მიხეილ ყაველაშვილი: "...ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებს აკლიათ ის საფეხბურთო განათლება, რაც მათ თანატოლ ესპანელებს აქვთ"
მიხეილ ყაველაშვილი სამშობლოში დეკემბრის დასაწყისში რამდენიმე დღით დაბრუნდა. ბოლო წლებია ვეტერანი ფეხბურთელი ციურიხში ცხოვრობს და ამავე ქალაქში მდებარე ფიფას შტაბბინის ხშირი სტუმარიც გახლავთ.
როგორც ჩვენმა დღევანდელმა რესპონდენტმა გაგვიმხილა, გასული წლების მსგავსად, ამჯერადაც დაესწრება წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენ გალა-ღონისძიებას, რომელსაც ციურიხი 13 იანვარს უმასპინძლებს.
თუმცა მიხეილ ყაველაშვილთან ინტერვიუში მხოლოდ ამ თემაზე არ გვისაუბრია...
- საახალწლოდ ისევ ჩამოვალ თბილისში, მერე კი შვეიცარიაში დავბრუნდები. წელსაც ვარ მიწვეული "ოქროს ბურთის" მფლობელის გამოსავლენ გალა-დაჯილდოებაზე, რომელსაც ბოლო ოთხი წელიწადია ვესწრები...
- თუ მხოლოდ ოთხი წელიწადია, რაც ასეთ ღონისძიებებს ესწრებით, მხოლოდ ლიონელ მესის ტრიუმფის მოწმე ყოფილხართ...
- (იცინის) მართალი ხართ, მაგრამ არა მგონია, წელსაც იგივე განმეორდეს. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ერთ-ერთი ვარ იმ მცირერიცხოვან ქართველთაგან, ვინც ყოველ წელს ესწრება ამ ღონისძიებას...
- ის მანკიერი სისტემა, რომელიც ქართულ ფეხბურთს მართავს - თუ შეიძლება ამას სისტემა და მართვა დაარქვა... ფეხბურთი ყველა სხვა ქვეყანაში ვითარდება, საქართველოში კი, პროგრესს ვინ ჩივის, უკან მივდივართ.
ყველაზე ცუდი ის არის, რომ ქართულ ფეხბურთში დასაქმებულთა უმეტესობა ამ მანკიერი სისტემის ნაწილია - ზოგი ნებით, დანარჩენებს კი სხვა გზა არა აქვთ... ერთ ქართულ კლუბს, ფეხბურთელს ან მწვრთნელს მაინც დამისახელებთ, ვინც თუნდაც ერთი წლის განმავლობაში მაინც ახერხებს წარმატებულად მუშაობას? გია გეგუჩაძის "ზესტაფონის" შემდეგ გინახავთ ასეთი გუნდი? მხოლოდ ორ-სამთვიან გამონათებებს ვხედავთ...
რამდენიც უნდა ილაპარაკონ, შედეგი ყველაფერზე მეტყველებს. მაგრამ რა პროგრესზეა ლაპარაკი, როცა ხედავ, რომ იმ ხალხისთვის, ვისთვისაც პირდაპირი მოვალეობაა ფეხბურთზე ზრუნვა, მათ შორის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისთვის, ფეხბურთი მთავარი არ არის!
- აბა, რა არის მათთვის მთავარი?
- შესაძლოა, ამ სისტემის შენარჩუნება, რომელიც ყალბ ურთიერთობებზეა დამყარებული... რომელიმე ასაკობრივ ნაკრებს რომ შეუწყობ ხელს ან თავის მოსაწონებლად ერთგან მოაწესრიგებ ინფრასტრუქტურას, დაჭაობებული ქართული ფეხბურთი ამით გამოსწორდება?
- ასაკობრივი ნაკრებების წარმატებული თამაში ვისი დამსახურებაა?
- ბოლო წლებია, ესპანელების საფეხბურთო ფილოსოფია ყველასთვის მისაბაძია. მათი ყველა ნაკრები ერთი კონცეფციით, ერთი და იმავე სტილით თამაშობს. ასაკის შესაბამისად, ყველა ესპანელი ფეხბურთელი მაქსიმალურად განათლებულია, ჩვენთან კი... მიუხედავად იმისა, რომ ელიტრაუნდში ხვდებიან, სამწუხაროდ, ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებს აკლიათ ის საფეხბურთო განათლება, რაც მათ თანატოლ ესპანელებს აქვთ. თორემ ნიჭით, შესაძლოა, ქართველები სჯობდნენ კიდეც!
