18 და 19 დეკემბერს გასამართი მატჩებით ჩემპიონატის პირველი ეტაპი დასრულდება

2013 წლის ბოლო ტურის დროც დადგა: 18 და 19 დეკემბერს გასამართი მატჩებით ჩემპიონატის პირველი ეტაპი დასრულდება.

თუმცა საფეხბურთო წელიწადი ჯერ არ მთავრდება: 22 დეკემბერს ხომ საქართველოს სუპერთასი გვაქვს ჩასატარებელი, "დინამო"-"ჩიხურას" იმ მატჩის შემდეგ კი ნაღდად გველოდება ორთვიანი პაუზა.

ოღონდ სჯობს, ახლავე შევთანხმდეთ ერთ საკითხზე: მეორე ეტაპს გუნდები როგორი მომზადებულები შეხვდებიან, ეგ კი არ არის ამჟამად აქტუალური, არამედ ის, თუ რამდენი გუნდი გააგრძელებს ჩემპიონატს!

ყოველ შემთხვევაში, ალბათ, ბევრს დარჩებოდა გაორებული შთაბეჭდილება, ვინც ორი დღის წინ, "პირველ არხზე" "საფეხბურთო მიმოხილვას" თვალი მიადევნა: საქართველოს ჩემპიონატში (უმაღლეს ლიგაში) მოასპარეზე 12 გუნდიდან 11-ის წარმომადგენელი იყო სტუდიაში მიწვეული და ამათგან ორის გარდა, ყველა იმას ამბობდა, ამ ეტაპის დასრულების შემდეგ ჩვენს გუნდში რა და როგორ იქნება, არაფერი ვიცითო!

ჰო, მართლაც უცნაური კი არა, ტრაგიკომიკური სიტუაცია იქმნება: ჩვენი გუნდების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა, ფაქტობრივად, სრული გაურკვევლობითა და, რაც ყველაზე საწყენია, თითქმის უიმედო განწყობით ხვდება პირველი ეტაპის დასრულებას. ანუ ამა თუ იმ გუნდს, დღესდღეობით თუ გარკვეული მიზანი და ამბიცია აქვს, 2014 წლის დასაწყისისათვის, შესაძლოა, თითქმის სახეშეცვლილი (ესე იგი, ერთიანად გაახალგაზრდავებული) შემადგენლობით წარსდგეს - ასეთ სიტუაციაში ჩავარდა ჩვენი გუნდების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა, სახელმწიფოსგან დაპირებულ დახმარებას რომ ელოდა, ელოდა და მაინც ვერ მიიღო...

მოკლედ, აშკარად არაოპტიმისტური განწყობით ხვდებიან უმაღლესი ლიგის გუნდები 2013 წლის ბოლო ტურს; თანაც, უამინდობაზეც ვერავინ წაიწუწუნებს: 18-შიც და 19-შიც ხომ ყველგან "საფეხბურთო ამინდია" გამოცხადებული.

ოღონდ წელიწადის უკანასკნელი ტურის მთავარი "ორიგინალობა" მაინც სხვა ფაქტია: ექვსი მასპინძლიდან მხოლოდ ერთადერთი, "ვიტ ჯორჯია" უმასპინძლებს თავის მეტოქეს... საკუთარ მოედანზე. დანარჩენი ხუთი შეხვედრა კი, ფაქტობრივად, ნეიტრალურ მოედანზე ჩატარდება...

ზუგდიდი-მეტალურგი

პირველი წრე - 0:1

დისკვალიფიკაცია: მიხეილ მახვილაძე, ლუკა რაზმაძე, ბექა ტუღუში, გიორგი ჩირგაძე (ყველა - მეტალურგი)

წინა ტურში ორივე გუნდმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვებები მოიპოვა და თავისთვის სასურველი შედეგის მისაღწევად ახლაც რომ მაქსიმუმს გაიღებენ, ფაქტია.

