გაუგებრობას იწვევს ის, რომ ორივე მხარე განსხვავებულ ინფორმაციებს ავრცელებს

გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის (გრფფ) მე-6 ყრილობა ლათინოამერიკულ სერიალს ემსგავსება.

გაუგებრობას იწვევს ის, რომ ორივე მხარე განსხვავებულ ინფორმაციებს ავრცელებს - მოქმედი პრეზიდენტი კახა ებრალიძე და მისი მომხრეები ამტკიცებენ, რომ ყრილობა შედგა და გრფფ-ს ოთხი წლით კვლავ ებრალიძე ხელმძღვანელობს.

"ლელოსთან" ინტერვიუში მან ეს იმით დაასაბუთა, რომ ყრილობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) გენერალურმა მდივანმა, რევაზ არველაძემ გახსნა და მას გენერალური სამდივნოსა და იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელებიც (რევაზ შენგელია, კესო ჩხიკვაძე) ესწრებოდნენ.

"ყრილობა არ ჩაშლილა!.. არანაირი სამართლებრივი დარღვევა არ გვაქვს, შესაბამისად, შედეგების გაუქმების საფუძველი არ არსებობს. გვაქვს 7-ვე რეგისტრირებული სუბიექტის მიერ გამოგზავნილი წერილი, სფფ-ის აღმასკომის გადაწყვეტილება და წესდების შესაბამისად ვიმოქმედეთ. მთავარია, გრფფ-ის სამდივნოში რა დოკუმენტები დარეგისტრირდა.

ჩვენთვის რაიმე სხვა წერილი, არც ფოსტით, არც ელფოსტით და არც პირადად, არ გადმოუციათ", - ამბობს ებრალიძე.

მოწინააღმდეგეები კი ამტკიცებენ, რომ ყრილობა ჩაიშალა. "ლელო" პრეზიდენტობის ალტერნატიულ, თუმცა დაურეგისტრირებელ კანდიდატ გია (გიალო) ჩხაიძეს ელაპარაკა:

- სინამდვილეში, საარჩევნო ყრილობა მართლაც ჩაიშალა და დღევანდელი მონაცემებით, 10 დეკემბრისთვის გადაიდო. ყველას მოეხსენება, ბოლო ყრილობა როგორი დარღვევებითაც ჩატარდა და მისი დაკანონება არ შეიძლებოდა.

დელეგატების უმრავლესობა ყველაფერს მიხვდა და უპრეცედენტო ამბავი მოხდა - 7 დელეგატიდან ყრილობას უმრავლესობა არ დაესწრო.

წარმოიდგინეთ, ერთი დელეგატი წარმოადგენდა საფეხბურთო სკოლას, რომელიც აღარ არსებობს, ლანჩხუთის "გურია" კი ხმის გარეშე დატოვეს. ამ არჩევნებს გავასაჩივრებთ, რაც ყრილობაზე მოსულ სფფ-ს გენერალურ მდივანს, რევაზ არველაძესა და სფფ-ს იურისტ კესო ჩხიკვაძეს ვუთხარით კიდეც.

ისინი დაგვთანხმდნენ, რომ დარღვევები იყო, სუბიექტები არასწორად იყვნენ წარდგენილები და რომ არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს. ეს უკვე გადაწყვეტილი ამბავია.

- გურია ერთ-ერთი ყველაზე მცირერიცხოვანი კუთხეა, საფეხბურთო სამყაროში ერთმანეთს ყველა იცნობთ. ნუთუ, საერთო ენის გამონახვა შეუძლებელია?

- ჩვენ ამ ყველაფერს ვითვალისწინებთ, რადგან ყველაზე მთავარია, საკუთარ თავთან მართლები ვიყოთ და ხვალ ერთმანეთს რომ შევხვდებით, სახე არ ავარიდოთ.

მე არც კახა ებრალიძესთან მაქვს პიროვნული დაპირისპირება. თუ დამიჯერებთ, ურთიერთობები არ დაგვძაბვია და ხაზგასმით ვამბობ, რომ მასთან ადამიანურ ზღვარს არ გადავსულვარ და პირადად კახასთან პრეტენზია არც მაქვს.

უბრალოდ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უნდა უზრუნველყოს, რომ არჩევნები სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარდეს. თუ ებრალიძე ასეთ პირობებში გაიმარჯვებს, არჩევას პირველი მე მივულოცავ.

- "გურიას" განცხადებაში წერია, რომ ბოლო დროს დატრიალებული მოვლენები კითხვებს აჩენს. რომელ მოვლენებზეა ლაპარაკი?

- ქართულ ფეხბურთში რაღაც პროცესები დაიწყო. გაუგებარი იყო არა მხოლოდ გრფფ-ს არჩევნებზე, არამედ, პარალელურად, ფუტსალის ასოციაციის არჩევნებისას მომხდარი ამბებიც.

ლევან ცქიტიშვილის გადაყენება სურთ, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო და წესი აქვს. ისეც არ უნდა ქნან, რომ ყველაფერს ხაზი გადაუსვან.

რა ხდება სინამდვილეში გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებზე და დაარეგისტრირეს თუ არა სფფ-ში ყრილობის შედეგები? დავადგინეთ, რომ გრფფ-ის იმ წევრებმა, ვინც ყრილობაში არ მონაწილეობდა, სფფ-ში წერილი შეიტანეს და არჩევნების შედეგების გაუქმება მოითხოვეს.

მაგრამ ჯერ ეს საქმე იმდენად არეულია, სფფ-ს ბევრი რამ აქვს მოსაფიქრებელი. ისიც უცნობია, საკითხს აღმასკომი განიხილავს თუ არა - ამას გრფფ-ის დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ შევიტყობთ. ასე რომ, ყრილობის შედეგები ჯერ არც დაკანონებულა და არც გაბათილებულა.

ჩხაიძე მზადაა, ებრალიძეს მიულოცოს, თუ... (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

tijana513
ქართული ფეხბურთის სიტუაცია ისედაც სერიალსაა დამსგავსებული მე ჩემი კანდიდატურა მყავს ნაკრების თავკაცად ეს არი გიორგი დევდარიანი
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
კახა ებრალიძე: ამ ბრალდებას ვერ მივიღებ!..
ლანჩხუთის "გურიას" პრეზიდენტი: ჩაწყობილი თამაშები? ყველა წაგებულ მატჩზე ეს ეჭვი მქონდა...
კახა ებრალიძე: მეგონა, არჩევნების შემდეგ ზეწოლა დასრულდებოდა
რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?
ზემოდან არ უთქვამთ - გრფფ-ის ვიცე-პრეზიდენტის სკანდალური ინტერვიუ
[ექსკლუზივი] გურიაში ფეხბურთს დავით მუჯირი-უფროსი მიხედავს!