ექსპრემიერი: "ბიზნესს ფეხბურთის დაფინანსებას ვერ მოვთხოვდი"
არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქის" პრეზენტაციაზე ბიძინა ივანიშვილმა საფეხბურთო თემებზეც ილაპარაკა. ყოფილმა პრემიერმა ისიც გაიხსენა, რაზეც წლების წინათ საფეხბურთო სამყარო ჭორაობდა.

"მე მქონდა მცდელობა, რომ მთლიანად ქართული ფეხბურთი აღორძინებულიყო, თუმცა ფეხბურთის ფედერაციის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ეს არ ისურვა და რაგბიზე ამიტომ გადავერთე.

რამდენიმე სტადიონს ახლაც ვაშენებ. საუბედუროდ, ქართულ ფეხბურთზე კარგსა და დამაიმედებელს ვერაფერს ვიტყვი, რადგან ყველაფერს ფული სჭირდება. სწორედ ეკონომიკის აღორძინებას უნდა მოჰყვეს ეს ზედნაშენი - ფეხბურთი", - განაცხადა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, რა ვერსიაზეა ლაპარაკი: უმცროსი ნოდარ ახალკაცის დროინდელი ფედერაციის ხელმძღვანელები ივანიშვილს ესტუმრნენ და ფეხბურთის განვითარებაში დახმარება სთხოვეს. კითხვაზე, რა თანხა იყო საჭირო ამ საქმისთვის, ფედერაციის ჩინოსნებმა აუცილებელ მინიმუმად 100 მილიონი ლარი დაასახელეს.

შესაძლოა, ვინმეს ეს გადაჭარბებულად მოეჩვენოს, მაგრამ რეალობა ასეთია - 5 წელიწადში სტადიონების, ბაზების, გუნდებისა და ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისთვის ეს მინიმალური თანხაც კი არის. ივანიშვილი წინადადებას დათანხმდა, მაგრამ ერთი პირობით - ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად მისი ნდობით აღჭურვილი პირი უნდა დაენიშნათ, რომელიც ახლოს არ გაეკარებოდა საფეხბურთო საკითხებს და მხოლოდ თანხების განკარგვას გააკონტროლებდა.

იდეალური წინადადება იყო, მაგრამ ვერსიის მიხედვით, ფედერაციის თავკაცს სახელისუფლებო წრეებმა ივანიშვილის კაცის დანიშვნა კატეგორიულად აუკრძალეს. ვიმეორებთ, ეს არის ვერსია, რაზეც ფედერაციის ამჟამინდელ თავკაცებს ირიბად უთქვამთ.

ყოფილი პრემიერის სიტყვებით დეტალები არ ჩანს, მაგრამ ის კი აშკარაა, რომ ფეხბურთზე გული აქვს აცრუებული და მისკენ გახედვა არ სურს, ქართულმა ფეხბურთმა კი ვიღაცების ახირების გამო განვითარების ისტორიული შანსი დაკარგა.

მერე იტყვიან, ფეხბურთს არავინ პატრონობსო. როცა 100 მილიონს გაძლევენ და ისიც არ გსურს, რომ დამფინანსებელმა თანხა გააკონტროლოს, თეთრსაც არავინ მოგცემს.

კიდევ ერთი საკითხი - როგორც ცნობილია, დეკემბრის ბოლოს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების წარმომადგენლები "მიხეილ მესხის" საკონფერენციო დარბაზში შეიკრიბნენ და ეროვნულ ჩემპიონატში არსებული პრობლემების შესახებ ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ერთად იმსჯელეს.

მანამდე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა "ლელოსთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ დაფინანსებისა და სხვა სახის საფეხბურთო პროექტები თავად ფედერაციამ უნდა წარადგინოს.

კლუბები სახელმწიფოსგან უმაღლესი ლიგის ყველა მონაწილის თანაბრად დაფინანსებას ითხოვდნენ, თანაც, წელიწადში მინიმუმ - მილიონი ლარით. მათ მხარი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამაც აუბა - სახელმწიფომ ფული უნდა ჩადოს და კლუბებს განვითარებაში დაეხმაროსო. ამ მოთათბირების შედეგად, კლუბებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა და საკითხის მთავრობის სხდომაზე გატანა მოითხოვეს, ხოლო ამ საკითხის მთავრობამდე მიტანა თბილისის "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიას სთხოვეს.

