ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

კახა კაჭარავა: ნაკრებიდან შვილის გამო წავედი, სალაპარაკო არავის დავუტოვე

კახა კაჭარავა: ნაკრებიდან შვილის გამო წავედი, სალაპარაკო არავის დავუტოვე

"...შეიძლება, უმაღლესი ლიგის გუნდის მწვრთნელმა ფეხბურთელს ის ასწავლოს, 10-11 წლის ბავშვმაც რომ უნდა იცოდეს?"
30 იანვარს, დილით, ცხინვალის "სპარტაკი" მოსამზადებელი შეკრების ჩასატარებლად თურქეთში გაემგზავრა, სადაც ოთხ საკონტროლო მატჩსაც ჩაატარებს. გამგზავრებამდე გუნდის მთავარ მწვრთნელ კახა კაჭარავას ინტერვიუ ჩამოვართვით.

ვიდრე "სპარტაკის" მზადებასა თუ გუნდში მომხდარ საკადრო ცვლილებებზე ვკითხავდით, მანამდე სხვა ამბითაც დავინტერესდით...

- თქვენი ხელმძღვანელობით მოასპარეზე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ელიტ-რაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა, მაგრამ ნაკრებიდან საკუთარი სურვილით წახვედით. ახლა მაინც თუ შეგიძლიათ ამის რეალურ მიზეზზე საუბარი?

- წინასწარ არავინ იცის, ესა თუ ის მიღებული გადაწყვეტილება სამომავლოდ რამდენად გამართლებული იქნება, თუმცა, გულახდილად გეტყვით, რომ უმთავრესი მაინც... შვილის ფაქტორი იყო - ჩემი ვაჟი ხომ სწორედ ამ ნაკრებში თამაშობდა!

მოკლედ, სალაპარაკო არავის დავუტოვე და ნაკრებიდანაც წავედი, თანაც, თვითონ ნიკაც განიცდიდა ამ ყველაფერს.

- ნიკა კაჭარავას საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში თქვენ შემდეგ მოსული მწვრთნელიც ათამაშებდა და შესაფერისი მონაცემები რომ არ ჰქონოდა, რუსეთის პრემიერლიგის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბ "რუბინშიც" არავინ მიიწვევდა...

- რახან ამხელა ნდობას უცხადებდნენ, ესე იგი, იმსახურებდა...

- "ზესტაფონიდან" წამოსვლის მერე გარკვეული პერიოდი უმუშევარი იყავით და ვიდრე "სპარტაკს" ჩაიბარებდით, სხვა შემოთავაზება არა გქონიათ?

- არავინ დამკავშირებია. რაც შეეხება "სპარტაკთან" ჩემი ურთიერთობის დაწყებას, ჯერ იმას ვიტყვი, რომ ამ კლუბის პრეზიდენტთან, დიმიტრი სანაკოევთან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს, თუმცა, როცა თავისი გუნდის გაწვრთნა შემომთავაზა, არანაირი პრივილეგია არ მომითხოვია. თანაც, "სპარტაკი" ხომ ჩვეულებრივი გუნდი არ არის, სულ სხვა დატვირთვა აქვს და იმის ამბიციაც უნდა ჰქონდეს, რომ ევროტურნირებზე იასპარეზოს. ანუ ევროპამ უნდა გაიგოს, რომ კვიპროსული "ანორთოსისის" მსგავსად, საქართველოშიც არის დევნილთა გუნდი...

- "სპარტაკი" იმ დროს ჩაიბარეთ, გუნდი უიმედო აუტსაიდერი რომ იყო...

- მართალია, იმის მერე სატურნირო სიტუაცია მკვეთრად გამოსწორდა, მაგრამ ამ ყველაფერმა "დათვური სამსახური" არ უნდა გაგვიწიოს - გუნდის თითოეულმა წევრმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, უმაღლეს ლიგაში ადგილი რომ შევინარჩუნოთ.

- თქვენი ხელმძღვანელობით, "სპარტაკმა" ჩემპიონატში 7 მატჩი ჩაატარა და 10 ქულა მოაგროვა. უპირველესად, მაინც რა შეცვალეთ?

- ნებისმიერი მწვრთნელი თავის ახალ გუნდში რომ მიდის, თვეები სჭირდება საკუთარი იდეების რეალიზაციისათვის; მე კი უმოკლეს დროში რა უნდა შემეცვალა - დიმიტრი სანაკოევს თანხმობა რომ განვუცხადე, სამ დღეში "ვიტ ჯორჯიასთან" მატჩი გველოდა. ანუ იმის თქმა მინდა, რომ გუნდის შემდგომ წარმატებებში ჩემი წინამორბედის, ვლადიმერ ხაჩიძის დიდი დამსახურებაც არის.

