მღლეტავი (#6, #7) შერკინების მესამე ხაზში იკავებს ადგილს და წამყვანი როლი ეკისრება როგორც დაცვითი, ასევე შეტევითი ფუნქციების შესრულებისას
მღლეტავი (#6, #7) შერკინების მესამე ხაზში იკავებს ადგილს და წამყვანი როლი ეკისრება როგორც დაცვითი, ასევე შეტევითი ფუნქციების შესრულებისას.

ამ პოზიციაზე მოასპარეზე მორაგბე საკმაოდ მკაცრ სპორტულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს: უნდა იყოს ტანმაღალი, სწრაფი, ფიზიკურად ძლიერი, აუტში კარგად ხტებოდეს, მუდამ ლელოზე გახლდეთ დაგეშილი, გააჩნდეს მოედნის შესანიშნავი ხედვა და საჭიროების შემთხვევაში, ფეხით თამაშიც უნდა ეხერხებოდეს.

მოედანზე მღლეტავის უმთავრესი ფუნქცია რაკსა და მოლში მეტოქისათვის ბურთის ართმევაა, რის შემდეგაც ვითარდება კონტრშეტევა და მესამე ხაზის მოთამაშეებს თანაგუნდელთა დახმარება სტადიონის სრულ პერიმეტრზე უწევთ.

დაცვაში გარჯისას ისინი, ტრადიციულად, ყველაზე მეტ ბოჭვას ახორციელებენ და ხშირად კაპიტნის სამკლავურითაც გვევლინებიან. წარმოგიდგენთ საუკეთესო მღლეტავებს მსოფლიო რაგბის ისტორიიდან.

ფრანსუა პინარი (სამხრეთი აფრიკა)

ფრანსუა პინარი 1967 წლის 2 იანვარს სამხრეთ აფრიკის რეგიონ ვერინიგინგში დაიბადა. მისი მშობლები მუშათა კლასის წარმომადგენლები იყვნენ და ოთხ შვილს უდიდეს გაჭირვებაში ზრდიდნენ.

ფრანსუამ საკუთარი ცხოვრების გზის გაკვალვა თვითონ გადაწყვიტა და ადრეული ასაკიდანვე დაიწყო თავდაუზოგავი ვარჯიში.

გაწეული შრომა 23 წლის ასაკში დაუფასდა, როდესაც იგი ტრანსვაალის რეგიონის ნაკრებში მიიწვიეს და მისი სახელოვანი კარიერაც დაიწყო.

1993 წელს "ტრანსვაალის" შემადგენლობაში მოასპარეზე პინარმა საკუთარი რეგიონის ნაკრებს Super 10, Currie Cup და Lions Cup მოაგებინა, რის შემდეგაც იგი ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს და სადებიუტო მატჩშივე კაპიტნის სამკლავური უბოძეს.

1995 წელს, ნელსონ მანდელას პოლიტიკური გამარჯვებების ფონზე, სამხრეთ აფრიკის ნაკრები პირველად დაუშვეს მსოფლიოს თასის გათამაშებაში და მასპინძლობის უფლებაც მისცეს.

"ბოკე" უმნიშვნელოვანესი ტურნირის წინ მეცხრე პოზიციაზე გახლდათ მსოფლიო რეიტინგში და მათ ჩემპიონობის პრეტენდენტად არავინ მიიჩნევდა.

ძირითადად, ავანსები ახალი ზელანდიის ნაკრებსა და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ავსტრალიის ეროვნულ გუნდზე გასცეს.

სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა ავსტრალია, რუმინეთი, კანადა, დასავლეთ სამოა და საფრანგეთი, ფინალურ დაპირისპირებაში კი ჯონა ლომუსა და მის "ოლ ბლექსს" სძლია დამატებით დროში. დაჯილდოების ცერემონიაზე ქვეყნის პრეზიდენტს სწორედ პინარის ნომრიანი კვართი ემოსა.

ფრანსუა სამი წლის განმავლობაში ემსახურა ეროვნულ ნაკრებს, 29 კეპი მოიხვეჭა და სამი ლელოც გაიტანა. 1996 წელს იგი ინგლისურ "სარასენზში" გადავიდა სათამაშოდ, სადაც მალევე დაასრულა კიდეც კარიერა.

მაიკლ ჯოუნზი (ახალი ზელანდია)

მაიკლ ჯოუნზი ლეგენდარული ახალზელანდიელი მღლეტავია, რომელმაც თავისი სათამაშო სტილით წარუშლელი კვალი დატოვა მსოფლიოს რაგბის ისტორიაში. მისი ზედმეტსახელი გახლდათ "ყინულის კაცი", რადგან ჯოუნზი შესაშური გულგრილობით და ცივსისხლიანობით ასრულებდა ხოლმე ურთულეს მისიას სარაგბო მოედანზე და რჩებოდა შთაბეჭდილება, თითქოს ეს ძალიან მარტივი იყო.

20 წლის მაიკლის საკლუბო დებიუტი "ოქლენდის" რიგებში შედგა და მან პირველსავე მატჩში თავი სამი ლელოთი გამოიჩინა.

ამ მოვლენამ საფუძველი დაუდო მის სახელოვან კარიერას. ვინაიდან ჯოუნზის დედა სამოელი გახლდათ, პირველი სანაკრებო მატჩი მან სწორედ "მეომართა" რიგებში გამართა. თუმცა მომდევნო 10 წლის განმავლობაში იგი "ოლ ბლექსის" შეუცვლელ ფიგურად იქცა.

1987 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჯოუნზი პირველი დადებული ლელოს ავტორი გახდა (იგივე გაიმეორა 1991 წელსაც) და საფუძველი დაუდო საკუთარი გუნდის ჩემპიონობას. მან სანაკრებო კარიერის განმავლობაში ჯამში 55 მატჩი ითამაშა და 56 ქულა მოიპოვა.

2000 წელს Rugby world Magazine-მა მაიკლ ჯოუნზი XX საუკუნის სამ საუკეთესო ახალზელანდიელ მორაგბეთა შორის დაასახელა კოლინ მიდსსა და შონ ფიცპატრიკისთან ერთად.

რიჩარდ ჰილი (ინგლისი)

რიჩარდ ჰილის სარაგბო სამყარომ თიკუნად "ჩუმი მკვლელი" უბოძა. სერ კლაიდ ვუდვორდის მიერ გაწვრთნილი ინგლისის ნაკრები, უბრალოდ, წარმოუდგენელი გახლდათ ჰილის გარეშე, რადგან გამოცდილი მღლეტავი აუარებელ შავ სამუშაოს ასრულებდა მოედანზე და მუდამ ლელოზე გახლდათ დაგეშილი.

11-წლიანი (1997-2008) სანაკრებო კარიერის შედეგად რიჩარდს 71 კეპი და 60 ქულა დაუგროვდა. იგი იმ იშვიათ მოთამაშეთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთაც ერგოთ პატივი და "ბრიტანელი ლომების" ერთბაშად სამ ტურში მიიღეს მონაწილეობა.

ჰილმა საკლუბო კარიერა ერთადერთ გუნდს, "სარასენზს" მიუძღვნა. 2008 წელს "ჰაინეკენის თასის" ფინალურ მატჩში "ოსპრიზის" წინააღმდეგ იგი შეხვედრის საუკეთესო მორაგბედ აღიარეს.

იმ დროისთვის ჰილი 35 წლის გახლდათ და დატვირთული სეზონის განმავლობაში მიღებული ტრავმების გამო, ფაქტობრივად, "ცალი ფეხით" უწევდა ასპარეზობა.

მამუკა გორგოძე

საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი მამუკა გორგოძე მსოფლიოს დონის ვარსკვლავი და "ბორჯღალოსანთა" ლიდერია. ის რაგბიში კალათბურთიდან გადავიდა, რომელსაც 17 წლის ასაკამდე თამაშობდა.

გორგოძის პირველი გუნდი თბილისის "ლელო" იყო. მან ძალიან მალე, 2003 წელს, მაშინ, როცა ჯერ კიდევ 18 წლის იყო, ეროვნულ ნაკრებში პირველი მატჩი გამართა ესპანელთა წინააღმდეგ, თუმცა იმავე წელიწადს ავსტრალიაში გამართულ მსოფლიოს თასის გათამაშებაში საასპარეზოდ არ წაიყვანეს.

ეროვნულ ნაკრებში გორგოძემ რეგულარულად თამაში 2004 წლიდან დაიწყო. ერთი წლის შემდეგ კი ფრანგულ "მონპელიეში" ჩაირიცხა და აგერ, უკვე რვა წელიწადია, ამ გუნდის ღირსებას იცავს. 2007 წლის მსოფლიოს თასზე გორგოძე საქართველოს ნაკრებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ის თავდაპირველად მეორე ხაზში ირჯებოდა, თუმცა 2010 წელს "მონპელიეს" ახალმა მწვრთნელმა, ფაბიენ გალტიემ მესამე ხაზში გადაიყვანა.

სწორედ ამ პერიოდიდან იწყება მისი ყველაზე ხმაურიანი წარმატებები. 2011 წელს ის ფრანგულმა სპორტულმა გაზეთმა "ეკიპმა" საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო უცხოელად დაასახელა, იმავე წელიწადს გორგოძე საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს.

