ინგლისში საფეხბურთო უქმეებს "ლევერპული"-"არსენალი" გახსნის და ცენტრალური მატჩის სტატუსიც, რა თქმა უნდა, მას ეკუთვნის
XXV ტურში სამი ერთმანეთზე საინტერესო შეხვედრა გაიმართება. ვგულისხმობთ "ჩელსი"-"ნიუკასლს", "ტოტენჰემი"-"ევერტონსა" და ცხადია, უპირველესად, "ლივერპული"-"არსენალის" დაპირისპირებებს.

ეს უკანასკნელი საფეხბურთო უქმეებს გახსნის და ცენტრალური მატჩის სტატუსიც, რა თქმა უნდა, მას ეკუთვნის.

წინა ტურის შედეგების მიხედვით "არსენალმა" ლიდერობა დაიბრუნა და ხვალინდელი შეხვედრა პოზიციის გასამყარებლად და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია.

"მეთოფეებისთვის" უახლოესი 10-11 დღე ჯოჯოხეთურად რთული იქნება იმ კალენდრის გათვალისწინებით, რაც ბედმა არგუნა. მასპინძლებმა "ევერტონთან" ბრწყინვალედ ჩატარებული მატჩის (4:0) შემდეგ "ვესტ ბრომვიჩთან" კიდევ ერთხელ დაამუხრუჭეს (1:1). მათთვის ქულების დაკარგვა უკვე აღარ შეიძლება, მით უფრო პრინციპულ მოწინააღმდეგესთან.

შეიძლებოდა, ამ შემთხვევაში გუნდებისთვის უშუალო კონკურენტებიც გვეწოდებინა, თუმცა "ლივერპული" ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მაინც აუტსაიდერია და მისთვის ეს ალბათ ზედმეტი პატივი იქნებოდა. "წითლების" პოტენციალს ჩვენ კი არ ვაკნინებთ, თავად ბრენდან როჯერსი აღიარებს, რომ მისი გუნდისთვის პირველ ადგილზე ოცნება ამ ეტაპზე უსაფუძვლო ოპტიმიზმია:

"ლივერპულისთვის" ჩემპიონობაზე ფიქრი ალბათ ნაადრევია. ამას უსაფუძვლოდ არ ვამბობ. "სიტი"-"ჩელსის" მატჩს დავესწარი და საკუთარი თვალით ვიხილე, თუ რამხელა, ჯერ კიდევ გამოუყენებელ პოტენციალს ფლობენ აღნიშნული გუნდები. მათ ხელთ არსებული რესურსების გათვალისწინებით, კონკურენცია ძალიან ძნელი იქნება. მიუხედავად ამისა, საჩემპიონო რბოლაში ჩვენს კორექტივებს აუცილებლად შევიტანთ, რადგან "სიტისთან", "ჩელსისთან" და "არსენალთან" "ენფილდზე" გვაქვს სათამაშო. მე-2 ადგილს 6 ქულა გვაშორებს, დარჩენილ ტურებში ასეთი ფორის გაბათილება წარმოუდგენლად არ მეჩვენება. შანსი, რაც უნდა მცირე გაგვაჩნდეს, პროფესიონალები ვართ და მისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ".

ორიოდე სიტყვით ურთიერთშეხვედრათა სტატისტიკაზეც ვთქვათ: ბოლო წლებში "არსენალის" უპირატესობა აშკარაა: 2008 წლის აპრილიდან მოყოლებული, გრანდებმა ერთმანეთში 12 შეხვედრა ჩაატარეს, რომელთაგან ლონდონელებმა 5-ში იმარჯვეს, 5 ფრედ დაასრულეს და 2-ჯერ დამარცხდნენ. კონკრეტულად "ენფილდზე" დედაქალაქელთა წაუგებელი სერია 5 მატჩს აღწევს (3მ, 2ფ).

