"ორივე მხარე მტყუანია, მაგრამ ამ შემთხვევაში, ყველაზე მეტად დამნაშავედ ფეხბურთის ფედერაცია მიმაჩნია"
ბაქოს "ინტერი" აზერბაიჯანის საფეხბურთო ჩემპიონატის ყველაზე "ქართული" გუნდია. მთავარ მწვრთნელ კახა ცხადაძისა და მისი თანაშემწე ზაურ სვანაძის გარდა, "ინტერში" კიდევ ოთხი ჩვენებურია - გიორგი ლომაია, ლაშა სალუქვაძე, ალექსანდრე იაშვილი და ბაჩანა ცხადაძე.

აზერბაიჯანის პრემიერლიგაში უჩვეულოდ ცუდი სტარტის შემდეგ ქართველების კლუბმა მდგომარეობა გამოასწორა და ამჟამად მეოთხე ადგილზეა.

თანაც, ბოლო ორი მატჩია, ცხადაძის შეგირდები ბაქოს დერბიში იმარჯვებენ: "ინტერმა" ჯერ ჩემპიონატის ლიდერ "ნეფთჩის" მოუგო (3:1), 30 ნოემბერს კი სტუმრად 1:0 დაამარცხა უშუალო კონკურენტი "ბაქი".

გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო გიორგი ლომაიამ, რომელმაც ბოლო წუთებზე პენალტი მოიგერია. აი, ბაჩანა ცხადაძისთვის კი შემოდგომის ბოლო დღე გაცილებით უიღბლო აღმოჩნდა: მთავარი მწვრთნელის ვაჟს მეტოქესთან შეჯახება ყბის ძვლის გატეხვად და ტვინის შერყევად დაუჯდა.

კახა ცხადაძე ბაქოში გვეგულებოდა, მაგრამ "ინტერის" ქართველი თავკაცი უკრაინაში ყოფილა!

- სამწვრთნელო ლიცენზიას განახლება ოთხ წელიწადში ერთხელ სჭირდება. დნეპროპეტროვსკში სწორედ ამისთვის ვართ მე, გიორგი ჩიხრაძე და გია გეგუჩაძე. სამდღიან სემინარს ვესწრებით, გასაუბრებას გავივლით და ლიცენზია ავტომატურად გაგრძელდება.

სხვათა შორის, ახლა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებთან ერთად ვართ: ჯაბა კანკავამ, სანდრო კობახიძემ და უჩა ლობჟანიძემ (სამივე დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" ფეხბურთელია. - ავტ.) ვახშამზე დაგვპატიჟეს.

- "ინტერმა" ძალიან ცუდად დაიწყო მიმდინარე სეზონი...

- შარშანდელი სეზონის შემდეგ "ინტერი" თორმეტმა ფეხბურთელმა დატოვა. ფაქტობრივად, თავიდან მოგვიხდა შემადგენლობის ფორმირება.

- როგორც ვიცი, მაშინ თანამდებობიდან წასვლაც გსურდათ...

- ექვსი მატჩიდან ხუთი წავაგეთ. იმ დღეებში საკუთარი თავის რწმენაც კი დავკარგე, რაც ყველაზე დიდი პრობლემაა მწვრთნელისთვის. ორჯერ დავწერე განცხადება, მაგრამ კლუბის სპონსორი ვერაფრით დავითანხმე.

- თქვენი შვილი სერიოზულად დაშავდა?

- ფეხბურთელმა არ უნდა იკადროს მეტოქის შეგნებულად დამტვრევა! ამას მხოლოდ იმიტომ არ ვამბობ, საქმე ჩემს შვილს რომ ეხება, მაგრამ "ბაქის" მცველმა უბურთო მეტოქეს სპეციალურად ჩაარტყა. თანაც, ბოლო წამებზე - ბაჩანა დაეცა თუ არა, საფინალო სასტვენიც გაისმა. ალბათ, მოედანზე იანვრამდე ვეღარ გავა, რადგან ტვინის შერყევა დაუდგინდა და ყბის ძვალიც გატეხილი აქვს.