ის ძალიან პოპულარულია მთელ მსოფლიოში და მისი ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე, რამდენიმე თიკუნი შეარქვეს: "გულივერა", "გორგოძილა", "კავკასიელი კოლოსი".

2011 წლის მსოფლიოს თასზე გორგოძემ ოთხ შეხვედრაში ითამაშა და ერთი ლელო გაიტანა.

ინგლისისა და რუმინეთის ნაკრებებთან დაპირისპირებაში კი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. მან ეროვნულ გუნდში 51 კეპი მოიხვეჭა და 22 ლელო გაიტანა (110 ქულა).

გია ლაბაძე

გია ლაბაძე ქართველ მესამეხაზელთა ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია. ფეხბურთიდან რაგბიში გადაბარგებულმა ტანხმელმა, 195 სანტიმეტრის სიმაღლის სპორტსმენმა შესანიშნავი კარიერა განვლო.

გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების მიწურულს ის რუსულ კლუბებში ასპარეზობდა, მერე კი საფრანგეთს მიაშურა და დღემდე იქ ცხოვრობს და მოღვაწეობს.

ლაბაძის პირველი გუნდი თბილისის "ლელოა", საფრანგეთში კი ფედერალ 1 დივიზიონში მოასპარეზე "შამბერიში" 1999 წელს ჩაირიცხა. ერთი წლის შემდეგ კი "ტულონში" გადაბარგდა და ამ კლუბს თავისი სპორტული კარიერის ცხრა წელიწადი მიუძღვნა. 20007-09 წლებში ლაბაძე "ტულონის" კაპიტანი იყო. ეროვნულ გუნდს მან ხუთ შეხვედრაში უკაპიტნა.

"ბორჯღალოსნების" შემადგენლობაში 2003 და 2007 წლების მსოფლიოს თასის გათამაშებაში იასპარეზა და შეუდარებელი იყო დერეფანში თამაშისას.

სარაგბო კარიერა ლაბაძემ 2011 წელს დაასრულა, მას შემდეგ, რაც ახალ ზელანდიაში გამართული მსოფლიოს თასის გათამაშებაში ნაკრების შემადგენლობაში ვერ მოხვდა. ის ამჟამად "ტულონის" ახალგაზრდული გუნდის ერთ-ერთი მწვრთნელია.

გიორგი ბარბაქაძე და ბესიკ ჯანგავაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საუკეთესო მხტომელები მსოფლიოს რაგბის ისტორიაში

საუკეთესო ბურჯები მსოფლიო რაგბის ისტორიაში

საუკეთესო კვაჭები მსოფლიო რაგბის ისტორიაში

oto
ლაბაგზე საქარტველოს საუკეტესო მორაგბეტ მიმაცჰნია
qartveli!
ბოდიში და რიჩი მაქქოუ ლეგენდარული მღლეტელი არ არის? )) ადმინ,მემგონი ეკუთვნის,შენს მიერ შედგენილ სიაში ამ ადამიანს ადგილი )))))
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
"შავი ლომი" | 30-ივე მორაგბით სეზონის პირველ მატჩში
ილია ზედგინიძე ქართულ რაგბში დაბრუნდა
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
"ოქროს ბურთი" როდრის და დემბელეს - მაშ ვინისიუსს რაღა? - რეალი აღშფოთებულია
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
ჯიკიჩი ევრობასკეტის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისთვის იბრძვის - როგორ შეგიძლიათ მისცეთ ხმა საქართველოს ნაკრების დამრიგებელს
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
საქართველო - ფინეთი. ორივე ნაკრების გულშემატკივართა დესანტი რიგისაკენ მიემართება
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
მამუკა გორგოძე: ვიძლევი გარანტიას, რომ არავინ დაიჩაგრება
მერაბ შარიქაძე: ჩვენს გარდა, მოგების არავის სჯეროდა
მინდა მხოლოდ წინ ვიარო - "მიდი ოლიმპიკის" სტატია ლევან ჩილაჩავაზე
"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?
გორგოძის ფაქტორი ფრანგულ ვიზიტში
ქართველ მორაგბეს, გია ლაბაძეს ტულონში ვარსკვლავი გაუხსნეს
მამუკა გორგოძე - ქართველი ლეგენდა RugbyPass-ის დიდების დარბაზში
[ისტორია] საქართველოსა და რუსეთის 9 დასამახსოვრებელი სპორტული ომი [VIDEO]
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
მამუკა გორგოძე დირექტორთა საბჭოში
დავით ბოლღაშვილი: ყველა ქართველი მორაგბის ოცნება ნაკრების სამსახურია