დაბოლოს, საკადრო პრობლემებზე: მეტოქეებს ამ მხრივ ერთნაირად უჭირთ. დაიწერა, თითქოს შაბათისთვის დანიელ აგერი და მამადუ სახო ჩადგებოდნენ მწყობრში, თუმცა ინფორმაცია არ დადასტურდა. როჯერსის თქმით, ფეხბურთელების სარეაბილიტაციო პროცესი გეგმის თანახმად მიდის, მაგრამ ისინი ჯერ საერთო ჯგუფშიც კი არ დაბრუნებულან სავარჯიშოდ.

სამაგიეროდ, მატებაა მეტოქის ბანაკში. დიდი შანსია, თამაში მოახერხოს სამი კვირის წინ ტრავმირებულმა ჯეკ უილშირმა.

ბერგკამპი, ლუის ენრიკე, დესაი...

მიკაელ ლაუდრუპის გათავისუფლების შემდეგ "სუონსი" დროებით 34 წლის გარი მონკს ჰყავს ჩაბარებული, ვისაც სამწვრთნელო გამოცდილება არ გააჩნია.

შესაბამისად, კლუბი დანიელის სრულფასოვან მემკვიდრეს ეძებს. უკვე ვწერდით, რომ ყველაზე რეალური გრემ ჯონსისა ან გლენ ჰოდლი დანიშვნაა. მასმედიას ამ პოსტზე სხვა კანდიდატურებიც ჰყავს. მაგალითად ოსკარ გარსია (40 წლის, "ბრაიტონი"), ლუის ენრიკე (43 წლის, "სელტა"), დენის ბერგკამპი (44 წლის, "აიაქსი", მთავარი მწვრთნელის თანაშემწე) და მარსელ დესაი (45 წლის, საფრანგეთი).

უკანასკნელის კანდიდატურაზე სერიოზულად მსჯელობა დროის ფუჭი კარგვა გვგონია, რადგან 2006 წელს აქტიური კარიერის დასრულების შემდეგ დესაის ფეხბურთთან უშუალოდ შეხება არ ჰქონია. ამჟამად ის განის სახელით გაეროს კეთილი ნების ელჩის მოვალეობას ასრულებს და ერთ-ერთ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად საფეხბურთო სკოლებში საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვას ცდილობს.

ჯონსონი ინგლისის ნაკრებში დაბრუნდება

"არსენალის" გარემარბ თეო უოლკოტს თვეზე მეტია, მუხლის ჯვარედინი მყესების გაწყვეტის გამო არ უთამაშია. ბრაზილიაში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე 24 წლის ფეხბურთელის ასპარეზობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. "სამი ლომის" თავკაცი როი ჰოჯსონი ალტერნატიულ ვარიანტებს ეძებს.

მან თვალი "სანდერლენდის" 26 წლის ნახევარმცველ ადამ ჯონსონს დაადგა, ვინც იანვრის შემდეგ პრემიერლიგაში ბრწყინვალედ თამაშობს (5 თამაში, 7 გოლი, 2 პასი) და ვისაც ჰოჯსონის ხელში ნაკრებში ჯერ არ უთამაშია. ამ მიზნით, ის შაბათს "სტედიუმ ოფ ლაითსზე" "სანდერლენდი"-"ჰალის" შეხვედრას პირადად დაესწრება. ინგლისი უახლოეს შეხვედრას 5 მარტს "უემბლიზე" დანიასთან გამართავს.

ცვლილებები განაცხადში

20 თებერვალს "ტოტენჰემს" ევროპა ლიგის 1/32-ფინალში უკრაინული "დნიპროს" წინააღმდეგ მოუწევს თამაში. ჩრდილოლონდონელებმა უეფას უკვე გაუგზავნეს საბოლოო განაცხადი, რომელშიც ჯგუფურ ეტაპთან შედარებით რამდენიმე ცვლილება შევიდა.

