ტურის ყველაზე დამაინტრიგებელი პაექრობა 15 დეკემბერს, გორში უნდა გაიმართოს, სადაც "დილა" "ჩიხურას" დაუპირისპირდება
ბუნებას წინ ვერავინ და ვერაფერი აღუდგება: რაც უნდა ვიძახოთ, რომ საქართველოში დეკემბერში დანიშნული კალენდარული მატჩების გამართვა მუდამ სათუოაო, ახლა მაინც ვერაფერს შევცვლით.

თანაც, რთული კლიმატური პირობების გამო პრობლემები მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს კი არა, ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ გადამწყვეტ შეხვედრასაც ("გალათასარაი"-"იუვენტუსი") შეეხო.

მოკლედ, წინასწარ ვერაფერს განსაზღვრავ: მაგალითად, შარშან დეკემბერში, საქართველოს ჩემპიონატისთვის, წლევანდელისგან განსხვავებით, უამინდობას განსაკუთრებული პრობლემები არ შეუქმნია; თუმცა, არცთუ შორეულ წარსულსაც გაგახსენებთ, როცა თებერვლის დასაწყისში მოსული თოვლის გამო ის მატჩებიც გადაიდო, რომლებიც... ხელოვნურსაფრიან მოედანზე უნდა ჩატარებულიყო!

...წინა ტური, ორის ნაცვლად, ოთხ დღეს გაგრძელდა, თუმცა, მაინც, "სრულად" ჩატარდა; აი, შაბათ-კვირას როგორი სიტუაცია იქნება, ამას წინასწარ ვერავინ გეტყვით, - ანუ, წესითა და რიგით, XVII ტური ამ უქმეებზე უნდა ჩატარდეს, თუმცა ნუ გამოვრიცხავთ მოვლენების ისეთ განვითარებასაც, რომ ესა თუ ის მატჩი (შესაძლოა, მთლიანად - ტურიც) გადაიდოს...

მეტალურგი-გურია

პირველი წრე - 1:3

დისკვალიფიკაცია: ანზორ სუხიაშვილი, ბექა ტუღუში (ორივე - მეტალურგი) - თენგიზ ჩიკვილაძე (გურია)

...ან, სეზონის დაწყებამდე (ან კიდევ - პირველი წრის მსვლელობისას), ვინმე იფიქრებდა, რომ 16 ტურის შემდეგ "გურია" მესამე ადგილზე იქნებოდა და თავის დღევანდელ მეტოქეს (სამეულში შესვლის რეალურ კანდიდატად რომ მოიაზრება) ოთხი ქულით გაუსწრებდა?

თუმცა, რეალობა ასეთია და რუსთაველთა გუნდი ზამთრის პაუზას ზედა ექვსეულში რომ შეხვდეს, 14 დეკემბერს, მხოლოდ და მხოლოდ, 3 ქულის ასაღებად უნდა გამოვიდეს მოედანზე.

ამას გარდა, გელა სანაიას შეგირდებს "დამატებითი" სტიმულიც უნდა ჰქონდეთ: პირველ წრეში ორბურთიანი სხვაობით დამარცხების გამო სრულფასოვანი რევანშიც ხომ საჭიროა, მით უფრო, რომ რეგლამენტის თანახმად, თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობა ხომ ურთიერშეხვედრებს ენიჭება.

მოკლედ, შაბათს "ფოლადზე" (თუ, რა თქმა უნდა, არ დაათოვა ისედაც დაბალი ხარისხის ხელოვნურ საფარს) ერთობ საინტერესო მატჩის მომსწრენი გავხდებით.

აქვე, იმასაც დავძენთ, რომ, ალბათ, აღარც ღირს იმ ფაქტზე ყურადღების გამახვილება, რომ "მეტალურგმა" უკვე მერამდენე მატჩი უნდა ჩაატაროს არაოპტიმალური შემადგენლობით: რუსთაველთა გუნდს ხომ, ფაქტობრივად, ყოველ მეორე ტურში უძევებენ ფეხბურთელ(ებ)ს.

საკადრო პრობლემა სტუმრებსაც აქვთ: გამოცდილი მცველი თენგიზ ჩიკვილაძე "გურიას" დაცვის ბურჯია, თუმცა დისკვალიფიკაციის გამო თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

ტორპედო-ზუგდიდი

პირველი წრე - 0:0

დისკვალიფიკაცია: მერაბ გიგაური (ტორპედო) - დათა რიგვავა (ზუგდიდი)

წინა ტურში, "ჩიხურასა" და "მერანის" მატჩს მცხეთამ უმასპინძლა და კიდევ ორი დასავლური გუნდის პაექრობაც სწორედ "მცხეთა პარკზე" გაიმართება!

მოკლედ, მთელი პირველი ეტაპი ნეიტრალურ მოედნებზე ტარდება და ქუთაისის ნაცვლად, "ტორპედო"-"ზუგდიდის" დაპირისპირება რომ... მცხეთაში იმართება, რატომ უნდა გაგვიკვირდეს? არადა, ისეთი მატჩია, ქულები ორივე გუნდს ჰაერივით რომ სჭირდება: ბოლო რვა მატჩში 4 ქულის ამღები "ტორპედო" უკვე რეალურად დადგა ზედა ექვსეულში ვერმოხვედრის საფრთხის წინაშე, "ზუგდიდი" კი "გადამრჩენელ", მეათე ადგილს უკვე 5 ქულით ჩამორჩება.

ერთი შეხედვით, ამ მატჩში ფავორიტის სტატუსი "ტორპედოსთვის" უნდა მიგვენიჭებინა, მაგრამ შეხვედრა რახან ნეიტრალურ მოედანზე ტარდება, ამ შემთხვევაში რომელიმე გუნდის შანსებზე საუბარი ძნელიც არის.

სხვათა შორის, 14 დეკემბერს გასამართ ამ მატჩს, შესაძლოა, "დამატებითი" ინტრიგაც ახლდეს: როგორც შევიტყვეთ, "ზუგდიდი" ამ დღეებში ახალწვეულის განაცხადში შეყვანას ესწრაფვის და თუ ყველაფერი მოესწრო, ეს ახალწვეული, ალბათ, "ტორპედოს" წინააღმდეგაც ითამაშებს.

ახლა, იმას არ იკითხავთ, თუ ვინ არის ეს ახალწვეული? ვინ, და... კობა (კლიმენტი) წიტაიშვილი, ჯერ კიდევ ერთი თვის წინ "ზუგდიდის" მთავარი მწვრთნელი რომ გახლდათ!

როგორც ჩანს, წიტაიშვილს აქტიური საფეხბურთო კარიერის განახლება განუზრახავს და ჩვენც ისღა დაგვრჩენია წარმატებები ვუსურვოთ თავის დროზე მართლაც არცთუ ურიგო ფორვარდს.

ზესტაფონი-სპარტაკი

პირველი წრე - 0:1

ამ ტურში ერთადერთი მატჩია, დასავლეთ საქართველოში რომ უნდა გაიმართოს, თუმცა სწორედ დანარჩენი ხუთი შეხვედრისაგან განსხვავებით, სწორედ ზესტაფონური პაექრობის ჩატარებაა ყველაზე სათუო. ალბათ, ამიტომაც იზრუნეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში და იმ შემთხვევაში, თუ 14 დეკემბერს ზესტაფონში "არასაფეხბურთო ამინდი" იქნება, "ზესტაფონი"- "სპარტაკის" მატჩი, დიდი ალბათობით, 23 დეკემბერს გაიმართება.

თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდია; იქამდე კი ორივე გუნდისათვის უმნიშვნელოვანეს მატჩზე ვთქვათ, სადაც ერთმანეთის პირისპირ ძველი მეტოქეები, გია გეგუჩაძე და კახა კაჭარავა წარდგებიან. ისე, კაჭარავას "ზესტაფონთან" პაექრობებში, უმეტეს შემთხვევაში, დადებითი ბალანსი ჰქონდა ხოლმე, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ამას თბილისის "დინამოს" თავკაცის რანგში ახერხებდა.

დღეს კი, მისი ხელმძღვანელობით მოასპარეზე "სპარტაკს" ბევრად განსხვავებული (გნებავთ - მოკრძალებული) მიზნები აქვს - უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება!

აი, "ზესტაფონი" კი, იმის მიუხედავად, რომ დღესდღეობით VII ადგილზეა, მაინც მიგვაჩნია ევროტურნირების საგზურის მოპოვების რეალურ კანდიდატად.

...ამ გუნდებს შორის პირველი წრის შეხვედრა იმითაც იყო დასამახსოვრებელი, რომ "სპარტაკმა" სეზონში პირველი გამარჯვება მსაჯის მიერ დამატებულ დროში, კახაბერ კაკაშვილის შორეული დარტყმის წყალობით მოიპოვა. თუმცა, 21 სექტემბერს ჩატარებულ იმ შეხვედრაში მეტოქეებს სულ სხვა მწვრთნელები მოძღვრავდნენ: "ზესტაფონს" - რატკო დოსტანიჩი, "სპარტაკს" - ვლადიმერ ხაჩიძე.

სიონი-მერანი

პირველი წრე - 0:2

დისკვალიფიკაცია: გივი ქარქუზაშვილი (მერანი)

კალენდრის თანახმად, ეს მატჩი შაბათს, 14 დეკემბერს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ წინა ტურში "მერანი" მცხეთაში, "ჩიხურას" ხომ 11 დეკემბერს დაუპირისპირდა და, აქედან გამომდინარე, მარტვილელთა გუნდს ერთი დღით გადმოუწიეს თამაში.

თუმცა, ყველა ვარიანტში "სიონი" უფრო კომფორტულ სიტუაციაშია: ლადო ბურდულის გუნდმა ხომ წინა ტურის მატჩი ორი დღით ადრე ჩაატარა.

ეგეც რომ არ იყოს, "სიონი" აშკარად აღმავლობის გზას ადგას და ჩემპიონატში ექვსმატჩიანი წაუგებელი სერიის შედეგიც სახეზეა: თითქმის ექვსწლიანი პაუზის მერე ბოლნისელთა კლუბი ლიდერთა სიახლოვეს იმყოფება!

თუმცა, ბოლნისელებს მოდუნების უფლება არა აქვთ: ამ ტურის შემდეგ, პირველი ეტაპის ბოლომდე ხომ ერთმანეთზე ურთულესი მატჩებია ("ჩიხურასთან", "დინამოსთან", "ტორპედოსთან", "მეტალურგთან", "ზესტაფონთან") დარჩენილი და, აქედან გამომდინარე, კვირის მატჩში "სიონის" ფავორიტობა ლოგიკას მოკლებული არ უნდა იყოს.

"მერანის" მიზანი კი ამ წლის დარჩენილ ორ ტურში (და, საერთოდ, პირველ ეტაპზე) ქულების მოგროვება და ამჟამინდელი ერთობ არასახარბიელო სატურნირო მდგომარეობის გამოსწორებაა.

სხვათა შორის, "სიონი"-"მერანის" მატჩი იმითაც არის საინტერესო, რომ ორივე გუნდს ახალგაზრდა და დებიუტანტი მწვრთნელები მოძღვრავენ: ლადო ბურდული ("სიონი") და კახა ჩხეტიანი ("მერანი").

დილა-ჩიხურა

პირველი წრე - 1:3

დისკვალიფიკაცია: ალექსანდრე კვახაძე, ოთარ ხიზანეიშვილი (ორივე - დილა)

ამ ტურის ყველაზე დამაინტრიგებელი პაექრობა კვირას, 15 დეკემბერს, გორში უნდა გაიმართოს: ზედა ექვსეულის კი არა, პირველი სამეულის ორი რეალური კანდიდატის დაპირისპირება მართლაც უდიდეს ინტერესს იწვევს.

თანაც, ამ შეხვედრით გორელთა გუნდის ურთულესი "გრაფიკი" სრულდება, რომელიც "დილამ" აქამდე ერთობ წარმატებულად განვლო: "დინამოსთან", "ტორპედოსთან", "მეტალურგთან" და "ზესტაფონთან" ჩატარებულ ოთხ მატჩში მოპოვებული 8 ქულა ურიგო კი არა, ალბათ, მშვენიერ შედეგად უნდა მივიჩნიოთ.

თუმცა, "ჩიხურასაც" მშვენიერი სერია აქვს: სოსო ფრუიძის გუნდმა ბოლო შვიდ მატჩში ხუთი მოიგო და ორი ფრედ დაამთავრა; საერთოდაც, საჩხერელთა გუნდი "დინამოსთან" ერთად ამ სეზონში სხვებთან შედარებით ყველაზე სტაბილურად ასპარეზობს და სრულიად დამსახურებულადაც იმყოფება მეორე ადგილზე.

მოკლედ, კვირას უამინდობამ თუ არ შეუშალა ხელი, ერთობ საინტერესო მატჩი უნდა გამოდგეს;

ისიც საინტერესოა, თუ რა გადაადგილებებს მოახდენს თავისი გუნდის ძირითად შემადგენლობაში "დილას" მთავარი მწვრთნელი რამაზ სოღოლაშვილი და რას დაუპირისპირებს თავის გამოცდილ კოლეგას.

არადა, საფიქრალი სოღოლაშვილს მართლაც აქვს: დისკვალიფიკაციის გამო ერთ-ერთ ლიდერთან მატჩს ხომ გუნდის ორი წამყვანი ცენტრალური მცველი, ალექსანდრე კვახაძე და ოთარ ხიზანეიშვილი ტოვებს.

დინამო-ვიტ ჯორჯია

პირველი წრე - 2:0

დისკვალიფიკაცია: გიორგი გველესიანი (დინამო)

ადრეც არაერთხელ გვითქვამს, რომ ამ გუნდების 15-წლიანი დაპირისპირების ისტორიაში მართლაც თითზე ჩამოსათვლელი იყო ისეთი შემთხვევები, როცა "დინამო" ერთ კონკრეტულ სეზონში ყველა მატჩს უგებდა "ვიტ ჯორჯიას".

ჰო, თუ რომელიმე გუნდი მიიჩნეოდა "დინამოსათვის" უხერხულ მეტოქედ, ეს, რაღა თქმა უნდა, "ვიტ ჯორჯია" იყო. თანაც, იმის მიუხედავად, რომ "ვეტერინარებს" აგერ უკვე მეოთხე წელია "დინამო" ვერ დაუმარცხებია, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სეზონი არ გავა, ჩვენ ყველაზე ტიტულიან გუნდს ქულები არ დააკარგვინოს.

და აი, ახლა უკვე "დინამოს" ეძლევა იმის შანსი, რომ ხანგრძლივი პაუზის მერე სეზონში მეორე დაპირისპირებაც მოუგოს ამ ბოლო წლებში განსხვავებული მიზნების მქონე მეტოქეს.

თუმცა, ზურაბ ბერიძის დამოძღვრილ "ვიტ ჯორჯიას" ხომ საკუთარი ამბიცია გააჩნია და ნურც ის დაგვავიწყდება, რომ "ვეტერინარებს" არასდროს ჰქონდათ მოტივაციის პრობლემა "დინამოსთან" მატჩის წინ.

თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, წყვილის უდავო ფავორიტად მაინც "დინამო" უნდა მივიჩნიოთ, - სამთვენახევრიან წაუგებელ სერიას რომ აგრძელებს. ეს შეხვედრა განსაკუთრებული უნდა იყოს მალხაზ ჟვანიასათვისაც: ახალგაზრდა სპეციალისტმა "დინამოს" მთავარი მწვრთნელის რანგში ხომ პირველი საშინაო მატჩი უნდა ჩაატაროს!

ბომბარდირები

დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 12

ი. მოდებაძე (დილა) 9

დ. გოგა (დინამო (თბ) 9

ჩისკო (დინამო თბ) 8

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა
თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: "ზუგდიდი"
ლადო ბურდული: ძალიან არ მსიამოვნებს ამის თქმა, მაგრამ "ყარაბაღი" ფავორიტია...
[სპეციალისტის აზრით] "ჩიხურამ" და "ბათუმმა" კარი როგორმე "მშრალად" უნდა შეინახონ
ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას
ბათუმის "დინამო": მწვრთნელობის მეხუთე კანდიდატი ალექსანდრ შტელინია
წიტაიშვილმა მილანის "ინტერს" გაუტანა - ქართველები უეფას ახალგაზრდულ ლიგაში [VIDEO]
ქართველები ვარსკვლავთა მატჩში - სავარაუდო შემადგენლობა
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
ᓒ
ᓕᕘ
ᓒᕝᜠ
ᓠ
კახა კაჭარავა: ყველას გვინდა, რომ შვეიცარიასა და ხორვატიას მოვუგოთ, მაგრამ...
კახა კაჭარავამ და მისმა თანაშემწეებმა "სამტრედია" დატოვეს
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
ქუთაისის "ტორპედოში" კობა ჟორჟიკაშვილს მალხაზ ჟვანია შეცვლის?
გიორგი მიქაძე: ისეთი ვითარება შეიქმნა, "მერანიდან" უნდა წამოვსულიყავი...
ლადო ბურდული: შეიძლება, ფეხბურთელებს ეს აღარც ახსოვდეთ...
ქართველ ფეხბურთელებს რაც აკლიათ, ეს არის პროფესიონალიზმი - კახა კაჭარავას ინტერვიუ
"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი
მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა
ფრანგ ინვესტორებს ბაკურიანსა და ურეკში სტადიონების მშენებლობა სურთ
სოსო ფრუიძე ფეხბურთში დაბრუნდა და უმაღლესი ლიგის გუნდს ჩაიბარებს
ᓚᓔᓕᓐᓜ ᓙᓐᓙᓣᓑᓐᓕᓐ: ᓐᓠᓐᓜᓐᓘᓠᓘ ᓡᓘᓜᓯᓔᓑᓘ, ᓒᓐᓛᓖᓐᓓᓔᓑᓣᓚᓘ ᓮᓔᓚᓨᓔᓙᓠᓣᓚᓔᓑᓐ ᓓᓐᓛᓐᓮᓕᓔᓓᓠᓔᓡ
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
გეგუჩაძე უნდა წავიდეს, ამას აღარ მოვითმენთ! - ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრები
ᜒᓘᕐ ᕒᓘᓒᕐᕢ
სოსო ფრუიძე: 6 ქულა კარგია, მაგრამ ყველაფერი თავიდან დასაწყებია
"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება
გიორგი წიტაიშვილი: ჩემი მიზანია, გავხდე კიევის "დინამოს" ლიდერი
კახა კაჭარავა: ჩემპიონატის განახლებას ვემხრობი, რადგან ევროტურნირებს ქართული გუნდები კარგ ფორმაში უნდა შეხვდნენ

"ისეთები გვითხრა, მზად ვიყავით რუსეთის ნაკრები შეგვეჭამა!" - ლადო ბურდულმა მოჰყვა, როგორ აუმაღლა ივო შუშაკმა მოტივაცია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს რუსეთთან მატჩამდე
გიორგი მიქაძემ "მერანი" დატოვა, მალხაზ ჟვანიამ - "თელავი"
"საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ვერ ახდენენ საკუთარი თავის 100 %-ით რეალიზებას"
ბათუმის "დინამო": ვინ შეცვლის ხომერიკს? ოთხი სავარაუდო კანდიდატურა
ᓒᕝᓠᓘᕡ "ᓓᕘᓚᕐ" ᓠᓔᓙᕝᓠᓓᓖ
"მჯერა, ყველაფერს ჩვენ სასიკეთოდ დაასრულებთ" - კვარაცხელიას გზავნილი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელებს "ტირანასთან" მატჩამდე [VIDEO]
[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...
სოსო ფრუიძე: მოსაგებად ძალა აღარ გვეყო
გია გეგუჩაძე: ყველას იმედი გვქონდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით