ესპანეთის ეროვნული გუნდი ბოლო ადგილზეა და დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის
"პირველი ათი წუთი ცუდად ვითამაშეთ; ხუთი შეცდომა დავუშვით, რაც ძალიან ბევრია. პირველი ტაიმის და, ცხადია, მატჩის შედეგითაც კმაყოფილი ვარ, თუმცა უკეთ შეგვეძლო, დავალება შეგვესრულებინა. კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო და დასახვეწი. თვითონ ბიჭებიც არ იყვნენ კმაყოფილნი, უკეთესად შეეძლოთ თამაში" - თქვა ნამატჩევს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა.

ასეთი კრიტიკული განცხადება მილტონ ჰეიგმა საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს შორის მატჩის შემდეგ გააკეთა, რომელიც "ბორჯღალოსნებმა" დიდი ანგარიშით 61:18 მოიგეს.

საქართველო-ესპანეთი 61:18 - ერთა თასამდე ერთი ნაბიჯია [VIDEO]

შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ერთა თასის წლევანდელ გათამაშებაში ჩვენი მეოთხე მეტოქე, ესპანეთის ეროვნული გუნდი ბოლო ადგილზეა და დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

პირინეელებმა "დიდი გუნდის" შექმნა რამდენჯერმე სცადეს. ჯერ ფრანგი მწვრთნელი რეჟის სონე მიიწვიეს, მერე ახალზელანდიელი ბრაის ბევინი.

პირველმა აქცენტი საფრანგეთში მოთამაშე კატალონიელ და ბასკ მორაგბეებზე გააკეთა, თუმცა ეს გადაწყვეტილება დიდად წარმატებული ვერ გამოდგა. სონემ ესპანელები შუა გზაზე მიატოვა, რადგან "ბორდომ" სარფიანი წინადადებით მიმართა.

მერე "ლომების" სათავეში ბევინი მივიდა, რომელიც ესპანეთში დიდი ხანია ცხოვრობს და მუშაობს. მან ნდობა ისევ ესპანეთში მოთამაშე მორაგბეებს გამოუცხადა და საქმე იქამდე მიიყვანა, რომ გუნდი ერთა თასის აუტსაიდერია.

ცხადია, ბევინი სასწრაფოდ შეცვალეს და მისი ადგილი ესპანელმა სანტიაგო სანტოსმა დაიკავა. ამან ისევ რეჟის სონეს მიერ გაკვალულ გზაზე სიარული არჩია და გუნდში ფრანგებს უხმო.

გამოძახებულთა შორის არ არის შერკინების ქართველი პირველხაზელი დავით გურგენიძე (არმია).

"ერთა თასის გადამწყვეტი მატჩებისთვის ესპანეთის ნაკრებში ყველა საუკეთესოს მოვუყარეთ თავი. ჩვენი გუნდი საკმაოდ თავდაჯერებულია. გვყავს მძლავრი შერკინება და მრავალფეროვანი თამაშით გამორჩეული უკანა ხაზი.

ნოემბრის ტესტებზე სამხრეთ ამერიკაში გამართულმა ტურნემ და იაპონიასთან მატჩმა ნათლად დაგვანახვა ჩვენი პოტენციალი. ამასთან ერთად, ვნახეთ, რა გვაქვს გასაუმჯობესებელი. ვფიქრობ, რეალურად შეგვწევს ძალა, ნებისმიერი სირთულის წინააღმდეგობა დავძლიოთ" - აი, ასე ომახიანად იწყებს "ლომების" ახალი თავკაცი და იმედიანადაა განწყობილი.

შარშანდელი შეხვედრა კი, ანგარიშიდანაც კარგად ჩანს, რომ ჩვენი ნაკრების სრული უპირატესობით წარიმართა. ის მატჩი ბოლო იყო "ბორჯღალოსნების" კაპიტნისთვის. ირაკლი აბუსერიძეს საქართველოს ნაკრებმა მშვენიერი გაცილება მოუწყო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების დაპირისპირება 8 მარტს მადრიდში, უნივერსიტეტის სტადიონზე გაიმართება.

საქართველო-ესპანეთი 61:18

საქართველო (15-9) ხმალაძე, მჭედლიძე, კაჭარავა, შარიქაძე, მაჩხანელი, კვირიკაშვილი (წიკლაური 69), აბუსერიძე (ხუციშვილი 64). (1-8) კაკოვინი (ჟვანია 54), ბელქანია (ნატრიაშვილი 54), ქუბრიაშვილი (ზირაქაშვილი 48), დათუნაშვილი, მიქაუტაძე (ჩხაიძე 64), კოლელიშვილი, გორგოძე (სუთიაშვილი 58), ბასილაია.

8ლ: ბასილაია (2), შარიქაძე, ხმალაძე, მაჩხანელი, კაკოვინი, მჭედლიძე (2). 6გ: კვირიკაშვილი (4), წიკლაური. 3ს: კვირიკაშვილი.

ესპანეთი (15-9) სემპერე, გოია (კარტერი 41), ბლანკო (მარშალი 30), ნავა, მ. ტუდელა, სიმპსონი, სერეტო (ფეიხოო 41). (1-8) გურგენიძე (ჰათჩინსონი 53), უნაი (ანაია 58), მორენო (ორტისი 53), კუკი (პარკერი 58), რეკუერდა, მაგუნასელაია (ხ. ტუდელა 58), როლსი, პარდო (მორენო 79).

2ლ: ტუდელა, კარტერი. 2ს,გ: სიმპსონი.

სინბინი: ორტისი.

მსაჯი: სტიუარტ გაფკინი (ირლანდია

ესპანეთის ნაკრები ამჟამად

მატიო პელუკონი (ალბი), სებასტიან ასკარატი (ოში), ანიბალ ბონანი (ბაგნერე), გილემ რუე (ბაიონი), მარკო პინტო, ჩარლი მალიე (ბეზიე), ჟულიენ გოია (ბიარიცი), ბენატ ოზქუი, გაუტიერ გიბუნი (ორივე-ბორდო), ხესუს მორენო (მონლუსონი), ავგუსტინ ორტისი (ნაფაროა), ხესუს რეკუერდა (ექსი), ფედერიკო ნეგრილიო (ვანი), ხაიმე ნავა (ბურგ ან ბრესი), ფაბიენ ფოვესი (ვერმეილი), დავიდ ბარერა (სენ ჟან დანჟელი), დამიენ ელგოიენი (სენ ჟან დე ლუზი), ფრანკ ლაბე, მარკოს პოგი (ორივე-ლორმონი), სესარ სემპერე (ელ სალვადორი), პაბლო ფეიხოო (ბერა ბერა), დანიელ სნეე (გეტხო), მეთ კუკი (ტანბრიჯი).

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. საქართველო 5 4 1 0 +74 19

2. რუმინეთი 5 4 1 0 +49 19

3. რუსეთი 5 3 0 2 -6 14

4. პორტუგალია 5 1 1 3 -21 7

5. ბელგია 5 0 1 4 -39 5

6. ესპანეთი 5 0 2 3 -57 5

მეტოქეები:

"ბორჯღალოსნებმა" რუსებს "საშინელი ტრადიცია" "ეროვნულზე" უნდა გაუგრძელონ

"ლობუშები" - "ბორჯღალოსნების" ყველაზე უხერხული მეტოქე ერთა თასზე

"ბორჯღალოსნები" გაბრაზებულები არიან - ჭკუის სასწავლებელი გაკვეთილი "შავი ეშმაკებისგან"

GiorgiG83
ესპანეთის ნაკრები ამ ფორმაციით ფრო ანგარიშს გასაწევი ძალაა, მაგრამ ბორჯღალოსნებისთვის ევროპის ერთა თასზე მხოლოდ რუმინეთია კონკურენტი, რომელთან უირატესობაც ბოლო 3-4 წელია მოვიპოვეთ, რაც უნცა განვამტკიცოთ იმ დონემდე, რომ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალოს. ჩვენ ვერ მოგვიგებს რუსეთი, პორტუგალია, ესპანეთი და ბელგია, თუ მათთან ჩევნ არ წავაგეთ. კონცენტრაიისა და მოტივაციის ნაკლებობის უფლება კი აღარ გავქვს
zura
კი მაგრამ რეებს წერთ? 1 თებერვალსაა თამაში ბელგიასთან
რაგბი ევროპა | ნახევარფინალი რუმინეთთან - "ავჭალაზე"
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს მძიმე მატჩი მოუგო
რაგბი ევროპა | ხუთი ცვლილებით ჯგუფში პირველობისთვის
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს მძიმე მატჩი მოუგო
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
10 გატანილი ლელო - საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ესპანეთს 62:32 სძლია [VIDEO]
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
სავსე ტრიბუნების დროა!
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
რაგბი ევროპა | ესპანეთთან მასპინძლობისთვის
რაგბი ევროპა | ხუთი ცვლილებით ჯგუფში პირველობისთვის