ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ვლა­დი­მერ გუ­ცა­ე­ვი: ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცია ძა­ლი­ან ცუ­დად მუ­შა­ობს

ვლა­დი­მერ გუ­ცა­ე­ვი: ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცია ძა­ლი­ან ცუ­დად მუ­შა­ობს

...ნაკრებში მუშაობისას, ვერ ავიტანე ის, რომ ფეხბურთელი ღამის ორ საათამდე კაზინოში იყო და მერე ამბობდა - პროფესიონალი ვარო
ლეგენდარული ფეხბურთელი ვლადიმერ გუცაევი ახლა ვლადიკავკაზის "ალანიაში" მუშაობს, თუმცა ხანდახან სამშობლოშიც უწევს ყოფნა და ჩვენც ვისარგებლეთ ამით.

თუ რა ფეხბურთელი იყო გუცაევი, ამაზე ახლა ნუღარ ვილაპარაკებთ; იმას კი შეგახსენებთ, რომ ის გახლდათ საქართველოს ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებთა მთავარი მწვრთნელი მაშინ, როცა ფეხბურთის ფედერაციას უფროსი ნოდარ ახალკაცი ხელმძღვანელობდა.

გუცაევს სანაკრებო ამბებსა და ქართული ფეხბურთის მდგომარეობაზე ვესაუბრეთ. ის ხომ თვითონ იყო ნაკრების მწვრთნელი და შესაბამისად, გამოუვლია ის სირთულეები, რაც ამ სამუშაოს ახასიათებს.

მაშ ასე, "ლელოს" კითხვებს ვლადიმერ გუცაევი პასუხობს...

- არიან, ასე ვთქვათ, ატმოსფეროს მწვრთნელები, რომელთაც დადებითი მუხტი შეაქვთ გუნდში. საქართველოში ასეთად ალექსანდრე ჩივაძე მიიჩნევა, ვლადიმერ გუცაევზე კი ამბობენ, საქართველოს ეროვნული ნაკრების დამრიგებლად რომ დაინიშნა, ფეხბურთელებთან ხისტი ურთიერთობა აირჩია და ასეთმა მიდგომამ არ გაამართლაო. რას იტყოდით ამაზე?

- არ ვიცი, სხვისი მწვრთნელობის დროს რა ხდებოდა, მე კი ეროვნულ ნაკრებში საფეხბურთო სიტუაცია ავირჩიე, ყველა ფეხბურთელთან მეგობრულად ვიყავი და ახლაც ასეთი ურთიერთობა მაქვს მათთან. ფეხბურთელებს ეს მოვთხოვე - ფეხბურთის მიმართ იყავით პატიოსნები-მეთქი.

ვერ ავიტანე ის, რომ ფეხბურთელი ღამის ორ საათამდე კაზინოში იყო და მერე ამბობდა - პროფესიონალი ვარო. ვერ ავიტანე ის, რომ როცა ავტობუსში ხუთ საათზე უნდა ავსულიყავით, ზოგი ექვსის თხუთმეტ წუთზე მოდიოდა. ფეხბურთელები საჭმელს რომ მიირთმევენ, ამის მერე მაგიდის დამლაგებელმა ისინი არ უნდა გამოლანძღოს, ეს რა ადამიანები არიანო.

მე ამ ყველაფერს ვებრძოდი, მინდოდა, რომ თითოეული ფეხბურთელი პატივისცემით მოპყრობოდა თანაგუნდელს, მწვრთნელს...

- მაშინ უთანხმოება მოგივიდათ თემურ ქეცბაიასთან, რომელიც შემდეგ, ერთი პერიოდი, აღარ ჩანდა ნაკრებში. მაინც რა მოხდა?

- თბილისში ალბანეთს ვეთამაშებოდით. 0:0 იყო და ქეცბაია არჩილ არველაძით შევცვალე. მერე აჩიკომ გოლი გაიტანა და ის თამაში 1:0 მოვიგეთ. ამის შემდეგ ქეცბაიამ თქვა, გუცაევის გუნდში აღარ ვითამაშებო.

მაშინაც და ახლაც ქეცბაიასთან მეგობრული ურთიერთობა მქონდა და მაქვს. მას ავუხსენი - ფეხბურთელი ხარ და ასე მოქცევა არ შეიძლება, არ არის გამორიცხული, რომ შენც გახდე მწვრთნელი და მერე მსგავს რაღაცებს წააწყდე-მეთქი. ეს იყო და ეს, არანაირი სხვა რამ ჩვენ შორის არ ყოფილა.

- ნაკრების მწვრთნელობიდან ისე გადადექით, ევრო 2000-ის შესარჩევი ციკლი დასრულებული არ იყო. ისე გამოვიდა, რომ ფეხბურთელებთან ბოლომდე ვერ მოახერხეთ ურთიერთობის დალაგება? ალბათ, არის რაღაც-რაღაცები, რაზეც მწვრთნელმა თვალი უნდა დახუჭოს...

- არის მომენტი, როცა ფეხბურთელებს რაღაც არ მოეწონებათ. იმის მომხრე არ ვარ, რომ თუ მწვრთნელს მოთამაშის შეცვლა უნდა, ეს ნაბიჯი ვერ გადადგას. მათ დაინახეს, რომ ვთხოვდი, ეთამაშათ და თუ ამას ვერ შეძლებდნენ, ან სათადარიგოთა სკამზე დასხდებოდნენ, ან შევცვლიდი. ალბათ, არ მოეწონათ ეს ყველაფერი. როცა მივხვდი, რომ ფეხბურთელებთან საერთო ენა ვერ გამოვნახე, წავედი...

- ახალგაზრდულ ნაკრებში მუშაობას როგორ გაიხსენებდით?

- ახალგაზრდულ ნაკრებს რომ ვწვრთნიდი, იქ სულ სხვა მიდგომა დავინახე, ფეხბურთელები ყველა მითითებას ასრულებდნენ - რეჟიმით, ფეხბურთით ცხოვრობდნენ და ეს ყველაფერი შედეგზეც ისახებოდა. არაერთი კარგი მატჩი ვითამაშეთ, ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შანსიც კი გვქონდა, პოლონეთთან სტუმრად რომ მოგვეგო; ანგარიშიც მიგვყავდა, თუმცა მატჩი 2:2 დასრულდა...

- როგორ ფიქრობთ, საქართველოს ამ ნაკრებში გამონახა მწვრთნელმა საერთო ენა ფეხბურთელებთან? ფაქტია, მწვრთნელი და რამდენიმე ფეხბურთელი ერთმანეთს ღიად დაუპირისპირდნენ, ნაკრების გარშემო არცთუ სასიამოვნო სიტუაცია შეიქმნა. რა უნდა იყოს ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელება?

- საქართველოს ამ ნაკრებში ვერ ვხედავ ისეთი მაღალი დონის ფეხბურთელებს, რაღაც პირობები რომ წაუყენონ მწვრთნელს. როცა მე ვწვრთნიდი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, მაშინ გუნდში ისეთი მაღალი დონის ფეხბურთელები თამაშობდნენ, როგორებიც იყვნენ გიორგი ქინქლაძე, თემურ ქეცბაია, შოთა არველაძე, კახა ცხადაძე... ანუ ისეთი მოთამაშეები, რაღაც პრეტენზიების წამოყენება რომ შეეძლოთ.

ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ქეცბაიას ადგილას რომ ვიყო, ასე მოვიქცეოდი - ფეხბურთელების უკმაყოფილების მოტივით პოსტიდან არ გადავდგებოდი.

- ეროვნული ნაკრები მხოლოდ ფეხბურთელების არ არის, ის ყველასია და შექმნილი ვითარების გამო გარკვეული პასუხისმგებლობა ფეხბურთის ფედერაციასაც მოეთხოვება...

- თუ ფედერაცია უკმაყოფილოა ნაკრების შედეგით, დაუძახოს მწვრთნელს და დაელაპარაკოს, ცივილიზებული მეთოდით გადაჭრას საკითხი - ან მხარდაჭერა გამოუცხადოს ქეცბაიას, ან აუხსნას, რომ უკმაყოფილოა მისი მუშაობით და მოელაპარაკოს კონტრაქტის გაწყვეტაზე.

ძალიან მიკვირს და არ მესმის ფეხბურთის ფედერაციის, ეს ორგანო ხომ ვალდებულია, ყველანაირი კონფლიქტი მოაგვაროს ნაკრებში.