შეგახსენებთ, რომ გიორგი დარასელიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ზუგდიდმა" სამთვენახევრიანი პაუზის შემდეგ გაიმარჯვა, გელა სანაიას დამოძღვრილმა "მეტალურგმა" კი თავის ერთ-ერთ უშუალო კონკურენტს, "გურიას" საკმაოდ იოლად მოუგო.

თუმცა, სატურნირო თვალსაზრისით, 18 დეკემბერს გასამართი შეხვედრაც ორივე გუნდისათვის ერთობ მნიშვნელოვანია: მასპინძლების გამარჯვებისა და ამას გარდა, მოვლენების თავისთვის სასურველი სცენარით განვითარების შემთხვევაში, იმის შანსიც არსებობს, რომ ზამთრის პაუზას "ზუგდიდი" "გადამრჩენელ" X ადგილზე შეხვდეს.

"მეტალურგს" კი მოდუნების უფლება იმიტომ არა აქვს, რომ ერთ-ერთ მდევარს, "ზესტაფონს", ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული. თანაც, ნუ დაგვავიწყდება ამ სეზონში რუსთაველთა გუნდისათვის ლამის "სადარბაზო ბარათად" ქცეული საკადრო პრობლემები: ძირითადი შემადგენლობის 3-4 ტრავმირებული ფეხბურთელის გარდა, "მეტალურგს" ერთდროულად 4 (!) დისკვალიფიცირებული ფეხბურთელი ვერ დაეხმარება!

გურია-ზესტაფონი

პირველი წრე - 0:1

დისკვალიფიკაცია: ვალერი იობაშვილი (გურია)

პირველი ეტაპის ბოლო ტურის, უდავოდ, ცენტრალური მატჩი ოთხშაბათს ქობულეთში ჩატარდება: გამარჯვების შემთხვევაში "გურია" უდიდეს ნაბიჯს გადადგამს პირველ ექვსეულში მოსახვედრად; აი, თუ ეს შეხვედრა სტუმრებმა მოიგეს, "ზესტაფონი" მაშინ უკვე თამამად შეგვიძლია ზედა ექვსეულში უეჭველად დამკვიდრებულ გუნდად მოვიხსენიოთ.

თანაც, ამ შემთხვევაში, მხოლოდ იმას არ ვგულისხმობთ, რომ გია გეგუჩაძის გუნდს ერთი მატჩი თადარიგში აქვს, - ზედა ექვსეულის კანდიდატებიდან ყველაზე ხელსაყრელი კალენდარი ხომ სწორედ "ზესტაფონს" აქვს.

საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ეს მეტოქეები პირველად მხოლოდ ამ სეზონში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს; თუმცა პირველ წრეში ჩატარებული იმ შეხვედრის მერე ორივე გუნდში ბევრი რამ და ბევრი ვინმე შეიცვალა.

რომან პოკორა და გია გეგუჩაძეც პირველად უნდა დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ისიც საინტერესოა, შეძლებს თუ არა "საკუთარ მოედანზე" ერთ-ერთი საუკეთესო შედეგის მქონე "გურია" თავისი წარმატებული სერიის გაგრძელებას: ლანჩხუთელებს ხომ საკუთარ მოედანზე ყველა ფავორიტი ("დინამო", "დილა", "მეტალურგი", "ტორპედო") ჰყავს დამარცხებული.

ამას გარდა, იმასაც შეგახსენებთ, რომ "გურია" კვლავაც რჩება ერთადერთ გუნდად, ჯერჯერობით ფრე რომ არ უთამაშია!

სპარტაკი-დილა

პირველი წრე - 1:3

ამ ჩემპიონატში "სპარტაკი" საშინაო მატჩებს ხან თბილისში ატარებდა, ხან კიდევ - მცხეთაში; ახლა კი მშვენიერ ფორმაში მყოფ "დილას"... რუსთავში უნდა უმასპინძლოს!

იმის მიუხედავად, რომ "სპარტაკს" წინა ტურში მატჩის გამოტოვება მოუწია, გუნდმა მაინც შეინარჩუნა "გადამრჩენელი" X ადგილი.

