ტომიჩი სამ თვეს დაისვენებს
დომინიკა ციბულკოვასთან მატჩის შემდეგ ჟურნალისტთა დიდი ინტერესი გამოიწვია მარია შარაპოვას პრესკონფერენციამ.

რუსი უამრავ შეკითხვას ამომწურავად პასუხობდა და არც ისე კარგი განწყობის მიუხედავად, ხუმრობასაც ახერხებდა...

- პირველი სეტის მოგების შემდეგ ყველამ მიიჩნია, რომ საქმე გაკეთებული იყო. თავადაც ასე ფიქრობდით?

- ვიცოდი, რომ პირველ პარტიაში მოგების მიუხედავად, დღეს მაღალ დონეზე ვერ ვთამაშობდი. ამასთან, თავიდანვე კარგად მესმოდა, რომ ფიზიკურად ეს იქნებოდა ურთულესი შეხვედრა და ამიტომაც უნდა ამეცილებინა ჩავარდნები. ასე რომ, პირველი პარტიის შემდეგ ჩემი აზრი არ შეცვლილა, მაგრამ მეტოქემ აღარ მომცა იმის კეთების საშუალება, რაც ჩაფიქრებული მქონდა, რადგან ძალიან კარგად მოქმედებდა. მის წინააღმდეგ ყოველთვის რთულია თამაში. ეს იმიტომ, რომ დომინიკა თითოეულ გათამაშებაში ურთულესი ბურთების გადარჩენით არის ცნობილი. თანაც, ამას აკეთებს სხვადასხვა სიტუაციასა და კორტის სხვადასხვა ნაწილში. ამიტომაც კარგი დარტყმის შესრულების დროსაც არ მქონდა მოდუნების საშუალება. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვი. ვერაფრით ვიპოვე სწორი რიტმი.

- მეორე სეტის შემდეგ ექიმი გამოიძახეთ და გარკვეული დროით კორტი დატოვეთ. რა გაწუხებდათ?

- მარცხენა ბარძაყის კუნთი. როგორც ჩანს, პრობლემები მელბურნში გადატანილი მძიმე მატჩების შემდეგ დაიწყო. პირველ სამ რაუნდში საკმარისად ბევრი დრო დავყავი კორტზე, მაგრამ არ მგონია, რომ ეს რაიმე სერიოზული ტრავმა იყოს. სავარაუდოდ, რამდენიმე დღე დამჭირდება გონს მოსასვლელად. ეს ჩემი მეორე ტურნირია ხანგრძლივი პაუზის შემდეგ. ასე რომ, მსგავსი ამბები გარდაუვალია.

- საკუთარ თავს აბრალებთ მეორე სეტში 4:5-ზე წარუმატებლად ჩატარებულ გეიმს?

- ის გეიმი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მე კი მიღებაზე ორი მარტივი შეცდომა დავუშვი. თანაც, ციბულკოვა ორივეჯერ მეორე ბურთს აწვდიდა, მე კი ასეთი შანსები გავუშვი ხელიდან! გასაგებია, რომ იმ მომენტში ფსიქოლოგიური ზეწოლა მეტოქეზე იყო, რადგან 5:0-ს იგებდა და მე ზედიზედ ოთხი გეიმი ავიღე. ასე რომ, დომინიკა არ იყო დარწმუნებული საკუთარ თავში და დამაჯერებლობა თავად დავუბრუნე მას. ის გეიმი რომ მომეგო, მატჩში სიტუაცია შეიცვლებოდა. თუმცა შეუძლებელია იმის თქმა, როგორი იქნებოდა საბოლოო შედეგი.

- არ გაგჩენიათ სურვილი, 0:5-ზე მესამე სეტისთვის შეგენახათ ძალები?

- ასე არასოდეს ვფიქრობ.

- როცა ჟურნალისტები განიხილავენ თქვენს მატჩებს დომინიკას წინააღმდეგ, ხშირად ახსენდებათ შეხვედრა 2009 წლის როლან გაროსზე, როცა სლოვაკმა 6:0, 6:2 მოიგო.

- კარგად არ მახსოვს ის მატჩი, ალბათ, ანგარიშის გამო (იცინის), მაგრამ გავიმეორებ - დომინიკა მძიმე მეტოქეა და ყოველ ჯერზე ტოპ-ათეულის წევრების წინააღმდეგ მაქსიმუმის ჩვენებას ახერხებს. ასეთ მატჩებში მას არაფერი აქვს დასაკარგი.

- ბოლომდე გჯეროდათ, რომ შეძლებდით ამ მატჩის ბედის შემოტრიალებას?

- რა თქმა უნდა. ჩემს კარიერაში ბრძოლით ბევრი ასეთი მატჩი მაქვს მოგებული, მათ შორის, მიმდინარე ტურნირზეც. დიახ, მესმოდა, რომ ვერ ვაჩვენებდი ჩემს საუკეთესო ჩოგბურთს, მაგრამ, ამავდროულად, ვიცოდი, რომ შანსი გამოჩნდებოდა. უბრალოდ, ამას გამოყენება უნდა.

- როგორც წესი, ასეთი წაგებების დავიწყება რთულია.

- ამაზე ჯერ ნაადრევია ლაპარაკი. ეს შეკითხვა ორი თვის შემდეგ დამისვით. მაშინ ზუსტად გეტყვით - დავივიწყე თუ არა (იცინის).

- რა ამოცანა გქონდათ ავსტრალიის ღია პირველობაზე?

- ამჟამად რთულია რაიმე შეფასების გაკეთება და ჩემი გამოსვლის შეჯამება, მაგრამ მგონია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაფერს პოზიტიურად უნდა შევხედო. ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე თვის წინ, როცა ისევ დამეწყო პრობლემები მხართან დაკავშირებით, არც კი ვიცოდი, როგორ აეწყობოდა ყველაფერი. უკვე პლუსია ის, რომ ჯანმრთელი ვარ და შევძელი "დიდ სლემზე" თამაში. ამან კარგი ემოციები უნდა დამიტოვოს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მელბურნში საუკეთესო თამაში ვერ ვაჩვენე, მაგრამ რამდენიმე წრე გავიარე. დიახ, მახსოვს, რამდენად კარგად ვთამაშობდი აქ 2008 წელს და მომდევნო წლებშიც. ამიტომაც იმედი მაქვს, რომ ერთ მშვენიერ დღეს შევძლებ ექვსი წლის წინანდელი წარმატების გამეორებას.

ტომიჩი სამ თვეს დაისვენებს

ავსტრალიელ ბერნარდ ტომიჩს, რომელმაც პირველი წრის მატჩი ვერ დაასრულა ავსტრალიის ღიაზე ესპანელი რაფაელ ნადალის წინააღმდეგ, ოპერაცია ესაჭიროება. იტყობინებიან, რომ საზარდულის ტრავმა, რომლის გამოც ტომიჩმა ესპანელთან თამაში ვერ გააგრძელა, ბარძაყის ქრონიკული ტრავმიდან გამომდინარეობს. სწორედ მას უმკურნალებენ ექიმები.

ამის გამო ტომიჩს სამი თვის გამოტოვება მოუწევს.

ბრაიანების ფიასკო

მამაკაცთა წყვილთა თანრიგის ლიდერები - ამერიკელი ძმები ბობ და მაიკ ბრაიანები მესამე წრიდან გამოეთიშნენ ბრძოლას: მათ ორ სეტში (6:7, 4:6) წააგეს ერიკ ბუტორაკთან და რავენ კლაასენთან. ბრაიანები 2003 წლის შემდეგ პირველად გამოეთიშნენ ტურნირს ასეთ ნაადრევ ეტაპზე. მელბურნში ბოლო ათი წლის განმავლობაში, ამერიკელების ანგარიშზე მოდის ექვსი გამარჯვება, სამი ფინალი და ერთხელ მეოთხედფინალში გასვლა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მერვე მატჩიდან მეშვიდე წაგება სეზონში - ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
გინდოდათ შარაპოვასთან მესიჯობა? ახლა ეს შესაძლებელია
ბერნანდ ტომიჩი მაიამის სასტუმროში დააპატიმრეს
ავსტრალიის ღია პირველობა: რაონიჩი უკვე დიდი ბიჭია
ბერნანდ ტომიჩის კონფლიქტი ავსტრალიაში
სერენა უილიამსი სინგაპურში არ მიდის
მოაშორეთ ეს იდიოტები!
US OPEN 2016. II დღე: დღის ციფრი და სკანდალი
როგორ გამოიყურება მარია შარაპოვას მდიდრული სახლი [VIDEO+PHOTO]
კარიერადასრულებული ორსული შარაპოვა რუსეთის სახელით ასპარეზობისთვის დაიჩაგრა?! - ლონდონში უცნაური ამბავი მოხდა
ბოგოტა ბერნარდ ტომიჩის ქალაქია
აშშ-ის ღია პირველობა. III დღე: სერენას მოულოდნელი პრობლემები
როდის დაბრუნდება შარაპოვა? - მარიამ ვარჯიში დაიწყო
დომინიკა ციბულკოვას ტიტული ორი წაგების შემდეგ
ᕛᓐᕘᕐᓛᕘᓡ ᕛ
ჩოგბურთის ერთ-ერთმა სექსსიმბოლომ კარიერა დაასრულა!
ᓠᓝᓚᓐᓜ ᕒᓐᓠᓝᓡᓘ: ᕥᓐᓚᓔᓑᕨᓘ ᕧᓕᓔᓚᓐᓤᓔᓠᓘ ᓚᓝᓒᕘᓙᓣᓠᓐᓓᕐᕐ
მარია შარაპოვა: კარიერის დასრულებას მივუახლოვდი, მაგრამ...