ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

[ექსკლუზივი] თემურ ქეცბაია: იმიტომ მიწვალია, რომ ვიღაცებმა მითხრან, გაიწიეო?!

[ექსკლუზივი] თემურ ქეცბაია: იმიტომ მიწვალია, რომ ვიღაცებმა მითხრან, გაიწიეო?!

"ბოლო ოცი წელია, ქართველები ზღაპრების მოსმენას მიგვაჩვიეს, მე კი არ ვიცი ზღაპრების მოყოლა, რეალობაზე გელაპარაკებით!"
მართლა ინიშნება თუ არა თემურ ქეცბაია ფამაგუსტას "ანორთოსისის" ტექნიკურ დირექტორად? - გასულ კვირას სწორედ ეს გახლდათ ყველაზე აქტუალური კითხვა ქართულ საფეხბურთო სამყაროში.

თუმცა კვიპროსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია მხოლოდ ჭორი აღმოჩნდა - საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა "ყველა სიახლესთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ეს თავად დაადასტურა.

- რა თქმა უნდა, არ არის მართალი. ვისაც "ანორთოსისში" უნდა მისვლა, ყველა ქეცბაიას სახელს იყენებს. ჭორებზე კი რა კომენტარი გავაკეთო?!

- ანუ თემურ ქეცბაია საქართველოს ნაკრებში მუშაობას ძველებურად აგრძელებს?

- შესაძლოა, ვიღაცები სხვაგვარად ფიქრობდნენ, მაგრამ მე მუშაობას ვაგრძელებ და მინდა, დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანო. ახლახან დავბრუნდი აბუ-დაბიდან, სადაც არნემის "ვიტესის" ამხანაგურ მატჩებს დავესწარი.

გურამ კაშია ნაკრებში სტაბილურად თამაშობს, მაგრამ ჭანტურიას და ყაზაიშვილის თამაშის ნახვაც მსურდა. მინდა, ბიჭებმა იცოდნენ, რას ვითხოვ ფეხბურთელებისგან. დანარჩენი მხოლოდ მათზეა დამოკიდებული - უნდა დაამტკიცონ, რომ პროგრესირებენ, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშს იმსახურებენ!

- ზვიად სიჭინავამ თქვა, რომ ნაკრების თავკაცთან შეკითხვები ფედერაციასაც აქვს - მეოთხე ადგილით კმაყოფილი ვერავინ იქნება და ნაკრების გამოსვლას მეც უარყოფითად ვაფასებო...

- როდის თქვა ზვიად სიჭინავამ ასეთი რამ?

- ნოემბერში, "ყველა სიახლესთან" ინტერვიუში...

- სულ გაიძახით, ზვიად სიჭინავა ფეხბურთში კომპეტენტური არ არისო და ახლა დაგაინტერესათ მისმა ნათქვამმა?!

- კომპეტენტურია თუ არა, ზვიად სიჭინავა იმ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია, რომელთანაც კონტრაქტი გაკავშირებთ!

- ფედერაციას და ნაკრების მწვრთნელს შორის კითხვები ყოველთვის იქნება, ეს ჩვეულებრივი ამბავია. მუშაობას ვაგრძელებთ და ურთიერთობაც თითქმის ყოველდღე გვიწევს, რათა ორი წლის წინ დასახულ ამოცანას მივაღწიოთ, ჩამოვაყალიბოთ გუნდი, რომელიც სერიოზულად იბრძოლებს ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად.

გვინდოდა, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის მიგვეცა თავის გამოჩენის საშუალება, გუნდი ახალი შესარჩევი ციკლისთვის მოგვემზადებინა. მიმაჩნია, რომ პროგრესი არის და რაც გასაკეთებელი იყო, ძალიან კარგად გაკეთდა! ჩავიბარეთ მეექვსე ადგილზე მყოფი გუნდი და ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ - ვეცდებით, ამჯერად მესამე ადგილზე მაინც გავიდეთ...