თუმცა, ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ კახა კაჭარავას გუნდს 19 დეკემბერს ერთობ სერიოზული მეტოქის წინააღმდეგ მოუწევს თამაში: ბოლო ხუთი მატჩი "დილამ" ერთიმეორეზე ძლიერ მეტოქეებთან ("დინამოსთან", "ტორპედოსთან", "მეტალურგთან", "ზესტაფონთან", "ჩიხურასთან") ჩაატარა და რამაზ სოღოლაშვილის გუნდი არც ერთხელ არ დამარცხებულა.

სატურნირო ცხრილის გათვალისწინებითაც (და, რაც მთავარია, გამოცდილი ფეხბურთელების ფაქტორითაც), ამ წყვილის ფავორიტად "დილა" უნდა მივიჩნიოთ, თუმცა "სპარტაკს" რომ სიურპრიზების მოწყობა შეუძლია, ამ სეზონში რამდენიმე ჩვენმა გუნდმა საკუთარ თავზე უკვე იწვნია.

თანაც, "სპარტაკს" რუსთავში მთლად ნეიტრალური სარბიელიც არ ელოდება: გუნდში ხომ ამ ქალაქში აღზრდილი ერთდროულად 5 ფეხბურთელი ასპარეზობს.

ჩიხურა-სიონი

პირველი წრე - 2:2

დისკვალიფიკაცია: გიორგი დათუნაიშვილი, ჯაბა ჯიღაური (ორივე - ჩიხურა)

"გურიას" მსგავსად, საშინაო მატჩებში საუკეთესო შედეგი (7 მოგება, 0 ფრე, 1 წაგება) "ჩიხურას" აქვს, ოღონდ ნუ დაგვავიწყდება, რომ სოსო ფრუიძის გუნდს ამ სეზონში მეტოქეებთან "მასპინძლობა" ჯერ ქუთაისში უწევდა, XVII ტურში კი - მცხეთაში.

ამჟამად "საშინაო არენა" კვლავაც შეიცვალა და ამ ტურის კიდევ ერთი საინტრიგო მატჩი... გორში უნდა ჩატარდეს; თუმცა, "ჩიხურას" მსგავსად, "სიონიც" ხომ, ფაქტობრივად, ანალოგიურ სიტუაციაშია და, საერთოდ, ეს პრობლემა XXV ჩემპიონატის თითქმის ყველა გუნდს ("დინამოს", "მეტალურგისა" და "ვიტ ჯორჯიას" გარდა) შეეხო.

...20 ოქტომბერს "დინამოსთან" დიდი ანგარიშით (1:6) წაგების მერე "ჩიხურამ" ჩემპიონატში 8-მატჩიანი წაუგებელი სერია "გამოაცხო".

არანაკლებ შთამბეჭდავია "სიონის" ბოლოდროინდელი ასპარეზობაც: ჯერ კიდევ თვე-ნახევრის წინ გასავარდნი ზონის სიახლოვეს მყოფმა ბოლნისურმა კლუბმა, ახალი მწვრთნელის, ლადო ბურდულის ხელმძღვანელობით, ჩემპიონატში 7 შეხვედრა ჩაატარა დაუმარცხებლად და დღესდღეობით სრულიად დამსახურებულადაც იმყოფება ზედა ექვსეულში.

19 დეკემბერს გასამართ მატჩში "ჩიხურას" ორი წამყვანი ნახევარმცველი (გიორგი დათუნაიშვილი, ჯაბა ჯიღაური) ვერ დაეხმარება, აი, "სიონი" კი საკადრო პრობლემების გარეშე ხვდება პირველი ეტაპის ბოლო ტურს.

ვიტ ჯორჯია- ტორპედო

პირველი წრე - 1:4

ამ გუნდების პირველი წრის შეხვედრის შემდეგ "ტორპედო" დაუმარცხებელი გუნდი იყო, თუმცა ამას მართლაც კოშმარული სერია მოჰყვა.

