მიზეზთა ძებნაში: ზოგი გადატვირთულ კალენდარზე წუწუნებს, ზოგი - მსაჯობაზე, ზოგი - მოედნის საფარზე
ევროპის თითქმის ყველა საფეხბურთო ჩემპიონატში ჩვეულებრივი ამბავია, როცა გუნდი კვირაში სამ ოფიციალურ მატჩს ატარებს, თუმცა ჩვენთან ასეთ გრაფიკს, ეტყობა, ვერაფრით ეგუებიან. რამდენიმე მწვრთნელმა თავისი გუნდისათვის არასახარბიელო შედეგი სწორედაც რომ გადატვირთულ კალენდარს დააბრალა!

ზოგმა კალენდარზე დაიწუწუნა, ზოგს მსაჯობა არ მოეწონა, ზოგს - მოედნის საფარი და ასე შემდეგ...

...ასეა თუ ისე, პირველი წრის ბოლო ტური მაინც მეტ-ნაკლებად საინტერესოდ ჩატარდა და ცხრილშიც ორი, არცთუ უმნიშვნელო გადაადგილება მოხდა: უშუალო კონკურენტთან სტუმრად გამარჯვების შემდეგ მეორე ადგილზე "ჩიხურამ" გადაინაცვლა, ხოლო მონატრებული და სრულიად დამსახურებული მოგების მერე "სპარტაკმა" ბოლო ადგილი "ზუგდიდს" გადაულოცა.

სხვა მხრივ, განსაკუთრებული გადაადგილება ცხრილში არ მომხდარა და პირველმა ექვსეულმაც სახე სრულად შეინარჩუნა.

თუმცა, ვვარაუდობთ, რომ ზამთრის პაუზამდე სწორედ ზედა ექვსეულში უნდა მოხდეს ერთ-ერთი გუნდის დაწინაურება, დღესდღეობით მისთვის შეუფერებელ ადგილზე რომ იმყოფება...

შედეგიანობის კლება

ჩემპიონატის დასაწყისიდან მოყოლებული, არაერთხელ აღგვინიშნავს შედეგიანობის ზრდის ტენდენცია, რომელმაც პიკს VIII ტურში მიაღწია.

შეგახსენებთ, რომ 6 ოქტომბერს გამართულ ექვს შეხვედრაში 23 გოლი გავიდა (ჯერჯერობით საუკეთესო შედეგი ამ სეზონში), თუმცა, სწორედ VIII ტურიდან დაიწყო შედეგიანობის კლებაც და კიდევ კარგი, ორშაბათის შეხვედრაში ("ტორპედო"-"ჩიხურა") 3 გოლი გავიდა, თორემ ამ ჩემპიონატის ანტირეკორდი (8 გოლი - III ტურში) გამეორდებოდა.

ისე, ალბათ, ყველა დაგვეთანხმება, რომ ექვს მატჩში გატანილი 11 გოლიც დიდი ვერაფერი შედეგია. აქვე, რახან ციფრებს ვახსენებთ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ პირველად სწორედ ამ ტურში დაფიქსირდა ერთდროულად ორი 0:0. თუმცა ამათგან ერთი უგოლოდ დასრულებული შეხვედრა ისეთი გამოდგა, ტურის ცენტრალურ მატჩს რომ ეკადრებოდა!

ბუნებრივს არაფერი სჯობს!

ბოლო წლების თავის ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქესთან, "მეტალურგთან" მატჩს თბილისის "დინამო" მართლაც შთამბეჭდავი სერიით შეხვდა: სათასო პაექრობების ჩათვლით, დუშან უჰრინის გუნდს ზედიზედ 9 მოგება ჰქონდა მოპოვებული.

თუმცა, ადრე თუ გვიან, ყველა სერია სრულდება ხოლმე და ასე მოხდა რუსთავშიც, სადაც ამ სეზონში პირველად მივიდა "ფოლადის" სტადიონზე 1000-ზე მეტი გულშემატკივარი. ჰოდა, ვინც მივიდა, არც ინანებდა (მით უფრო, "მეტალურგის" ქომაგები, რამეთუ "დინამოსაც" გულშემატკივართა სოლიდური რაოდენობა ჰყავდა): მასპინძლებმა მთელი მატჩი უდიდესი მოტივაციით ჩაატარეს. პირველ ტაიმში საერთოდაც დაჯაბნეს ჩემპიონი და რომ არა "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი ლორიას ჩინებული თამაში, "მეტალურგის" უპირატესობა აუცილებლად აისახებოდა გოლ(ებ)ში!

