტორს არაფერი ეშველება,მას არ უგრძვნია ჩაგვრის,განადგურების სიმწარე...მაგრამ სტატიის ავტორი იმდენად არ უქმნის საშიშროებას ქვეყანას,როგორც დაშტერებული და ღირსებადაკარგული მთავრობა!...
მახოს
მერე მაგაშიც შე დებილო რუსები არ არიან დამნაშავეები, რომ ძალით გადენეს სხვის ომში ქართველები. შენ რომ გითხრა ახლა თავი გაატოკეო, აზრი არ აქვს მაინც
maxo
ანტ-რუსო სამამულო ომშიგერმანელებმა რამდენიმე მილიონი ამოწყვიტეს მათ შორის 370 000 ქართველი აბა გაიხედე მთელი საქართველო გერმანიაშია,ცოტა თავი გაატოკე.
anti rusi
მხოლოდ უთავმოყვარეო ქვეყანა ითამაშებს მკვლელებთან. წარმოიდგინეთ, რომ კარის მეზობელი შემოგივარდათ, გაგიუპატიურათ და მოგიკლათ ოჯახის წევრები, თქვენ მიხვალ კარის მეზობელთან და ხელს ჩამოარმევთ, იცეკვებთ და ითამაშებთ....... არა? ხო და გაიხედეთ თქვენი ცხვირის იქითაც, საქართველო არის პატარა ოჯახი, რომლის წევრებსაც რუსები კლავენ, ოჯახის წევრის მკვლელებთან კი მეგობრობა და თამაში უთავმოყვარეობაა.
Toko
და კიდევ - ჩვენ რუსეთში/რუსებთან კი არ მივდივართ, ჩვენ მივდივართ ოლიმპიადაზე! გამგები გაიგებს.
Toko
მართალია სტატიის ავტორი! მონაწილეობაც არის და მონაწილეობაც, მთავარია თავი არ დავიმციროთ და ღირსეულად წარვსდგეთ სოჭში. მტერს ფეხზვეშ არ უნდა გავეგოთ და ომის დაწყებაში საკუთარი ხელისუფლების დადანაშაულებას (მითუმეტეს რუსების კომპანიაში) უნდა მოვეშვათ! აუცილებელი იქნება მოსახერხებელ, მაგრამ მნიშვნელოვან მომენტში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის დაფიქსირება!
"აინტრახტი" მორიგ დიდ შემოსავალს ელის - კლუბი უზუნს 80 მილიონზე ნაკლებად არ გაუშვებს
ჰარი კეინმა ბუნდესლიგის ყველა დროის რეკორდი დაამყარა
[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან
"მას შესაძლებლობების დასამტკიცებლად 3 წელი აქვს" - "იუნაიტედის" აქციონერმა ამორიმს ნდობა გამოუცხადა
22 ნოემბერს საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები თბილისში იაპონიას დაუპირისპირდება!
ზივზივაძე: ასი პროცენტით დავიხარჯებით მოედანზე, რათა საქართველოს ნაკრებს წარმატება მოვუტანოთ
ლატვია V საქართველო - ახალგაზრდულმა რიგაში სრული შემადგენლობით ივარჯიშა
მამარდაშვილი: ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ
ოფიციალურად - კონსეისაო "ალ-იტიჰადს" ჩაუდგა სათავეში
"ბორჯღალოსნები" | აშშ-ს შემდეგ კანადაც ბათუმში
დე ლა ფუენტემ ტრავმირებული ჰიუსენის ნაცვლად ლაპორტს უხმო
ჩაკვეტაძის "უოტფორდს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ლევან კობიაშვილი ფიფას ტექნიკური განვითარების კომიტეტს უხელმძღვანელებს
მორიგი სასიხარულო ამბავი ესპანეთის ნაკრებიდან - ჰუისენი საქართველოსთან ვერ ითამაშებს
"სულ ონლაინაა და ყველაფერს იჯერებს“ — როგორ გადააქცია ლებრონმა ერთი რეკლამა მთელი NBA-ის განსახილველ თემად
კონტრაქტი იგივე რჩება, ხელფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება - რაიამ საწადელს მიაღწია