ჟერარდ სარაგოსას გუნდმა მომდევნო ათი მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო, 1 ფრედ ითამაშა და 8 წააგო!

"ვიტ ჯორჯიამ" კი ოთხმატჩიანი წაუგებელი სერიით მართლაც სასიამოვნო სიურპრიზი შემოგვთავაზა და დღესდღეობით "ტორპედოსა" და "ზესტაფონთან" ერთად VII-IX ადგილებს იყოფს!

თანაც, ზურაბ ბერიძის გუნდის სატურნირო მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა ზედიზედ მოპოვებული ბოლო ორი საგარეო გამარჯვების შემდეგ: "მერანთან" სტუმრად მოგებას "ვიტ ჯორჯიამ" წინა ტურში ხომ "დინამოს" ძლევაც "მიაყოლა"!

მოკლედ, ყველა წინაპირობაა იმისა, რომ 19 დეკემბერს მცხეთაში საინტერესო მატჩი ჩატარდეს, სადაც ერთმანეთის პირისპირ უმაღლესი ლიგის ორი ყველაზე ახალგაზრდული გუნდი წარდგება.

მერანი-დინამო

პირველი წრე - 2:4

ამ გუნდების ხანმოკლე ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიაში მხოლოდ ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა "მერანმა" საქართველოს ყველაზე ტიტულიანი გუნდის დამარცხება შეძლო.

ეს ყველაფერი კი უმაღლეს ლიგაში "მერანისათვის" სადებიუტო სეზონში (2011/12) მოხდა; უფრო ზუსტად, იმ ჩემპიონატის პირველი ეტაპის ბოლო ტურში, 2011 წლის 18 დეკემბერს რომ ჩატარდა და სადაც მალხაზ ჟვანიას დამოძღვრილმა "მერანმა" პირველად და უკანასკნელად შეძლო "დინამოს" დამარცხება.

როგორც მერე გაირკვა, ეს მატჩი ბოლო ყოფილა "დინამოს" იმდროინდელი დამრიგებლის, ალექს გარსიასთვის.

19 დეკემბერს კი, იმ წარმატების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი მალხაზ ჟვანია, რომელიც 7 წელიწადი (!) თავკაცობდა "მერანს" და ვისი ხელმძღვანელობითაც მარტვილური კლუბი უმაღლეს ლიგაში აღზევდა, სწორედ... მშობლიურ კლუბს დაუპირისპირდება.

თანაც, ამჯერად უკვე თბილისის "დინამოს" თავკაცის რანგში, ხოლო ოპონენტად კი "მერანში" თავისი ყოფილი ასისტენტი კახა ჩხეტიანი ეყოლება.

