ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"თავის ქალა ახადეს" - რას წერს rugbyworldcup.com "ბორჯღალოსნებზე"

"თავის ქალა ახადეს" - რას წერს rugbyworldcup.com "ბორჯღალოსნებზე"

მსოფლიოს თასის გათამაშების ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ერთა თასს სპეციალური წერილი მიუძღვნა
საქართველოს ნაკრები ერთა თასის გათამაშებაში გასულ უქმეებზე ჩაერთო. ეს შეჯიბრება, იმავდროულად, 2015 წელს ინგლისში გასამართი მსოფლიოს თასის შესარჩევი ტურნირის მეორე წრეცაა. "ბორჯღალოსნები" გათამაშების ლიდერები და უმთავრესი ფავორიტები არიან.

ჩვენმა გუნდმა მეორე წრის პირველ ტურში შინ დაამარცხა დებიუტანტი ბელგია - 35:0 და ახლა ლისაბონში, პორტუგალიელებთან დაპირისპირებისთვის ემზადება.

ამასობაში კი მსოფლიოს თასის გათამაშების ოფიციალურმა ვებ-გვერდმა rugbyworldcup.com-მა ერთა თასს სპეციალური წერილი მიუძღვნა. გთავაზობთ ამონარიდს ამ პუბლიკაციიდან:

"2015 წლის რაგბის მსოფლიოს თასის გათამაშების ფინალურ ეტაპზე გასვლისათვის ბრძოლა ევროპის ერთა თასის 2014 წლის გათამაშებით განახლდა, რომელშიც ბელგია, საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი, ესპანეთი და რუსეთი მონაწილეობენ.

მარტში, შესარჩევი ეტაპის დასრულებისთანავე, პირველ და მეორე ადგილებზე გასული ნაკრებები ფინალურ ეტაპზე ავტომატურად მოხვდებიან, ხოლო მესამეადგილოსანი გუნდი წლეულს რეპეშაჟში გადათამაშების უფლების მოსაპოვებლად, პირველი დივიზიონის გამარჯვებულ ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებს შეხვდება.

ამჟამინდელი მდგომარეობით, მოქმედი ჩემპიონი, საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს თასზე, როგორც ევროპა 1 გავა, სადაც C ჯგუფში ახალ ზელანდიას, არგენტინას, ტონგასა და აფრიკა 1-ს შეუერთდება.

ქართველებისთვის ყველაზე ღირსშესანიშნავი ახალ ზელანდიასთან მატჩი იქნება, რომელიც კარდიფის "მილენიუმზე" 2 ოქტომბერს გაიმართება.

რუმინეთის ნაკრები ამ დროისათვის ევროპა 2-ის პოზიციაზეა და თუ ტურნირის დასრულებისას იმავე პოზიციას შეინარჩუნებს, შესაბამისად, D ჯგუფში საფრანგეთს, ირლანდიას, იტალიასა და კანადას დაუპირისპირდება.

ნოემბრის ტესტების შემდეგ

ექვსივე გუნდს საკმაოდ დატვირთული ნოემბრის თვე ჰქონდა. ესპანეთმა ჩილე დაამარცხა - 26:3, ხოლო მეორე შეხვედრა დათმო ურუგვაისთან, რომელიც თავის მხრივ, მარტში აშშ-ს ეთამაშა მსოფლიოს თასის შესარჩევ ტურნირში.

ბელგიამ შინ გაიმარჯვა ტუნისთან - 26:10, მაგრამ გასვლაზე ორი მარცხი იწვნია ჰონგ კონგთან. პორტუგალიამ ასევე ერთი მატჩი მოიგო (ბრაზილიასთან - 68:0) და ორი შეხვედრა დათმო (ფიჯისთან - 13:26 და კანადასთან - 8:52).

საქართველომ და რუმინეთმა ნოემბრის ტესტებზე რეიტინგში მათზე მაღალ საფეხურზე მყოფ გუნდებს "თავის ქალა ახადეს". რუმინეთმა ტონგას და კანადას ბრწყინვალედ სძლია, მაგრამ ბოლო მატჩში ფიჯისთან დამარცხდა.