ამის მერე ამ შეხვედრაზე აღარაფერი თქმულა. გაირკვა, რომ ფიფია არა პრემიერს, არამედ ივანიშვილს შეხვდა.

4 თებერვალს პრესკონფერენციაზე "მოქალაქის" დამფუძნებელმა ეს შეხვედრაც გაიხსენა და თქვა, რომ დაფინანსების მოთხოვნა მისთვის მიუღებელია.

"ფიფიას კარგი იდეა ჰქონდა, რომელშიც მხარი დავუჭირე. შეიძლებოდა, 6 კლუბი დაფინანსებულიყო ბიზნესმენებისგან, მაგრამ შემდეგი ნაბიჯი ეს უნდა ყოფილიყო - ბიზნესმენები შემეკრიბა და მათთვის საფეხბურთო კლუბების დაფინანსება მეთხოვა.

ეს ვერ მოხდებოდა, მე დაფინანსებას ვერავის ვთხოვდი. მიმაჩნია, რომ ეს ბუნებრივად უნდა მომხდარიყო.

ფეხბურთს სერიოზული თანხები და სერიოზული მიხედვა სჭირდება. იმედია, ეტაპობრივად ასეც მოხდება და საკითხი დარეგულირდება. თუმცა ფეხბურთი რომ აღორძინდეს, ამას ეკონომიკის აღორძინება უნდა უსწრებდეს წინ", - ამბობს ივანიშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დაჩი
ეხა ვკითხულობ კომენტარებს და რა გინდათ ვერ ვხვდები?კაცს თავისი ფული აქვს და თქვენ რას თხოვთ სად ჩადოს რა ჩადოს.რა ადვილი სხვისი ფულის ხარჯვა.რაშიც ჩადო ხო მადლობები ვუხადეთ.ჩვენი საშველი არ იქნებაა არა.სამებაზე მაინც უთხარით მადლობა მარტო.:)ფუი წაგიღებთ წყალი.
tengiz gagua
რაც იყო-იყო.ისტორიას ჩაბარდეს.ახლა დაეხმარონ ფეხბურთს.ამოიყენოს სხვა შეძლებული ხალხი და ერი გაახარონ.ისეთ დღეში ვართ,ვისაც უნდა ან არ უნდა ყველგან გვიგებენ.მეცენატობისთვის უღრმესი მადლობა.
ARCHIL
სპორტის წარმატებულ სახეობებს უნდა მოხმარდეს ფული, რაგბს, კალათბურთს, ჭიდაობას... ფეხბურთი კი არის #1 სპორტი მსოფლიოში, მაგრამ სინამდვილეში დიდი ხანია უკვე სპორტი აღარაა! არის ბიზნესი! ერთი ფეხბურთელის შეძენის ღირებულება 100 მილიონი დოლარი რომ იქნება, ამ მოვლენას სპორტთან რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს?
qutaiseli
ნაცებს ამან ააშენოს და გააკეთოს ხო და თქვენ რატო დაანგრიეთ ან რატო არ ააშენეთ ვინ გიშლიდათ თუ დროარ გქონდათ.როგორც თქვენი ბელადი გიგილო ამბობს ხოლმე ტოლი ნახეთ კოჭი გააგორეთ რა. როცა კაცი გეუბნება ფულს ჩავდებ და უნდა გავაკონტროლო ხარჯვაო რა არის გასაკვირი და მიუღებელი ამაში არც არაფერი მარა მერე როგორ მოიპარავდენ ბიჭები მაყუთს.
excess
ბიძინა ახლა ვინ გიშლის ხელს???ხალხო ძალით ნუ იბრმავებთ თავს,როგორც ლაპარაკობს მთლად ისე რო არაა ეს ყველაფერი ამაში ო რი აზრი არაა..მისია ბურთიც და მოედანიც,არავინ არ უშლის ხელს,მაგრამ საქმის გაკეთება არავის უნდა სადაც ფულს ეხებასაქმე..აგიცრუვდა ბიძინა გული?კარგი მაშინ თუ აგუიცრუვდა მართალი ხარ:D:D:D:Dეხ ბედკრულო საქართველო საითკენ მიექანები:( პ.ს არცერთის მომხრე არ ვყოფილვარ თავიდან და არც მინანია არასდროს!!
PARFIUMER
სხვისი ფულის ხარჯვაში მაგრები ვართ ხო? :D რაც გააკეთა იმაზე მადლობა თუ თქვით რომელიმემ? რას ავალდებულებთ თუ ძმა ხარ?
მიშა
მოკლედ, ნაც-სექტანტების საშველი არაა, რა .................. კაცს იმით ამუნათებენ - შენს საკუთარ ფულს რატომ არ აძლევ სხვებსო. გამო ****დნენ საერთოდ.
ასა
100 მილიონო ჩადევი, მაგრამ ხარჯვა არ გააკონტროლოო ე.ი.მაყუთი უნდა მოვტეხოთო – ესაა ნაცების ტიპიური მიდგომა საქმისადმი
ira
უმადურებოოოო,გაგორებულხართ და სხვისი ლანძღვის მეტს არაფერს არ აკეთებთ,რამდენმა იშოვეთ თუნდაც 10000 ათასი ლარი და თუ ჩადეთ რაიმე სასიკეთო საქმეში?ამ ადამიანმა იმდენი გაიღო ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ და იმედი მაქვს კიდევ ბევრს გააკეთებს.უმადურობაზე ცუდი ამ ქვეყნად არაფერია.
zaza
შარშან, მთელი წლის განმავლობაში, სოზარ სუბარს ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული რამდენიმე რესტორანთან და შესვენებაზე ხინკალას,ხაჭაპურს და ა.შ. ბიუჯეტის ხარჯზე მიირთმევდა. წყარო/Source: http://www.ambebi.ge/politika/96146-bikinis-epilacia-biujetis-kharjze-ra-skandalshi-gaekhvia-operis-direqtori.html?add=1#comments#ixzz2sStRMpbk ეს ვის ფულს ჭამს?რომ მოყავს ბიძინას ასეთი ხალხი ხელისუფლებაში არ იცოდა?რა შუაშია აქ ნაცი თუ ქოცი?ფეოდალური აზროვნებაა ქართულ მენტალიტეტში(მთლიანად კავკასიაში)!და კმაყოფილი ვარ მთავრობის მუშაობითო!
gaga
მაგათ სჩვევიათ აწყობილზე მოხდენილად დაჯდომა თან თუ ეგ უდოდა რატომ ახლა თქვა უარი.
Ermile
აქ კომენტარიც ზედმეტია როცა აძლევდა ფულს მაშინ კიარ გამოართვეს საქმისთვის საკუთარი კუჭების დაძღომა მოინდომეს ქვეყანა რა ფეხებზე არ ეკიდათ. რა გინდათ ამ ივანიშვილისგან მარტო ამ კაცს ააქ ფული რას ავალდებულებთ ყველას მფარველობას რაგბს ხომ მიხედა კიდე 7 მილიარდერი და 100 ზე მტი მულტი მილიონერი ყავს საქართველოს მაგრამ ქვაყანა სულ ფეხებზე კიდიათ ოღონდ საკუთარი კუჭი გაიძღონ მერე მოდიან და ივანიშვილს ედრებიან რაც მაგ კაცს მინუსები აქ და ვერ შეასრულა დაპირებები ყველა 1 წელიწად ში ეს გასაგებია მაგრამ რაც გააკეთა რატომ არავის ახსოვ მთელი კულტურა, რაგბი, ეკლესიების მშენებლობა და კიდევ ბევრი რამ სირცხვილია ხალხო ფეხბურთისთვისაც რომ მიეხედა დღეს აღარვის გემახსოვრებოდათ
gio
ნაციოანელებს რო ვთხარე მე მაგათი ბიძინ შენ გებაცვალე აკეთე კარგი საქემ და *** რას იტყვიან სულ არ გვაირტერესებს ; ))
emre
ვაი თქვე უბედურებო, ულიკეთ ნაცებს ერთი ადგილი გააგრძელეთ მიდით, უნამუსო ხალხი ხართ და სასაცილოები ვინც ნაციონალებს იცავდით და აგრძელებთ კიდე დაცვას
mamuka
ააშენა ამ კაცმა 100 მეტი ქარხანა))))))მართლა 1მლრდ მეტი ფული ჩადო სოფლის მეურნეობაში და კიდო მაგისი არჯერათ)))))ააყვავა და გაამთლიანა საქართველო და კიდო არმოგწონთ)))))))))))))ასეა ხომ gvaji და jemala ))))))))))))))
საქართველოსთვის!!!
ბიძინა მატყუა ხარ და არაკაცი! შენ მთელი საქართველო მოატყუე და გადააგდე!
dinamo
კიდევ დიდხანს იოცნებეთ ქართველო ხალხო :D ნამდვილი პრიკოლია რა.. რაშუაშია 9 წელი ჩუმად ყოფნა? ბიძინას მოსვლიდან რა შეიცვალა მითხარით აბა? ჩადო ფული სოფლების განვითარებაში როგორც ამბობდა? ეგ იყო ყველაზე მინიმუმი რაც უნდა გაეკეთებინა და ეგეც არ გააკეთა.. კარგით მართლა რა რეების გჯერათ ხალხო.. ზოგზოგიერთებს ეგრე ოცნებაში ამოხდებათ შიმშილისგან სული!
zaza
ამ ხელისუფლებას ხალხი მთლად უტვინო გგონია?რას გვატყუებენ?ფულის ჩადება უნდათ გულით ფეხბურთში და თურმე სიჭინავა უშლის!სინამდვილეში ფეხებზე კიდიათ ფეხბურთი!და ვერ ხედავენ მის მნიშვნელობას ქვეყნის პოპულარიზაციაში,ან ესეც არ ანაღვლებთ...
zaza
რომ ააშენონ სტადიონები,საფეხბურთო აკადემიები ვინ უშლის ხელს?მაგ.ბათუმში.და რა?ფედერაცია აშენებულ სტადიონს უკანონოდ გამოაცხადებს და აკრძალავს ბიძინას აშენებულ სტადიონზე საფეხბურთო მატჩების გამართვას?ან აკადემიებში ბავშვებს აუკრძალავს სწავლას?პრობლემა მხოლოდ ინფრასტრუქტურაში არ არის.კადრებიც საჭიროა მართვისთვის,მწვრთნელთა მომზადებაა საჭირო ევროპაში...რ
:) ფეხბურთი :)
ახლა ხოა მთელი მთავრობა მაგისი, რა უშლის, ჩადოს ფული. ფეხბურთში კი არა არც ერთ პერსპექტიულ საქმეში ფული არ ჩაუდევს და არც ჩადებს.
ramo
ორი წელი დარჩათ. 9 გაძელით ჩუმად და 2-ს ვეღარ ძლებთ? თან რაც გინდა ქენი და ვინც გინდა გალანძღე.
ილია
vano, შენ ციხიდან იწერები ბიჭო????
mixo papa
ფედერაცია ხომ ისევ ნაც-ხროვითაა სავსე,ვის ენდოს ხალხო/
guja_kakhadze
ფედერაციამ წარადგინოს პროექტი, სადაც გამოჩნდება, რომ ფეხბურთს შეუძლია მოგების მოტანა. ბიზნესმენი წამგებიან საქმეში ფულს არ ჩადებს და ვერც ვერავინ გაამტყუნებს.
dato
ვანო, ბიძინა გვატყუებს ხო?, ნეტა ყველა ესე იტყუებოდეს, შენ კიდე თვალი გააახილე, ტვინი გაანძრიე, მაგრამ არა მგონია გქოდნეს, 9 წელი რომ დაგაზომბეს ))

ახლა ვინ უშლის?!
gvaji
9 წელი მიშას ზღაპრებს უსმენდი და 4 წელი არ გინდა მოიცადო, არ აააშენა ამ კაცმა რაგბის სტადიონები თუ რამე თქვა ტყუილი,
დათო
:)))))) აუ მორჩით რა ამ ბოდვებს არ დაიღალეთ?! კაი ეს ხალხი ასეთი დაუნი გგონიათ მარა ყველას ერთ ქვაბში რატომ ხარშავთ?! კაი ჰო დავუშვათ მასე იყო ბიძინას 100 მილიონის ჩადება უნდოდა და წინა ხელისუფლებამ არ მისცა საშუალება, ახლა ხომ ყავს თავისი მარიონეტი ხელისუფლება ბიძინას რა უშლის ხელს?! ცოტა ტვინი გაანძრიეთ რა და ამდენს ნუ ბოდავთ
fani
ფეხბურთში წარმატებები ერის წარმატებაა! რაგბი ფეხბურთს ვერასდროს ვერ შეცვლის და ეს ყველამ უნდა გაიგოს,დროა!
fani
ფეხბურთში წარმატებები ერის წარმატებაა! რაგბი ფეხბურთს ვერასდროს ვერ შეცვლის და ეს ყველამ უნდა გაიგოს,დროა!
jemala
ვანო, რა უნამუსო ხარ ვიღაც, კაცი 100 მილიონს დებდა ფეხბურთში და უარი უთხრეს კიდე ბიძინას როგორ ამტყუნებ? ნაციონალი თუ არ ხარ
Temo
კარგით, დავუშვათ ახალკაცი უმცროსი ცუდი იყო - ეხლა რაღა უშლის ხელს ბიძინას, რომ ფული ჩადოს ფეხბურთში? აგერ, 24 მილიონის ფეხბურთში ჩადების სანაცვლოდ სიჭინავა იყო თანახმა, რომ გადამდგარიყო (ზესტაფონის ამბავი ყველას გვახსოვს). რას ჰქვია გული აუცრუვდა - მაშინ სხვა სიტუაცია იყო, ეხლა სხვაა. მაგ ლოგიკით ბიძინა საერთოდ არ უნდა მოსულიყო ხელისუფლებაში, ნაციონალებზე გულაცრუებული :) რაღაც უცნაურია ყველაფერი ეს.
vano
ჰააა,როდემდეეე ბიძინააა!! როდემდე?? დააიღალაა ერიი შენიი ზღაპრებიით!! 2 წელიი ატყუეე...
zaza
ხო ნუ ეხლა კირკიტაძეს და ბოკერიას ინტერესბი იყო და 1 დეში გააქრობდნენ იმ 100 მილიონს! სვავავებივით იყვნენ ერთი რამე გამჩენილიყო !
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
კურიოზი სფფ-ის ყრილობაზე: "ჯამარამ" ხომ საკმარისი ხმები მიიღო?..
ლუკა გადრანი "ალავესშია" და ფიფასგან თამაშის ნებართვას ელის
ნოდარ ახალკაცი ფიფას ევროპის ასოციაციების ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს
"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
"ეს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ისტორიაში ჩაიწერება" - უეფას პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს წერილი მისწერა
[ლელოს სტუმარი] გია ცეცაძე წარსულზე, კარიერაზე, ჩემპიონობაზე, ნაკრებზე...
თამაზ თევზაძე: ამის ავტორი ფეხბურთის ფედერაციაა?
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
"ჯანომ ერთი წუთი მაინც რომ ითამაშოს საქართველოს ნაკრებში, მერე რუსები ვეღარ წაგვართმევენ-მეთქი"
"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს
Daily Mail: ივანიშვილი ექვს ერში საქართველოს მიღებისთვის წელიწადში 10 მლნ ევროს იხდის
საქართველოს პრემიერ-მინისტრი კვარაცხელიას შეხვდა
"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?
თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
ირაკლი ღარიბაშვილი ნონა გაფრინდაშვილს დაბადების დღეს ულოცავს
რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?
მან პრობლემების 10%-იც არ იცის - ავთანდილ ჭრიკიშვილი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვს
მასობრივი ფეხბურთი: რეალურია თითო გუნდი და სტადიონი ყველა სოფელში?
არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...
ნიჟარაძე: არ იცით, ივანიშვილი რაგბისთვის რას აკეთებდა, არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
ახალი მოედნები 45 ლოკაციაზე
გოჩა სვანიძე: ბიძინა ივანიშვილის თანადგომა ქართული რაგბის მიმართ მსოფლიოში უპრეცედენტოა
ბათუ კევლიშვილი: ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს ქართული რაგბის აღორძინებისთვის
დინო ჰამზიჩი: ბიძინა ივანიშვილი? მსმენია, რომ...
ღარიბაშვილი: ქართულ კალათბურთში 100 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება
ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...
ყრილობა ფეხბურთში - სფფ-ის ახალ აღმასკომში 11 წევრი აირჩიეს
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ექსპრეზიდენტი ფიფაში დააწინაურეს
1982 წელს ახალკაცის, ბესკოვისა და ლობანოვსკის ერთად ყოფნამ დაგვაბნია - ბლოხინმა წარსული გაიხსენა
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
"მახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ, მაგრამ პრეზიდენტობა არასდროს მინანია"
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
ქუთაისის "ტორპედო" წყალტუბოში "სამგურალთან" დამარცხდა [VIDEO]
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
ღარიბაშვილი 2023 წლის ჩემპიონატს ეხმაურება, მასპინძელი ქალაქი კი შეიცვალა
ბეტონის ჯებირი და უეფას სტანდარტი - აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გამო