ტერზიჩმა უარი თქვა, კონსეისაო საუდის არაბეთში წავიდა - "მონაკოს" ორი კანდიდატი დარჩა
ფეხბურთის პირველი მილიარდერი — როგორ დაწერა კრიშტიანო რონალდომ ფინანსური ისტორია
"ეს ჩემი ოცნებაა... განსაკუთრებული სწორედ ამ ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაში იქნება, რადგან..." - მექვაბიშვილი ესპანეთთან მატჩამდე Marca-ს ესაუბრა
მთავარი კანდიდატი ჯერარდია - ლეგენდარული ინგლისელი შესაძლოა, "რეინჯერსში" დაბრუნდეს
[PHOTO] პირველი ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც მკერდი გაიდიდა - ფრანგმა გოგონამ მიზეზი ახსნა
სერჟიო კონსეისაო "მილანიდან" წასვლის შემდეგ საუდის არაბეთში დასაქმდა
გულშემატკივრები შოკში არიან - 2026 წლის მუნდიალზე FIFA-ს მიერ ბილეთებზე დაწესებულმა ფასებმა ყველა გააოგნა
ანდრეი კირილენკო მოსკოვის ცსკა-ში ჩაირიცხა
სოჭი 2014: საუკეთესოები - დომრაჩევა და ბიორნდალენი
"დევის თასის" გათამაშებაში "იბერია სტარმა" გაიმარჯვა
სოჭი 2014: ვაშინგტონელ ნიკლას ბექსტრიომს ვერცხლს ართმევენ
TimeLine: ცვლილებების ქარი
იბერია სტარი-ტანგო 0:0 - გამარჯვება არბიტრმა წაგვართვა?
TimeLine: აი, სად ვართ! მსგავსება 1922 წლისა და დღევანდელ ქართულ ფეხბურთის შორის
TimeLine: ხინკლის მაკრატელა
მამუკა გორგოძე: ვიძლევი გარანტიას, რომ არავინ დაიჩაგრება
TimeLine: ...ის მოიგებსო
ნიკოლოზ დერიუგინის 60 წლის საიუბილეო მატჩი
მოგვაშორეთ რუსეთი! ათი ქვეყნის ანტისადოპინგო სააგენტოს მიმართვა სოკ-ს
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
TimeLine: გამარჯობის ნაცვლად #NBAvote Zaza Pachulia
უკიდურესობიდან უკიდურესობაში გადავარდნა ხეირს არ დაგვაყრის
ანდრეი კირილენკოსთვის ერთხელ ღალატი მოსულა
ვახტანგ წერეთელი: უნგრეთში კი არა, საქართველოში დავმარცხდით
გორგოძის ფაქტორი ფრანგულ ვიზიტში
ᓓᓦᕘᓡ ᓡᕣᓞᓔᓠᕒᕝᓒᓝᓜᕐ: ᓚᕐᓢᕕᕘᕔᓚᓘ ᓡᕙᕔᕚᓔᕢᓝᓜᕘᓡᕢᓘ ᕒᕝᓒᓝᓜᕐ ᓒᓐᓨᓘᓨᕕᓚᕓᓐ [PHOTO]
TimeLine: ცეცხლი აენთო...
მამუკა გორგოძე დირექტორთა საბჭოში
კირილენკო: შენგელია მოიყვანეს? ცსკა მაინც იმავე დონის გუნდი იქნება
21 დეკემბერს ჟურნალ "ლელო week"-ის ახალი ნომერი გამოვა
"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?
"იბერია სტარი" უეფას ფუტსალის თასის ჯგუფური ეტაპიდან ვერ გავიდა
სხვებისთვის სამაგალითო: "დვანი და დიცი საქართველოა!"
მამუკა გორგოძე - ქართველი ლეგენდა RugbyPass-ის დიდების დარბაზში
შიო ხეცურიანის ორი წარმატებული პროფესია და მისი გზავნილი მომავალ კალათბურთელებს
ქართველები და ევრობასკეტი: პირველი შეკრება
კირილენკო: შენგელიასა და მილუტინოვის ცსკა-ში გადმოსვლამ არ გამაკვირვა
ევრობასკეტი 2017: თურქეთმა რუსეთი აირჩია და... საით წავა საქართველოს ნაკრები
ამერიკელები სოჭში წარუმატებლობას ბევრ სექსს, ხინკალსა და მწვადს აბრალებენ
თორნიკე შენგელიას გუნდმა სტამბოლში მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო
დღესაც რა ლამაზ ჟღერს - 57 ცსკა-სთან!
სოჭი 2014: ლატვია დოპინგით თამაშობდა
[მოედანს მიღმა] მიზანმიმართული, ერთგული და რისკიანი რონინიო