"ბორჯღალოსნებმა" კანადას სძლიეს, დამარცხდნენ აშშ-სთან და ტესტების უკანასკნელ შეხვედრაში სამოას, მსოფლიო რეიტინგში რვა საფეხურით უფრო მაღლა მდგომ გუნდს სძლიეს.

კუნძულელებზე ისტორიულმა გამარჯვებამ ხაზი გაუსვა იმ პროგრესს, რომელსაც ქართული რაგბი ბოლო წლებში განიცდის. გიორგი ნიჟარაძემ, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამის მიღწევა საზოგადოებრივი მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.

"რაგბი საქართველოში სწრაფად ფორმირდება, როგორც ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა და ქუჩაში ნებისმიერ გამვლელს რომ ჰკითხოთ, რომელი გუნდით ამაყობენ ყველაზე მეტად, უმეტესობა რაგბის ეროვნულ ნაკრებს დაასახელებს. "ბორჯღალოსნებმა" დაიმსახურეს სახალხო გუნდის წოდება; საქართველოში ყველამ იცის, რომ ისინი არაფერს დაზოგავენ და ბოლო წუთამდე იბრძოლებენ, რასაც ქართველი ქომაგი ნამდვილად აფასებს.

შესაბამისად, მთავრობის, IRB-ის, FIRA AER-ისა და სპონსორების მხარდაჭერით, რაგბი დიდი ტემპებით ვითარდება საქართველოში. ამ სახეობის განვითარებით ჩვენ ყველანი ერთად კარგ საქმეს ვაკეთებთ და სწორედ ასეთმა ძალისხმევამ გამოიწვია უკანასკნელი წარმატებები."

რუსული ოპტიმიზმი

მესამეადგილოსანი რუსეთი ნოემბერში დიდ ბრიტანეთს ეწვია, სადაც ნეიტრალურ მოედანზე იაპონიასა და აშშ-ს ეთამაშა. ორივე ტესტში წაგების მიუხედავად, რუსეთის რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს, ჰოვარდ თომასს სჯერა, რომ ოპტიმიზმი არცთუ უადგილოა და ბრძოლა ევროპიდან ავტომატურად მსოფლიო თასზე გასასვლელად ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

"ტოტალიზატორების აზრით, ჩვენ რეპეშაჟით გადათამაშებაში მოვხვდებით, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ჩვენ ავტომატურად გასვლას ვერ შევძლებთ. ჩვენ ყველას გვჯერა, რომ ამას შევძლებთ. თუ ერთა თასზე პირველ ან მეორე ადგილს ვერ დავიკავებთ, მაშინ ჩვენ კიდევ გვრჩება შანსი, მესამე ადგილზე დავასრულოთ ტურნირი და გადათამაშებით გავიდეთ 2015 წლის მსოფლიო თასზე.

რუმინეთის ნაკრების შინ მიღება დიდ რამეს ნიშნავს ჩვენთვის. შარშან ბუქარესტში ძალიან ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან, მატჩის ბოლო 10 წუთს თუ არ ჩავთვლით. წლეულს ბევრად უფრო ძლიერ გუნდს მოვუყარეთ თავი.

საქართველოს და რუმინეთს მსოფლიოს კლასის მორკინალები ჰყავთ, მაგრამ ამიერიდან მათგან პირწმინდად წალეკვის აღარ გვეშინია. ორივე გუნდი ისეთ ფიზიკურ დაპირისპირებას სთავაზობს მოწინააღმდეგეს, რომლის მსგავსსაც არცთუ ისე ბევრი ქვეყანა ახერხებს, მაგრამ ჩვენ ამას უკვე მივეჩვიეთ, რადგან ამ გუნდებს ყოველწლიურად ვეთამაშებით.

