სუპერლიგა 2013-14. მე-6 ტური
სუპერლიგის მიმდინარე სეზონის ერთ-ერთმა საუკეთესო გუნდმა ერთ-ერთ აუტსაიდერს უმასპინძლა და დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა.

"რუსთავს" ბათუმში შანსი არ ჰქონია - მიხეილ კობეშავიძის გაწვრთნილმა ზღვისპირელებმა ქვემოქართლური გუნდი აჭარიდან დიდსხვაობიანი მარცხით გამოისტუმრეს.

102:74 - 28-ქულიანი ღირსეული საჩუქარი იყო იმ გარჯისთვის, რომელიც ბათუმელებმა, უფრო კი მათმა ლეგიონერებმა გასწიეს.

კადუგანი-ჯექსონი-სეფოლდის ტრიომ ამჯერადაც გამოიჩინა თავი და ჯამური 53 ქულით ბათუმელთა გამარჯვებაში გამორჩეული წილი დაიდო. ბათუმელებმა ბოლო მეოთხედის გარდა ყველა პერიოდი დამაჯერებლად მოიგეს და საქმე სათავისოდ გადაწყვიტეს.

მასპინძლებმა "რუსთავს" ყველა რგოლში აჯობეს. განსაკუთრებით დიდი იყო სხვაობა ფარქვეშა ბრძოლებში - რომელიც ბათუმელებმა მთელი 27 მოხსნით მოიგეს. აჭარულმა გუნდმა მეტოქეზე 7-ით მეტი სამქულიანი ჩააგდო, რითაც მეტოქე წელში გატეხა.

ერთადერთი, რაშიც რუსთაველებს უპირატესობა ჰქონდათ, დაფარებებია, თუმცა მხოლოდ 4 ერთეულით მეტი დაფარებით რომ თამაშს ვერ მოიგებ, ეს ყველასთვის ცხადია.

25 ქულით ბათუმელთა ბომბარდირი ჯერემი სეფოლდი გახდა, ხოლო ჯეიმი ჯექსონმა 16 ქულითა და 17 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.

დუბლი შეასრულა ჯუნიორ კადუგანმაც, რომელმაც 12 ქულას 11 შედეგიანი გადაცემაც მოაყოლა.

ერთადერთი ქართველი, რომელმაც ბათუმელთაგან 10-ქულიანი ზღვარი დაძლია, ლევან ელიაძე გახლდათ. რუსთაველთა შორის 26 ქულით გუნდის ახალწვეული, სერგო ათუაშვილი გამოირჩა.

სუპერლიგის მე-6 ტურის დარჩნილი 2 შეხვედრა 25 ნოემბერს, ორშაბათს, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.

მატჩისშემდგომი კომენტარები

მიხეილ კობეშავიძე ("ბათუმის'' მთავარი მწვრთნელი):

"არეული თამაში იყო, თუმცა ვიბრძოლეთ და მოვიგეთ. დაცვაში მეტოქეზე კარგად ვიასპარეზეთ და ეს გახდა ჩვენი გამარჯვების მიზეზი".

ოთარ ხმელიძე ("რუსთავის'' მთავარი მწვრთნელი):

"პირველ მეოთხედში შედარებით თანაბარი თამაში იყო, მაგრამ მეორე ათწუთეულში მეტოქე წინ დიდი ანგარიშით გავიდა.

სამწუხაროდ, გამთამაშებლის პრობლემა გვაქვს, ამ ეტაპზე შემცვლელი არ გვყავს და ჩვენს გუნდს ძალიან უჭირს. ვიმედოვნებ, ქაქუცა აბაიშვილი ერთ კვირაში გამოჯანმრთელდება და დიდ დახმარებას გაგვიწევს.

დღევანდელ მატჩში ბიჭებმა ბევრი ბავშვური შეცდომა დაუშვეს, შედარებით უკეთ ახალწვეულმა სერგო ათუაშვილმა და ლევან ხმელიძემ ითამაშეს. იმედია, ნელ-ნელა დავლაგდებით და სასურველ შედეგს ვაჩვენებთ. იმედებს ახალგაზრდა თაობაზე ვამყარებთ".

წყარო: superleague.ge

კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებული ყველა მიმდინარე ტურნირი შეჩერებულია
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბაიერნი" ბაზუმან ტურეს დამატებით ინტერესდებიან
"ბარსელონამ" ბერნარდო სილვას თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
"გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიდან" უნდა წავიდეს - მერსონმა ესპანელ სპეციალისტზე ისაუბრა
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ჩაკვეტაძის 66 წუთი - "უოტფორდმა" ერთ-ერთ აუტსაიდერს ვერ მოუგო
ზივზივაძის სრული მატჩი და "ჰაიდენჰაიმის" საბრძოლო ფრე "ბაიერთან"
[VIDEO] "მამარდას" თითქმის საგოლე პასი და რთული მოგერიებები საკმარისი არ აღმოჩნდა - "ლივერპული" "ბრაიტონთან" დამარცხდა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
[VIDEO] გიორგი ლოლაძემ თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
ბასტონი ან ტორესი - "ბარსელონა" ზაფხულში ცენტრალურ მცველს აუცილებლად შეიძენს
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
ბათუმი რსუ-მაქაბი 110:79 - ზღვისპირელებმა დაგეგმილი მოიგეს და გალიდერდნენ
"ᓑᓐᓗᓣᓛᓘᓡ" ᓛᓬᓕᓠᓗᓜᓔᓚᓘ: ᓑᓐᓗᓣᓛᓘᓡ ᓛᓔᓠᓘᓐ ᓨᓔᓫᓚᓔᓑᓘᓡᓓᓐᓒᓕᓐᓠᓐᓓ ᓒᓕᓔᓮᓛᓐᓠᓔᓑᓐ
სუპერლიგა 2017/18: "სოხუმი" უკრაინელებითა და მიხეილ კობეშავიძით
ᓝᕚᓘ
საქართველოს თასი. 1/2 ფინალი. "რუსთავმა" და "დინამომ" იმარჯვეს
სოხუმი-რუსთავი 79:65 - გამარჯვება ლეგიონერების გარეშე
ქუთაისი-ბათუმი 90:73 - უშეღავათო ბრძოლა
რუსთავი-დინამო 79:101 - სტუმრების იოლი გამარჯვება
"ᓐᓠ
საქართველოს 18 წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ხორვატიასთანაც დამარცხდა
ბათუმი-ქუთაისი 87:85 - გარდატეხა ამერიკულ-კანადური ლეგიონით
პაატა გურასპაული საკალათბურთო საზოგადოებას შეხვდა
დავით უსტიაშვილის ხელმძღვანელობით "ბათუმმა" პირველი მატჩი ქუთაისში მოიგო
რუსთავი-შსს აკადემია 71:69 - გამარჯვება ბოლო წამებზე