ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ქეცბაიას ხელფასის მოსალოდნელი სეკვესტრი ახალ სკანდალს ამწიფებს

ქეცბაიას ხელფასის მოსალოდნელი სეკვესტრი ახალ სკანდალს ამწიფებს

კითხვა სპორტის სამინისტროს: ქეცბაიას ხელფასის გადახდაზე უარი ახლა რომ თქვით და მოტივად ცუდი შედეგები დაასახელეთ, აქამდე ნაკრები ციდან ვარსკვლავებს წყვეტდა?!
..."გთხოვთ, გულდასმით მოეკიდოთ წერილში აღნიშნულ საკითხებს, საბიუჯეტო სახსრები გადაანაწილოთ რაციონალურად და გაატაროთ მწყობრი პოლიტიკა ფეხბურთის განვითარებისთვის", - ასე მთავრდება წერილი, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ ორიოდ დღის წინათ ფეხბურთის ფედერაციას მისწერა და აცნობა, რომ ეროვნული გუნდის მწვრთნელის ხელფასს სახელმწიფო აღარ გადაიხდის (იხილეთ ვრცლად).

თემურ ქეცბაიას ანაზღაურება ფეხბურთის ფედერაციამ ითავა. სამინისტრომ კი, თურმე, ახლა აღმოაჩინა, რომ საქართველოს ნაკრებს ცუდი შედეგი აქვს და 2014 წელს ფეხბურთის ფედერაციის პირველსავე შეხსენებას - სამწვრთნელო შტაბი უფულოდ არ დაგვიტოვოთო, ისეთი აგრესიული უარით უპასუხა, ფედერაციის პრეზიდენტზე გადამწყვეტი შეტევის შთაბეჭდილება შექმნა.

2009 წელს ფეხბურთის ფედერაციასა და თემურ ქეცბაიას შორის გაფორმებული კონტრაქტით, რომელსაც ხელი კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრ ნიკა რურუას თვალწინ მოეწერა, მწვრთნელისა და მისი შტაბისთვის ხელფასი სახელმწიფოს უნდა გადაეხადა (თვეში 220 975 ლარი).

იხდიდა კიდეც, მაგრამ 2014 წლის დადგომა და ჯამაგირის გადახდაზე უარის თქმა ერთი იყო.

სპორტის სამინისტრო ამგვარ გადაწყვეტილებას რკინისებური არგუმენტით ხსნის - შედეგი არ არის და სჯობს, ქეცბაიასა და მისი ასისტენტებისთვის მისაცემი თანხა ასაკობრივ ნაკრებებს, ანუ მომავალ თაობას მოვახმაროთო.

ლევან ყიფიანი ამას ამბობდა მაშინაც, როცა მინისტრი არ იყო და ფეხბურთის ფედერაციას ოპოზიციაში ედგა. ამასვე ამბობს ახლაც, მინისტრის რანგში. ყიფიანისთვის ფედერაციასთან ურთიერთობაში ბევრი არაფერი შეცვლილა - დღესაც ფედერაციის ოპოზიციაა, ოღონდ შარშანდელთან შედარებით, სტატუსი აქვს სხვა, სპორტის მინისტრი გახლავთ, სხვა მხრივ კი... ფეხბურთის ფედერაცია, როგორც და რასაც აკეთებდა ყიფიანის მინისტრობამდე, იმავეს აკეთებს ახლაც, ყიფიანი და მისი უწყება კი მოვლენებს მხოლოდ გარედან უყურებენ.

აგერ, კარგი მაგალითიც - სამინისტრომ ფედერაციას რეკომენდაციის სახით მიმართა, ქეცბაიასთვის მისაცემი ფული ასაკობრივ ნაკრებებს მოახმარეთო, ფედერაციამ კი უმალ უპასუხა - იმ ფულს, რაც ქეცბაიასა და მისი შტაბისთვის იყო გამოყოფილი, უმაღლესი ლიგის გუნდებს დავურიგებო.

ფედერაციამ სპორტის სამინისტროს იმ 7 მილიონის ხარჯთაღრიცხვაც აახლა, რომელიც სახელმწიფოს ფეხბურთის განვითარებისთვის ყოველწლიურად აქვს გამოყოფილი. ოღონდ, წინა წლებისგან განსხვავებით, 2014 წელს ხსენებულ 7 მილიონში ფედერაციას ქეცბაიას ფული გათვალისწინებული არ აქვს.