მართალია, გუნდში რჩება, მაგრამ ევროპაში ვერ ითამაშებს ეურელიო გომეში. შესაძლოა, გაგიკვირდეთ, მაგრამ განაცხადში დღემდე გვხვდება ჯერმეინ დეფოს სახელი, ვისი "ტორონტოში" გადასვლაც ოფიციალურად მხოლოდ 28 თებერვალს გაფორმდება.

რაც შეეხება მატებას: სიას დაემატა 18 წლის ცენტრალური მცველი მილოშ ველკოვიჩი. მართალია განაცხადში არ არის, მაგრამ თამაშს შეძლებს ნაბილ ბენტალები. 19 წლის ფრანგი კლუბის აკადემიის აღზრდილია, რაც მას თამაშის უფლებას ისედაც აძლევს.

"ელ ნინიო" სათამაშოდ მზადაა

19 იანვარს "მანჩესტერ იუნაიტედთან" ტრავმირებულმა ფერნანდო ტორესმა მოირჩინა ნატკენი მუხლი. 29 წლის თავდამსხმელმა სრული დატვირთვით ვარჯიში განაახლა და ხვალ "ნიუკასლთან" თამაშზე გუნდის განაცხადში იქნება.

"არსენალის" დიდი გეგმები სუარესის გარეშე

"არსენალი" ზაფხულზე რამდენიმე მაღალი კლასის ფეხბურთელის შეძენას გეგმავს. "მეთოფეებს" უპირველესად თავდასხმის გაძლიერება აქვთ დაგეგმილი, რადგან ოლივიე ჟირუს სრულფასოვანი პარტნიორი არ ჰყავს. ნიკლას ბენდტნერი ამ როლისთვის არ ვარგა. ინგლისური პრესის მიერ შედგენილ სიაში უმეტესობა თავდამსხმელია.

ესენი არიან: დიეგო კოშტა (25 წლის, ატლეტიკო, კონტრაქტი 2018 წლამდე), მარიო მანჯუკიჩი (27 წლის, ბაიერნი, კონტრაქტი 2016 წლამდე), ედინ ჯეკო (27 წლის, მანჩესტერ სიტი, კონტრაქტი 2015 წლამდე), ჯექსონ მარტინესი (27 წლის, პორტუ, კონტრაქტი 2016 წლამდე), ლუკაშ პიშჩეკი (28 წლის, დორტმუნდი, კონტრაქტი 2017 წლამდე), იულიან დრაქსლერი (20 წლის, შალკე, კონტრაქტი 2018 წლამდე).

ამასთან, არსენ ვენგერი პირადად ადასტურებს, რომ ლუის სუარესის ტრანსფერზე მუშაობას აღარ აპირებს. მოგეხსენებათ, 26 წლის ურუგვაელმა "ლივერპულთან" ხელშეკრულება მიმდინარე სეზონში 2018 წლის ზაფხულამდე გააგრძელა.

ინგლისი. პრემიერლიგა. XXV ტური

8 თებერვალი.

ლივერპული. "ენფილდი". 16:45

ლივერპული-არსენალი

დისკვალიფიკაცია: - ფლამინი

ტრავმა: ჯონსონი, ხ. ენრიკე, აგერი, კოატესი, სახო, ლეივა - უილშირი, უოლკოტი, რემსი, სანოგო, დიაბი

ბოლო 6 მატჩი

+3=2-1 +5=1-0

ურთიერთშეხვედრები

სულ 180 თამაში: +66=48-66 (249-244)

ლივერპული (4-4-2): მინიოლე - ფლენაგანი, შკრტელი, კ. ტურე, სისოკო - ჰენდერსონი, ჯერარდი, კოუტინიო, სტერლინგი - სუარესი, სტარიჯი

არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - სანია, მერტეზაკერი, კოშელნი, მონრეალი - არტეტა, ოქსლეიდ-ჩემბერლენი - კასორლა, იოზილი, პოდოლსკი - ჟირუ