იხილეთ: მეტოქეს მე ასე არ გავიმეტებდი - ბაჩანა ცხადაძეს გერმანიაში მკურნალობა სჭირდება

- აზერბაიჯანულ პრესაში დაიწერა - "ნეფთჩისთან" მოგება კახა ცხადაძის აზერბაიჯანულ კარიერაში მე-100 გამარჯვება იყოო... ასეთ რაღაცებს თუ აქცევთ ყურადღებას?

- "საიუბილეო" გამარჯვების შესახებ მეც თამაშის შემდეგ შევიტყვე. როგორც ჩანს, პრინციპული მატჩის წინ ჩვენმა სტატისტიკოსებმა ამაზე სპეციალურად არ გაამახვილეს ყურადღება. მას შემდეგ "ბაქიც" დავამარცხეთ. ასე რომ, 1001 თუ არა, 101 გამარჯვება უკვე მაქვს (იცინის)...

- მეხუთე წელია, "ინტერში" მუშაობთ და უკვე შეგვიძლია, თამამად გკითხოთ: რითია სპეციფიკური აზერბაიჯანის პირველობა, რით გამოირჩევა თუნდაც საქართველოს ჩემპიონატისგან?

- ვიცი, რომ ქართველი გულშემატკივრისთვის ეს ძნელი მოსასმენია, მაგრამ ჩვენი ჩემპიონატი რეგრესს განიცდის, აზერბაიჯანის პირველობა კი წინ მიდის. მხოლოდ ფინანსებშიც არ არის საქმე - ფულს სწორად დახარჯვა უნდა!

საფეხბურთო სკოლებსაც დიდ ყურადღებას აქცევენ, მაგრამ პირველ რიგში, ინფრასტრუქტურა მოაწესრიგეს და აზერბაიჯანის ყველა კლუბს კარგი ბაზა აქვს, საუცხოო პირობებს უქმნიან მოსამზადებლადაც და სათამაშოდაც. აზერბაიჯანელების მიერ ფეხბურთისთვის გამოყოფილი თანხის 30% მაინც რომ იხარჯებოდეს საქართველოში, ქართული ფეხბურთი აყვავდებოდა...

- ქართული კლუბები თანხებს არასწორად ანაწილებენ?

- ვიმეორებ, ფინანსების მოზიდვა არ კმარა, სწორადაც უნდა დახარჯო! სეზონის დაწყების წინ ბიუჯეტი წინასწარ ხომ უნდა დაგეგმო?!

მთელ ბიუჯეტს შვიდ თვეში რომ დახარჯავ, დარჩენილი თვეების განმავლობაში რითი იარსებებ?! ანდა, თბილისის "დინამოს" და "ზესტაფონის" გარდა, რომელიმე ქართულ კლუბს აქვს მაღალი დონის ბაზა? იცით, როდის უნდა აეტეხათ განგაში ქართულ ფეხბურთში? "ზესტაფონმა" 0:3 რომ წააგო აზერბაიჯანის ჩემპიონთან...

- აზერბაიჯანელი ჟურნალისტები და მეტოქე გუნდების მწვრთნელები კახა ცხადაძეს ძველებურად ემტერებიან?

- რა თქმა უნდა, მეც ბევრი შეცდომა დამიშვია, მაგრამ რა ვქნა - უსამართლობას ვერ ვიტან! თავად ძალიან თვითკრიტიკული ვარ, მით უმეტეს, სხვისგან არ გავურბივარ შენიშვნებს, მაგრამ კრიტიკა ჯანსაღი უნდა იყოს. პირველ წელს რომ გავხდით აზერბაიჯანის ჩემპიონი, რა არ დაწერეს. იმასაც ამბობდნენ - "ინტერი" "საწყალი ჩემპიონიაო".

მთელი სეზონის განმავლობაში პირველ ადგილზე ვიყავით და მეტი რა უნდა გაგვეკეთებინა?! უსამართლო შეფასებები რომ ვერ ავიტანე, ბევრთან ამის გამო მომიხდა კონფლიქტი.

მომდევნო წელს "თანამეგობრობის თასიც" მოვიგეთ და მაშინაც გაიძახოდნენ - ეგ რა ტურნირიაო... ჩვენი პირველობა ბევრს დაადგა ყელზე. როგორი საქმეა, 25-მილიონიანი ბიუჯეტის "ნეფთჩი" მეოთხე-მეხუთე ადგილს ვერ სცდებოდეს, 5-მილიონიანი "ინტერი" კი ჩემპიონობისთვის იბრძოდეს?!