- თუმცა ისიც ფაქტია, რომ "სპარტაკის" ზოგიერთ ფეხბურთელს თითქოს "მეორე სუნთქვა" გაეხსნა...

- ხომ გითხარით, უმოკლეს დროში ძნელია, რაიმე ძირეული ცვლილებები შეიტანო გუნდში; უბრალოდ, ჩემს შეგირდებს მოვუწოდე, რომ ნებისმიერ მეტოქესთან მაქსიმალური კონცენტრაციით ეთამაშათ, ასევე, ყველა მატჩში მაქსიმალურად დაეცვათ სათამაშო დისციპლინა და უფრო მეტი ყურადღებით ყოფილიყვნენ სტანდარტული მდგომარეობების შესრულების დროს.

რაც შეეხებათ კონკრეტულ ფეხბურთელებს, იგივე გიორგი თექთურმანიძის შესაძლებლობები დიდი ხანია ვიცი და, ჩემი აზრით, თავისთვის ყველაზე ოპტიმალურ პოზიციაზე მივუჩინე ადგილი. იგივე შემიძლია ვთქვა ვარლამ კილასონიაზეც, რომელსაც ასევე მოუწია ამპლუის შეცვლა.

- თქვენი ხელმძღვანელობით, "სპარტაკმა" ზედიზედ ორი შეხვედრა მოიგო, მაგრამ ამას სამმატჩიანი წაგება მოჰყვა. ამას რითი ახსნით?

- არ დაგიმალავთ და მოვლენების მსგავსი განვითარებისათვის შემზადებულიც ვიყავი. ასე ვთქვათ, ის ემოციური მუხტი ფეხბურთელებს 2 თამაში გაჰყვათ; თანაც, ტრავმებისა თუ დისკვალიფიკაციების გამო ბევრი მოთამაშეც გვაკლდებოდა; არადა, "სპარტაკი" ნამდვილად არ არის განებივრებული იმ ფუფუნებით, როცა თითოეულ პოზიციაზე ორი სრულფასოვანი ფეხბურთელი უნდა გყავდეს.

- დისკვალიფიკაციები ახსენეთ და "სპარტაკის" ზოგიერთ ფეხბურთელს წითელ-ყვითელი ბარათები, ალბათ, "ნორმაზე" მეტიც დაუგროვდა...

- უშეცდომო არავინ არის და ხომ შეიძლება, არბიტრიც შეცდეს? აი, მაგალითად, "სიონთან" მართლაც დრამატულ შეხვედრაში, როცა ანგარიში 2:2 იყო, ჩვენმა ფეხბურთელმა მსაჯს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სრულიად სამართლიანადაც დაიმსახურა წითელი ბარათი. არადა, რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილებმა მესამე გოლიც გავუშვით. მიმაჩნია, რომ არც "ტორპედოსთან" გვქონდა წასაგები მატჩი.

- რასაც, ალბათ, ვერ იტყვით "დინამოსთან" დიდი ანგარიშით (0:4) წაგებულ შეხვედრაზე, რომლის დამთავრების მერეც ხმამაღლა განაცხადეთ, რომ უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ბევრმა მოთამაშემ ელემენტარული რაღაცები არ იცისო...

- გასაგებია, რომ "დინამო" ჩვენზე კარგი გუნდია და ჩვენზე კარგი ფეხბურთელებიც ჰყავს, მაგრამ, როცა შენი გუნდის ესა თუ ის მოთამაშე ელემენტარულ შეცდომებს უშვებს, ამ შემთხვევაში, მეტოქის სიძლიერის ფაქტორი უკვე მეორეხარისხოვანია.

აბა, შეიძლება, უმაღლესი ლიგის გუნდის მწვრთნელმა ფეხბურთელს ის ასწავლოს, 10-11 წლის ბავშვმაც რომ უნდა იცოდეს? მე, საერთოდ, სიმართლე მიყვარს და არც იმის თქმას მოვერიდები, რომ მსგავსი სიტუაცია საქართველოს ძალიან ბევრ გუნდშია.

- ისევ "სპარტაკს" დავუბრუნდეთ და გუნდში მომხდარ ცვლილებებზე ვისაუბროთ...

- ჯერ კიდევ სეზონის მსვლელობისას მეორე გუნდიდან დავაწინაურეთ ლაშა კემუხტაშვილი და 19 წლის გიორგი ცერცვაძე და ეს პროცესი კვლავაც გაგრძელდება. ალბათ, უკვე იცით, რომ სხვადასხვა გუნდიდან დავიმატეთ მაისაშვილი, იოსელიანი, ეხვაია, გაგნიძე; სეზონის ბოლომდე ჩვენთან იჯარით იასპარეზებს ლაშა პარუნაშვილი. რაც შეეხება კიდევ ერთ ახალწვეულს, ლევან კაკუბავას, ამ ფეხბურთელის შესაძლებლობები ძალიან კარგად ვიცი - ძალიან ახალგაზრდა იყო, "დინამოს" ძირითადში რომ ვანდე ადგილი.

- "სპარტაკის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი თექთურმანიძე ისევ იჯარით ითამაშებს თქვენს გუნდში?

- რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თექთურმანიძემ "დინამოდან" გათავისუფლების ფურცელი მიიღო და იმის მიუხედავად, რომ ჩვენი ჩემპიონატის რამდენიმე მოწინავე გუნდიდან ჰქონდა მიწვევა, მაინც "სპარტაკში" ამჯობინა დარჩენა.

- "სპარტაკში" მატებას კიდევ უნდა ველოდოთ?

- აუცილებლად! აი, სულ ახლახან დაგვემატა ფორვარდი კონსტანტინე გაბაშვილი, რომელიც უვარჯიშებელია, მაგრამ ვიცი მისი შესაძლებლობები, ვესაუბრე და ფორმას თუ აღიდგენს, სერიოზული კონკურენციაც შეუძლია გაუწიოს თავდასხმის ხაზში ზვიად მეტრეველსა და ირაკლი ეხვაიას.

- მაინც როგორ ფიქრობთ, დაბალანსება ყველაზე მეტად რომელ რგოლს სჭირდება?

- უფრო, ალბათ, განაპირა მცველების პოზიციებზე: მარცხენა მცველს, კონსტანტინე ხიზანეიშვილს ტრავმა აქვს და ბოლო საკონტროლო მატჩში მის ადგილას იოსელიანი ვათამაშეთ, რომელიც ამპლუით უფრო შემტევი სტილის ფეხბურთელია, ვიდრე გამოკვეთილი მარცხენა მცველი. აი, რაც შეეხება მარჯვენა ფლანგს, აქ ლევან ჭაფოძეს შემცვლელი არ ჰყავს და სეზონის მსვლელობისას ტრავმა რომ მიიღოს ან დისკვალიფიკაცია ჰქონდეს, ფაქტობრივად, გამოუვალ მდგომარეობაში ჩავვარდებით.

- გუნდიდან წასულ ფეხბურთელებზეც ვთქვათ...

- კვეკვესკირი "დინამოს" დაუბრუნდა, კილასონიამ და კაკაშვილმა კი თავიანთი მშობლიური ქალაქის გუნდში, "მეტალურგში" კარიერის გაგრძელება გადაწყვიტეს. არ დაგიმალავთ: ორივეს დატოვება მსურდა, მაგრამ ადამიანურადაც უნდა გავუგოთ ამ ახალგაზრდების სურვილს და ისღა დამრჩენია, წარმატებები ვუსურვო.

- დაბოლოს, თქვენს ვაჟზეც...

- მოგეხსენებათ, რომ ახლახან ყაზანის "რუბინში" ძალიან ბევრი რამ თუ ვინმე შეიცვალა; არადა, ადრინდელ მწვრთნელს, ყურბან ბერდიევს საშემოდგომო ეტაპის ბოლო ორ მატჩში ნიკა უკვე 18-კაციან განაცხადში ჰყავდა შეყვანილი. ამჟამად კი "რუბინს" ახალი მწვრთნელი ჰყავს და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• ემრე

ბატონო კახა, ძალიან მაინტერესებს თქვენ რო იყავით ბავშვების მწვრთნელი იმ დროს რატო არ ასწავლიდით იმას რაც მოავალში უნდა გამოდგომოდა? ლაპარაკი ყველამ კარგი იცით საქმის კეთება არავის არ უნდა

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა

თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

ხაჩიძე "ლოკომოტივთან" ნამატჩევს: სატრანსფერო ბანი მოგვეხსნა და გულშემატკივრების ფაქტორიც მნიშვნელოვანია

ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში

შეტევაში ბალოტელისთან ერთად - "ჯეონამ დრაგონსმა" კაჭარავა წარადგინა

ეროვნული ლიგა. XIII ტურის წინ: ვარლამ კილასონიას პირველი

რუსთავის ”მეტალურგს” ვარლამ კილასონიაც ტოვებს

მურთაზ შელია: მაქვს პროექტი, რომელიც ქვეყანას შემოსავალს მოუტანს...

კახა კაჭარავა: ყველას გვინდა, რომ შვეიცარიასა და ხორვატიას მოვუგოთ, მაგრამ...

"რუსთავის" მწვრთნელად ვლადიმერ ხაჩიძე დანიშნეს

კახა კაჭარავამ და მისმა თანაშემწეებმა "სამტრედია" დატოვეს

ბესიკ ჩიმაკაძე "რუსთავისთვის" გაიტანს

U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო

მაკარიძეობა საქართველოში - ნიკა ტოგონიძისა და მინდია ბობღიაშვილის ისტორიები

"რუსთავს" ისევ ახალი მწვრთნელი ჰყავს - ამჯერად უჩა სოსიაშვილი

Geo Team: "ბაიერნის" ფეხბურთელს საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში უხმეს

კახა კაჭარავა: "სპარტაკში" ის მოთამაშეები შეიკრიბნენ, რომელთაც ფეხბურთი სწყურიათ!

ცხინვალის "სპარტაკიდან" წასული მერაბ გიგაური: წინადადებები არის, მაგრამ ბიუჯეტი...

ეროვნული ლიგის მე-3 წრის საუკეთესოები დასახელდა

ქართველ ფეხბურთელებს რაც აკლიათ, ეს არის პროფესიონალიზმი - კახა კაჭარავას ინტერვიუ

"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი

ნიკა კაჭარავა ლიეტუვის "პანევეჟისში" გადავიდა

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ლიეტუვა დაამარცხა [VIDEO]

19-წლამდელები საბერძნეთს უმასპინძლებენ - შემადგნელობა და მატჩების განრიგი

ᓓᓘᕛᓘᕢᓠᓘ ᓡᕐᓜᓐᓙᓝᓔᓕᓘ: ᓐᓛᓘᓔᓠᓘᓓᓐᕜ "ᓡᓞᕐᓠᓢᓐᓙᓘᓡ" ᓞᓠᓔᕖᓘᓓᕔᕜᓢᓘ ᓛᓣᕠᓗᓐᕖ ᓨᓔᕚᕘᕐ ᓘᓥᕜᕔᓑᓐ

ვლადიმერ ხაჩიძე "ვიტ ჯორჯიას" მომავალზე: ჯერ არაფერია გადაწყვეტილი

"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს

საქართველოს ნაკრების ფორვარდი აზიის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულში ითამაშებს

19-წლამდელების შემადგენლობა ნოემბრის მატჩებისთვის

ქეცბაიამ კაჭარავას შემცვლელი შეიძინა - "ნაპოლის" ექსფორვარდი გერმანიიდან

"რუსთავს" ვარლამ კილასონია გაწვრთნის

ნიკა კაჭარავა "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა

"ცხინვალი": შეკრება სიდეში და სპარინგები ევროპულ გუნდებთან

გიორგი თექთურმანიძე: დღეს ქართულ საკლუბო ფეხბურთს ლიდერი არ ჰყავს

"ᓗᓣ 1-ᓔᓚ ᓘᓕᓜᓘᕡᓐᓛᓓᓔ ᓐᓠᓐᓤᓔᓠᓘ ᓒᓐᓘᓠᓙᕕᓐ, ᓛᓐᓨᓘᕜ "ᓛᕔᓢᓐᓚᓣᓠᓒᓘ" ᓐᓦᓐᓠ ᓘᕐᓠᓡᓔᕑᓔᓑᓡ"

ბოლნისის "სიონი" ვარლამ კილასონიამ ჩაიბარა

კახა კაჭარავა: ჩემპიონატის განახლებას ვემხრობი, რადგან ევროტურნირებს ქართული გუნდები კარგ ფორმაში უნდა შეხვდნენ

ნიკა კაჭარავამ "ტორპედო" დატოვა

"სპარტაკის" ნაცვლად "ცხინვალი" - ახალი სახელწოდება, ლოგო და ფეხბურთელები

დიმიტრი სანაკოევი: მჯერა, "ცხინვალი" კვლავაც ქართული ფეხბურთის ელიტაში იქნება!

[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...

მთავრობა ევროთასებზე გასულ "ცხინვალს" სარეზერვო ფონდიდან დაეხმარება?

ცხინვალის "სპარტაკი": ახალწვეულთა მოლოდინი და დაგეგმილი შეკრება