- იქნებ თქვენ მაინც გვითხრათ ზუსტად, 2011 წელს კონტრაქტი 2+2 სისტემით გაფორმდა თუ ოთხი წლით?

- გნებავთ 2+2 დაარქვით, გნებავთ 1+3 ან +4. მაქვს კონტრაქტი და მორჩა! მეც და ზვიად სიჭინავამაც ვთქვით, რომ კონტრაქტი ოთხწლიანია და თუ ვინმემ სხვაგვარად გაიგო, ეს მისი პრობლემაა...

- როგორ ფიქრობთ, რატომ გახშირდა კონფლიქტები ნაკრების მწვრთნელს და ფეხბურთელებს შორის?

- რა გითხრათ?! ეს იმ ინტრიგან ფეხბურთელებს ჰკითხეთ... მე კი ფეხბურთზე, მომავალზე, იმ მოთამაშეებზე მელაპარაკეთ, ვინც დღეს არის ნაკრებში. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, როგორ ითამაშებენ ჩემი ფეხბურთელები, ვიდრე ის, რას იტყვიან ჩემზე!

ის მაინტერესებს, რა მდგომარეობაა მათ კლუბებში, რა პერსპექტივა აქვთ, ის მაღელვებს, ბევრ მათგანს სათამაშო პრაქტიკა რომ აკლია; რუსეთ-უკრაინის გარდა, ლეგიონერები, ფაქტობრივად, რომ აღარ გვყავს... ამაზე ვლაპარაკობთ. აბა, იმის განხილვას ხომ არ დავიწყებთ, ეთანხმებიან თუ არა ვიღაცის ინტრიგებს?!

ისე კი, გადამწყვეტი არ არის, ეყვარებათ თუ არა ერთმანეთი - მთავარია, მწვრთნელმაც და ფეხბურთელმაც თავიანთი საქმე აკეთონ!

- ევროპულ კლუბებში მხოლოდ რამდენიმე ლეგიონერი გვყავს, ნაკრების მოთამაშეთა უმეტესობას სათამაშო პრაქტიკა აკლია... თუ არც ფეხბურთელები გყავთ და ვერც პერსპექტივას ხედავთ, კიდევ ორი წლით ვის იმედად რჩებით?!

- ქართულ ფეხბურთს დღეს ძალიან უჭირს, მაგრამ რაც შეგვიძლია, ხომ უნდა გავაკეთოთ?!

ბოლო ოცი წელია, ქართველები ზღაპრების მოსმენას მიგვაჩვიეს, მე კი არ ვიცი ზღაპრების მოყოლა, რეალობაზე გელაპარაკებით! არ მითქვამს, ფეხბურთელები არ გვყავს-მეთქი. იმას ვგულისხმობდი, რომ არ ვართ ისეთ დონეზე, ყველას გახსნილი ფეხბურთი ვეთამაშოთ. გვჭირდება უფრო მეტი შემტევი ფეხბურთელი, რომელიც დაცვასაც დაეხმარება.

სამი წელია, საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი მცველი ხდება და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს.

- ყველას ქეცბაიას პირით უნდა სიმართლის ლაპარაკიო... ილაპარაკეს ნაკრების ფეხბურთელებმაც და ამას რაც მოჰყვა, ყველამ ვნახეთ.

- ნაკრების ფეხბურთელები არ მიგულისხმია. მათ ამოიღონ ხმა, ვინც მთელი ამ წლების განმავლობაში ქართულ ფეხბურთში მოღვაწეობს, ვისაც ფეხბურთში სიტყვა ეკუთვნის და ეთქმის-მეთქი! ისე კი, ხიზანიშვილი რომ გამოვიდა და ვიღაცების სახელითაც ილაპარაკა, ხომ უპასუხეს იმ ბიჭებმა - ასე არ არისო?!

- ხიზანიშვილი მარტო არ იქნება, მის უკან ვიღაცები დგანანო. ვის გულისხმობდით და რა უნდათ?

