32 წლის მცველის აზრით, საქართველოს ნაკრებს დიდი პოტენციალი აქვს, უბრალოდ, პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებაა საჭირო
ისეთი გამოცდილი ფეხბურთელი, ვისაც საერთაშორისო დონეზეც უთამაშია, საქართველოს ჩემპიონატში ძალიან ცოტაა. სწორედ ასეთ უმცირესობაშია "დილას" 32 წლის მცველი ოთარ ხიზანეიშვილი, ვინც წლევანდელ ევროთამაშებზე გუნდში მართლაც გამორჩეული გახლდათ...

ოთარ ხიზანეიშვილს ბოლო დროს ტრავმა აწუხებდა და ეროვნულ ჩემპიონატში რამდენიმე მატჩი გამოტოვა, ახლა კი უკვე მწყობრშია.

"ხელოვნურ საფარზე ვარჯიშებს ჩემი მუხლი ვერ უძლებს. მუხლის უკან სითხე ჩამიდგა, რაც მის მუშაობას ხელს უშლიდა. სითხე ორჯერ ამომიღეს შპრიცით, მაგრამ კვლავ ხელოვნურზე ვარჯიშმა მაინც თავისი ქნა და უთამაშებლობაც ამის ბრალი იყო. ახლა თავს კარგად ვგრძნობ", - გვითხრა ხიზანეიშვილმა.

მისი ტრავმა იმ პერიოდს დაემთხვა, როცა "დილას" ვერ წაუვიდა კარგად საქმე ეროვნულ ჩემპიონატში და ოთარს ამის მიზეზიც ვკითხეთ.

"თამაშები მოვიგეთ და სიტუაციაც დალაგდა. ფეხბურთში ასეა - როცა წარმატებებია, ატმოსფეროც კარგია.

ევროპალიგაზე ორი ეტაპის გადალახვის შემდეგ დიდ მოლოდინში ვიყავით, მაგრამ "რაპიდის" დამარცხება ვერ მოვახერხეთ და ფსიქოლოგიურად ამან ჩვენზე ცუდად იმოქმედა.

მერე გუნდიდან წავიდნენ ფეხბურთელები, ზოგმა ტრავმა მიიღო და ამის გამო გამოგვაკლდა... ყველაფერი ერთმანეთს გადაება და ამან გამოიწვია პატარა ჩავარდნა", - განმარტავს ხიზანეიშვილი.

...ის 17 წლის იყო, პირველად რომ ითამაშა ეროვნულ ნაკრებში. ასეთი რამ კი იშვიათად ხდება. ხიზანეიშვილმა წლევანდელ ევროსარბიელზე დაგვანახვა, რომ ისევ შეუძლია საერთაშორისო დონეზე კარგად თამაში და ძალაუნებურად, იმაზეც დაგვაფიქრა - იქნებ ნაკრებისთვისაც მოეტანა სარგებლობა:

"ვარ თუ არა ისევ ნაკრებში თამაშის ღირსი, ეს მწვრთნელებმა და გულშემატკივრებმა უნდა თქვან. ჩემი მხრიდან კი ამაზე ლაპარაკი, ცოტა არ იყოს, უხერხულია.

ევროთამაშებისას შესაძლებლობების 90 პროცენტი ვაჩვენე. სხვა რა გითხრათ...

თუ ნაკრებში დამიძახებენ, დიდი სიამოვნებით ვითამაშებ. ეროვნულ გუნდში პირველად იოჰან ბოსკამპმა მათამაშა. წინა დღეს რომ გავიგე, ძირითადში მაყენებდა, ნერვიულობისგან მთელი ღამე არ მეძინა".

ხიზანეიშვილს ნაკრებში 20 მატჩი აქვს ჩატარებული და ვფიქრობთ, საინტერესოა, რა აზრისაა საქართველოს დღევანდელ ნაკრებსა და ეროვნულ ჩემპიონატზეც:

"ვერ ვიტყვი, რომ საქართველოს არ ჰყავს ფეხბურთელები. მიმაჩნია, რომ საქართველოს ნაკრებს დიდი პოტენციალი აქვს, უბრალოდ, რაც არის, იმის მაქსიმალურად გამოყენებაა საჭირო, მათ შორის - ფსიქოლოგიურად სწორი მიდგომაც.

თბილისში ესპანეთთან თამაში მომეწონა, ასეთი მაღალი დონის მოწინააღმდეგეს თითქმის არაფერი დავუთმეთ.

ჩემპიონატს რაც შეეხება, საქართველოში 12 წლის მერე დავბრუნდი. მაშინ თბილისის "დინამოში" ვთამაშობდი და იოლად ვამარცხებდით მეტოქეებს. ახლა ამ მხრივ მეტი დაძაბულობაა, თუმცა დონე დავარდნილია.

"ჩემპიონატი გვაქვს, ის ტარდება" - მარტო ამის თქმა და საქმისადმი ასეთი მიდგომა კარგს არაფერს მოგვიტანს. ქართულ ფეხბურთში ფული უნდა ჩაიდოს".

ხიზანეიშვილს ცალკე ვკითხეთ ვენის "რაპიდთან" დაპირისპირებაზე და ასეთ მნიშვნელოვან მატჩებში გამოცდილების ფაქტორზე:

"გამოჩნდა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ასეთ დონეზე თამაშისას თითოეულ ნიუანსს. ის, რაც შეიძლება გეპატიოს ეროვნულ ჩემპიონატში, არ გვაპატია "რაპიდმა".

თბილისში, პირველი ტაიმის დასრულებამდე 30 წამი რომ რჩებოდა, შეცდომა დავუშვით და ავსტრიელებმა გოლი გაგვიტანეს. თითქოს გასახდელში გაგვატანესო ეს გოლი და მერე უკვე ძალიან ძნელი იყო თამაშის შემობრუნება. ჯგუფში გასასვლელად სამი ბურთის გატანა გვჭირდებოდა".

გორის "დილას" დაცვის ცენტრში ხიზანეიშვილის მეწყვილე, 21 წლის მამუკა კობახიძეა და ოთარს მასზეც ვკითხეთ:

"კობახიძე ძალიან მომეწონა ევრომატჩებისას. მას დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლია და ამისთვის დრო, დახვეწა სჭირდება".

ხიზანეიშვილს, ისევე, როგორც "დილას" ყველა ფეხბურთელს, კლუბთან კონტრაქტი წლის ბოლო ეწურება. რა იქნება ამის შემდეგ?

"დიდი ალბათობით, "დილას" ისეთ ბიუჯეტს დაუმტკიცებენ, რომ გუნდი კვლავ მოწინავეთა შორის იყოს. ასეთი ხმები მოდის და ვნახოთ, რა იქნება"...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ramo
მე რომ ფული მქონდეს, მოვითხოვდი რომ ჯერ მონდომება, სისწრაფე, თავდადება და პროფესიონალობის ნიშნები მენახა საქართველოს ჩემპიონატში. აი ამის შემდეგ დავიწყებდი ფულის გადახდას. ეს ის ბიზნესი არ არის ფული ჩადო და დაგიბრუნდეს. დაბრუნების ალბათობა ძალიან დაბალია, ამიტომ ჯერ მომდომება მერე ფული. კობახიძე კარგი მცველია ოღონდ ის ბურთი ბოლო წამზე მისი უაზრო მოგერიების თუ პასის ბრალი იყო.
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
უკვე ოფიციალურად: მამუკა კობახიძე ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
სენეგალელი და 3 ქართველი - "ტორპედო" ფეხბურთელების დამატებაზე მუშაობს
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
"მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა წარმოუდგენელია სახელმწიფოს და სფფ-ს გარეშე"
ვეტერანები აკაკი დევაძის დასახმარებლად 120 ათასი ლარის შეგროვებას ვარაუდობენ
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
მამუკა კობახიძე "ტორპედოს" დაემშვიდობა - ის კარიერას ბათუმის "დინამოში" გააგრძელებს
ოთარ ხიზანეიშვილი: სუფთა ვარ და ყველაფერს კანონიერად, ფუტსალისთვის ვაკეთებ
ბათუმის "დინამო": ერთი ტრანსფერი შედგა, კიდევ ერთი ბრაზილიელის დამატებაც იგეგმება
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
მხარდაჭერა დევას! საქველმოქმედო კონცერტი და შემოსავალი ქართული კლასიკოდან
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
ოთარ ხიზანეიშვილი სფა-ს პრეზიდენტად რეგისტრაციაში გაატარეს
სფფ-მ საუკეთესოები დააჯილდოვა - წლის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი ჩაკვეტაძე დაასახელეს
"ტორპედო" უმძიმეს ვითარებაშია - ევროპა ლიგამდე 2 კვირით ადრე გუნდი 7-მა ფეხბურთელმა დატოვა
ფუტსალში ახალი გამგეობაა - ოთარ ხიზანეიშვილმა ვეტერანები აქციაში ჩართო
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...