ბავშვების სწორად აღზრდა უნდა ვისწავლოთ, თორემ ხომ აშკარაა, რომ ასეთ ვითარებაში დამწყები ფეხბურთელები ვერ მიიღებენ ისეთ საფეხბურთო განათლებას, როგორსაც მოზარდები ესპანეთში ან გერმანიაში იღებენ...
- ამისთვის სისტემური ცვლილებებია აუცილებელი...
- მერედა, ვინ უნდა შეცვალოს სისტემა? გუნდმა, ვინც მოვა და თავიდანვე იტყვის, რომ პასუხისმგებელია ქართულ ფეხბურთში მომხდარ ყველა მოვლენაზე! ვინც მოსვლისთანავე გააგებინებს საფეხბურთო სამყაროს, რა პროგრამით აპირებს მუშაობას... ქართული ფეხბურთის ამჟამინდელი მმართველები კი... თანამდებობაზე რომ მოვიდნენ, მერე მოხდა მათი გეგმების გარკვევა. უფრო სწორად, კი არ "მოვიდნენ", მოიყვანეს და დასვეს!
ხშირად გვსაყვედურობენ ხოლმე - საქმით გვაჩვენეთ, რა შეგიძლიათო, მაგრამ დღეს ხომ მხოლოდ რიგითი გულშემატკივრები ვართ? თუ იქნება არჩევნები და ჩემი გუნდით ვიქნები ქართული ფეხბურთის სათავეში, მაშინ პასუხისმგებლობასაც ავიღებ, მაგრამ ვინც ახლა მართავს ფედერაციას, თუ არაფერზე არ არის პასუხისმგებელი, მაშინ რა ფუნქცია აქვს?!
- ზვიად სიჭინავა ამბობს, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში ფეხბურთის ფედერაციას ვალები აღარ აქვს, ასაკობრივი ნაკრებები უკეთ თამაშობენ, მნიშვნელოვანი მატჩების მასპინძლობას გვანდობენ და ა.შ... ტყუილია?
- ვინ დაიდო მერე ის ვალი, სიჭინავაც იმავე სისტემის ნაწილი არ არის? ქართულ ფეხბურთს არც ვალების აღება დასტყობია და არც მათი გასტუმრება! რა გაკეთდა ისეთი, ვალი რომ აგვეღო? ან გასტუმრების მერე შეიცვალა რამე?! საგულდაგულოდ არის მიჩქმალული, როგორ და რისთვის დაგროვდა ეს ვალები... ერთი და იმავე სისტემის წარმომადგენლებიდან ერთმა დააგროვა, მეორემ კი გაისტუმრა ვალი და ამას გვაყვედრის. სხვის მიერ აღებული ვალების გასასტუმრებლად არის ეს ხალხი ფეხბურთში?! თავადაც არ მალავენ, ფეხბურთში დილეტანტები ვართო. პროფესიონალიზმს ვინ ჩივის, უბედურება ის არის, მოყვარულის დონეზეც კი ვერ ერკვევა ფეხბურთში.
შვეიცარიასა და გერმანიაში სამოყვარულო კლუბებში მეტი სერიოზულობით უდგებიან საქმეს, ვიდრე ჩვენთან ის ხალხი, ვისაც ეს პირდაპირ ევალება!
- თქვენგან სულ გვესმის, რომ სფფ-ის მოქმედი პრეზიდენტი დანიშნულია და არა არჩეული. როგორ ფიქრობთ, 2015 წლის არჩევნები მაინც იქნება სამართლიანი?
- საკითხის ასე დასმა არასწორად მიმაჩნია, რაზეც უკვე ვილაპარაკე. ის კითხვები 2015 წელს კი არა, ყოველდღიურად არის დასასმელი და ახლა იმიტომ არ ვახმიანებ, რომ მაინცდამაინც დღესვე მინდა არჩევნები. დღევანდელ კითხვებზე პასუხები დღესვე უნდა მივიღოთ!
როგორი არჩევნები ჩატარდება, ეს საფეხბურთო საზოგადოებაზეა დამოკიდებული. თუ დღეს დავიწყებთ, ნაბიჯ-ნაბიჯ მივალთ სამართლიან არჩევნებამდე. დელეგატებმა, ვისაც ხმის უფლება აქვთ, უნდა დაინახონ, რომ საზოგადოებას ფეხბურთი უყვარს და ვერ უნდა გაბედონ უსამართლო გადაწყვეტილებების მიღება...
- სიჭინავასაც უთხრეს - სინდისში ჩაიხედეო... ჩაიხედა და მუშაობას დღემდე აგრძელებს! ფიქრობთ, რომ დელეგატებს სინდისი სხვა რამეს უკარნახებს?
- პესიმისტები არ უნდა ვიყოთ! ჟურნალისტებმაც უფრო პრინციპულად უნდა დასვან კითხვები...
ფეხბურთში ვერ ვერკვევიო, სიჭინავა რომ ამბობს, ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში ამის გაგონებისთანავე დააყენებდნენ ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხს! ფეხბურთი თუ არ გესმის, მის მმართველად მოსვლას როგორ ბედავ?!
- ნაკრებზე გადავიდეთ: რისი ბრალია ყველაფერი ის, რაც ბოლო დროს ეროვნული გუნდის გარშემო ხდება?
- წინათაც გითხარით, რომ ჯოხის მხოლოდ ქეცბაიაზე გადატეხა არასწორად მიმაჩნია. იმ ფონზე, რაც ქართულ ფეხბურთშია, ილუზიონისტი უნდა იყო, ნაკრებს გამართული ფეხბურთის თამაში დააწყებინო და მით უმეტეს - მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანო!
ქეცბაიას გულწრფელობასა და პროფესიონალიზმში ეჭვი არ მეპარება. როცა ნაკრებში მოდიოდა, თავისი იმიჯიც ჰქონდა და სურვილიც, რაღაც გამოესწორებინა, მაგრამ ხომ უნდა გაითვალისწინო, რომ სამუშაოდ მიდიხარ ქვეყანაში, სადაც არც ფეხბურთის განვითარების პროგრამა არსებობს, არც ბავშვთა ფეხბურთი და არც ნორმალური ეროვნული ჩემპიონატი?
თუმცა, რაზეა ლაპარაკი, როცა სფფ-ის თავკაცი, ანუ ის, ვისი უშუალო მოვალეობაც ნაკრების მწვრთნელის არჩევაა, ამბობს, ჩემთვის არც კონტრაქტის პირობები უკითხავთ, არც მწვრთნელის ვინაობა, უბრალოდ, კონტრაქტი გამაფორმებინესო... ეს საფეხბურთო საზოგადოების დაცინვა არ არის?
რაც შეეხება ნაკრების შიდა არეულობას, ასეთ დროს მაინც მწვრთნელს ეკისრება მეტი პასუხისმგებლობა!
- პირველ წელს ხომ ჰქონდა ქეცბაიას შედეგი, მერე რა მოხდა?
- როცა ნაკრებს წარმატებული სერია ჰქონდა, მაშინაც ვამბობდი - ასეთი ფეხბურთი ჩვენთვის დამღუპველია-მეთქი. ამ კონტინგენტით მეტი რა გააკეთოსო?! ვინც დანიშნა, ხომ უნდა გაეთვალისწინებინა, რომ თემურს არ ჰქონდა ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობის, ახალი გუნდის შექმნის გამოცდილება?
შესაძლოა, გამოცდილი, ჩამოყალიბებული ფეხბურთელებისგან შეძლოს ორგანიზებული, დისციპლინირებული, მოტივირებული კოლექტივის ჩამოყალიბება, მაგრამ ვიმეორებ: ახალი გუნდის შექმნის გამოცდილება და ხედვა თემურს არა აქვს!
ამიტომ ვამბობდი, რომ იმ ფეხბურთს, რასაც თუნდაც წაუგებელი სერიისას აჩვენებდა ნაკრები, მომავალი არა აქვს. ვამბობდით კიდეც, რატომ არის ეს გზა მცდარი...
ქომაგებმა ყოველთვის მაქსიმუმი უნდა მოვითხოვოთ, მაგრამ ვინმე გაბედავს და იტყვის, რომ ამ ვითარებაში, ამ კონტინგენტით ძლიერი გუნდის ჩამოყალიბება შეუძლია?!
რატი შელეგია
გაზეთი "ყველა სიახლე"
ასევე იხილეთ:
მიხეილ ყაველაშვილი: რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას სიჭინავას არავინ ეკითხება
მიხეილ ყაველაშვილი: თუ ფეხბურთისადმი ნდობის დაბრუნება გვინდა, ზვიად სიჭინავა უნდა გადადგეს
მიხეილ ყაველაშვილი: ბელორუსთან რომც მოვიგოთ, რა პერსპექტივა გვაქვს?
მიხეილ ყაველაშვილი: მე მხოლოდ ფაქტები აღვნიშნე, სამწუხარო ფაქტები...
მიხეილ ყაველაშვილი: ქართულ ფეხბურთში ცვლილებების დროა
ბარსა
ბრძოლა ფედერაციის "ტახტისთვის" გრძელდება, ფეხბურთი? ფეხბურთი ვის აინტერესებს.
murtalo
როგორ ბედავ ქეცბაიაზე ამას რომ ამბობ...დაგქოლავენ!:)))
zuko
ბატონო მიხეილ,სიჭინავას და ფედერაციის ხელმძღვანელობის ბრალი კიარაა დგეს რომ ფეხბურთს პრობლემები აქვს,ეს მთავრობის ბრალია,არ აინტერესებთ ფეხბურთი და დამიჯერეთ თკვენ რომ პრეზიდენტი გახდეთ ამის ნახევარის გაკეთებასაც ვერ შეძლებთ,არ ზის თკვენი ტანამოაზრე ბატონი ყიფიანი მინისტრად? აკეთებს რამეს? ვერც გააკეთებს,იმიტომ რომ თკვენ მხოლოდ გარედან ხართ მაგრები,საქმე საქმეზე რომ მიდგება კი არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ,ასე რომ მთავრობას და ბატონ მინისტრს მოთხოვეთ ფეხბურთის წინსვლადა არა ფედერაციას.
benni sanches
რაც სიჭინავას დროს გაკეთდა ქართულ ფეხბურთში იმდენი არ გაკეთებულა არავის დროს,მგონი ჯობია ამ კაცს მადლობა მოუხადოთ ქართული ფეხბურთის იმფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის!რა გვჭირს ამ ქართველებს ეს რა დაუნახაობაა ხომ შეიძლება ადამიანში დადებითი ვეძებოთ და არა უარყოფითი
benni sanches
ყაველაშვილი ცხოვრობს ციურიხში და იქიდან გვმოძღვრავს!ცოტა რეალურად შეხედეთ ქართულ ფეხბურთს მე ხაზს უსვავ ქართულ ფეხბურთს.ბ-ნო მიხეილ ერთი-ორი წელი იცხოვრე საქართველოში თუ გნებავთ "ბოლნისში" ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს და მერე დაგველაპარაკე როგორ უნდა განვითარდეს ქართული ფეხბურთი!!!!!!!!!
gio
ამ კაცისკენ ვარ სულით და გულით და იმედია გახდება ფედერაციის პრეზიდენტი ეს თუ უშველს და ამის გუნდი დრეს ფეხბურთს თორემ არველაძე თუ მოვიდა მორჩა მანდ ჩვენი წინსვლა მერე უკვე ძალიან ჩამოვრჩებით სხვა განვითარებულ ქვეყნებს არც ეხლა ვართ ახლოს მაგრამ მაინც ; ))) ხალხი თქვენ გელოდებათ და უნდა გააქტიურდეთ ; )
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"დარწმუნებული ვარ, ხალხს ეს სიტყვები გააბრაზებს, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა" - შოტლანდიელმა მწვრთნელმა მესი გააკრიტიკა
გეგა გეგეშიძე: ვნანობ ჩემს საქციელს, ეს არ არის კარგი
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
"მან ჩემს სამწვრთნელო განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა" - მოურინიო მესიზე
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
[ლელოს სტუმარი] გია ცეცაძე წარსულზე, კარიერაზე, ჩემპიონობაზე, ნაკრებზე...
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
შაბათს ექსფეხბურთელ ყაველაშვილს პრეზიდენტად აირჩევენ - გავიხსენოთ კარიერა
გია გეგუჩაძე: ყველას იმედი გვქონდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით
მიხეილ ყაველაშვილი: ეს ყველასთვის მიუღებელია, რა საქციელიც იყო ჩადენილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
"პატრიოტი და ღირსეული კაცია!" - გაზაევი ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებამ აღაფრთოვანა
რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
"ვითამაშებ თუ არა მსოფლიო ჩემპიონატზე?" - მესიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"კრუიფზე, ზიდანზე და რონალდოზე მაღლა დგას" - ლინეკერმა მესის შესახებ ისაუბრა
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ
"ნუ უყურებთ იმას, რომ ფეხბურთელია" - ჯანაშია ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევაზე
"ფეხბურთელების უმეტესობა ძალიან ჭკვიანია... სსრკ-ის დროს..." - კავაზაშვილი ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევაზე
ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
გეგუჩაძე უნდა წავიდეს, ამას აღარ მოვითმენთ! - ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრები
[VIDEO] მესის უჩვეულო ქმედება, რის გამოც არგენტინელმა მეტოქეს ბოდიში მოუხადა
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
"მახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ, მაგრამ პრეზიდენტობა არასდროს მინანია"
"მჯერა, ყველაფერს ჩვენ სასიკეთოდ დაასრულებთ" - კვარაცხელიას გზავნილი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელებს "ტირანასთან" მატჩამდე [VIDEO]
ბეტონის ჯებირი და უეფას სტანდარტი - აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გამო
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...