- რა უნდათ? ჩვენ მოვედით და თქვენ გვერდით გაიწიეთო... თითქოს იმიტომ მიწვალია მთელი ცხოვრება, რომ ვიღაცებმა მითხრან, გაიწიეო?!

წინა შესარჩევი ქვეჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო საქართველოს ნაკრების ისტორიაში, მაგრამ ღირსეულად გამოვედით, ბოლო ტურამდე გვქონდა მესამე ადგილის შანსი. პროგრესი არის და იმედია, მომავალშიც გაგრძელდება. ხუთგუნდიან ჯგუფში დაკავებული მეოთხე ადგილი არაფრით განსხვავდება ექვსგუნდიანში დაკავებული მეხუთე ადგილისგანო - ამას ისინი ამბობენ, ვისთვისაც ასე უმჯობესია, ვინც ცდილობს, ქართული ფეხბურთი უკან დასწიოს... ბელორუსებს ძალიან კარგი ნაკრები ჰყავთ, მაგრამ ისინი მეხუთეზე გავიდნენ, ჩვენ - მეოთხეზე. არ არის განსხვავება?

- ფეხბურთელები ამბობენ, რომ საქართველოს ნაკრები არ არის უწინდელივით შეკრული გუნდი... ნაკრების გაერთიანებაზე მთავარი მწვრთნელი არ არის პასუხისმგებელი?

- ჩემი თაობის ფეხბურთელებს კლუბებშიც მოგვიწია ერთად თამაში და ნაკრებშიც, დღევანდელ მოთამაშეებს კი ისე ხშირად არ უწევთ ერთად ყოფნა და ალბათ, უფრო ნაკლებად მეგობრობენ. ამის მიუხედავად, არასდროს დამინახავს, ერთმანეთთან რამე პრობლემა ჰქონოდეთ.

გუნდში კარგი სიტუაციაა, ყველაფერს აკეთებენ, კარგად რომ ითამაშონ, მაგრამ ამასაც დრო სჭირდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ლაპარაკია ნაკრებზე, რომელიც წელიწადში მხოლოდ ხუთ-ექვსჯერ, რამდენიმე დღით იკრიბება. კლუბი რომ იყოს, სადაც ფეხბურთელებთან ყოველდღიური ურთიერთობა გაქვს, დაგეთანხმებოდით, რომ მწვრთნელს ამ მხრივ მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება...

- რას ფიქრობთ, როგორი იქნება 2014 წელი ქართული ფეხბურთისთვის?

- ცხოვრებას ყოველთვის იმედიანად უნდა უყურო. მთავარია, ხალხი დავაინტერესოთ, რათა მოუარონ, გვერდით დაუდგნენ ფეხბურთს. არაფრის გაკეთება არ გვინდა და შედეგს მაინც ვითხოვთ. უკვე მთელ მსოფლიოში ასეა - ფეხბურთი ჯერ ბიზნესია და მერეა ფეხბურთი, ჩვენთან კი არც ბიზნესია და არც ფეხბურთი! ჩვენთან ფეხბურთში ფულის ჩადების ნაცვლად, იმაზე ლაპარაკობენ - შედეგი მაინც არ არის და ქეცბაიას ამდენ ფულს ტყუილად ვუხდითო...

- საქართველოში ასე მართლაც ბევრი ფიქრობს... მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად არავინ იცის, რამდენი აქვს ხელფასი ნაკრების მთავარ მწვრთნელს.

- ის ავიწყდებათ, ჩემი წინამორბედი უცხოელი მწვრთნელები გაცილებით მეტ ხელფასს რომ იღებდნენ?! ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ წლებია, საზღვარგარეთ ვცხოვრობ და საქართველოს გარდა, გადახდილი ფული ჩემთვის სხვაგან არსად დაუყვედრებიათ!

რაღაც ხომ კეთდება, ნაბიჯ-ნაბიჯ ხომ მივიწევთ წინ? თუ ასეა, რაღატომ გვაყვედრიან? მით უმეტეს, ქეცბაია რომ იღებს, იმაზე ასჯერ მეტი თანხა უნდა ჩაიდოს, ქართულ ფეხბურთში არსებული სავალალო მდგომარეობა რომ გამოსწორდეს!

ამ ოთხი წლის განმავლობაში უამრავი შემოთავაზება მქონია, მაგრამ ყურადღება არავისთვის მიმიქცევია, რადგან ჩემს ქვეყანას ვემსახურები...

- როგორ ფიქრობთ, როცა საქართველოს ნაკრებში მუშაობას დაასრულებთ, თემურ ქეცბაიაზე ისეთივე მოთხოვნა იქნება, როგორც მანამდე?

- არ ვიცი, რა იქნება წლების შემდეგ და ამაზე ახლა არც ვფიქრობ. ისე, ამ ოთხი წლის განმავლობაში არაერთი შემოთავაზება მქონია, თუმცა საქართველოს ნაკრებში ვმუშაობ და მინდა, დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანო.

- როცა ნაკრები ჩავიბარე, ათი მეტრის სიღრმეზე იყო დამარხულიო... ახლა რამდენ მეტრზეა, სად არის ამჟამად საქართველოს ნაკრები?

- როცა ნაკრები ჩავიბარეთ, ორი წლის განმავლობაში თამაში არ ჰქონდა მოგებული, მეექვსე ადგილზე იყო. მას მერე მეხუთეზე გავედით, ახლა მეოთხეზე... ახლა რა დონეზეა? ნელ-ნელა თამაშებსაც იგებს და გარკვეული პროგრესი არის.

- როგორ ფიქრობთ, მწვრთნელს, რომლის დანიშვნასაც თავის დროზე ყველა სიხარულით შეხვდა, რატომ მოუმრავლდა კრიტიკოსები?

- კრიტიკას და დაუნახაობას სჯობს, ყველანი ერთად დავდგეთ და ერთად ვაკეთოთ საქმე. საქართველოში ფეხბურთი მხოლოდ სპორტი არ არის, ქართველი კაცისთვის ის ჰაერივით აუცილებელია. მაგრამ ვითარება თუ არ გამოსწორდა, ვინც გინდა ჩამოიყვანე, რას მიაღწევს? ვხედავ ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომელთა იმედიც მაქვს. დავიცადოთ ეს ორი წელიც და მერე მივიღოთ გადაწყვეტილებები.

ისე კი, ადრეც ვთქვი და გავიმეორებ: იმის მიუხედავად, გავა თუ არა საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე, ეს ორი წელი ჩემთვის ბოლო იქნება საქართველოს ნაკრების მწვრთნელის რანგში! თუ ფიქრობთ, რომ ვინმე დღესვე გააკეთებს საქმეს ჩემზე უკეთესად, მოვიდეს და ჩემი თავი ენაცვალოს!

ამბიციური ადამიანი ვარ და მინდა, ჩემი ქვეყნის ნაკრებთან ერთად რაღაცას მივაღწიო. რაც გასაკეთებელია, უნდა გაკეთდეს! შეღავათი ჩემი თავისთვის არასდროს გამიკეთებია და ამის გაკეთების უფლებას არც სხვას მივცემ.

ჩვენ ჯერ ძმაკაცობა და ჭამა-სმა გვინდა და მხოლოდ ამის შემდეგ - ფეხბურთი! მაგრამ ასე საქმე არ კეთდება. გგონიათ, თუ საქართველოს ნაკრებიდან წავალ, დავიკარგები? არც დავიკარგები და ჩემს გზასაც მოვნახავ, მაგრამ მინდა, ბოლომდე მივიყვანო დაწყებული საქმე!

ესაუბრა რატი შელეგია

გაზეთი "ყველა სიახლე"

• ilo

იმხელა ფულებს იდებენ ჯიბეში ფეხებზე ჰკიდიათ ყვეა. ლანძღე რამდენიც გინდა თავმოყვარეობა არ გააჩნია.

• archeology

უძლიერესი მწვრთნელია

• kaxeli

ამ კაცს რომ ეგ შედეგი გონია სასაცილოა .ხალხო გამომუშავებაზე გადავიყვანოთ,ააააააამდენ ხელფასს ჩვენთან პრეზიდენტი არ იღებს. უნამუსობას ააქვს ადგილი.

• gocha

უდიდეს პატივს გცემთ ბატონო თემურ,თქვენი იმედი გვაქვს! ხიზანიშვილი და მისნირები კი ისტორიას არ შემორჩებიან თქვენგან განსხვავებით! გაბრწყინებული და გაერთიანებული გვენახოს ჩვენი ბედკრული ნაკრები!

• beso65

'- უმეტესობა ახალგაზრდები ვართ, გვაკლია ისეთი ფეხბურთელები, კობი ან კალა რომ იყვნენ. ისეთები, რომ იტყვის და ერთ მუშტად შეკრავს გუნდს..' აგერ ამ ბიჭს, გზა დაულოცოს ღმერთმა მარა დაუგდეთ ყური რას წერს---თავისივე ნაქებ ქეცბაიას , იქვე უწუნებს საქციელს. ნაკრებში კაცი არაა რო გუნდი შEკრასო ! ეგ არის მწარე სიმართლე . გუნდიდან უპრაგონოდ ხიზანას ( კანკავაზე კაპიტნობის გადაცემაც ) და კობის მოკვეთამ მიგვიყვანა ამ დრემდე და ხო კიდე დვალიშვილის ამოჩემება, მაგ ჩემისამ რო ვერ გაამართლა კიდე !

• ocneba

თემო პროფესიონალი ხარ და ამიტომ ააქვთ ბოღმა უვიცებს. არაფრის გამკეთებლები ყველაზე მეტად ხმაურობენ ყოველთვის. საქართველოში 92% ლაპარაკობს და ეს გონიათ საქმე. ჯიგარი ხარ.

• gege

თემურ გულში ხარ იცოდე!!!!! უვაჟკაცესი და კარგი ქართველი ხარ შენ გენაცვალე!

• goga

ჯიგარი ხარ თემო, მიდი მიაწექი

• mateusa

ლატვია რომ ევროპაზე გავიდა რამდენი ფეხბურთელი თამაშობდა ტოპ ლიგაში?

• zeppelin

კარგით რა, ამ ფეხბურთელებით კაცმა რა ქნას? ამ კაცის თამაში ვისაც არ გინახიათ გაჩუმდით. თავს იკლავდა მოედანზე სამშობლოსთვის. გენაცვალე თემო, მიაწექი, ნუ გგონია, რომ ყველა ზოგიერთი ს..ნაირად ფიქრობს

• beqa1685

ელაქუცეთ უკოცნეთ ერთი ადგილი ამ ამფერისტ კაცს რომურმელიც გვატყუებს ურცხვად რომ პროგრესი გვაქ თურმე როცა 3 ბურთი გვაქ გატანილი მთელ შესარჩევში,სასაცილოა როცა ლაპარაკობთ რომ ფეხბურთელების არ ყოლის ბრალია ყველაფერი,თუ ხედავ რომ არაა ფეხბურთელები და პერსპექტივა არაა მილიონები არ უნდა აიღო მაშინ ადგე და უნდა წახვიდე ესაა სიმართლე და არა თქვენი ლაქუცი

• Dato

მართალი კაცი ხარ თემურ,ხიზანასაც კაი პასიხი გასცეს ბიჭებმა.შენი იმედი გვაქვს და იმედს ნუ გაგვიცრუებ.

