ინტერვიუ რაგბის საერთაშორისო საბჭოს განვითარების შეფთან, მარკ იგანთან
საქართველოსა და სამოას ნაკრებების დაპირისპირება, რომელიც ჩვენი ეროვნული გუნდის გამარჯვებით დასრულდა, უკვე ისტორიის საკუთრებაა. "ბორჯღალოსნებმა" პირველებმა მოახერხეს რაგბის ისტორიაში მოწინავე ათეულში მყოფი გუნდის დამარცხება.

აქამდე მეორე დონის გუნდებიდან ბობოლები არავის დაუმარცხებია.

ამ მატჩის სანახავად დუბლინიდან სპეციალურად ჩამოვიდა თბილისში რაგბის საერთაშორისო საბჭოს განვითარების კომიტეტის ხელმძღვანელი მარკ იგანი. მისი დახმარებით, საქართველოში მრავალი პროექტი განხორციელდა.

ცხადია, საინტერესოა, როგორ აღიქვამს ის ჩვენი გუნდის ამ დიდ გამარჯვებას.

- უწინარესად, მინდა ქართველ ქომაგებს მივულოცო ეს გამარჯვება. მთავარი ისაა, რომ ეს წარმატება დამსახურებული იყო. ეს იყო სწორი და მიზანმიმართული მუშაობის შედეგი ყველა მიმართულებით. ყოველივე ამით მსოფლიოს ვანახვეთ, რომ თუ სწორად აირჩევ პრიორიტეტებს მუშაობაში, თუ სწორი მიმართულებით ივლი, მიუღწეველი არაფერია.

პირადად მე, როგორც ერთი ადამიანი, რომელიც მეორე დონის სარაგბო ქვეყნებს ვკურირებ, ძალიან კმაყოფილი ვარ. სტადიონზე არაჩვეულებივი ატმოსფერო იყო. ინვესტიციამ, რომელიც ქართული რაგბისთვის გავიღეთ, გაამართლა.

დიდი სარაგბო დღე იყო. მოედანზე ორი შესანიშნავი გუნდი თამაშობდა და უფრო ძლიერმა გაიმარჯვა.

- როგორ ფიქრობთ, რა გამოხმაურება მოჰყვება საქართველოს ნაკრების ამ გამარჯვებას მსოფლიოში?

- საქართველოს ნაკრების გამარჯვებას უკვე მოჰყვა გამოხმაურება. "ბორჯღალოსნებმა" ფურორი მოახდინეს. სამოას ნაკრებმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში უელსის, შოტლანდიისა და იტალიის ნაკრებები დაამარცხა. ესე იგი, საქართველოს ეროვნულ გუნდს აქვს საფუძვლიანი პრეტენზია, რომ სხვა, უფრო მაღალ დონეზე ითამაშოს.

რაც ყველაზე სასიხარულოა, ახლახან რიჩი დიქსონმა მითხრა, რომ საქართველოს ნაკრებში მრავლად იყვნენ ახალგაზრდული ნაკრებიდან სარაგბო აკადემიაგამოვლილი მოთამაშეები. ისეთებიც, რომლებიც შინ, ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობენ.

ეს ყველაფერი იმის შედეგია, რომ საქართველოს რაგბის კავშირში პროფესიონალიზმი გაიზარდა. ყველა საკვანძო თანამდებობაზე კომპეტენტური ადამიანები მუშაობენ.

- რა გეგმები აქვს რაგბის საერთაშორისო საბჭოს ქართულ რაგბისთან დაკავშირებით სამომავლოდ?

- ჩვენ გავაგრძელებთ ქართულ რაგბიში ინვესტიციების ჩადებას. მეტი ყურადღება მიექცევა კლუბებს. ვეცდებით, რომ ქართული გუნდები რომელიმე მაღალი დონის ტურნირში ჩავრთოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ძლიერი კლუბების გარეშე ძნელი იქნება შემდგომი განვითარება.

რაგბის საერთაშორისო საბჭო საქართველოს რაგბის კავშირს ყველა შემთხვევაში დაეხმარება. ვინაიდან თქვენი ნაკრები არ თამაშობს ექვსი ერის გათამაშებაში, რომელიც კომერციული ტურნირია, ვფიქრობთ, ფინანსური დახმარება აუცილებელი იქნება.

ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება მთავრობისა და კერძო სექტორის მხრიდან დახმარებასაც. სამოასთან მატჩს სპორტის მინისტრთან ერთად, სხვა სამინისტროების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ. იმედი მაქვს, რომ მათ დაინახეს, როგორ უყვართ და შეუძლიათ ქართველებს, რაგბი მაღალ დონეზე ითამაშონ. ამისთვის შესაბამისი მხარდაჭერაა საჭირო.

ინვესტიცია ონკანი არ არის, რომ ხან დაკეტო, ხან მოუშვა. ის სულ ღია უნდა იყოს და დაფინანსება წყალივით უწყვეტად უნდა მოედინებოდეს. იმედი მაქვს, რომ ეს ასეც მოხდება.

- ხომ არ არის ცნობილი, რომელი ქვეყნების გუნდები იქნებიან ჩვენი ნაკრების მეტოქეები მომავალი წლის ნოემბრის ტესტებზე?

- ნოემბრის ტესტებს ქართული რაგბის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ, წლევანდელმა მატჩებმა საქათველოს ნაკრებს დიდი გამოცდილება შესძინა. მორაგბეებმა ბევრი რამ ისწავლეს. რაგბის საერთაშორისო საბჭო ელოდება წყნარი ოკეანის ერთა თასის გათამაშების შედეგებს. ვნახავთ, როგორ სახეს მიიღებს რეიტინგი და ამის შემდეგ გადავწყვეტთ, ვისთან ვათამაშოთ საქართველოს ნაკრები.

სამოასთან თამაშმა გვიჩვენა, რომ დროა საქართველოს ეროვნული ნაკრები რაიმე სხვა, უფრო მაღალი დონის ტურნირში ჩავრთოთ, ვიდრე ევროპის ერთა თასის გათამაშებაა. ვფიქრობ, თქვენი ნაკრები უკვე გადაზრდილია ამ შეჯიბრებისთვის. ამასთან ერთად, უფრო მაღალი დონის გუნდებთან თამაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შემდგომი განვითარებისთვის.

მთავარია, ქართულმა რაგბიმ შეინარჩუნოს მისთვის დამახასიათებელი ხიბლი, თავდაუზოგავი, ჟინიანი თამაშის სტილი. ქართველი მორაგბეები მთელ სულსა და გულს დებენ თამაშში. ეს კი წარმატების საწინდარია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველო-სამოა 16:15 - სამაგალითონი [VIDEO+PHOTO]

giorgig83
levani -ს ლევან, მადლობა მეგობარო -საჭირო და საინტერესო ინფორმაციისთვის... ამ სისტემის წყალობით მე-13 ადგილიც გვეკავა წლების წინ, მალე დადგება ის დრო როდესაც მე-13 ადგილი მოკლე ვადით არ იქნება ჩვენი და უფრო მაღალი საფეხურების დასაკავებლად ბაზისად გადაგვექცევა
giorgig83
ის მიხარია, რომ ნელ-ნელა, მაგრამ მაინც რაგბის პოპულარობა ხალხში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში მატულობს და ყველა იძულებული გახდება ამ საყოველთაო მოვლენას ადექვატური რეაქციით უპასუხოს. მართალია ის სამწუხაროა, რომ მთელი მოლოდინი მხოლოდ რაგბიზეა ფოკუსირებული, მაგრამ ამ ბიჭებმა ეს დაიმსახურეს. ჩვენ, თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა მივიღოთ ამ საქმეში ჩვენი წილი მონაწილეობა - მინიმუმ სტადიონი შევავსოთ, მეტოქის მიუხედავად, გულშემატკივრობა ვისწავლოთ, ჩვენის დაფასება და მოწინააღმდეგის პატივისცემა... ნელნელა და გეგმაზომიერად ნაკეთები საქმე უფრო მეტ წარმატებას მოიტანს სამომავლოდ ვიდრე მოკლევადიან პერსპექტივაში დაგეგმილი შედეგი - შესაბამისად კარგად მივდივართ და ვიყოთ მაქსიმალისტები, ოღონდ მომთმენი მაქსიმალისტები
დავითი
სამწუხაროდ ტელევიზიას პრესამაც მხარი აუბა. გასაცოდავებულ ფეხბურთს მთელი გვერდი მიუძღვნა ,პალიტრამ", რაგბის სენსაცია კი კუთხეში მიაწერა ისე სასხვათაშორისოდ...
levani
მაქსიმალური არის 2 ქულა 1-15 ქულამდე სხვაობით თუ მოიგებ და 3 თუ 15 -და მეტი ქულით მოგებისთვის, თუ მსოფლიოს თასზე თამაშობ მაშინ ორმაგდება სარეიტინგო ქულები ანუ იქნება მაქსიმუმ 3 და 6. რეიტინგი ირბ-ზე უკვე დევს 69.07ქულა გვაქვს თუ ადმინისტრაცია უფლებას მომცემს საიტსაც დაგიდებთ, როგორ დათვალოთ რამდენ ქულას მივიღებთ.
rugby
მართალია უნდა მოეწვიათ მაგრამ რას იზამ საქართველოში სულ პოლიტიკური სიცხეა
kzviadi
რეიტინგი როდის გამოქვეყნდება...საინტერესოა რამდენიტ წაგვწევს წინ ეს გამარჯვება?
ynwa
სანამ ნაკრების მოთამაშეები აქ იყვნენ, ხომ შეიძლებოდა მათი ტელევიზიით მოწვევა? მითუმეტეს, რომ სამოასთან თამაშის შემდეგ რამდენი მაყურებელი ეყოლებოდა გადაცემას. რამდენ საინტერესო საკითხზე შეიძლებოდა საუბარი! მაგრამ რას იზამ?! აქ მხოლოდ სენსაციებზე, უარყოფით ემოციებზე არის აგებული პრესა და ტელევიზია.
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება
მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა
მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
"ატალანტასთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
WU17 | საქართველო 2:4 საბერძნეთი
კარგი ამბავი - ხვიჩა კვარაცხელია "ატალანტასთან" მატჩის განაცხადშია
ასაკობრივი ჩემპიონატების მონაწილე გუნდებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
[VIDEOS] ჩემპიონთა ლიგამ სტარტი აიღო - "არსენალმა" და "იუნიონმა" გაიმარჯვეს
"ტოტენჰემთან" მატჩში "ვილიარეალის" სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას მდგომარეობის შესახებ ისაუბრა - მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგებაა
ზივზივაძე მკაცრად დასაჯეს - ერთი თვე უქმობა მოუწევს
7-კაცა | მზადება დაიწყო - ახალი მწვრთნელით, ახალი სისტემით და გაფართოებული შემადგენლობით
ყველაფერს ითვლიან - მესი და რონალდო ერთმანეთს გაფუჭებულ პენალტებშიც მიუახლოვდნენ
"ბრაზილიის ნაკრების შემდეგ მხოლოდ ამ კლუბში დავბრუნდები" - კარლო ანჩელოტი
"ერთადერთია, ვინც "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - პსჟ-ის სპორტულმა დირექტორმა მისი გუნდიდან Golden Ball-ის ფავორიტი დაასახელა
ბუნდესლიგის გუნდებმა მიმდინარე სეზონში 3 ტურის შემდეგ უკვე მეორე მწვრთნელი დაითხოვეს
გვარდიოლამ მისთვის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი დაასახელა
ამორიმი პრემიერ ლიგაში დათხოვნის პირველი კანდიდატია და პორტუგალიაში დაბრუნების ვარიანტიც გამოუჩნდა
უჩივლა თუ არა "ორბიმ" "პარი ნიჟნი ნოვგოროდს" - ბედოშვილის ტრანსფერიდან 1 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ რუსული კლუბის წარმომადგენელმა კომენტარი გააკეთა
"ბურთები ძალიან მიყვარს" - პორნომსახიობი, რომელიც ამბობს, რომ ღამეში 1000-ზე მეტ მამაკაცთან ეძინა, "რეინჯერსის" თამაშს დაესწრო და მიზეზიც ახსნა
ხვიჩა ლიგაზე ნაცნობი მეტოქით და მსაჯით იწყებს - მიქაუტაძე დღეს გატანას ლონდონში ეცდება
უმტიტიმ 31 წლის ასაკში კარიერა დაასრულა
დვალმა პირველივე მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
რა ნიშანი დავუწეროთ "ბორჯღალოსნებს"?
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ივნისის ტესტები: კანადა-საქართველო [LIVE-STREAM]
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
"ბორჯღალოსნები" ნოემბრის ტესტების საშინაო მატჩებს "დინამო არენასა" და "მესხზე" გამართავენ
კლუბები ვალებს იღებენ, ჩემპიონატს დახმარება სჭირდება - ინტერვიუ გოჩა სვანიძესთან
შოტლანდიის ნაკრებს "ბორჯღალოსნებთან" თამაში თბილისშიც სურს
საქართველო-პორტუგალია 20:15 - რა იყო რუმინელი არბიტრის მისია? [VIDEO+PHOTO]
საინტერესო დიალოგი Sky TV-ზე საქართველოს ნაკრებთან დაკავშირებით
საქართველო VS რუსეთი - ტრადიცია უნდა გაგრძელდეს!
ჩვენ არავის ვაინტერესებთ, არ ვჭირდებით... მილტონ ჰეიგის მწარე სიმართლე
სავსე ტრიბუნების დროა!
რიჩი დიქსონი: "ბორჯღალოსნების" პროგრესს ნოემბრის ტესტებზე ვნახავთ
რიჩი დიქსონი: ქართველებს ახლავე უნდათ ექვს ერში, მაგრამ წარმატება ასე სწრაფად არ მოდის
ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება
საქართველო რაგბიში 2017 წლის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძლობისთვის მზადაა
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ქუთაისში შაკო ქურციკიძის მემორიალი გაიხსნა
"საქართველოში აუცილებლად ჩამოვლენ იტალია, შოტლანდია და ექვსი ერის სხვა ნაკრებები"