8 თებერვალი

ასტონ ვილა-ვესტ ჰემი 19:00

დისკვალიფიკაცია: - კეროლი

ტრავმა: ვლაარი, ოკორე, აგბონლაჰორი, ჰერდი, კოზაკი, ნზოგბია - ვას ტე, ობრაიენი, დიამე, ჯ. კოული

ბოლო 6 მატჩი

+2=2-2 +2=2-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 91 თამაში: +32=28-31 (143-145)

ჩელსი-ნიუკასლი 19:00

დისკვალიფიკაცია: - რემი

ტრავმა: ტორესი, ვან გინკელი, კალაში - კოლოჩინი, სისე, გუფრანი, რ. ტეილორი, ობერტანი, ს. ამეობი

ბოლო 6 მატჩი

+5=1-0 +1=1-4

ურთიერთშეხვედრები

სულ 130 თამაში: +52=34-44 (186-168)

პალასი-ბრომვიჩი 19:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ტომასი, მარი – ოლსონი, მორისონი, სესინიონი, ანელკა

ბოლო 6 მატჩი

+2=1-3 +1=3-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 38 თამაში: +10=12-16 (43-49)

ნორვიჩი-სიტი 19:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ტერნერი, ჰაუსონი, ე. ბენეტი - ნასრი, ხ. გარსია, აგუერო, ფერნანდინიო

ბოლო 6 მატჩი

+1=2-3 +5=0-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 48 თამაში: +6=16-26 (46-93)

საუთჰემპტონი-სტოკი 19:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ლოვრენი, რამირესი, ჩემბერსი - ჰუთი, ეთერინგტონი, უილკინსონი

ბოლო 6 მატჩი

+2=2-2 +1=1-4

ურთიერთშეხვედრები

სულ 37 თამაში: +18=9-10 (64-50)

სანდერლენდი-ჰალი 19:00

დისკვალიფიკაცია: - მაკგრეგორი

ტრავმა: ს. ფლეტჩერი, ვესტვუდი, კუელიარი, კატერმოული - ჩესტერი

ბოლო 6 მატჩი

+3=2-1 +1=1-4

ურთიერთშეხვედრები

სულ 7 თამაში: +6=0-1 (13-3)

სუონსი-კარდიფი 21:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ვორმი, შელვი, მიჩუ, კანიასი - ე. ტეილორი, ჰადსონი

ბოლო 6 მატჩი

+1=1-4 +1=1-4

ურთიერთშეხვედრები

სულ 18 თამაში: +8=5-5 (23-17)

9 თებერვალი

ტოტენჰემი-ევერტონი 17:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ლამელა - გიბსონი, ოვიედო, კონე, დელოფეუ, ლუკაკუ, ტრაორე

ბოლო 6 მატჩი

+4=1-1 +3=2-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 152 თამაში: +55=49-48 (231-200)

იუნაიტედი-ფულჰემი 20:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ჯონსი, ფერდინანდი, ევანსი, ნანი - რიისე, ბრიგსი

ბოლო 6 მატჩი

+3=0-3 +1=0-5

ურთიერთშეხვედრები

სულ 51 თამაში: +34=10-7 (121-56)

ბომბარდირები:

23 - ლუის სუარესი (ლივერპული), 15 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), 14 - დენიელ სტარიჯი (ლივერპული)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

fergiusoni
Ha, vinaa axla autsaixeri? Vengera Tu liverpooli? Prognozebisgan Ravi sheikavet xolme:)
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
"დარწმუნებული ვარ, "მანჩესტერ იუნაიტედი" მომდევნო 10 წელიწადში პრემიერლიგას მოიგებს" - მაიკლ ოუენი
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
"გვეგონა, დინოზავრები გადაშენდნენ" - ფემინისტები "სელტიკის" მწვრთნელ ბრენდან როჯერსისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ
დიდი ალბათობით, სუარესი დეკემბერში კარიერას დაასრულებს
"ლესტერი" როჯერსის გათავისუფლებას განიხილავს - "მელიებს" ორი კანდიდატი ჰყავთ
ასოციაციის თასის ფინალი: ლონდონის "არსენალმა" ინგლისის ახალი რეკორდი დაამყარა
დანიელ სტარიჯი "ტრაბზონსპორში" გადავიდა
ტრანსფერ ONLINE: 19 იანვრის ტრანსფერები და ჭორები
"რეინჯერსი" სეზონის ბოლომდე ბარი ფერგიუსონს ჩააბარეს
"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა
"ატლეტიკოს" ფეხბურთელს 1 წლიანი დისკვალიფიკაცია ტოტალიზატორული მაქინაციების გამო ემუქრება
პეტი: კლოპი თუ ვენგერი? - პასუხი მარტივია
ოფიციალურად: ქოჩორაშვილის "სპორტინგმა" გიოკერესის შემცვლელი დაიმატა
ევროპა ლიგა. II ტური: ქართველებიდან მხოლოდ კვირკველიამ გაიმარჯვა [VIDEO]
მესუთ იოზილს გარანტიები სურს - გაძლიერდება თუ არა "არსენალი"?
ასოციაციის თასის ფინალი: რეკორდსმენი "არსენალი" [VIDEO]
თეო უოლკოტი: კარგი თუ დიდი?
100-იანთა კლუბში - სიმეონე ფერგიუსონისა და ვენგერის გზაზე
სუარესმა "სიეტლის" სტაფის წევრს, რომელსაც შეაფურთხა, ბოდიში მოუხადა
"ლესტერის" მწვრთნელი: პრემიერლიგის ისტორიის საუკეთესო 2 გუნდთან წავაგეთ
დაიწყო - ლონდონის "არსენალში" სეზონის პირველი ტრავმაა
არსენ ვენგერმა, მისი აზრით, მუნდიალის მთავარი ფავორიტი დაასახელა
დიდებული მოთამაშეები ცუდ სიტუაციაში...
[VIDEO] 38 წლის ლუის სუარესის შედევრი "პალმეირასთან"
ვენგერის აზრით, გერმანელთა წარუმატებლობის მიზეზი პოლიტიკურ აქციებში მონაწილეობაა
[VIDEO] ისე, როგორც საუკეთესო წლებში - მესიმ და სუარესმა შოუ დადგეს
სტარიჯი: პრემიერლიგაში დაუსრულებელი საქმე მაქვს
The Telegraph: "სიტიმ" გვარდიოლას შემცვლელად 2 ვარიანტს განიხილავს
მოყვარულმა ფეხბურთელმა მესის რეკორდი დაამხო [VIDEO]
პრემიერლიგის მომაკვდინებელი დუეტები - ისინი არავის ინდობდნენ!
მაშველი რგოლი - ბრემენში პერ მერტეზაკერის დაბრუნებაზე ფიქრობენ
სეზონის 10 საუკეთესო მწვრთნელი, ზიდანის დაუფასებლობა თუ გადაჭარბებული მოლოდინი?
ქურდებმა დანიელ სტარიჯის სახლიდან ძაღლი მოიპარეს
საით ურტყამ, ზლატან?! - შვედს რეალიზაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს
ვარსკვლავები, რომლებსაც ზაფხულში კონტრაქტები უმთავრდებათ
"იუვენტუსი", პსჟ და "რეალი" უარით გავისტუმრე - ვენგერმა "არსენალში" გატარებულ პერიოდზე ისაუბრა
სუარესი ქოჩორაშვილის თანაგუნდელი ხდება - "სპორტინგი" გიოკერესის წასვლის შემდეგ ბომბარდირს იმატებს
ევროუქმეების ფაქტები და სტატისტიკა: სერიები, რეკორდები და ჩავარდნები