• გულშემატკივარი

უკაცრავად მაგრამ ევროპაში ვინც თმაშობს თუნდაც ყაზაიშვილი ან ჭანტურია არცერთი არ იმსახურებენ ნაკრებში თმაშს თუ რუსეთშ ზამენაზე მყოფები ჯობია იმათ? მეორე განსხვავვება მითხარი 6 გუნდიან ჯგუფში გახვალ მე 5 ზე თუ 5 გუნდიანში მე 4 ზე განსხვავება რა არის? ორივე ხო ბოლოს წინა ადგილია? ამას გვამადლის ადამიანი რომელიც თან გვეუბნება რომ ძან დიდი პროგრესი გვაქო 3 გოლი გავიტანეთ თარ ვცდები მთელ შესარჩევ ციკლში

• zaza

პეხბურტელები არ ვარგანან

• Tengo

კიდევ ერთი მორიგი უტაქტო ჯურნალისტი ! ქეცბა მაგარი ხარ.

• murtalo

ფუი შენი...

• akhali

ნაკრებს წარმატებისთვის(გასვლა და ფინალურ ეტაპზეც ღირსეული გამოსვლა)15-20 ფეხბურთელი სჭირდება ევროპის ტოპ-ჩემპიონატებიდან,სხვა შემთხვევაში ვერცერთი მწვრთნელი ვერ მიაღწევს წარმატებას.მაგრამ ამ დონის ფეხბურთელებს ვინ გაზრდის?

• giorgi

თემურ წვალებას რას ეძახი??? თვეში 100 000 დოლარს რომ იღებ (მათ შორის იმ თვეებში როცა თამაში არ არის) იმას? მოსახლეობის დიდ ნაწილს თვეში 100 დოლარი ენატრება.. წინა კომენარის ავტორს და თემურასაც მინდა ვუთხრა არ არის სწორი თითქოს საქართველოს ნაკრებს 2 წელი თამაში არ ქონოდა მოგებული კუპერის დროს არც ის არის სწორი თითქოს ფრე გვენატრებოდა. კუპერმა უელსს გასვლაზე მოუგო ქეცბამ კი ირლანდიასთან დიდი ანგარიშით წააგო. ტოპმიულერმა ნოლზე მოუგო ურუგვაის, თურქეთს და შოტლანდიას ქეცბამ ამ დონის ნაკრებებიდან მხოლოდ ხორვატიას.. და სახლში ვერ მოუგო ვერც ლატვიას, ვერც ისრაელს, ვერც ფინეთს.... ტოპმიულერმა მიწასთან გაასწორა ფარერები ქეცბაიამ კიდევ მალტას ვერ მოუგო... ქეცბაიას 4 წელიწადში დაახლოებით 5 000 000 დოლარი აქვს აღებული და რამდენი ოფიციალური თამაში მოიგო დაფიქრებულხართ? მხოლოდ 3.... 3თამაშის მოგებით ამაყობა 4 წელიწადში სამარცხვინოა, მაშინ როდესაც 2 თამაში მალტათან გვქონდა და საშუალოზე დაბალი დონის გუნდებთან ისრაელი, ლატვია, ფინეთი, ბელარუსია 8 .... გრცხვენოდეს თემურ!!

• mm

რას ვთხოვთ ამ კაცს, ჩვენ ფეხბურთელებს აუტის მოწოდებასაც არ ანდობენ სხვა ქვეყნებში, იმიტომ რომ ესეც არ იციან ხეირიანად. ფეხბურთელებო, შრომაა საჭირო, ბევრი შრომა, რომ რამეს მიაღწიოთ. თქვენ კი ფეხბურთი ბალეტი გგონიათ, ფეხებ აშვერილები რომ დადიხართ მოედანზე.არ გესიამოვნათ? ნახეთ ძველი კადრები, როგორ შრომობენ ჩივაძის თაობის ბიჭები. მაგ თაობა გაჯობებთ რომ გაეჯიბროთ ათით ნოლს მოგიგებენ.

• Lasha

მოყვარეს პირში უძრახეო...წესირი კაცია,პროფესიონალი და ჩვენი უწესო და გაზლუქუნებული ფეხბურთელები ვერ იტანენ და ბლოკს უკრავენ,ცოტა ზედმეტად ფიცხი კაცია , მაგრამ გულიანი და ჯიგრიანია და თან ფეხბურთიც არ მგონია ვინმეზე ნაკლებად იცოდეს...

• საქართველო (ქართველებო როგორ არ აფასებთ ადამიანებს, რომლებსაც მართლა კარგი უნდათ ფეხბურთისთვის?!)

ამ კომენტარის არ გაშვება არ შეიძლება ! ხალხნოქეცბაია არის ადამიანი, რომლესაც როგორც ვატყობ უნდა გარდატეხა მოახდინოს ქართულ ფეხბურთში, მუქთახორა ფეხბურთელები, სმა-ჭამაზე და დალევაზე ორიენტირებულები და ზარმაც ფეხბურთელები გააკრიტიკოს და თქვენ ეს არ მოგწოოოოოოონთ? ს ი რ ც ხ ვ ი ლ ი ა ! სირცხვილია ! სირცხვილი ! კაცი მართალს ამბობს, რომ ჩვენი ფეხბურთელები არც წონას აკონტროლებენ და არც ფორმაში ყოფნას ცდილობენ,. მაგათ უნდათ თავიანთ ნება-სურვილზე იპარპაშონ და ეს ვერ აიტანა ამ კაცმა? გახსოვთ რა წარმატებას მიაღწია ქეცბაიამ საბერძნეთში ? ეს იცით რატომ? იმიტომ , რომ ბერძნები დისციპლინირებულები არიან და მათთან საქმე ადვილად გამოუვიდა. ჩვენები კიდე ვინც ევროპაშ თამშობენ მოედანზე ბალეტს ცეკვავენ, რო არ დაშავდნენ და ევროპაში პრობლემები არ შეექმნათ მათ კარიერას, არადა ფეხბურთელისთვის ყველაზე დიდი პრესტიჟი ეროვნულ ნაკრებშ თამაში უნდა იყოს ! ამას წინ ვიდეო ვნახე ინგლისში როგორ დასაჯეს ზარმაცობის გამო ფეხბურთელი - ვარდისფერი ბალერინას კაბა ჩააცვეს და ისე ავარჯიშეს - აი სწორედ ასე უნდა იქცეოდეს ნამდვილი მწვრთნელი და ქეცბაიამ ეს რომ გააკეთოს ალბათ მიტინგს მოუწყობენ. ამიტომაც არის ქართული ფეხბურთი ჭაობში ! ფერგიუსონი გახსოვთ ბექჰემს ბუცი რომ ესროლა ? არ დაგავიწყდეთ ეს ის ბექჰემია, რომლესაც დღეის მდგომარეობით უდიდეს პატივს ცემენ ინგლისში და დიდი გავლენა აქვს და მისი სიტყვა დიდათ ფასობს, ასევე სამეფო ოჯახთან დააახლოებულია... მაგრამ ვინ გააკრიტიკა ინგლისშ ფერგიუსონი ? არავინ იმიტო, რომ ასე იყო საჭირო. ჩვენთან ეგ შემთხვევა რომ მომხდარიყო გააკრიტიკებდნენ კიარა პასუხისგებაშ მიცემდნენ მწვრთნელს... ცოტა აზრზე მოდით რა, ქართველი რომ მიუშვა თავის ნებაზე არაფერს გააკეთებს, საჭირო კიარა აუცილებელია სიმკაცრე. თუ გვინდა ფეხბურთს ეშველოს ფეხბურთელის ნებაზე კიარ უნდა იყოს ნაკრებშ ჩამოვიდეს თუ არ ჩამოვიდეს, ეს მის ვალდებულებად უნდა თვლიდეს. გაციებული ვარ, სიცხე მაქ და ვერ ვითამაშებ ეს სირცხვილია იმ ფეხბურთელებისთვის და ზოგადად ქართული ფეხბურთისთვის. მწვრთნელი ვერ გავა მოედანზე და ვერ ითამაშებს, ფეხბურთელებმა თუ არ შეუწყეს ხელი... უნდა გიხაროდეთ რომ ქეცბაია ასე მოეკიდა საქმეს და არა აკრიტიკოთ. ქეცბაიას მოსვლადე ქართულ ფეხბურთს მოგება კიარა ათწლეულების მანძლზე ფრის თამაშ ქონდა სოცნებო და 1-2 ტამაშს რომ წააგებს აკრიტიკებთ.. შ ე გ რ ც ხ ვე თ ! ! ! !