ეს იმას ნიშნავს, რომ ზვიად სიჭინავას უწყებას მწვრთნელის ხელფასისთვის სხვა თანხის გამონახვა მოუწევს. ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ფედერაციას მაინცდამაინც არ ულხინს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ბატონი ზვიადი ქეცბაიასა და მის ასისტენტებს მუშაობას შემცირებულ ანაზღაურებაზე შესთავაზებს. ეგ არის, რა პასუხს მიიღებს.

ისე კი, ქეცბაიასთვის ხელფასის შემცირების საკითხი დღის წესრიგში რომ მალე დადგება, ეს ვიცე-პრემიერ კახა კალაძის 4 თებერვალს გაკეთებული განცხადებიდანაც (მწვრთნელის ხელფასის საკითხი უნდა გადაიხედოსო) გამოჩნდა (იხილეთ ვრცლად). სამინისტროს კულუარებში კი ითქვა, ფედერაცია ქეცბაიას და მის გუნდს ხელფასს დაახლოებით 30 პროცენტით შეუმცირებსო.

მწვრთნელისა და ფედერაციის კონტრაქტის პირობები, ცხადია, ისევ გასაიდუმლოებულია, თუმცა, სავარაუდოდ, იქნება ისეთი პუნქტიც, რის შესაბამისადაც, პირობების შეუსრულებლობისთვის ქეცბაიას პოსტის ნაადრევად დატოვება და საკომპენსაციო თანხის მიღება შეეძლება.

ასეთ შემთხვევაში, ფედერაციის საქმე კიდევ უფრო გართულდება და მწვრთნელისთვის ორი წლის ფულის ერთბაშად გადახდა მოუწევს.

თუმცა ქეცბაია-სიჭინავას ურთიერთობაში საქმის ასეთი გართულება ძნელად მოსალოდნელია. ამიტომ უფრო იმას უნდა ველოდოთ, რომ ფედერაცია ქეცბაიას ხელფასის შემცირებაზე დაიყაბულებს და მუშაობას კონტრაქტის ბოლომდე მაინც დააცდის.

დაბოლოს, კითხვა სპორტის სამინისტროს: მწვრთნელის ხელფასის გადახდაზე უარი მაინცდამაინც ახლა რომ თქვით და მოტივად ცუდი შედეგები დაასახელეთ, აქამდე საქართველოს ნაკრები ციდან ვარსკვლავებს წყვეტდა?! ყიფიანის უწყება ქეცბაიასთვის ხელფასის გადახდაზე უარს ასე ხელის ერთი მოსმით არ იტყოდა, სამინისტროში ამ საკითხზე დიდხანს იფიქრებდნენ, მაგრამ არც ფედერაციის პრეზიდენტია "გუშინდელი" კაცი - საპასუხო სვლა მასაც მოფიქრებული ექნება.

სიჭინავა ახლა ავადაა და ორ-სამ დღეში ამ თემასთან დაკავშირებით საგანგებო პრესკონფერენციის მოწვევას აპირებს. იქამდე კი ფედერაციის გენ-მდივანმა რევაზ არველაძემ გვითხრა, რომ ქეცბაიას ხელფასს ფედერაცია საკუთარი შემოსავლებით გადაიხდის, იმ თანხით, რომელიც სახელმწიფოსგან არ მოდისო.

თავად ქეცბაიასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. ისე ჩანს, ქართულ ფეხბურთში ახალი სკანდალი მწიფდება და ეჭვი გვაქვს, ეს კატა-თაგვობანა ამით არ დასრულდება. სავარაუდოდ, ამ თემას მძაფრი გაგრძელება ექნება...

კობა ინასარიძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• qaruli fexburtis gulshematkivari

დაანებეთ ქეცბას თავი.....

• ასა

ქეცბაიას არ რცხვენია? ამხელა ხელფასზე თვითონ უნდა ამბობდეს უარს. გუნდს მწვრთნელი საერთოდ რომ არ ყოლოდა ასეთი "შედეგი" მაინც იქნებოდა

ნამუსი გაქვთ რაში უხდით ამხელა ფულს ხალხი სრულყოფილად ვერ იკვებება ამ ქვეყანაში

• ტატა

აუ ფეხბურთში რა საჭიროა დიდი თანხის დახარჯვა? მაინც ვერავინ ვერაფერს აკეთებს. იყოს სამოყვარულო გუნდები და მორჩა.

• gaga

სწერთ ყიფიანი ოპოზიციაში იყოო. იქნებოდა აბა რაა როცა მისი აზრით მამის გვარის გულისთვის მინისტრობა უნდა მიეცათ როგორც ახლა. დაის ყველა მიცვეულნი წითელი პატრიოტები რომეტაც პოსტებიდან მოხსნეს მერე ოპოზიციაში გადავიდნენ.

• Tornike

არა ჟურნალისტი აშკარად ძალიან ობიექტურია, რას ერჩი. ერთი თქვენი რედაქტორი მანახა რას აკეთებს ამისთანას თქვენნაირებისთვის რომ ვერ მოიცალა

• turi-s

და რას აკვირდებით ასეთს????? კარგი დაკვირვებული ხართ!!!!

• irine

რა ჭირს ასწავლის ასეთს ფეხბურთელებს მითხარით ვინმემ! ან რა ეტყობათ მაგათ რომ მწვრთნერლი ყავთ???????სირცხვილ-ნამუსი სულ დაკარგეეეთთთ? რა 200 ათასი ხალხი იხოცება შიმშილით და ავადმყოფობით! რა კეთდება მაგის ფასი ფეხბურთით მითხარით!!!!აზრების დალაგებაც კი მიჭირს სიმწრისა და სიბრაზისაგან! უსირცხვილოებო!!!!!!

• giorgi

მე ამ ძალით საქმის კეთებაზე მეცინება. ქეცბაია მაღალი დონის მწვრთნელია და შესაბამისად მისი მუშაობაც ძვირად ფასობს. ბატონმა სამინისტრომ შეისწავლოს სხვა ქვეყნების საფეხბურთო ნაკრებების მწვრთნელების ანაზღაურება და მერე თქვას მარალია ქეცბაიას ხელფასი თუ არა... თუმცა ისეთი კამპანიაა დაწყებული ქეცბაიას ნაწყენს გაუშვებენ აქედან.. მოიყვანენ მერე ვინმე დაბალი დონის მწვრთნელს იმიტომ რომ ნორმალური დონის მწვრთნელი დაბალ ხელფასზე არ იმუშავებს... და ყოველი ციკლის წინ ასე გამოვიცვლით მწვრთნელებს, შედეგი კი მაინც არ იქნება... რომ არ დათანხმდეს ხელფასის შემცირებას ქეცბაია და კონტრაქტი რომ გაწყვიტოს მერე რა იქნება? კონტრაქტის დარღვევისთვის ფედერაციას ჯარიმები რომ ექნება გადასახდელი ქეცბაიასთვის, იმ ჯარიმებში გადახდილი თანხა აღარ დაენანება სამინისტროს? ის თანხა არ მოაკლდება ბავშვთა ფეხბურთს?

• Stradivarius

პირველი 3 ხაზი რო წავიკითხე ამ სტატიის უკვე მივხვდი "ლელო" იქნებოდა.ორი კითხვა მაქვს თქვენთან:1)ამდენი ბოღმა საიდან გაქვთ?(ჯერ ქეცაბია ხო შეჭამეთ,ეხლა ყიფიანზე გადასულხართ.იმ კაცმა გასაგებად ახსნა ყველაფერი და "სენსაციონალიზმს" თავი გაანებეთ,მაინც არ შეგიძლიათ) 2)რამე ან ვინმე არის ამ ქვეყანაზე თქვენი მოსაწონი ხიზანიშვილის და სირაძის გარდა?

• turi

შე მართლა პრიმიტივო!!! რომ ეთქვა მილიონების საკეთებლად ჩამოვედი ტუტუცი აღარ იქნებოდა:) შე **** ლოგიკა:) და ეს თანხა მთელ სამწვრთნელო შტაბზე ნაწილდება 9 კაცზე, თან მთელი მოგზაურობა და ჩვენ საცოდავ ფეხბურთელებზე დაკვირვევა შედის!!! და არა როგორც ტოპმიოლერი, მხოლოდ თამაშზე ჩამოდიოდა და ახალი ფეხბურთელების მოძებნა სულ ***ეკიდა:) ასე რომ ჩაიგდე ხმა ***!!!:)

• giorgi

მე ამ ძალით საქმის კეთებაზე მეცინება. ქეცბაია მაღალი დონის მწვრთნელია და შესაბამისად მისი მუშაობაც ძვირად ფასობს. ბატონმა სამინისტრომ შეისწავლოს სხვა ქვეყნების საფეხბურთო ნაკრებების მწვრთნელების ანაზღაურება და მერე თქვას მარალია ქეცბაიას ხელფასი თუ არა... თუმცა ისეთი კამპანიაა დაწყებული ქეცბაიას ნაწყენს გაუშვებენ აქედან.. მოიყვანენ მერე ვინმე დაბალი დონის მწვრთნელს იმიტომ რომ ნორმალური დონის მწვრთნელი დაბალ ხელფასზე არ იმუშავებს... და ყოველი ციკლის წინ ასე გამოვიცვლით მწვრთნელებს, შედეგი კი მაინც არ იქნება... რომ არ დათანხმდეს ხელფასის შემცირებას ქეცბაია და კონტრაქტი რომ გაწყვიტოს მერე რა იქნება? კონტრაქტის დარღვევისთვის ფედერაციას ჯარიმები რომ ექნება გადასახდელი ქეცბაიასთვის, იმ ჯარიმებში გადახდილი თანხა აღარ დაენანება სამინისტროს? ის თანხა არ მოაკლდება ბავშვთა ფეხბურთს?

• oli

220975 ლარი თვეში?დღეში 7365.83 ლარი გამოდის ,ხომ არ გეშლებათ???????????

• Shoda

ქეცბაია რომ ტუტუცია, ამას ის თავად ამბობს! მან ასეტი რამე თქვა, მე აქ ფულის გულისთვის კი არ ჩამოვსულვარ, პატრიოტულმა გრძნობებმა ჩამომიყვანესო. და ამ დროს მისი პატრიოტული წლიური ხელფასი მილიონებია! -მისი ამ ნათქვამიდან (და არა მარტო ამ გამონათქვამიდან) კარგად ჩანს, რომ მაგარ პრიმიტივთან გვაქვს საქმე! -დღეს უკვე ცნობილია, რომ ხშირად პრიმიტივებიც აღწევენ წარმატებას!

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კურიოზი სფფ-ის ყრილობაზე: "ჯამარამ" ხომ საკმარისი ხმები მიიღო?..

ლუკა გადრანი "ალავესშია" და ფიფასგან თამაშის ნებართვას ელის

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო

[ლელოს სტუმარი] გია ცეცაძე წარსულზე, კარიერაზე, ჩემპიონობაზე, ნაკრებზე...

თამაზ თევზაძე: ამის ავტორი ფეხბურთის ფედერაციაა?

სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა

სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს

ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს

ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ

გვეყოლება თუ არა, კახა კალაძის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი ქართველი გამარჯვებული?! - როდის ანთებს ხვიჩა ცეცხლს...

რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?

"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა

მასობრივი ფეხბურთი: რეალურია თითო გუნდი და სტადიონი ყველა სოფელში?

ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ

სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა

"რატომ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი?!" - რევაზ არველაძე

თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს

ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

ყრილობა ფეხბურთში - სფფ-ის ახალ აღმასკომში 11 წევრი აირჩიეს

"ჩემთვის პასუხი აშკარაა" - კვარაცხელია სჯობს თუ კალაძე... ცნობილმა მწვრთნელმა არჩევანი გააკეთა

ესიენი, დეკო, არველაძე - ბაქოში "ვარსკვლავების ფინალი" გაიმართა

სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით

"არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ან რომელიმე მხარეს დავდგე" - დვალიშვილი საქართველოში მისი ყოფნის მიზეზზე და კალაძესთან შეხვედრაზე საუბრობს

განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?

"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება

შესაძლოა, ტაიმის შუაში საცეკვაო ნომრები დადგან - რევაზ არველაძე სუპერლიგაზე

"მახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ, მაგრამ პრეზიდენტობა არასდროს მინანია"

რევაზ არველაძე: იმედი მაქვს, ეს მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება

ქუთაისის "ტორპედო" წყალტუბოში "სამგურალთან" დამარცხდა [VIDEO]

რევაზ არველაძე: ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში, პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა

ბეტონის ჯებირი და უეფას სტანდარტი - აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გამო

უკრაინამ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის" წოდება ჩამოართვა

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...