2013 წელს, როდესაც საქართველოსთან დავმარცხდით, ყველა აღნიშნავდა, რომ ჩვენ უკეთესი გუნდი ვიყავით. ჩვენ შვიდი ხელსაყრელი საჯარიმო ვერ გავიტანეთ, რამაც ჩვენზე იმოქმედა. აქედან გამომდინარე, თუ ასე თამაშს გავაგრძელებთ და შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოვიყენებთ, ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• GiorgiG83

მე მხოლოდ ის მადარდებს, რომ რუმინეთს ჩვენზე უკეთესი კალენდარი აქვს და პრემიალური ქულებით გადაგვასწრებს, გამოდის რომ უეჭველი მოსაგები გვექნება. ამ დროს რუმინეთთან ფრთხილად არის სათამაშო, ტექნიკური წუნი და სხვა დაეტალები უპატიებელი იქენბა, ეგ კი კვლავდისციპლინის საკითხია. იაპონია და ფიჯის ცუდ დროს ვეთამაშეთ, მაშIნ ნაკრები ახალი ფორმაციით დგებოდა და ბევრი რამ იყო დასახვეწი. იმედია მათთან რევანში მომავალ წელს ან ნოემბერში მოგვიხერხდება

• GiorgiG83–ს

აბსოლუტურად გეთანხმები. ძალიან კარგი სწორი შედასებაა. ტრავმების აცილებისა და სათამაშო დისციპლინის სრულად დაცვის შემთხვევაში, რუმინეთს თავისუფლად უნდა მოვუგოთ მინიმუმ 15 ქულის სხვაობით, ხოლო მსოფლიო თასზე ტონგასთან მოგებაზე და არგენტინასთან ტოლსწორად თამაში ფიქრი ნამდვილად არ არის უტოპია, რის შედეგადაც ვინაღდებთ მინიმუმ მე-3 ადგილს ჯგუფში, რომელიც ავტომატურად ნიშნავს 2019 წლის მსოფლიო თასზე პირდაპირ მოხვედრას, ხოლო ერთა თასს კი გამოვიყენებთ ახალი გუნდის შესათამაშებლად. შალვა73

• GiorgiG83–ს

აბსოლუტურად გეთანხმები. ძალიან კარგი სწორი შედასებაა. ტრავმების აცილებისა და სათამაშო დისციპლინის სრულად დაცვის შემთხვევაში, რუმინეთს თავისუფლად უნდა მოვუგოთ მინიმუმ 15 ქულის სხვაობით, ხოლო მსოფლიო თასზე ტონგასთან მოგებაზე და არგენტინასთან ტოლსწორად თამაში ფიქრი ნამდვილად არ არის უტოპია, რის შედეგადაც ვინაღდებთ მინიმუმ მე-3 ადგილს ჯგუფში, რომელიც ავტომატურად ნიშნავს 2019 წლის მსოფლიო თასზე პირდაპირ მოხვედრას, ხოლო ერთა თასს კი გამოვიყენებთ ახალი გუნდის შესათამაშებლად.

• GiorgiG83

რამდენიმე თამაშს ვუყურე და შეძლებისდაგვარად გავაანალიზე სათამაშო სტილი კუნძულელებს (სამოა, ტონგა, ფიჯი) პრაქტიკულად ერთნაირი აქვთ, მხოლოდ კლასში და მეტნაკლებად დამუშავებული კომბინაციების არსენალშია განსხვავება. ეს სამივე გუნდი არც ისე ძლიერია შერკინებით (წონითაც ჩვენი და რუმინეთის შერკინებაზე მსუბუი ყოფილა). კვაჭი და ბურჯები ისევე, როგორც მხტომელები (შერიკინების პირველი ორი ხაზი) ძირითად დაკავებულია მოწინააღმდეგის შეტევის განეიტრალებით, უმეტეს შემთხვევაში კუნძულელთა შერკინება მოლში და რაქში არის 3 მაქსიმუმ 5 კაიანი, ჯარიმის დროსაც შერკინებისას მხოლოდ 8 ნომერი (შემკვრელი) აძლევს შერკინებას მიმართულებას, 6–7 (მარბიელი და მღლეტავი) კი თამაშობს ხაზის გაჭრისას პირველი შემტევის როლში გამოდიან. მთელი მათი კოზირი (როგორც შევატყვე) არის 6-7-8 ნომრები (შერკინების მე–3 ხაზი) 11–14 ფლანგები და დაცვის ცენტრი 13–14–15/12. აქაც ერთი თავისებურებაა. კუნძულელელები პრაქტიკულად არ ტოვებენ უკანა ხაზს მოშიშვლებულს ანუ 12/15 ნომერი ზურგს ყოველთვის იცავს. ეს პოზიციები ცდილობს ინდივიდუალური მომზადების ხარჯზე ზურგსუკან პასით ხაზის გამჭრელად წარმოდგეს ან შეუტიოს ფლანგებზე. დერეფანს უმეტესად ათამაშებენ პირველ (მეორე) კაცზე. დამრტყმელებით დიდად არ გამოირჩევიან. მოლში ან რაქში თამაშს საკუთარ ნახევარზე და განსაკუთრებით 22 მეტრიან ზონაში გაურბიან. რუმინეთმა ნოემბრის ტესტებზე ორ მატჩში მიიღო 5 ლელო და დადო ერთი, მაგრემ ორივე თამაში მოიგო (!!!) კანადასთან 8 საჯარიმოდან მათმა მე–12 ნომერმა გაიტანა 7, ტონგასთან კი 4. რუმინელთა თამაშშიც გამოჩნდა რომ შერკინების ფიზიკურ სიძლიერეს მაქსიმალურად იყენებენ – შერკინება მაქსიმალურად ეძალება მოწინააღმდეგეს, აგრესიული დავცითა და შეტევით ცდილობს გადალახოს მოედნის ნახევარი და მოწინააღმდეგე დააჯარიმოს შერკინებისას – მოლში ან რაქში, რომ შემდეგ მოპოვოს საჯარიმო დარტყმის უფლება. რუმინელთა ტესტებზე მე არ მინახავს მათ მიერ მოწინააღმდეგის 22 მეტრიან ზონაში შეჭრა რომელიც მარაოთი სახიფათოდ გაშილილა. რუმინელებმა კანადელებისგან გაუშვეს 3 ლელო საიდანაც სამივე იყო გააზრებული კომბინაცია, მაშინ როდესაც მათმა დაცვამ ვერ გადაკეტა ის ზონები, როემლიც მათმა ლამის მორკინალივით თამაშმა გააჩინა. ასევე ვერ გაუმკლავდნენ შეტევის ფლანგებზე სწრაფ გაშლას ტონგასთან და ხაზის სიღრმიდან გაჭრას, როდესაც პასი გაკეთდა 2–3 კაცის ზურგს უკან. აღნიშვნას იმსახურებს მათი დამრტყმელი 12 ნომერი და შერკინება. ფლანგები და უკანა ხაზი შეტევისას დიდი ვერაფერი. ასე, რომ მგონია ტონგასთან და ფიჯისთან (განსაკუთრებით რუმინეთთან) განა მხოლოდ თამაში შეიძლება, მოგებაც არ არის მიუწვდომელი, განსაკუთრებით სამოასთან მიღებული გამცდილების შემდეგ.

• lelo

სიახელს არ დაწერთ ხვალინდელ თამაშზე?

• Levan

რაც შეეხება რუსეთის თავკაცს, ის როგორც ყველა მისი ქომაგი იდიოტია

• რეზო11

ჰოვარდ თომასზე კომენტარი გუშინ უკვე გავაკეთე და აღარ გავმეორდები, თვითონ თუ თავის ავტორიტეტს არ უფრთხილდება რაგბის სამყაროში ჩვენ ნამდვილად ვერ გავუფრთხილდებით და პროგნოზებს ვერ ავუსრულებთ/ბიჭები არ აუსრულებენ. პირველი ადგილი და ზელანდიასთან 65 წუთი მაინც ომი, არგენტინასთან მეტნაკლებად ტოლსწორი თამაში 80 წუთი, დანარჩენებთან ჩვენი შანსის ძიება გასამარჯვებლად მე მგონი ეს არის 2015 წლისთვის ის მაქსიმუმი რაც დღეს ჩანს. მერე კი სტადიონები, ჩვენი ჩემპიონატი, ახალგაზრდა თაობა და ბავშვთა რაგბი, მწვრთნელები, სამედიცინო რეაბილიტაცია, ფინანსები. მინიმუმ ცოტა-ცოტა მაინც ყველა ამ მიმართულებით წინსვლა და 4-5 წელიწადში 2020 წლისთვის ჰოვარდ თომასი თუ ცოცხალი იქნა (ღმერთა ქნას იყოს რა თქმა უნდა) ყველამ ერთად გავახსენოთ მისი დღევანდელი შარლატანობა

• goga

ისემც შენი *** ჰოვარდ ტომას ერთი კაცი მაინც დამანახეე რომელიც იტყვის საქართველოს ნაკრებს რუსეთის ნაკრები ჯობიაოო :D გენაცვალეტ ქარტველოო ლომებოოო ჯიგრები ხართ და დზალიან დიდ პატივს გცემთ არამარტოო მეე არამედ მთელი საქართველოოო :*

• გიო

ჩემი პოზიციაც ასეთია, ვფიქრობ ამ ეტაპზე ბევრად მნიშვნელოვანია მსოფლიო თასზე გამარჯვებები ვიდრე ერთიდაიგივე დაბრიყვებული გუნდების "თავის ქალის ახდა"

• მიდით ბიჭებო მიდით! ლელო ბიჭებო ლელო!

მხოლოდ გამარჯვებები,მხოლოდ წინ არავითარი 1და2 ერს გამარჯვებები გვწყურია!

• GiorgiG83–ს

სრული სიმართლეა მეგობარო. მეც მასე გავიგე ამ შეკითხვის პათოსი და უბრალოდ ჩემი აზრი დავაფიქსირე, თორემ აქ, ჩვენი ყველას სურვილია 6 ერის წარმომადგენლის დამარცხება და ჯგუფში მინიმუმ 2 თამაშის მოგება, რათაქ შესარჩევის გარეშე დავიჯავშნოთ ადგილი შემდეგ მსოფლიოს თასზე.

• giorgi

ევროპა 1 ჯობია აფრიკის გუნდს უეჭველი მოვუგებთ და სამოაზე სუსტ ტონგასაც მოვუგეთ შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე შესარჩევის გავლა აღარ მოგვიწევს პირდაპირ დაგვიშვებენ მსოფლიოს ფინალურ ეტაპზე

• გუგა

გასაგებია რომ რეიტინგის და ზელანდიის ხათრით ჯბია მაგრამ 6 ერის გუნდების დაგდების მუღამი მაინც სხვაა მერწმუნეთ

• guga

რეიტინგებით ევროპა 1 ჯობია მაგრამ უფრო საინტერესო იქნება 6 ერის გრანდებთან ჭიდილი, ამას თუ თვლის ვინჩი ვეთანხმები

• GiorgiG83

შალვა73 -ს აბსოლუტურად გეთანხმები უბრალოდ ეს კითხვა ალბათ იმით იყო ნაკარნახევი რომ საკუთარი ნაკრები რაც შეიძლება შOრს გასულიყო

• GiorgiG83

winchi -ს ეს ჩემი მოსაზრებაა, მარგამ რეალობას მგონი არ არის აცდენილი: ევროპა ერთი ხვდება - აზალი ზელანდიის, არგენტინის, ტონგას და სავარაუდოდ ნამიბიის გუნდებთან ერთად. ნამიბიაზე აშკარად ძLიერები ვართ (ერთი მოგება) ტონგასთან თამაში რომ შეიძლება ეს სამოასთან თამაშმა გვიჩვენა, არგენტინა ჩვენთვის კარგად ნაცნობი გუნდია და ალბათ დადგა დრო გარკვეული მოულოდნელობა მათთააც შევძლოთ, ხოლო ახალ ზელანდიასთან თამაში და მითუმეტეს კარგი თამაში ყველასთვის პატივი და ბევრისტვის ოცნებაა. რაც შეეხება ევროპა 2-ს, ეს გუნდი მოხვდება საფრანგეთის, ირლანდიის, იტალიის და კანადის ნაკრებებთან ერთად. ფაქტია საფრანგეთის და ირლანდიის ნაკრებთან შანსი უბრალოდ არ გვაქვს (თან დონით ორივე ახალ ზელანდიაზე უკან არის) ამ ეტაპზე იტალიელებზე უკეთესები ვართო ან მათი დონის ვერ ვიტყვით, თან ამ გუნდს არც ისე კარგად ვიცნობთ, რაც შეეხება კანადას ჯერ არც კანადაზე არ ითქმის რომ ვჯაბნით და უეჭველი მოგება გარანტირებული გვაქვს, მითUმეტეს რომ ყველა გუნდ წელიწადზე მეტი ექნება მოსამზადებელი პერიოდი მსოფილოსთვის ასე, რომ მგონია ევროპა ერთით ვითამაშოთ. მერე ბიჭებს როგორ უნდა ვაკადროთ მეორეზე გავიდეთ თამაშები დავთმოთო - ვისთან ჩვენზე სუსტ პორტუგალია ესპანეთთან თუ უშუალო კონკურენტ რუმინეთთან, ან იქენბ რუსეთთან ვთხოვოთ წაგება? გამორიცხულია - ჩვენ ახალ ზელანდიას უნდა ვეთამაშოთ!

• winch–ს

ჯერ ერთი, ზოგადად რაგბში სპეციალურად წაგება ძალიან ცუდ ტონად ითვლება, მითუმეტეს ჩვენი ბიჭები ამას არ იკადრებენ. მეორეც, მთელი მსოფლიოს სარაგბო სამყარო ნატრობს ახალ ზელანდიასთან თამაშს თუნდაც ერთხელ მაინც, რაც ძალიან დიდი პატივია არამარტო მეორე დონის ნაკრებებისათვის, არამედ თავად 6 ერის ნებისმიერი წარმომადგენელისთვის. ასე რომ ამ შემთხვევაში ეს კითხვა ნამდვილად უადგილოა მეგობარო.:) პატივისცემით, შალვა73.

• თემო

winchi-ს: არა, ევროპა 1 ბევრად ჯობია ევროპა 2-ს ქვეჯგუფის მხრივ. სად არგენტინა, ტონგა და ნამიბია (აფრიკა 1 ალბათ ნამიბია იქნება) და სად ირლანდია, იტალია და კანადა! აფრიკა 1 სამხრეთ აფრიკა არ არის. :)

• გიო

winchi არანაირად მომგებიანი არ არის თუ 1 ადგილი ავიღეთ ჯგუფში მსოფლიოზე აფრიკა 1-ს (ნამიბიას) უეჭველი მოვუგებთ, ხოლო ტონგასთან მოგების შანსი იქნება. თუ D ჯგუფში მოვხვდებით მხოლოდ 1 მოგების შანსი გვექნება კანადასთაქნ , ისიც თეორიული

• winchi

მგონი ჯგუფიდან გასვლის თვალსაზრისით მსოფლიოზე ევროპა 2 ის პოზიციიდან გასვლა უფრო მომგებიანია, მაგრამ ამ შემთხვევაში ერთა თასს ვერ ვიგებთ და რომელი ჯობია?!

გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება

მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა

მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

"მსოფლიოს რაგბის" მაღალი ტრიბუნიდან - წარმატებული საქართველო!

ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება

დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“

უკრაინელებს უნდათ, რაგბი ევროპას სათავეში გიორგი ნიჟარაძე ჩაუდგეს

"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი

"საქართველოში აუცილებლად ჩამოვლენ იტალია, შოტლანდია და ექვსი ერის სხვა ნაკრებები"

საქართველო ექვს ერს: 55 000 ქომაგი ყოველ მატჩზე პრობლემა არ არის!

სავსე ტრიბუნების დროა!

"უმცროსი ბორჯღალოსნები" "ვესტერნ პროვინსის" აკადემიის გუნდს უმასპინძლებენ

საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!

რაგბი ევროპა - გიორგი ნიჟარაძე ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს