"ქუთაისსა" და "შსს აკადემიას" შორის გამართული საპასუხო მეოთხედფინალური შეხვედრა ძალიან საინტერესო და ემოციებით დატვირთული გამოდგა
"ქუთაისსა" და "შსს აკადემიას" შორის გამართული საპასუხო მეოთხედფინალური შეხვედრა, რომელსაც ქუთაისის სპორტის სასახლემ უმასპინძლა, ძალიან საინტერესო და ემოციებით დატვირთული გამოდგა.

წყვილის ფავორიტად თავიდანვე "ქუთაისი" მოიაზრებოდა, მაგრამ მალხაზ კოხრეიძის შეგირდები სტუმრად 3 ქულის სხვაობით დამარცხდნენ და ნახევარფინალში გასასვლელად საკუთარ დარბაზში მეტოქისთვის მინიმუმ 4 ქულის სხვაობით უნდა ეჯობნათ.

პერიშ ბრაუნის ორი ზუსტი შეტევის შემდეგ სტუმრები 4:0 დაწინაურდნენ, მაგრამ ამის მერე "აიწყვიტა" დავით ბარბაქაძემ, რომლის შეჩერებას სტუმრები ვერაფრით ახერხებდნენ. "ველურამ" ზუსტ სამქულიანს ორქულიანი სროლაც მიაყოლა და მასპინძლები წინ გაიყვანა - 5:4. ქუთაისელთა ლიდერი ამაზე არ შეჩერებულა და პირველ პერიოდში კიდევ 3 სამქულიანი, ერთი ორქულიანი და ორი საჯარიმო ჩააგდო (პირველ მეოთხედში ჯამში 18 ქულა).

ბარბაქაძესთან ერთად პირველ ათწუთეულში ქუთაისელთა ლიდერობა აკაკი დვალიშვილმაც ითავა, რომელიც ფარქვეშაც კარგად მოქმედებდა და საშუალო დისტანციიდანაც არ ერიდებოდა სროლებს. რაც შეეხებათ სტუმრებს, მათგან ბრაუნი და ბექა ჩიკვილაძე გამოირჩეოდნენ. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით სამქულიანებს ისროდა კარგად, მაგრამ ქუთაისელთა შესაჩერებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მალხაზ კოხრეიძის გუნდმა პირველი მეოთხედი 8 ქულის სხვაობით მოიგო (28:20).

მეორე პერიოდში მწვრთნელმა შესანიშნავად მოთამაშე დავით ბარბაქაძე დაასვენა. ვერ გეტყვით, ამით ისარგებლეს აკადემიელებმა თუ სხვა რამ იყო მიზეზი, მასპინძლებს 12-ქულიანი ჩამორჩენა აღმოუფხვრეს, ბრაუნისა და ლომოურის ზუსტი სროლების შემდეგ კი შსს წინ გაიჭრა - 36:34.

ამ რთულ მომენტში მასპინძლებს მხსნელად აზერბაიჯანელი ლეგიონერი ზაურ ფაშაევი მოევლინათ, რომელმაც ზედიზედ 8 ქულა ჩააგდო (2 სამქულიანი, 2 ორქულიანი) და მასპინძლები კვლავ წინ გაიყვანა - 44:38. საბოლოოდ კი ქუთათურებმა დიდ შესვენებამდე 8-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნეს.

მესამე მეოთხედი მასპინძლების სრული უპირატესობით წარიმართა. ძმები ბარბაქაძეების, ცეკვავას და დვალიშვილის ძალისხმევით, "ქუთაისი" 16 ქულით დაწინაურდა - 73:57.

ბოლო პერიოდში მასპინძლებმა 19 ქულამდეც გაზარდეს სხვაობა, მაგრამ თბილისელებმა ბოლომდე იბრძოლეს და სხვაობა 8 ქულამდე დაიყვანეს, თუმცა შემდეგ შეტევაში დაკარგეს ბურთი, ცეკვავამ ბრაუნს ჩაუჭრა. ამ ეპიზოდში აკადემიელთა მთავარი მწვრთნელი არჩილ ჟღენტი ჯარიმას ითხოვდა, მაგრამ არბიტრმა სტუმრები დასაჯა, ორ საჯარიმოს ქუთათურებმა ზუსტი შეტევაც მიაყოლეს, ბოლოს კი ლომინაშვილმა "ალეი უპით" საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 102:91.

ქუთაისელთაგან ყველაზე მეტი, 24 ქულა დავით ბარბაქაძემ მიითვალა, 21 ქულითა და 8 პასით შეეწია გუნდს ზაურ ფაშაევი, 18 ქულა ჩააგდო გიგი ბარბაქაძემ, აკაკი დვალიშვილს კი ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა.

სტუმართაგან 24 ქულა მიითვალა ბექა ჩიკვილაძემ, 23 ქულა და 7 შედეგიანი გადაცემა - ბრაუნმა, მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლი კი 15 ქულითა და 18 მოხსნით ილია ლონდარიძემ შეასრულა.

ქუთაისი-შსს აკადემია 102:91

28:20, 21:21, 24:16, 29:34

ქუთაისი: ფაშაევი (21ქ, 8პ), დიდია (2ქ), ცეკვავა (19ქ, 8პ), ლომინაშვილი (6ქ), გ. ბარბაქაძე (18ქ), გრძელიძე, ცირეკიძე, დ. ბარბაქაძე (24ქ, 6მ), ა. დვალიშვილი (12ქ, 9მ)

შსს აკადემია: ჩიკვილაძე (24ქ), ლონდარიძე (15ქ, 18მ), ლომოური (14ქ), ბრაუნი (23ქ, 7მ), როგავა (3ქ), ბოქოლიშვილი (10ქ), ილიჩი (2ქ, 7მ)

არჩილ ჟღენტი ("შსს აკადემიას" მწვრთნელი):

- დაცვაში ძალიან ცუდად ვითამაშეთ. ამასთან ერთად, აღსანიშნავია ზაზა მაჩალაძის არაობიექტური მსაჯობა, რომელიც მოწინააღმდეგე გუნდს ემხრობოდა. ეს პირველი შემთხვევა არ არის მისი მხრიდან. ტრავმის გამო სასურველად ვერ ითამაშა ილიჩმა. სამწუხაროდ, თასს გამოვეთიშეთ, მაგრამ ჩემპიონატისთვის უფრო კარგად მომზადებულნი ვიქნებით.

მალხაზ კოხრეიძე ("ქუთაისის" მწვრთნელი):

- კარგად გავისარჯეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. მადლობას ვუხდი ბიჭებს მონდომებისა და გუნდური თამაშისთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
"ქუთაისი" საქართველოს თასის მფლობელია | იმერულმა კლუბმა ფინალში თსუ დაამარცხა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
"ქუთაისმა" ფინალში "კავკასია" დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდა!
"ასე უნდა ფიქრობდეს ნაკრების ყველა კალათბურთელი ევრობასკეტის წინ"
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
"ქუთაისმა" "კავკასია" 23 ქულით დაამარცხა და ფინალურ სერიაში დაწინაურდა
დასაფიქრებელი კი არა, საგანგაშო: "შსს აკადემია" ევროჩელენჯზე არ ითამაშებს!
გიორგიოს კეცელიდისი: ზუროსი საქართველოს ნაკრებისთვის დიდებული ვარიანტია
ბექა წივწივაძე: ჩემპიონობა და სუპერთასი კარგია, თუმცა ეს არ არის ყველაფერი...
სუპერლიგის ჩემპიონი "ქუთაისი" ევროთასებზე ასპარეზობას სლოკავურ "ლევიცესთან" მატჩით დაიწყებს
გიორგი ცინცაძე ფრანგულ "გრაველინში" ითამაშებს
შსს აკადემია-დინამო 84:76 - ესეც სუპერთასი, ახლა ევროთასი
"ქუთაისი" დანიის ჩემპიონთან ბოლო წამებზე დამარცხდა და ფიბა ევროპის თასზე იასპარეზებს