ყაზანის "რუბინთან" ერთად თურქულ შეკრებაზე მყოფმა 21 წლის მცველმა თავისი ბრწყინვალე ფორმით მნახველები გააოცა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" მცველმა საბა (სოლომონ) კვირკველიამ კლუბის ოფიციალურ საიტს ვრცელი ინტერვიუ მისცა.

შეგახსენებთ, ახლახან ყაზანელებმა ქართველი ფეხბურთელი ევროპალიგისთვის გუნდის განაცხადში შეიყვანეს.

21 წლის საბა ამჟამად თურქულ ბელეკშია, სადაც "რუბინი" პირველ შეკრებას გადის და როგორც საიტი წერს, ქართველი ცენტრალური მცველი იქ ბრწყინვალე ფორმის დემონსტრირებას ახდენს.

ინტერვიუში კვირკველია გუნდის ახალ სამწვრთნელო შტაბზე, თავის ბავშვობის ოცნებასა და უახლოეს გეგმებზე საუბრობს.

"თუკი მუხლჩაუხრელად ვიშრომებ, შანსიც იქნება"

- სოლომონ, თქვენ ამ შეკრებაზე ბრწყინვალე შთაბეჭდილებას ტოვებთ. არადა, ორი კვირაც არაა, რაც შვებულებიდან დაბრუნდით. რაშია საიდუმლო?

- საიდუმლო არაფერ შუაშია. უბრალოდ, საკუთარ საქმეს ვაკეთებ - ვვარჯიშობ ისე, როგორც სხვები. წლის პირველ ოფიციალურ მატჩამდე ცოტა დროა დარჩენილი და ამიტომ გაძლიერებული რეჟიმით ვემზადებით. ზოგჯერ გვიჭირს, მაგრამ ესეც სამუშაო პროცესის ნაწილია და მომწონს. ასე უნდა გავაგრძელოთ და ტემპი არ უნდა დავაგდოთ.

- მწვრთნელთა ახალ შტაბთან მუშაობა როგორ წარიმართა?

- ბრწყინვალედ. აშკარაა, რომ ყველა მწვრთნელი თავისი საქმის პროფესიონალია. რინატ ბილიალეტდინოვი გამოცდილი სპეციალისტია და ჩანს, რომ კარგი ადამიანიცაა. ის მუდმივად ურთიერთობს ჩვენთან.

- ამხანაგურ მატჩში "ქაისერი ერჯიესფორთან" გუნდი არცთუ ურიგოდ გამოიყურებოდა. ფიზიკური შესაძლებლობის ზღვარზე თამაშობდით თუ ზოგავდით თავს?

- სხვა მოთამაშეების მაგივრად ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ მე არამხოლოდ პირველი ტაიმის, მთელი მატჩის ჩატარებაც შემეძლო. ამის სურვილი ნამდვილად მქონდა (იცინის). თუმცა ისიც გასაგებია, რომ შუა და წინა ხაზის მოთამაშეებს სამუშაო გაცილებით მეტი აქვთ, ვიდრე მცველებს.

ცენტრალური მცველის ამოცანა პოზიციის სწორად შერჩევა, ართმევაში ჩართვა და ბურთის პარტნიორისთვის გადაცემაა. ვფიქრობ, ასე იყო ამ თამაშშიც - ჩვენ მეტად ვაკონტროლებდით ბურთს და ამის გამო დაცვას არცთუ ბევრი სამუშაო ჰქონდა.

- "რუბინის" ძირითადში დამკვიდრებისთვის საკუთარ შანსებს როგორ აფასებთ?

- რა თქმა უნდა, ამის დიდი სურვილი მაქვს. უკვე ოთხი წელია ამ გუნდში ვარ და ყოველთვის ვამბობ: "მწვრთნელი უძლიერესს ირჩევს, უბრალოდ, შანსს უნდა ელოდო".

თავდაპირველად დუბლებში ვთამაშობდი, შემდეგ "ნეფტეხიმიკში" ნახევარი წელი გავატარე, სადაც ვფიქრობ, კარგი პრაქტიკა მივიღე. ახლა ძირითად გუნდთან ერთად ვემზადები და საწუწუნო არაფერი მაქვს.

ჩემპიონატის პირველ ნახევარში არცთუ ცოტა ვითამაშე და თუკი მუხლჩაუხრელად ვიშრომებ, შანსი მექნება. ჩემი საქმე ვარჯიშია, გადაწყვეტილებას კი მწვრთნელი მიიღებს.

- საიდუმლო არაა, რომ ლეგიონერებზე შეზღუდვების გამო ძირითადში დამკვიდრების შანსი რუსებს მეტად აქვთ. ეს წნეხში გაქცევთ?

- რთულია რაიმეს თქმა. რადგან ლეგიონერებზე ლიმიტის დაწესება გადაწყვიტეს, ალბათ, ამისგან სარგებელსაც მოელიან. ამ საკითხის სპეციალისტი არ ვარ. ეგ კი არა, ისიც კი არ ვიცი, არსებობს თუ არა ლიმიტი საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში, რადგან იქ არასდროს მითამაშია.

მხოლოდ ის ვიცი, რომ უწინ ორმაგი მოქალაქეობის მქონე ფეხბურთელები, რომლებსაც რუსეთის პასპორტიც ჰქონდათ, ლეგიონერებად არ ითვლებოდნენ და ალბათ, ის უფრო სამართლიანი იყო.

ნებისმიერ შემთხვევაში, მე ეს არ შემეხება. დღეს ორმაგი მოქალაქეობა - საქართველოსი და რუსეთის ერთბაშად, შეუძლებელია; საქართველოს მოქალაქეობაზე უარს კი, რა თქმა უნდა, არ ვიტყვი. საქართველოს ნაკრების ღირსების დაცვაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი.

"ყველაფერი, რაც გამაჩნია, "რუბინმა" მომცა"

- ყაზანში კლუბის ბაზაზე ცხოვრობთ. ეს უხერხულობას არ გიქმნით?

- როდესაც მარტო ცხოვრობ, ოჯახის გარეშე, პრობლემა არაა. პირიქით, ბაზაზე ასეთ დროს უფრო კარგად ხარ და ერთობი კიდეც. თანაც, იქვეა ჩემი თანამემამულე ნიკა კაჭარავაც.

მაგრამ როცა ოჯახი გყავს, ცალკე საცხოვრებელი გჭირდება. სეზონი რომ განახლდება, მეც გადავალ ბინაში, სადაც მეუღლესთან ერთად ვიცხოვრებ.

- თქვენ და კაჭარავა ერთ ნომერში ცხოვრობდით?

- მე რუსლან აბიშოვთან ერთად ვცხოვრობდი და ეს ასეა ამ შეკრებაზეც. მთელი იმ სამნახევარი წლის განმავლობაში, რაც ბაზაზე გავატარე, უხერხულობა არ მქონია. კვებაც საუკეთესო მქონდა. წარმოდგენაც კი მიჭირს, რას შევჭამდი, მარტოს რომ მეცხოვრა. ალბათ, მხოლოდ კარტოფილსა და ერბოკვერცხს. არადა, სპორტსმენს გაცილებით მრავალფეროვანი რაციონი სჭირდება.

- ქართული სამზარეულო არ გენატრებოდათ?

- კლუბის სამზარეულოში ქართულ კერძებსაც საკმაოდ კარგად ამზადებენ. თითქმის ისევე, როგორც საქართველოში! ამას გარდა, ყაზანში გაიხსნა ქართული რესტორანი, სადაც ასევე შეიძლება ქართული კერძების დაგემოვნება.

- ყველაზე ხშირად რომელ კერძს უკვეთავთ?

- რა თქმა უნდა, ხინკალს. უზომოდ შემიძლია მივირთვა (იცინის).

- თურქულ შეკრებაზე თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?

- დღეში სამი ვარჯიში გვაქვს. შუალედებში ვსადილობთ, შემდეგ კი ნომერში დასასვენებლად მივდივართ. საღამოობით, ვახშმის შემდეგ, თავისუფალი დრო ორი-სამი საათი გვაქვს და როგორც წესი, ინტერნეტთან ვზივარ ხოლმე, კინოს ვუყურებ. განსაკუთრებით ქართული მიყვარს - "მიმინო", "ჯარისკაცის მამა". ასევე, ვსაუბრობ ხოლმე მშობლებთან "სკაიპით", რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ. ისინი ფეხბურთის დიდი გულშემატკივრები არიან და მხარს ძალიან მიჭერენ. ყოველდღე ვურეკავ მეუღლესაც.

- დაქორწინება როდისღა მოასწარით? გვიამბეთ.

- ჩემი ცოლი ქართველია. თუმცა ქორწილი ჯერ არ გვქონია. აქამდე ვერაფრით გამოვნახეთ დრო, მაგრამ ზაფხულში აუცილებლად გადავიხდით.

საახალწლოდ ორი კვირით ერთად ვიყავით დუბაიში, ახლა კი ორი კვირით ისევ დავშორდით. გვიჭირს თუ არა? რას ვიზამთ, ასეთია პროფესიონალი სპორტსმენის ცხოვრება. ამაზე მაშინვე ვიფიქრე, როდესაც ფეხბურთელობა მოვინდომე.

- რატომ აირჩიეთ ფეხბურთი?

- როდესაც პატარა ვიყავი, მამაჩემის მეგობარი ავარჯიშებდა გუნდს მშობლიურ ქალაქ სამტრედიაში. იქ ექვსი-შვიდი წელი ვითამაშე, 13 წლისა კი თბილისის "დინამოს" ახალგაზრდულ გუნდში ამიყვანეს, სადაც 2 წელი გავატარე. თბილისშივე, თენგიზ სულაქველიძის აკადემიაში ვემზადებოდი კიდევ 2 წელი, საიდანაც ჯერ ჭაბუკთა ნაკრებში მოვხვდი, შემდეგ კი აგენტ რევაზ ჩელებაძის დამსახურებით, პეტერბურგის "ზენიტში" აღმოვჩნდი. თუმცა ვარიანტები სხვაც იყო - საქართველოშიც, უკრაინაშიც, აზერბაიჯანშიც.

"ზენიტში" ნახევარი წელი დავყავი, რის შემდეგაც ჩემს კარიერაში "რუბინი" გამოჩნდა.

- ამაშიც რევაზ ჩელებაძეს უნდა უმადლოდეთ?

- რა თქმა უნდა! თანამედროვე ფეხბურთში აგენტის გარეშე ძნელია. ის შენთვის ყველაფერს აკეთებს, რაც საჭიროა. შენი ამოცანა კი მხოლოდ ვარჯიში და თამაშია. ძნელია, ერთდროულად ფეხბურთზეც იფიქრო და იმაზეც, თუ როგორ გამოძებნო კლუბი.

შემიძლია ვთქვა, რომ "რუბინი" ჩემთვის ზედგამოჭრილია. როდესაც დუბლებში ვთამაშობდი, მთელი ჩემი ფიქრი იმისკენ იყო, როგორ მოვხვედრილიყავი ძირითადში და მადლობელი ვარ ჩვენი ყოფილი თავკაცის (ყურბან ბერდიევი), რომელმაც შანსი 19 წლისას მომცა.

- გულშემატკივრებს ახსოვთ თქვენი დებიუტი ჩემპიონთა ლიგაში 2011 წელს, როდესაც კიევის "დინამოსა" და "ლიონთან" შეხვედრებში საკმაოდ კარგად შეეწყვეთ გუნდის თამაშს. თავად თუ გახსოვთ ის მატჩები?

- რა თქმა უნდა! თამაშის წინ საერთოდ არაფერზე ვფიქრობდი, გარდა ერთისა - გამეკეთებინა ყველაფერი, რათა გუნდს გაემარჯვა, გამომეწურა მაქსიმუმი ყოველი ეპიზოდიდან. მხოლოდ შემდეგ გავიგე, ვის წინააღმდეგ მიწევდა გარჯა - ანდრეი შევჩენკოს, ლისანდრო ლოპესის, ბაფეტიმბი გომისის. შევჩენკო ხომ სულაც ნამდვილი ვარსკვლავია.

და რა უნდა დამეპირისპირებინა მათთვის 19 წლის ბიჭს? მხოლოდ არანორმალური მონდომება და ცივი გონება.

- იმედია, "რუბინში" თქვენთვის ახლაც ყველაფერი კარგად წარიმართება...

- მეც ამის მჯერა. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი კლუბს, რადგან ყველაფერი, რაც გამაჩნია, სწორედ "რუბინმა" მომცა.

არტაგი
წარმატებები საბა!!!
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"1980 წელს "მარაკანაზე" სსრკ-ის ნაკრები ბრაზილიას ვუპირისპირდებოდით და ვფიქრობდით..." - ჩელებაძემ საქართველო-პორტუგალიის მატჩის წინ სსრკ-ბრაზილიის თამაში გაიხსენა
შეტევაში ბალოტელისთან ერთად - "ჯეონამ დრაგონსმა" კაჭარავა წარადგინა
U21 | საქართველო V მალტა - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში
"ისინი მხოლოდ ერთ შემთხვევაში წავლენ..." - დიუპინმა ლეგიონერების შესაძლო წასვლაზე ისაუბრა
"გაუწევს თუ არა მამარდაშვილი კონკურენციას "ლივერპულის" მეკარეებს?" - ჩელებაძის ინტერვიუ რუსულ მედიასთან
U21. მალტასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] U21. სიგუას დუბლი და გამორჩეული ნარიმანიძე - საქართველოს ნაკრებმა მალტას სძლია
კვირკველია საძაგელი იხვის ჭუკი იყო - "რუბინის" ექსმწვრთნელი
"კვირკველიას საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად ტყუილად არავინ დაასახელებდა"
სლუცკის ძალიან ღირსეული საქციელი - თუმცა, "რუბინი" მწვრთნელს არ დაეთანხმა
რატომ ადარებს რევაზ ჩელებაძე ანანიძეს პირლოს და რის გამო გარიცხეს ჯანო კიევის "დინამოს" აკადემიიდან
საბა კვირკველია ქუთაისის "ტორპედოდან" წავიდა
სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...
ნიკა კაჭარავა ლიეტუვის "პანევეჟისში" გადავიდა
საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა
ხვიჩას გარეშე დარჩენილი "რუბინი" და ჯიქიას "სპარტაკი" დაქვეითებასთან ახლოს არიან
U21 | ახალგაზრდული ხვალ ლატვიას დაუპირისპირდება
"დასძლევს ხვიჩა "ნაპოლიში" კონკურენციას თუ იჯარით გაუშვებენ?" - რამდენად საფუძვლიანია რუსების ეჭვები
"ხვიჩა უმატებს და ნებისმიერი გუნდისთვის სასარგებლო იქნება" - "რუბინის ყოფილი მწვრთნელი
გაქაჩავს თუ არა ხვიჩა "ნაპოლიში"? - კაპელოს, ვაისის, სიომინის და სხვა სპეციალისტების ვარაუდი
"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
საქართველოს ნაკრების ფორვარდი აზიის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულში ითამაშებს
"რუბინის" ექს მწვრთნელმა ხვიჩასა და ზურიკოზე ისაუბრა და შეაქო
ქეცბაიამ კაჭარავას შემცვლელი შეიძინა - "ნაპოლის" ექსფორვარდი გერმანიიდან
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
U21. ლატვიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ნიკა კაჭარავა "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა
[VIDEO] U21. მსაჯმა თამაში გააფუჭა - საქართველოს კაცნაკლულმა ნაკრებმა ლატვიასთან ქულები გაიყო
"ნაპოლიში" მონასავით იყენებენ... არ ვფიქრობ, რომ პსჟ საუკეთესო ვარიანტია" - რევაზ ჩელებაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"როცა კარგად ხარ და გენდობიან..." - რატომ დარჩა საბა კვირკველია "რუბინში"
ნიკა კაჭარავამ "ტორპედო" დატოვა
უარი უკრაინაში შეჭრის სიმბოლოს - კვარაცხელიას "რუბინის" გულშემატკივრების ღირსეული საქციელი [PHOTO]
"ქუთაისის "ტორპედოს" დონისაა, "ვესტ ჰემს" კიდევ ერთი კლოუნი სჭირდება..." - რუსები კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერს ირონიით შეხვდნენ
რევაზ ჩელებაძემ ქობულეთის "შუქურას" დირექტორის თანამდებობა დატოვა
"საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეს დღეს პირველად შეგვიძლია ვთქვათ" - ჩელებაძე უკრაინა საქართველოს მატჩზე