"დინამომ" მეორე ტაიმში შედარებით გამოასწორა თამაში, ერთი-ორი მწვავე იერიშიც მიიტანა მეტოქის კართან, ბოლო წუთზე სულაც რიცხობრივი უპირატესობაც მოიპოვა, მაგრამ "მეტალურგი" წაგებას ნამდვილად არ იმსახურებდა. ეგ კი არა, ალბათ, უფრო პირიქით იყო და ამიტომაც დასაფასებელია დინამოელთა ჩეხი მწვრთნელის მატჩისშემდგომი კომენტარიც: დღეს ჩვენ ქულა მოვიპოვეთო!

თუმცა უჰრინმა "ფოლადის" ხელოვნურსაფარიანი მოედანიც დაიწუნა: არ მიყვარს აქ თამაში, წინა სეზონში თასზე რომ ვითამაშეთ, იმ მატჩში ხომ დავმარცხდითო...

გაწითლებული ტური

ვერ გეტყვით, მხოლოდ გადატვირთული კალენდრის თუ ჩვენთვის "უცნობ" სხვა მიზეზთა გამო იყო მართლაც სარეკორდო რაოდენობის გაძევებები! თავად განსაჯეთ: ტურის ექვსი მატჩიდან მხოლოდ ერთ შეხვედრაში არ გამოუყენებია არბიტრს წითელი ბარათი: "დილა"-"მერანის" დაპირისპირებამ უაღრესად კორექტულად ჩაიარა.

არადა, ამ მატჩის არბიტრს, ოთარ ხეცაძეს ზედმეტ ლიბერალობას ვერავინ დასწამებს (ბოლოს და ბოლოს, სწორედ ხეცაძე გახლდათ წინა სეზონის სტარტზე "დინამო"-"ტორპედოს" მატჩის არბიტრი, როცა მოედნიდან 4 ფეხბურთელი გააძევა და 11 გააფრთხილა), მაგრამ, ეტყობა, ამჟამად ამის მოტივი არ ჰქონია და ორადორი გაფრთხილებით შემოიფარგლა.

დანარჩენი ხუთი გაძევებიდან კი ერთი... მატჩის დამთავრების შემდეგ (ტორპედოელ გიორგი კუხიანიძეს რომ უჩვენეს წითელი ბარათი) მოხდა, სამ შემთხვევაში კი ფეხბურთელებმა (გიორგი გავაშელიშვილი, გიორგი პაჭკორია, თედორე გრიგალაშვილი) ორ-ორი ყვითელი ბარათი მიიღეს.

სხვათა შორის, "მეტალურგის" 24 წლის ცენტრალური მცველი გიორგი გავაშელიშვილი ამ სეზონში უკვე მეორედ გააძევეს მოედნიდან...

გამოცდილების ფასი

"მეტალურგთან" მატჩში ჩინებულად ითამაშა გიორგი ლორიამ, რუსთაველთა გუნდის სამმა გამოცდილმა ფეხბურთელმაც (მიხეილ მახვილაძე, სერგი ორბელაძე, რევაზ გეწაძე) მშვენიერი შეხვედრა ჩაატარა. "ტორპედოს" წინააღმდეგ ძალიან ეფექტური იყო "ჩიხურას" პირველი გოლიც: გიორგი რეხვიაშვილის ჩინებულ გარღვევას და არანაკლებ მშვენიერ პასს მოხდენილი და ზუსტი დარტყმა რომ მოაყოლა გიორგი გაბედავამ.

მოკლედ, გასულ ტურში მაინც იყო ცალკეული გამონათებები და ერთ-ერთი ამათთაგან, უპირველესად, ირაკლი მოდებაძე გახლდათ: "დილას" 29 წლის ცენტრფორვარდმა დუბლი შეასრულა და 9 გოლით ბომბარდირთა დავაშიც დაწინაურდა.

სხვათა შორის, მოდებაძემ ამ სეზონში უკვე მესამე დუბლი გაახერხა და ამ მაჩვენებლითაც უკონკურენციოა. თანაც, მოდებაძემ უკვე გააუმჯობესა წინა სეზონის მაჩვენებელი (2 დუბლი) და, ალბათ, სულ მალე სხვა პირად რეკორდებსაც შეუტევს: წინა სეზონში 11 გოლი გაიტანა, იმის წინ კი - 16 (ოღონდ რუსთავის "მეტალურგის" შემადგენლობაში).

თუმცა მოდებაძეს სერიოზული კონკურენტები ჰყავს ბომბარდირთა დავაში და ეს, რაღა თქმა უნდა, დიმიტრი ტატანაშვილზე ითქმის: "ჩიხურას" 30 წლის თავდამსხმელმა მოხდენილი თავური დარტყმით თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუტანა!

კაჭარავას დაბრუნება

ეფექტიანი და წარმატებული გამოდგა საქართველოს ჩემპიონატში კახა კაჭარავას დაბრუნება: ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, "სპარტაკმა" თვენახევრიანი პაუზის შემდეგ პირველად გაიმარჯვა, ბოლო ადგილიც დატოვა და ამ გუნდის სატურნირო მდგომარეობასაც დღესდღეობით უიმედოს ვერავინ უწოდებს.

არადა, "სპარტაკი" ისედაც ვერ დაიკვეხნის გრძელი სათადარიგოთა სკამით და, ამის გათვალისწინებით, ადვილი წარმოსადგენია, თუ როგორი პრობლემ(ებ)ის წინაშე იქნებოდა გუნდის ახალი თავკაცი: დისკვალიფიკაციის გამო "ვიტ ჯორჯიას" წინააღმდეგ ხომ ძირითადი შემადგენლობის სამი წამყვანი ფეხბურთელი (ნიკა კვეკვესკირი, ვარლამ კილასონია, ზვიად მეტრეველი) ვერ იასპარეზებდა, თუმცა კაჭარავამ არსებული რესურსით მაინც შესძლო უმნიშვნელოვანესი სამი ქულის აღება.

ცალკე უნდა აღინიშნოს გიორგი თექთურმანიძის უაღრესად სასარგებლო თამაში: 23 წლის ნახევარმცველი რამდენიმეწლიანი (!) პაუზის შემდეგ თავის საყვარელ პოზიციაზე ("გამთამაშებელი") გაამწესეს და ეს ტაქტიკური გადაადგილება ერთ-ერთი გადამწყვეტიც აღმოჩნდა ამ შეხვედრაში.

სხვადასხვა ფაქტი

"ვიტ ჯორჯიას" კარში სამივე გოლი ახალგაზრდებმა გაიტანეს და სამივემ ამ სეზონში პირველად იხეირა, თანაც, 21 წლის ლაშა ჩაფიძისგან განსხვავებით, 21 წლის თორნიკე თუხარელმა და 20 წლის კონსტანტინე ხიზანეიშვილმა უმაღლეს ლიგაში სადებიუტო გოლები გაიტანეს.

ისე, ამ მატჩში ერთიმეორეზე ეფექტური გოლები გავიდა და ნიკა მაისურაძის ზუსტი დარტყმაც ამ კატეგორიას უნდა მივაკუთვნოთ.

დღესდღეობით "ვიტ ჯორჯიას" წევრმა, 24 წლის ნიკა მაისურაძემ უმაღლეს ლიგაში თითქმის ორწლიანი პაუზის მერე გაიტანა გოლი და ეს მაინცდამაინც თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მოხდა.

სადებიუტო გოლები ვახსენეთ და, ალბათ, ის ფეხბურთელებიც უნდა გამოვყოთ, უმაღლეს ლიგაში სადებიუტო მატჩები რომ ჩაატარეს: გორის "დილას" 18 წლის მცველი გურამ გაფრინდაშვილი და 19 წლის რევაზ ჩიტიშვილი "ვიტ ჯორჯიადან".

ცალკე უნდა აღვნიშნოთ საქართველოს ჩემპიონატში კიდევ ერთი ლეგიონერის დებიუტი: "გურიას" შემადგენლობაში პირველად გამოჩნდა 32 წლის უკრაინელი მცველი ვიტალი შუმეიკო.

თუმცა, როგორც "ლელო" წერდა, "გურიაში" კვლავაც უნდა ველოდოთ ლეგიონერების გამოჩენას. ისე, ლანჩხუთელთა გუნდი კვლავაც აგრძელებს მართლაც საოცარ სერიას: "გურიამ" ზედიზედ მეხუთე საშინაო მატჩი მოიგო... ნეიტრალურ მოედანზე!