თუმცა საქართველოში იყო ასეთი დამოკიდებულება ჩემ მიმართ და აზერბაიჯანში რა გასაკვირია?

- ერთხელ თქვით - ნოდარ ახალკაცი იყო წინააღმდეგი, საქართველოს ნაკრებში კლაუს ტოპმიულერის თანაშემწედ მე რომ მემუშავაო... ასეთი დამოკიდებულება საქართველოში სხვა დროსაც გიგრძვნიათ?

- არა, საქართველოს ჩემპიონატიდან ასეთი რაღაცების გამო ნამდვილად არ წამოვსულვარ. უბრალოდ, სანამ ქართულ კლუბებში ნორმალური სამუშაო პირობები არ იქნება, მწვრთნელად მუშაობა აზრს კარგავს. აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს და მწვრთნელებს ვაღიზიანებ, თორემ გულშემატკივრის სიყვარულს ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ.

ჰეიდარ ალიევის იუბილეს აზერბაიჯანის ნაკრების და ვეტერანების მატჩიც მიეძღვნა, სადაც ქართველმა ფეხბურთელებმაც ვითამაშეთ. ჩემი გვარი რომ გამოაცხადეს, ტრიბუნებზე ყველა წამოდგა და ისე მიკრავდა ტაშს. აჩი არველაძემ გადმომილაპარაკა - აკი, აზერბაიჯანში არავის ვუყვარვარ, ეს არის გინებაო (იცინის)?!

ფეხბურთის აქაურმა მოყვარულებმა იციან, რომ მათი ქვეყნისთვის ბევრი კარგი რამ მაქვს გაკეთებული. შედეგი რომ არ მქონდეს, ვინ გამაჩერებდა აქ ამდენ ხანს?! ექვსი მატჩიდან ხუთს რომ წააგებ, კლუბის მფლობელი კი მაინც დარჩენას გთხოვს, ე.ი. სჯერა შენი. აქაური მედიის დამოკიდებულება კი პირიქით - სტიმულს მმატებს!

- "ინტერის" ქართველი მოთამაშეებით კმაყოფილი ხართ?

- ძალიან კმაყოფილი ვარ! მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ძალიან მაკრიტიკებდნენ იაშკასა (ლაპარაკია 36 წლის ალექსანდრე იაშვილზე. - ავტ.) და ლაშა სალუქვაძის შეძენის გამო. ისინი ბევრმა "პენსიონერებად" შერაცხა, მაგრამ ორივემ დაამტკიცა, რომ უმაღლესი დონის ფეხბურთელები არიან. მეტიც, მიმაჩნია, რომ იაშვილის დონის ფეხბურთელს აზერბაიჯანის ჩემპიონატში აქამდე არ უთამაშია!

იაშკაც და ლაშაც სამაგალითო ფეხბურთელები და ადამიანები არიან. იგივეს თქმა შემიძლია გიორგი ლომაიაზეც, რომელიც პირველი დღიდანვე გვერდით მიდგას. ერთმანეთს ძალიან ვეხმარებით. ბაჩანა კი ჩემი შვილია და მასზე ბევრს არ ვილაპარაკებ...

- ნაკრებზე გადავიდეთ: რა არის დღეს საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარი პრობლემა?

- როცა წვრილმანები არ იცი, ძნელია შეაფასო. თუმცა სწორედ ახლა ვეუბნებოდი ფეხბურთელებს - მომდევნო შესარჩევ ციკლში ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის ისტორიული შანსი ექნებათ და ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთონ!

ნაკრები არ არის კლუბი, სადაც ფეხბურთელი თავად იღებს გადაწყვეტილებას. ეროვნული გუნდი ქვეყანას ეკუთვნის და ნაკრების ფეხბურთელი ისე უნდა მოიქცეს, როგორც ქვეყანას სჭირდება! იგივე ითქმის ნაკრების მწვრთნელზეც. შედეგი რომ ცუდია, ყველანი ვხედავთ, დანარჩენი კი მწვრთნელის საქმეა, მან უნდა გააანალიზოს - როდის შეცდა თავად, რა შეცდომები დაუშვეს ფეხბურთელებმა და ა.შ. როცა შედეგი არ არის, ლაპარაკი მერე იწყება...

- თორნიკე ოქრიაშვილმა მითხრა - დღევანდელი ნაკრები ვერ არის ისეთი შეკრული, ერთიანი გუნდი, როგორიც წინა თაობების დროსო...

- ჩვენ მართლაც დიდ სიამოვნებას ვიღებდით ნაკრებში თამაშით, კლუბის ინტერესები ყოველთვის მეორე პლანზე გადადიოდა. ერთხელ კლუბში მთელი თვე სათადარიგოთა სკამზე გავატარე იმის გამო, რომ ნაკრებში დაგეგმილზე ორი დღით ადრე წამოვედი...

არ ვართ ერთიანი გუნდიო? ჰოდა, თავად ფეხბურთელებმაც ყველაფერი უნდა გააკეთონ ამის მოსაგვარებლად.

საერთოდაც, ამდენი ინტერვიუ და საჯაროდ ლაპარაკი გაუმართლებლად მიმაჩნია, ყველაფერი ნაკრების შიგნითვე უნდა მოგვარებულიყო. ახლა მაინც გადადონ გვერდზე ამბიციები, დასხდნენ და საერთო საქმე გააკეთონ!

ორივე მხარე მტყუანია, მაგრამ ამ შემთხვევაში, ყველაზე მეტად დამნაშავედ ფეხბურთის ფედერაცია მიმაჩნია, რომელიც გვერდიდან უყურებდა ამ ყველაფერს. ახლა მაინც უნდა ჩაერიოს და სიტუაცია განმუხტოს...

რატი შელეგია

გაზეთი "ყველა სიახლე"

lasha
მერე გახდება ხო;ლმე ყველა პროფესორი ეს კაცი რო მიდიოდა აზერებში იმინა ქარცეცხლში გატარეს მოღალატედაცშერაცხეს ახლა ყველა ხედავს რო უნდა წასულიყო დ აიმიტო უნდა წასულიყო რო თუნდაც უცხო ქვეყანაში ქართველებს ამდენი წარმატება მიეხწიათ აქ მაინც არავინ უფასებდა არაფერს და ახლა ყველა ვხედავთ მართლა რო ძლიერი სპეციალისტია და დალშე ვის რა როგორ სჭირდება უკვე ყველა ვხედავთ
Kaxas
წარმატებებიიიიი გვასახელეთ ქართველებოოოოოოო
ku2
წარმატებებს ვუსურვებთ და ღმერთმა მაგარი გაძლება მისცეს!
guja_kakhadze
ფედერაციაში, სირბილთან დაკავშირებით, "რუსული რულეტკას" თამაშს თავს თუ არ დაანებებენ, შედეგები კიდევ უფრო გაუარესდება!
"უდინეზეში" გოგლიჩიძის დებიუტი შედგა - მისი გუნდი 1/16-ფინალში გავიდა
Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი
სიგუას ახალ გუნდში დებიუტი ევროტურნირზე შედგება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
ნიკოლაი ყიფიანი ჩიხრაძის "ეთნიკოსიდან" "ომონიაში" გადავიდა
გიორგი ლომაია: მეც მქონია კარიერაში ჩემი სიგიჟეები
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
კვარას შეუძლია "რეალში" ან "ბარსელონაში" ითამაშოს, ის ამისთვის მზადაა - ლაშა სალუქვაძე
გიორგი ლომაია: აზერბაიჯანი ჩემი მეორე სამშობლოა
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
სანდრო კობახიძემ ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო
"სლოვანმა" გაიმარჯვა - კაშიამ შეუცვლელად ითამაშა
ლეგენდების თასი 2019 თურქეთმა მოიგო - ბომბარდირი კალაძე გახდა
ერთხელ ბაქოში... სად გაგვასწრო მეზობელმა ფეხბურთში
"საქართველოში მიაჩნიათ, რომ..." - ლაშა სალუქვაძემ "დინამო"-"ნეფტჩის" მატჩის შესახებ ისაუბრა
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
აბდალაძე და კუჭუაშვილი მსოფლიოს ჭაბუკთა ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ
ალექსანდრე იაშვილი: ყველას დავანახეთ, რომ შეგვიძლია ასეთ გუნდებთან თამაში და მათი დამარცხება
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
რუმინეთის ჭაბუკთა ტურნირზე ქართველმა ფალავნებმა 7 მედალი მოიპოვეს
გიორგი ჩიხრაძემ ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ზამთრის თასი 2017: ვარსკვლავური ომები თბილისში [VIDEO+PHOTO]
გიორგი ლომაიამ კარიერის საუკეთესო პერიოდი და დასამახსოვრებელი მატჩი გაიხსენა
ბაჩანა ცხადაძე: მამაჩემი ჯერ უმუშევარია
რისი გჯეროდათ? - როდის იყო, დონ კიხოტი შედეგებზე სწავლობდა?
სანდრო კობახიძე: "ვორსკლაში" ძალიან კარგი პერიოდი მქონდა
soccer.ru: რუსეთის ჩემპიონატის 10 ყველაზე რეიტინგული ქართველი - ბრწყინვალეები, ჩემპიონები, ბომბარდირები, სიმბოლო და ჯარისკაცი
ოფიციალურად: ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
იაშვილი: მიზანია ვიბრძოლოთ პლეი-ოფის საგზურისთვის, მინიმუმ მეორე ადგილისთვის
ლეგიონის უქმეები: გიორგი ჩაკვეტაძე დაბრუნდა [VIDEO]
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
ლაშა სალუქვაძე: ხვიჩას შეუძლია დიდ გუნდში ითამაშოს
"სუბოტიცა", რომელსაც "დინამომ" ვერ მოუგო, "ვორსკლამ" დაამარცხა - გოლი სანდრო კობახიძემ გაიტანა
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ველით სისტემის შეცვლას - ვილი სანიოლი და საქართველოს ნაკრები სომხეთისთვის ემზადებიან
ზაურ სვანაძე "გაბალასთან" მატჩზე: არ ვფიქრობ, რომ მოედანზე რაიმე არასაფეხბურთო მოხდება
უკრაინაში კანკავას გმირობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გაიმეორა - "ენა მეჭირა, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი..."
ცხადაძის "ორდაბასისთან" დამშვიდობება გასახდელში ხელჩართული ჩხუბით დასრულდა
ლაშა სალუქვაძე: ხვიჩა რუსეთში თავს ცუდად გრძნობდა
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
გეგუჩაძე უნდა წავიდეს, ამას აღარ მოვითმენთ! - ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრები
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
ბაჩანა ცხადაძე კარიერას საჩხერის "ჩიხურაში" გააგრძელებს
16 წლამდე ვაჟთა ნაკრებს სანდრო კობახიძე უხელმძღვანელებს
კვეკვესკირის როლი გასახდელში დიდია... ეს კონკურენციაა... ბათუმში კარგი საფარი იქნება - სანიოლისა და იაშვილის პრესკონფერენცია
"ეს გადაწყვეტილება ძალიან რთული მისაღები იყო" - ცხადაძე კარიერას ასრულებს
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტი ფელის ვისენტეს უკავია
თბილისის "დინამოს" ესპანელი თავკაცი: ეროვნული ლიგა ბრძოლისუნარიანი პირველობაა
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
ბაჩანა ცხადაძე: მეგონა, ფეხბურთს ვეღარასოდეს ვითამაშებდი...
თბილისის "დინამოს" მწვრთნელად ზაურ სვანაძე დანიშნეს
საჩხერიდან კორსიკაზე - ბაჩანა ცხადაძე "ბასტიაში" გადავიდა
"მჯერა, ყველაფერს ჩვენ სასიკეთოდ დაასრულებთ" - კვარაცხელიას გზავნილი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელებს "ტირანასთან" მატჩამდე [VIDEO]
ილურიძემ და ჩიხრაძემ "ეთნიკოსი" დატოვეს
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
ზაურ სვანაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
გიორგი წიტაიშვილმა კიევის "დინამოს" პირველ გუნდში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]
ალექსანდრე იაშვილი: ანტალ იაკობაშვილთან საუბარი გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, მას უნგრეთის ნაკრებში სურს თამაში
"რუსთავმა" თურქულ შეკრებაზე წასაყვანი 26 ფეხბურთელი დაასახელა
გია გეგუჩაძე: ყველას იმედი გვქონდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით