ტყუილი, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ნაკრების მთავარი მწვრთნელის კონტრაქტთან დაკავშირებით ამბობს
ბოლო დღეებში საქართველოს ნაკრების მწვრთნელსა და ცალკეულ ფეხბურთელებს შორის დაპირისპირებამაც ვერ გადაფარა თემურ ქეცბაიას კონტრაქტის თემა, რომელიც ყველა თოქ-შოუსა თუ საგაზეთო წერილში ფიგურირებდა.

და მაინც, სად არის სიმართლე?

ამას წინათ "ლელომ" შემოგთავაზათ წერილი, რომელშიც ყველა იმ ვებგვერდის მისამართი იყო მითითებული, სადაც 2011 წლის 13 სექტემბერს შავით თეთრზე დაიწერა, რომ ქეცბაიამ ფეხბურთის ფედერაციასთან ახალი კონტრაქტი 2+2 სისტემით გააფორმა.

იხილეთ: როცა 2+2 ავტომატურად 4 არ არის - როგორი კონტრაქტი აქვს თემურ ქეცბაიას?

უნდა ვიფიქროთ, რომ ყველა ამ წყაროს ეს ერთდროულად არ დასიზმრებია და რეალურად მოხდა. 2+2 კი იმას ნიშნავს, რომ ბოლო შესარჩევი ციკლის დასრულების შემდეგ ფედერაციასა და ქეცბაიას უნდა ემსჯელათ იმაზე, დაემატებოდა თუ არა ორს ორი.

როგორც ჩანს, ქეცბაია სწორედ ამ თემაზე სალაპარაკოდ იყო ჩამოსული თბილისში, თუმცა კი თქვა - აგერ ვარ, მაგრამ არავინ დამლაპარაკებიაო...

თუმცა ვინ ვის ელაპარაკა, ამ მომენტში ეს ნაკლებად საინტერესოა; მთავარია ის ტყუილი, რომელსაც ფეხბურთის ფედერაცია ამბობს. მაგალითად, "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე ჟურნალისტის კითხვაზე, ყბადაღებულ 2+2-თან დაკავშირებით, პასუხობს:

"არ არის მართალი. 2011 წელს გაფორმებულ კონტრაქტს არანაირი ოფცია არ აქვს და მის ამოწურვამდე დაახლოებით ორი წელიწადი კიდევ არის დარჩენილი".

იხილეთ ვრცლად

...და ორშაბათს, თოქ-შოუ "არენაში" სტუმრად მყოფმა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამაც იგივე თქვა - ქეცბაიას 4-წლიანი კონტრაქტი აქვს და ის 2015 წელს იწურებაო.

სიმართლის გარკვევის წყურვილმა აზარტში შეგვიყვანა და გადავწყვიტეთ, ინფორმაცია ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდზე, არქივში მოგვეძიებინა. არ ვიცით, რატომ, მაგრამ ფაქტია - შებრძანდით საიტზე და ნახავთ, რომ 2011 წლის 7 სექტემბრიდან 23 სექტემბრამდე ინფორმაციები არ დევს.

განა ფედერაციის ვებგვერდს არ უნდა დაეწერა მწვრთნელთან კონტრაქტის გაფორმების ამბავი? სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ კი ეს აუცილებლობად მიიჩნია და ოფიციალურ ვებგვერდზე გამოამზეურა კიდეც:

თემურ ქეცბაიამ ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

თარიღი: 2011 სექტემბერი 13

13 სექტემბერს საქართველოს ნაკრების თავკაცმა თემურ ქეცბაიამ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა, სადაც გაირკვა, რომ ქეცბაიამ ფეხბურთის ფედერაციასთან ახალი კონტრაქტი გააფორმა - ხელშეკრულება 2+2 სისტემით არის დადებული.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას თქმით კი, თემურ ქეცბაიას ქვეყნის ყველა ასაკობრივი ნაკრების კოორდინირებაც დაევალება. რაც შეეხება ახალგაზრდული ნაკრების პოსტს, რომელიც ოთარ გაბელიას გადადგომის შემდეგ ვაკანტური იყო, ის ერთი წლით თემურ ქეცბაიას ასისტენტმა სოსო ჭედიამ დაიკავა.

სამინისტროს პრესსამსახური

იხილეთ წყარო

დაგვეთანხმებით, აქ ყველა საკითხი აქტუალობას კარგავს და ისმის ერთადერთი კითხვა, რაზეც ფედერაციამ პასუხი უნდა გასცეს საფეხბურთო საზოგადოებას - რაში გჭირდებათ ტყუილი?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

giorgi
ბატონო გელაშვილო, კარგით რა, თმლად ასეც არ შეიძლება! რას ჰგავს ეს: "სიმართლის გარკვევის წყურვილმა აზარტში შეგვიყვანა და გადავწყვიტეთ, ინფორმაცია ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდზე, არქივში მოგვეძიებინა. არ ვიცით, რატომ, მაგრამ ფაქტია - შებრძანდით საიტზე და ნახავთ, რომ 2011 წლის 7 სექტემბრიდან 23 სექტემბრამდე ინფორმაციები არ დევს. განა ფედერაციის ვებგვერდს არ უნდა დაეწერა მწვრთნელთან კონტრაქტის გაფორმების ამბავი?" ?! ეტყობა თქვენს აზარტსა და შესაძლებლობებს შორის დიდია განსხვავება! lalala -მ მოახერხა და იპოვნა ეს ინფორმაფია და თქვენ რატომ ვერ ან არ იპოვნეთ?! გარდა ამისა 2+2=4 ასე რომ არც ესაა დიდი აღმოჩენა! ნეტამც ისე რომ ფედერაციიდან ყველა გაუგდიათ, ვინც იქ მხოლოდ ადგილს იკავებს, მაგრამ მაგით ჩვენს ბევრ ვაი ფეხბურთელს რა ეშველებათ?! ჩემის აზრით მთელი ფედერაციაა გასაშვები და საფეხბურთო ჟურნალისტები კიდე ზედ მისაყოლებლები! პატივისცემით...
lalala
დევს ეს ინფო http://gff.ge/ATeam.aspx?newid=2227
mamu71
ორი წლის მერე იქნება, ექვს ბურთს რომ გაგვიტანენ თბილისში და მერე ვინ იქნება პასუხისმგებელი?
murtalo
ეტყობა წილში უზიან ქეცბაიას...ერთი ნაგავია ორივე მხარე და იმ ტოტს ხომ არ მოჭრიან რაზეც არიან ჩამომჯდარნი?!...ტყუილად ვეჩალიჩებით, კიდევ ორი წელი სანაკრებო ფეხბურთს უნდა დავემშვიდობოთ...ნამუსგარეცხილი მწვრთნელი და მასძე უარესი ფედერაცია!
თემური
ყოჩაღ გიორგი. შენ ლელოში კი არა რომელიმე საგამომძიებლო სტრუქტურაში უნდა მუშაობდე. სხვა ვერაფერს, რომ ვერ ფიქრობთ და წერთ იმიტომაცაა ქეცბაიამ, რომ "მიგჯირყვნათ"...
nika
უნამუსოები არიან მატყუარები და ხალხს ნაცარს აყრიან თვალში! ქეცბაისთან ერთად სიჭინავა და არველაძეც უნდა მოაშოროთ მაქედან!!! აფერისტები ესენი !!!
გიორგი
აი ეს ნამდვი ჟურნალისტის ნამუშევარია კიდევ საჭიროა ფედერაციას მიმართოთ თუ ეს კიდევ ტყილია კონტრაქტი საჯაროდ გამოაქვეყნოს
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
[ლელოს სტუმარი] გია ცეცაძე წარსულზე, კარიერაზე, ჩემპიონობაზე, ნაკრებზე...
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
"რატომ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი?!" - რევაზ არველაძე
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...
ესიენი, დეკო, არველაძე - ბაქოში "ვარსკვლავების ფინალი" გაიმართა
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
შესაძლოა, ტაიმის შუაში საცეკვაო ნომრები დადგან - რევაზ არველაძე სუპერლიგაზე
"მახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ, მაგრამ პრეზიდენტობა არასდროს მინანია"
რევაზ არველაძე: იმედი მაქვს, ეს მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება
რევაზ არველაძე: ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში, პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა
ბეტონის ჯებირი და უეფას სტანდარტი - აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გამო
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...