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XI ტური

ტორპედო-ჩიხურა 1:2 - მასპინძელს მდგმურმა აჯობა [VIDEO]

მეტალურგი-დინამო 0:0 - ფრე, რომელიც მოგებას ჰგავს [VIDEO]

დილა-მერანი 3:0 - მიდი, მოდე, გაგვახარე! [VIDEO]

გურია-ზუგდიდი 1:0 - ნუ გააკეთებენ ლანჩხუთში სტადიონს... [VIDEO]

ზესტაფონი-სიონი 0:0 - ბრძოლა და მშვიდობა [VIDEO]

სპარტაკი-ვიტ ჯორჯია 3:1 - რა შესძლებია...

ბომბარდირები

ი. მოდებაძე (დილა) 9

დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 8

დ. გოგა (დინამო, თბ) 6

II წრე. XII ტური

9 ნოემბერი, შაბათი

გურია-ვიტ ჯორჯია

დილა-სიონი

მეტალურგი-ტორპედო

სპარტაკი-მერანი

10 ნოემბერი, კვირა

ჩიხურა-ზუგდიდი

ზესტაფონი-დინამო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

nukri
soso geniosia
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა
თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
ირაკლი სიხარულიძე: "სლოვაცკოში" გადასვლა ვლადიმირ ვაისმა მირჩია
ტატანაშვილი, თარგამაძე და იაშვილი "საბურთალოს" დაემშვიდობნენ
ირაკლი მოდებაძემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა
"დილა" "შირაქთან" მატჩის ბილეთებიდან შემოსული თანხის ნაწილს გიორგი თექთურმანიძეს გადაურიცხავს
დავეხმაროთ ჩიორას! "დილას" ფეხბურთელის დასახმარებლად ბანკში ანგარიში გაიხსნა
გორის "დილას" ამბები: მოდებაძე კლუბში დაასაქმეს, შტაბი შაშიაშვილით გაძლიერდა
გიორგი დარასელია: არაფერია იმაზე იოლი, ადგე და წახვიდე...
ლორია კარიერას კვიპროსულ გუნდში გააგრძელებს
კახა კაჭარავა: ყველას გვინდა, რომ შვეიცარიასა და ხორვატიას მოვუგოთ, მაგრამ...
კახა კაჭარავამ და მისმა თანაშემწეებმა "სამტრედია" დატოვეს
ავტოავარიაში მოყოლილი გიორგი თექთურმანიძის მდგომარეობა გაუმჯობესდა
დიმიტრი ტატანაშვილი კარიერას "თელავის" რიგებში გააგრძელებს
ქართველ ფეხბურთელებს რაც აკლიათ, ეს არის პროფესიონალიზმი - კახა კაჭარავას ინტერვიუ
უჩა სოსიაშვილი: უკვე ვიცით, როგორი მონახაზით უნდა ვითამაშოთ "შირაქთან"
"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი
ეროვნული ლიგა. XIX ტური: "ჩიხურამ" შინ "დილას" მოუგო
გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ძალიან გახდა - ანი ღონღაძე გიორგი თექთურმანიძის მდგომარეობის შესახებ ჰყვება
დიმიტრი ტატანაშვილი "საბურთალოს" ფეხბურთელი გახდა
Geo Team: გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს
კახა კაჭარავა: ჩემპიონატის განახლებას ვემხრობი, რადგან ევროტურნირებს ქართული გუნდები კარგ ფორმაში უნდა შეხვდნენ
რას გვიმზადებენ ქართული კლუბები ევროტურნირებზე? - პოზიტიური დინამიკის გაგრძელება თუ მორიგი წარუმატებლობა?!
"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა
თემურ შალამბერიძე: ყველას არ შეუძლია, ფული გადაიხადოს და ფეხბურთზე იაროს
[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...
ირაკლი მოდებაძე: ბატე-ში ჩემი ახლობელი მუშაობს და საინტერესო ამბავი მომიყვა
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
დილა-ბანანცი 3:1 - ოთხი გოლი, ოთხივე პირველ ტაიმში... [VIDEO]
დიმიტრი ტატანაშვილი "სიონისთვის" გაიტანს
გიორგი თექთურმანიძე: ის საშინელი მომენტი და კიდევ დიდი პერიოდი საერთოდ არ მახსოვს