თუმცა ორივე მწვრთნელს დღეს სენტიმენტალობისათვის, ალბათ, არც ეცლება: მალხაზ ჟვანიამ "დინამოს" მთავარი მწვრთნელის რანგში ორი მატჩი ჩაატარა და აქედან ერთში - დამარცხდა; აი, "მერანის" სატურნირო მდგომარეობა კი კვლავაც კრიტიკულია: მარტვილურ გუნდს ხომ 21 სექტემბრის შემდეგ არ მოუგია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე წყალტუბოში: "გარეჯის" თავურები
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
ცხინვალი-ვიტ ჯორჯია 1:0 - ცხინვალის ენდშპილი
ლადო ბურდული: ძალიან არ მსიამოვნებს ამის თქმა, მაგრამ "ყარაბაღი" ფავორიტია...
[სპეციალისტის აზრით] "ჩიხურამ" და "ბათუმმა" კარი როგორმე "მშრალად" უნდა შეინახონ
ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას
ბათუმის "დინამო": მწვრთნელობის მეხუთე კანდიდატი ალექსანდრ შტელინია
ᓒ
ქართველები ვარსკვლავთა მატჩში - სავარაუდო შემადგენლობა
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
ᓒᕝᜠ
კახა კაჭარავა: ყველას გვინდა, რომ შვეიცარიასა და ხორვატიას მოვუგოთ, მაგრამ...
ლანჩხუთის "გურია": თემურ ლორია არა, გუნდს ისევ დავით მახარაძე გაწვრთნის
კახა კაჭარავამ და მისმა თანაშემწეებმა "სამტრედია" დატოვეს
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
ქუთაისის "ტორპედოში" კობა ჟორჟიკაშვილს მალხაზ ჟვანია შეცვლის?
გიორგი მიქაძე: ისეთი ვითარება შეიქმნა, "მერანიდან" უნდა წამოვსულიყავი...
ლადო ბურდული: შეიძლება, ფეხბურთელებს ეს აღარც ახსოვდეთ...
ქართველ ფეხბურთელებს რაც აკლიათ, ეს არის პროფესიონალიზმი - კახა კაჭარავას ინტერვიუ
"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი
ვიტ ჯორჯია-ცხინვალი 1:4 - ნახევარფინალი რატიფიცირებულია [PHOTO]
მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა
"ვიტ ჯორჯია" მწვრთნელის გარეშე დარჩა - ვინ შეცვლის ზურაბ ბერიძეს?
ფრანგ ინვესტორებს ბაკურიანსა და ურეკში სტადიონების მშენებლობა სურთ
სოსო ფრუიძე ფეხბურთში დაბრუნდა და უმაღლესი ლიგის გუნდს ჩაიბარებს
აქტუალური თემა: სამწვრთნელო კარუსელი
ლანჩხუთის "გურიას" გაწვრთნა გიგლა იმნაძეს შესთავაზეს
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: ლანჩხუთის "გურია"
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
გეგუჩაძე უნდა წავიდეს, ამას აღარ მოვითმენთ! - ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრები
ᜒᓘᕐ ᕒᓘᓒᕐᕢ
სოსო ფრუიძე: 6 ქულა კარგია, მაგრამ ყველაფერი თავიდან დასაწყებია
"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება
კახა კაჭარავა: ჩემპიონატის განახლებას ვემხრობი, რადგან ევროტურნირებს ქართული გუნდები კარგ ფორმაში უნდა შეხვდნენ

"ისეთები გვითხრა, მზად ვიყავით რუსეთის ნაკრები შეგვეჭამა!" - ლადო ბურდულმა მოჰყვა, როგორ აუმაღლა ივო შუშაკმა მოტივაცია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს რუსეთთან მატჩამდე
გიორგი მიქაძემ "მერანი" დატოვა, მალხაზ ჟვანიამ - "თელავი"
"საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ვერ ახდენენ საკუთარი თავის 100 %-ით რეალიზებას"
სანამ მათემატიკური შანსი იქნება, ვიბრძოლებთ - "ვიტ ჯორჯია" თენგიზ კობიაშვილმა ჩაიბარა
ბათუმის "დინამო": ვინ შეცვლის ხომერიკს? ოთხი სავარაუდო კანდიდატურა
საქართველოს თასი. 1/4 ფინალი. საპასუხო მატჩები: ეპიცენტრი თბილისსა და ქუთაისში
ლანჩხუთის "გურია": ვინ იქნება მთავარი მწვრთნელი?
ლანჩხუთის "გურია": რომან პოკორა, რბილად რომ ვთქვათ, იტყუება!
ᓒᕝᓠᓘᕡ "ᓓᕘᓚᕐ" ᓠᓔᓙᕝᓠᓓᓖ
"მჯერა, ყველაფერს ჩვენ სასიკეთოდ დაასრულებთ" - კვარაცხელიას გზავნილი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელებს "ტირანასთან" მატჩამდე [VIDEO]
[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...
ელგუჯა ლობჯანიძე: ვეცდები, აწი ისე ვითამაშო, რომ ზლატანი ან "იბრა" დამიძახონ
სოსო ფრუიძე: მოსაგებად ძალა აღარ გვეყო
გია გეგუჩაძე: ყველას იმედი გვქონდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით