მილანის "ინტერს" ახალი პრეზიდენტი ჰყავს
15 ნოემბერს "ინტერის" დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც მასიმო მორატი და ერიკ ტოჰირი დაესწრნენ, ანუ კლუბის ყოფილი და ახალი პრეზიდენტები.

საბჭოზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრეზიდენტის პოსტზე მორატის დარჩენა-არდარჩენის საკითხი გახლდათ... სენიორ მასიმომ წასვლა გადაწყვიტა და თავისი ადგილი კლუბის ახალ მფლობელს, ერიკ ტოჰირს დაუთმო. შეგახსენებთ, რომ ინდონეზიელმა ბიზნმესმენმა კლუბის აქციათა 70% იყიდა და მორატის 250 მილიონი ევრო გადაუხადა.

მასიმო მორატი "ინტერის" საპატიო პრეზიდენტი იქნება და ახალი მმართველებისთვის არც რჩევა-დარიგებებს დაიშურებს. "ინტერში" მორატის ეპოქის დასასრულს ბევრი ჟურნალისტი, ექსპერტი თუ საფეხბურთო მოღვაწე გამოეხმაურა. ქვემოთ მოკლე კომენტარებს გავეცნოთ:

კლაუდიო ლოტიტო ("ლაციოს" პრეზიდენტი): "გული დამწყდა, როდესაც მასიმო მორატიმ ერიკ ტოჰირთან საბოლოო შეთანხმებას მიაღწია და კლუბი გაასხვისა. იმედი მაქვს, ახალი მფლობელიც ისევე გულით მიუდგება საქმეს, როგორც ამას მასიმო აკეთებდა. მორატიმ შექმნა ახალი კულტურა იტალიურ ფეხბურთში, ის ნამდვილი ჯენტლმენია და მინდა ყველაფერში წარმატებები ვუსურვო".

ჯანკარლო აბეტე (ფედერკალჩოს პრეზიდენტი): "მასიმო მორატი იმ იშვიათად საფეხბურთო მოღვაწეთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც ყველაზე რთულ ვითარებაშიც ინარჩუნებენ სიმშვიდეს. "ინტერის" ახალ მესვეურებს მორატის კონსულტაციები აუცილებლად დასჭირდებათ, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული".

ჯუზეპე ბერგომი ("ინტერის" ყოფილი კაპიტანი): "მასიმო მორატის უდიდესი მადლობა ეკუთვნის ყველაფერ იმისთვის, რაც გააკეთა. ჩემთვის ის ყოველთვის პრეზიდენტი იქნება და ჩემთვის, "ინტერი" ყოველთვის მასთან იქნება ასოცირებული".

ბურდისო "ინტერსაც" სურს

საკლუბო ფეხბურთში ზამთრის პაუზა ახლოვდება და იტალიურ სპორტულ პრესაში სულ უფრო ხშირად საუბრობენ სატრანსფერო სიახლეებზე. ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პერსონა "რომას" ცენტრალური მცველი ნიკოლას ბურდისოა, რომელიც ვერ ხვდება გუნდის ძირითად შემადგენლობაში და წასვლაზე უჭირავს თვალი. მიმდინარე სეზონში, "რომას" დაცვის ხაზი ბრწყინვალედ ირჯება, ცენტრში კი ლეანდრო კასტანი და მეჰდი ბენატია პრაქტიკულდ უშეცდომოდ ირჯებიან. ისეთ მაღალკვალიფიციურ მცველს, როგორიც ბურდისოა, მთხოვნელები ნამდვილად არ მოაკლდება და ეს უკვე ჩანს კიდეც...

გასულ კვირაში, ბურდისოს გადაბირების სურვილი "მილანის" მესვეურებმა გამოთქვეს, ამჯერად კი წინა პლანზე "ინტერის" ვარიანტი წამოვიდა. მილანელები მზად არიან, "რომას" ზდრავკო კუზმანოვიჩი დაუთმონ, სანაცვლოდ, დედაქალაქიდან ნიკოლას ბურდისო და მარკინიო წაიყვანონ. განსაკუთრებული აქცენტი მაინც ბურდისოზე კეთდება, რომელიც ადრე უკვე იცავდა "ნერაძურის" ღირსებას. აღნიშნული ინფორმაცია "ჯალოროსის" სპირტულმა დირექტორმა ვალტერ საბატინიმ დაადასტურა:

"ბურდისოს გადაბირება არაერთ გუნდს სურს და მათ შორის არის "ინტერიც". ჩვენ არ გვსურს ნიკოლასის გაშვება, მაგრამ არ არის გამორიცხული თავად ფეხბურთელმა მოისურვოს გარემოს გამოცვლა. მიზეზი გასაგებია - "რომაში" მაღალი კონკურენციაა და ხშირად, სათადარიგოთა სკამზე უწევს ჯდომა. ვნახოთ, ყველა კითხვას უახლოეს მომავალში გაეცემა პასუხი".

კუზმანოვიჩი: "რომა"? - რატომაც არა

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მილანელები ნიკოლას ბურდისოს და მარკინიოს ნაცვლად, "რომას" ზრდავკო კუზმანოვიჩს სთავაზობენ. 26 წლის ბალკანელ ნახევარმცველს ვალტერ მაცარი ნაკლებად ენდობა, რაზეც სტატისტიკა ნათლად მეტყველებს - მიმდინარე სეზონში, კუზმანოვიჩმა მხოლოდ ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ექს-შტუდგარტელს "რომაში" გადასვლის საწინააღმდეგო არაფერი აქვს:

"მილანში თბილად მიმიღეს და აქ თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ ჩემვის უმთავრესი მაინც სათამაშო პრაქტიკაა. თუ ასე გაგრძელდა, კლუბის გამოცვლაზე აუცილებლად დავფიქრდები და წინადადებებსაც განვიხილავ. "რომა? - რატომაც არა... ამბიციური გუნდია, მაღალი მიზნებისთვის იბრძვის და ჩემი დასაწუნი არაფერი აქვს".

კამბიასო მაცარის აქებს

გასული სეზონი "ინტერმა" პირწმინდად ჩააგდო, რაზეც სერია A-ში დაკავებული მე-9 ადგილი ნათლად მეტყველებს. ანდრეა სტრამაჩონის ხელში გუნდი ნაწილებად დაიშალა და ლამის ყველასთან აგებდა, ვისთანაც შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა. ზაფხულში, "ნერაძური" ვალტერ მაცარიმ ჩაიბარა და მყისვე დაატყო გუნდს თავისი ხელი. მიმდინარე სეზონში, "ინტერი" არა მარტო ქულებს აგროვებს და მაღალი ადგილებისთვის იბრძვის, არამედ შესაშურ ფეხბურთს თამაშობს. გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, ესტებან კამბიასოს თქმით, უპირველესად ეს მთავარი მწვრთნელის, ვალტერ მაცარის დამსახურებაა:

"თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი წარმატებების მთავარი შემოქმედი ვალტერ მაცარია. მან ზუსტად იცის რა უნდა ვაკეთოთ მოედანზე და თანაც, ამას ძალიან ადვილად, გასაგებ ენაზე გვიხსნის. თითოეულ ფეხბურთელს სათითაოდ ესაუბრება და ცდილობს, არც ერთი წვრილმანი დეტალი არ გამორჩეს. ჟოზე მოურინიოსთან ერთად, მაცარი საუკეთესო მწვრთნელია, ვისთანაც ოდესმე მიმუშავია. ვფიქრობ, მიმდინარე სეზონში მხოლოდ უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ და ეს სწორედ მწვრთნელის დამსახურებაა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"ინტერის" პრეზიდენტი ერიკ ტოჰირი გახდება, მასიმო მორატი - საპატიო პრეზიდენტი

შეტევის გაძლიერება სურთ - "ბარსელონა" "ფიორენტინას" ფორვარდით ინტერესდება
ლუნინი "მილანში" გადასვლაზე შეიძლება მოდრიჩმა დაიყოლიოს
[VIDEO] ქვები და გინება სპალეტის - "ნაპოლიმ" "იუვენტუსს" სძლია
ქოჩორაშვილმა შეიძლება "სპორტინგი" დატოვოს
[VIDEO] აზაროვის საგოლე პასი და 18 წლის ბრაზილიელების გოლები
ბენზემას მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში სურს
"ბარსელონას" მცველს "რეალის" წარუმატებლობა არ უხარია
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
"არსენალის" პრობლემა მათი გულშემატკივრები არიან" - ევრამ "მეთოფეებზე" ისაუბრა
ხვიჩა კვარაცხელია: მომენტების გამოყენებაზე უნდა ვიმუშაოთ
[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
[VIDEO] მიქაუტაძე შესვენებამდე ათამაშეს - "ვილიარეალი" "კოპენჰაგენთან" დამარცხდა
ლუის ენრიკემ "ატლეტიკთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მიქაუტაძე "კოპენჰაგენთან" მატჩში სასტარტოშია
[VIDEO] როგორი შანსი დაკარგეს - თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ვერ გავიდა
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
"ეს მწვრთნელის ბრალი არ არის" - ჩუამენიმ ალონსო დაიცვა
გვარდიოლა "სიტის" დაცვის გაძლიერებას "ნიუკასლის" 23 წლის ფეხბურთელით აპირებს
[PHOTOS] "ტრუსში გადაღებული ფოტოები გამომიგზავნე" - 18 წლის მოდელმა 2-წლიანი ურთიერთობა დაასრულა
კარლის რეკორდი - "ბაიერნის" ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ალისონი "ლივერპულიდან" წავა? - შესაძლო ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაწყებულია
შფოთვითი შეტევები და იერუსალიმში გამგზავრება - "ბარსელონაში" არაუხოს არ ყოფნის მიზეზი ცნობილია
ბურდისო კარიერას „ტორინოში“ გააგრძელებს
ფრანკ დე ბურის "ინტერში" რთული დროება უდგას
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
დრიბლინგი: დერბი კი არა, დერბინო!
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
"ბოკას" მაისურით რომ არ ვითამაშო, არ შემიძლია" - დე როსიმ კარიერის დასრულება გადაიფიქრა
მასიმო მორატი "ინტერში" არ დაბრუნდება
პატარა "ინტერის" თავკაცი საქართველოზე, "დინამოზე", იტალიურ ფეხბურთზე...
"ის უნიკალურია და დემბელესა და ბარკოლასგან ამით განსხვავდება" - მაცარიმ ქართველზე ისაუბრა
"ის უნიკალურია და დემბელესა და ბარკოლასგან ამით განსხვავდება" - მაცარიმ ქართველზე ისაუბრა
მორატი: მესის მამამ "ინტერის" ოფისთან ახლოს სახლი იყიდა, რას უნდა ნიშნავდეს?!
"ინტერის" ახალი ბოსი ფეხბურთთან "თქვენობითაა"
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
"ეს ქართველი ფენომენი სად მონახეს?" - ხვიჩას თვით მორატი და მოჯი აქებენ
"გაათავისუფლეს თუ არა მაცარი?" - ოსიმენმა ფანს უპასუხა [VIDEO]
"ნაპოლის" "ბარსელონასთან" მატჩში უკვე ახალი მწვრთნელი ეყოლება
უკვე ოფიციალურად - "ნაპოლის" მწვრთნელად კალცონა დაინიშნა
"ნაპოლი" უფრო მეტს იმსახურებდა, ვიდრე მაცარი იყო" - დე ლაურენტისის პირველი კომენტარი მწვრთნელის გათავისუფლების შემდეგ
ერიკ ტოჰირმა "ინტერის" პრეზიდენტის პოსტი დატოვა
"კვარაცხელიას ისეთივე გავლენა აქვს, როგორც რონალდოს" - მორატიმ ხვიჩა ბრაზილიელს შეადარა და წარმატება უსურვა
"შეუზღუდავი ფინანსები აქვთ, სასიამოვნო იყო მათთან საუბარი" - კამბიასომ "სიტისთან" მოლაპარაკებები გაიხსენა
ესტებან კამბიასო: რონალდო და ლეო მესი მოტივაციას სძენენ ერთმანეთს
ესტებან კამბიასომ კარიერა დაასრულა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
"ინტერის" პრეზიდენტი თანამდებობის დატოვებას უარყოფს
აი ასეთი, სწორედ ასეთი, მხოლოდ ასეთი მწამს პრეზიდენტი
ტრანსფერ ONLINE: ჭორები და ტრანსფერები. 22 ივლისი
მოურინიო: "რეალში" წასვლა ამ გამარჯვების შემდეგ გადავწყვიტე
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
მასიმო მორატი ფეხბურთს უბრუნდება - "ინტერის" ყოფილი მფლობელი სერია C-ს კლუბს ყიდულობს