პირველი ტურის ცენტრალური შეხვედრა "ოლიმპსა" და "ბათუმს" შორის გაიმართა
პირველი ტურის ცენტრალური შეხვედრა "ოლიმპსა" და "ბათუმს" შორის გაიმართა.

მატჩი ეპიზოდურად იძაბებოდა, თუმცა მთლიანობაში ზღვისპირელთა უპირატესობით და მათი გამარჯვებით - 105:86 დასრულდა.

დავით თორთლაძის გაწვრთნილი"ოლიმპი" მნიშვნელოვნად დასუსტდა. გუნდს დიკვალიფიკაციის გამო 10 მატჩით რიჩარდ მათიაშვილი გამოაკლდა, ხოლო რამდენიმე დღის წინ სპორტის სამინისტროს გუნდი ლაშა ფარღალავამ დატოვა.

ეროვნული ნაკრების ყოფილმა წევრმა კარიერის გაგრძელება საზღვარგარეთ გადაწყვიტა და ირანში გაემგავრა.

ბათუმელები კი პირიქით - მიხეილ კობეშავიძის გუნდმა 3 ამერიკელი ლეგიონერი დაიმატა, რომელთა დახმარებითაც ზღვისპირელებს არ გასჭირვებიათ გამარჯვების მოპოვება.

ჯუნიორ კადუგანმა, ჯერემი სეფოლდმა და ჯეიმ ჯექსონმა შესაბამისად 27, 26 და 30 ქულა მიითვალეს, რითაც ბათუმური გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს.

პირველი ტაიმის შემდეგ მატჩს ინტრიგა შერჩნილი ჰქონდა - ბათუმელები 39:37იგებდნენ, თუმცა მესამე მეოთხედში ოლიმპს დაცვაში თამაში აერია და ზღვისპირელები წინ გაიჭრნენ. მესამე პერიოდი სტუმრებმა 31:15 მოიგეს და მატჩის ბედი გადაწყვიტეს.

ბათუმელ მექულეებზე ზემოთ მოგახსენეთ, ოლიმპელთაგან კი 10-ქულიანი ზღვარი ორმა მოთამაშემ დაძლია - ნოდრ გოგოძემ 18 ქულა მოაგროვა, ირაკლი მიქელაძემ კი - 17.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

დავით თორთლაძე (მთავარი მწვრთნელი, ოლიმპი): "მივულოცავ "ბათუმს" დღევანდელ მატჩში წარმატებას, მინდა აღვნიშნო, ყველასთვის სასიხარულოა რომ ამდენი წლის შემდეგ "ბათუმი" ძალიან ძლიერი გუნდით გამოდის ჩემპიონატზე. რაც შეეხება თამაშს, მადლობას ვეტყვი ჩემს ბიჭებს, ბოლომდე დაიხარჯნენ. თუმცა მოწინააღმდეგე ჩვენზე ძლიერი იყო და ღირსეულად გაიმარჯვეს".

მიხეილ კობეშავიძე (მთავარი მწვრთნელი, ბათუმი): "ახალი შეკრებილები ვართ და პირველი თამაში იყო, ამიტომ შედეგით კმაყოფილი ვარ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ იოლი გამარჯვებები გველის წინ. "ოლიმპს" მათიაშვილი და ფარღალავა აკლდათ, რაც აისახა კიდეც შედეგზე. დაცვაში თამაშით უკმაყოფილო ვარ, ბევრი შეცდომა დავუშვით. მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც გვერდში დაგვიდგა, რათა წელს ასეთი შემადგენლობით გამოვსულიყავით".

ტარიელ თავართქილაძე (ბათუმი): "მივულოცავ "ბათუმს" გამარჯვებას. რიჩარდ მათიაშვილის არყოფნა დაეტყო გუნდს და სამწუხაროდ, დავმარცხდით".

ჯერემი სეფოლდი (ბათუმი): "ახალგაზრდა გუნდი ვართ, პირველი თამაში იყო და შედარებით შებოჭილად ვთამაშობდით, თუმცა გამარჯვება მოვახერხეთ და კმაყოფილები ვართ".

ოლიმპი - ბათუმი-რსუ 86:105

ოლიმპი 14 23 15 34

ბათუმი-რსუ 22 17 31 35

მსაჯები: მაკა კუპატაძე, ზაზა მაჩალაძე, დავით ბერეკაშვილი

კომისარი: მერაბ რატიშვილი

სუპერლიგის მეორე ტური 26 ოქტომბერს სპორტის სასახლეში გაიმართება.

ასევე იხილეთ ტურის სხვა მატჩები:

სუპერლიგა. I ტური: "მაქაბი" "შსს აკადემიას" გაუძალიანდა

სუპერლიგა. I ტური: "ქუთაისმა" "სოხუმი" არ დაინდო

სუპერლიგა. I ტური: "არმიამ" გამარჯვებით დაიწყო

წყარო: superleague.ge

კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"ქუთაისმა" "ოლიმპი" ისევ ბოლო წამებზე დაამარცხა
"ქუთაისმა" ფინალური სერია გამარჯვებით გახსნა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
სუპერლიგა. "იუვენტუსმა" ნეიტარლური პოზიცია დაიკავა
სუპერლიგის XV ტური დასრულდა | "ბათუმმა" "თელავი" დაამარცხა
ოლიმპმა ქუთაისი დაამარცხა და სუპერლიგის ლიდერს გაუთანაბრდა
თსუ-მ სუპერთასი დაიცვა - უნივერსიტეტელებმა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხეს
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
ევროსასამართლომ განაჩენი გამოიტანა - როდის მიიღებს პერესი სუპერლიგის შექმნაზე თანხმობას?
სუპერლიგა. კატასტროფის წინაშე - "ნაპოლი" შეიძლება მწარედ დასაჯონ
სპალეტი: ბოდიშს ვიხდი, მაგრამ სიტუაცია საგანგაშოა
"ქუთაისი 2010" საქართველოს ჩემპიონი მეორედ გახდა
"ნაპოლის" სუპერლიგაში ასპარეზობა სურს, ევროპული ფეხბურთი გახლეჩის პირასაა - დამარცხებული სასიკვდილო დარტყმას მიიღებს
"ბათუმის" გამარჯვება ქომაგების ოვაციების ფონზე და აჭარლები ჩემპიონობას მიუახლოვდნენ
"ბათუმმა" ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა და მოედნის უპირატესობა მოიპოვა
"კავკასიამ" და "რუსთავმა" იმარჯვეს და სუპერლიგის ლიდერ "ოლიმპს" გაუთანაბრდნენ
"ქუთაისმა" "ოლიმპს" კვლავ მოუგო და სუპერლიგის ჩემპიონობას მიუახლოვდა