ისიცაა - როცა ქეცბაია საკუთარ პოზიციას გამოხატავს, თითქოს მარტოა, ფედერაცია გვერდში არ უდგას. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ფეხბურთის ფედერაცია ძალიან ცუდად მუშაობს.

- მახსოვს, როცა კლაუს ტოპმიოლერი იყო საქართველოს ნაკრების მწვრთნელი, ერთ-ერთი ფეხბურთელის დაბადების დღე სანაკრებო შეკრებას დაემთხვა და გუნდი იტალიურ რესტორანში წაიყვანა სავახშმოდ. ასეთი მეთოდის გამოყენება არასდროს გიცდიათ სამწვრთნელო კარიერაში?

- ალბათ, იცით, რომ ანგელ იორდანესკუ ჩემი მეგობარია. ის მიმართავდა ასეთ მეთოდს: ვარჯიშის წინ ეტყოდა ფეხბურთელებს - არ გვინდა ამდენი ვარჯიში და სადმე ბუნებაში გავისეირნოთო. ამაში უცნაური არაფერია.

- ფედერაცია გააკრიტიკეთ, თუმცა ქართულ ფეხბურთში ბევრი ისეთი პრობლემაა, რასაც მხოლოდ ფედერაცია ვერ მოაგვარებს, თუნდაც ჩვენი საფეხბურთო კლუბების მძიმე ფინანსური მდგომარეობა - ამ კონკრეტული პრობლემიდან რა გამოსავალს ხედავთ?

- არის იმის საშუალება, რომ ჩვენს კლუბებს მიეხედოს.

- კონკრეტულად რას გულისხმობთ?

- ამას მაშინ გაიგებთ, როცა ამის დრო დადგება. რამდენჯერაც რაღაც ვთქვი, სხვებმა ისე გამოიყენეს, რომ მადლობაც არ უთქვამთ. ამ საკითხის გადაჭრას ბევრი და სწორი მუშაობა სჭირდება, თორემ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს, მით უმეტეს - საქართველოში, სადაც ხალხი ფეხბურთით სუნთქავდა.

- ფაქტია, ფედერაციის სუბიექტები არ გამოთქვამენ უკმაყოფილებას ფეხბურთის უმაღლეს ხელისუფალთა მუშაობით...

- ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთ ბოლო ყრილობაზე ამოიღეს ის პუნქტი, რომლითაც შესაძლებელი იყო, რომ ფედერაციის სუბიექტებს ფედერაციის პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები მოეთხოვათ. ამაშია საქმე...

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

• puma

დღეს ფეხბურთს პატრონი არ ყავს სამწუხაროდ, ეს კლუბების უფროსები გიჟებივით დარბიან აქთ იქით და ბოლოს მივიღებთ იმას რომ კერძო კლუბები ნელნელა გაქრებიან და ისევ სახელმწიფოს დაუბრუნებენ უკან, როგორც ეს კოკაიამ გააკეთა, ამ ინჯია აპირებს, ხვალ ვით ჯორგია მერე ტორპედო და შეიძლება დინამოც მიყვეს, რუსთავს უკვე ქარხანამ უგანა დარჩა საჩხერე ღმერთმა უშველოს ბიძინას მაგრამ ესაა გამოსავალი??? სასწრაფოდ უნდა ჩაერიოს სპორტის სამინისტრო სასწრაფოდ !!!

• Maxo

ბატონო დავით, ბატონმა ვლადიმერმა ბევრი რამ საინტერესო და ნიშანდობლივი თქვა ამ ინტერვიუში. თუნდაც ჩვენი ფეხბურთელების ცუდი საქციელის თაობაზე - ეს არ არის შემთხვევითი, უპასუხისმგებლო პიროვნება კარგ ფეხბურთს ვერ ითამაშებს და კარგ საქმეს ვერ გააკეთებს ზოგადად. თქვენ კი მხოლოდ მისი ფრაზა "ფეხბურთის ფედერაცია ძალიან ცუდად მუშაობს" დასვით ამ ინტერვიუს სათაურად, თანაც კონტექსტიდან ამოგლეჯილი - გუცაევი მხოლოდ ერთ მიმართულებას გულისხმობდა და არა ზოგადად ფედერაციის მოღვაწეობას (ბოლოსდაბოლოს, ფედერაციის ამ ხელმძღვანელობამ ზღვა ვალები გაისტუმრა და ამას არავინ უარყოფს!). ხომ არ ფიქრობთ, რომ ასეთი პროვოკაციული სათაურებით მხოლოდ ძაბავთ სიტუაციას?

• puma

ყველანი ერთად არიან უვიცები ვისაც გონია ფეხბურთი საქრთველოში მოკვდაო, სიმართლე ითქვას და კლავევ და ახრჩობენ ეგააა.

• daTo

მინისტრი ყიფიანი უსუსტესია ,ვერაფერს ვერ აკეთებს.

• dudu

აი, ეგაა განსხვავება ჰოლანდიელ ექსპერტსა და ქართველ ჯურნალისტს შორის: ქართველი ჟურნალისტი რიგითი გულშემატკივრის დონეზე ერკვევა ფეხბურთში და მარტო ხარიხას და საგოლე პასს ხედავს. არადა, თამაში 90 წუთის განმავლობაში ევალება ფეხბურთელს დაცვაშიც და შეტევაშიც, ბურთითაც და უბურთოთაც, მარა მაგის შეფასებას ცოდნა უნდა, რაც აქვს ექსპერტს და არა აქვს ქართველ ჟურნალისტს. ამიტომაც, ამის იქით ვერ მიდიან: გოლი შეაგდო, შტანგას გაარტყა, ორი კაცი მოატყუა... ამ დონეზეა სამწუხაროდ, მწვრთნელთა უმეტესობაც დაშესაბამისად, გულშემატკივარიც :(

• guja_kakhadze

ფინანსების მოზიდვა შესაძლებელიაო - ვეთანხმები! უფრო მეტიც, საქართველოში ფეხბურთის მომგებიან სფეროდ გადაქცევა არის შესაძლებელი.

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

არჩილ არველაძე: ვლადიმირ ვაისი უნდა დარჩეს, რადგან...

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

38 წელი ისტორიული გამარჯვებიდან: 1981 წლის 13 მაისი, "დინამო" – "კარლ ცაისი" 2:1 [VIDEO]

"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში

ნოდარ ახალკაცი ფიფას ევროპის ასოციაციების ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს

ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო

ვლადიმერ გუცაევი: ცხოვრებაში რაც მინახავს, ყველაზე დიდი უსამართლობა ეს იყო...

მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან

"ჯანომ ერთი წუთი მაინც რომ ითამაშოს საქართველოს ნაკრებში, მერე რუსები ვეღარ წაგვართმევენ-მეთქი"

შოთა და არჩილ არველაძეები თურქეთის პრეზიდენტს შეხვდნენ

ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს

"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა

"თუ ხვიჩა ამ შედეგს მიაღწევს, ძალიან მაგარი იქნება" - არჩილ არველაძე

"ლაშას მამა გარდაიცვალა და მოგვიანებით გნახავთ..." - არჩილ არველაძე ჟურნალისტის შეკითხვას იუმორით პასუხობს [VIDEO]

"თუ ჯანმრთელი იქნება, სასურველ ფორმას დაუბრუნდება..." - აჩი არველაძე "ჩაკვეზე" საუბრობს

არველაძეების "ფახთაკორი" უზბეკეთის ჩემპიონი გახდა და ჩვენებურებმა ქართული სიმღერა შემოსძახეს [VIDEO]

მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს

"დინამო არენაზე" 13 მაისს "დინამო"-"კარლ ცაისის" მატჩის ჩვენება გაიმართება

ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ექსპრეზიდენტი ფიფაში დააწინაურეს

15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს

ვლადიმერ გუცაევი: დი­დი პა­ტი­ვის­ცე­მის მიუ­ხე­და­ვად, პირ­და­პირ უნ­და ვთქვა ჩე­მი აზ­რი

განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?

1982 წელს ახალკაცის, ბესკოვისა და ლობანოვსკის ერთად ყოფნამ დაგვაბნია - ბლოხინმა წარსული გაიხსენა

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

ლე­ვან გე­გეჭ­კო­რი: იმე­დია, ად­რე თუ გვი­ან, შან­სი ეროვნულ ნაკრებშიც მო­მე­ცე­მა

საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...

გუცაევი რეალში არშემდგარი ტრანსფერისა და კვარაცხელიას შესახებ EFE-ის ესაუბრა

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...