სახელგანთქმული ფეხბურთელის ნუკრი კაკილაშვილის ოპერაციისთვის 69 500 ლარი გადაირიცხა
ცოტა ხნის წინ, ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, საიდანაც შევიტყვეთ, რომ სახელგანთქმული ფეხბურთელი ნუკრი კაკილაშვილი მძიმედ ავად არის და უცხოეთში გადაუდებელ ოპერაციასთან ერთად ფინანსური დახმარებაც ესაჭიროება.

რა დატვირთვა აქვს საქართველოს ვეტერანთა კავშირს, თუ ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ვეტერანები დასახმარებლად სხვას მიმართავენ და საერთოდ, ეხმარებიან თუ არა იმ ადამიანებს, ვისაც არა მხოლოდ ქართული ფეხბურთის, არამედ, ქვეყნის წინაშე აქვთ დამსახურება?

მაგალითად, ახლახანს "სპორტ-ექსპრესი" წერდა, რომ კიევის "დინამომ", "შახტარმა", "დნიპრომ", "სპარტაკმა", მოსკოვის "დინამომ" და სხვა პოსტსაბჭოურმა პოპულარულმა კლუბებმა დამსახურებულ ვეტერანებს სოლიდური ხელფასები დაუნიშნეს.

რა ხდება ამ მხრივ საქართველოში?

ამ კითხვით "ვეტერან ფეხბურთელთა კავშირისა" და "ვეტერან ფეხბურთელთა საქველმოქმედო ფონდის" თავმჯდომარეს ვაჟა ჟვანიას დავუკავშირდით:

"ამ თემაზე ლაპარაკი მერიდებოდა, მაგრამ ეს კითხვა რომ დაგებადათ, გამოდის, ხალხისთვის ბევრი რამ უცნობია.

"ვეტერანთა კავშირი" და ჩვენი საქველმოქმედო ფონდი ტყუილად არ არსებობს. სათქმელიც უნდა ითქვას. ადრე ჩვენი ვეტერანები მართლაც მძიმე მდგომარეობაში იყვნენ და მათზე თითქმის არავინ ზრუნავდა. მაგრამ ბოლო რამდენიმე წელიწადია, ვითარება რადიკალურად შეიცვალა.

ფეხბურთის ფედერაცია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, თბილისის მერია, ჯგუფი "ქართუ" და თბილისის "დინამო", დიდი დამსახურების მქონე ფეხბურთელების დასახმარებლად ძალიან ბევრს აკეთებენ.

ფეხბურთის ფედერაცია საკუთარ თავზე იღებს მათ იუბილეებს, ოპერაციებსა თუ ყველაზე არასასიამოვნო ამბების ხარჯებს. მაგალითად, ნუკრი კაკილაშვილის ოპერაციისთვის 69 500 ლარი გადაირიცხა.

ისიც სათქმელია, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა და თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ დამსახურებულ ვეტერანებს სოლიდური პენსიები დაუნიშნეს. ამ კატეგორიაში სულ 35 კაცი შედის.

ზვიად სიჭინავა, რომან ფიფია, რეზო არველაძე, ლევან ყიფიანი, ჯგუფი "ქართუ" და თბილისის მერია ცნობილ ფეხბურთელებს გვერდში დაუდგნენ, მაგრამ ამ ყველაფრის აფიშირებას ერიდებიან. არადა, თითოეული მათგანი, მინიმუმ, 1 000 ლარს მაინც იღებს.

მეამაყება, რომ დღეს ეს ხალხი მართლაც დაფასებულია. ცოცხალ ლეგენდებს გაფრთხილება სჭირდებათ", - გვითხრა ჟვანიამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ნუკრი კაკილაშვილი რვა ოპერაციის შემდეგ: ჩემს წინაშე დანაშაული ჩაიდინეს!

"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
Liverpool Echo: "ლივერპული" კატასტროფის წინაშე - მამარდაშვილისთვის შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ალისონის ხანგრძლივვადიანი მემკვიდრეა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ვაჟა ჟვანია: ვლადიმირ ვაისს ქება ეკუთვნის!
კურიოზი სფფ-ის ყრილობაზე: "ჯამარამ" ხომ საკმარისი ხმები მიიღო?..
ლუკა გადრანი "ალავესშია" და ფიფასგან თამაშის ნებართვას ელის
"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა
ყალბი "ადიდასი", სურკისი და არველაძე, თამადა მცხეთაში - ვაჟა ჟვანია ალაპარაკდა
თამაზ თევზაძე: ამის ავტორი ფეხბურთის ფედერაციაა?
"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს
"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?
თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს
თბილისის "დინამოს" "ოქროს ბიჭების" იუბილეს ტაშკენტშიც აღნიშნავენ
არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...
მასობრივი ფეხბურთი: რეალურია თითო გუნდი და სტადიონი ყველა სოფელში?
ვინ არის დამნაშავე? როცა გაზეთი და ჟურნალისტი დაბალი ღობე ჰგონიათ...
1-ელ მარტს ჟურნალ "ლელო WEEK"-ის ახალი ნომერი გამოვა
ყრილობა ფეხბურთში - სფფ-ის ახალ აღმასკომში 11 წევრი აირჩიეს
დავა, როგორც სერიალი - ვისია თბილისის "დინამო" და "დინამო თბილისი"
"მე და ქინქლაძეს ფინანსური მხარდაჭერა გვაქვს" - ნუკრი კაკილაშვილი "დინამოს" დავაზე
საერთაშორისო სკანდალის საფრთხე: სფფ "ადიდასის" ნიშნებს უკანონოდ იყენებს?!
ნუკრი კაკილაშვილი რუსთავის "მეტალურგისადმი" ინტერესს ადასტურებს
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
"ადიდასის" წარმომადგენელი: ვაჟა ჟვანიამ ყველაფერი აღიარა
ქუთაისის "ტორპედო" წყალტუბოში "სამგურალთან" დამარცხდა [VIDEO]
ვახტანგ ქორიძე: სირცხვილი იქნებოდა, გელა კეტაშვილი არ დაგვეფასებინა