• გიორგი

ჩვენ ჯერ ძმაკაცობა და ჭამა-სმა გვინდა და მხოლოდ ამის შემდეგ - ფეხბურთი! მაგრამ ასე საქმე არ კეთდება >> მართალია ეს კაცი. უბრალოდ სიმართლის მოსმენა ხშირად ძნელია ხოლმე

• მამუკა

ეს კაცი ისე მოწყდა რეალობას, რომ ყველაფერმა აზრი დაკარგა...

• SHUKOVANI

გენაცვალე თემურ !

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

გიორგი ჭანტურია საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - 30 იანვრის დაიჯესტი

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

"საბურთალო": გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტი დღეს, 17:30 საათზე გაფორმდება

"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში

კვიპროსელებმა ოქრიაშვილის დაბრუნების თარიღი დაასახელეს

კვიპროსული გამოცემა: "ანორთოსისის" ჩავარდნა ოქრიაშვილს უკავშირდება

[VIDEO] კაშიას "სლოვანი" ზარიას და გადრანის "კაირატთან" პენალტების სერიაში დამარცხდა

გიორგი ჭანტურია: ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ახლა ათმაგად მოტივირებული ვარ

ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო

[ლელოს სტუმარი] გია ცეცაძე წარსულზე, კარიერაზე, ჩემპიონობაზე, ნაკრებზე...

მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან

კაშია: თურქეთის ნაკრების დამარცხების გვჯერა

დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...

სტრელეცის ზუსტი გასროლები - კაშიას "სლოვანი" ისევ იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგაზე?

კაშია, მექვაბიშვილი, აზაროვი და სიგუა კონფერენს ლიგაზე ითამაშებენ

ქართველები ევროტურნირებზე - "სლოვანის" მარცხი, სიგუას დებიუტი

[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა

კვიპროსული გამოცემა: თუ ოქრიაშვილს პარტნიორები ხელს შეუწყობენ, შეტევაში ცეცხლს დაანთებს

ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს

ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ

ვაკოს დუბლი და იშვიათი ამბავი ჩემპიონთა ლიგაზე - მსაჯმა ჯერ ტაიმი დაასრულა, შემდეგ გუნდები ისევ დააბრუნა... [VIDEO]

"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა

რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?

საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი "ანორთოსისში"?

გიორგი ქვილითაია კარიერას "ანორთოსისში" განაგრძობს

მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

6 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს

თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს

ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...

"საბურთალომ" გიორგი ჭანტურია გუნდში მიყვანიდან 2 კვირაში გაუშვა

განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?

Top 6 თანამედროვე ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელთა კარიერამ მოლოდინები ვერ გაამართლა [VIDEO]

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

"მახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ, მაგრამ პრეზიდენტობა არასდროს მინანია"

[VIDEO] "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელიც აღაფრთოვანა - ყაზაიშვილის პოკერი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში

ვაკო ყაზაიშვილის გოლი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში [VIDEO]

ყაზაიშვილის ულამაზესი გოლი და შედეგიანი გადაცემა ჩინეთის ჩემპიონატში - ქართველი ფეხბურთელი კარგ ფორმაშია [VIDEO]

გიორგი ლორიას თამაშის გაყიდვაში დასდეს ბრალი - მიზეზი თავის გაქანებაა... [VIDEO]

ბეტონის ჯებირი და უეფას სტანდარტი - აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გამო

[VIDEO] ყაზაიშვილის ჰეთ-თრიქი ჩინეთის სუპერლიგაში

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...