ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მთავრობა და ფეხბურთი დაძმობილდნენ, თემურ ქეცბაია კუთხეშია!

მთავრობა და ფეხბურთი დაძმობილდნენ, თემურ ქეცბაია კუთხეშია!

ფედერაციის პროექტები მინისტრებმა მოიწონეს, ხელფასის შემცირებაზე კი მთავარი მწვრთნელი ადრეც თანახმა ყოფილა
ფრიად დატვირთული დღეები ჰქონდათ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავასა და გენმდივან რევაზ არველაძეს. შაბათს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს რომ შეხვდნენ, ორშაბათს უკვე ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ნარმანიას ესტუმრნენ და ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის აუცილებელი პროექტები წარუდგინეს...

ფედერაციას წვრილ-წვრილად აქვს ჩამოწერილი ის საქმე, რომელიც 3 წლის განმავლობაში უნდა შესრულდეს და რისთვისაც სახელმწიფომ წელიწადში 33 მილიონი, ჯამში კი 99 მილიონი ლარი უნდა გამოჰყოს.

ფედერაციის პროექტით, რომელსაც მთავრობა, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში დაამტკიცებს, საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის თითოეული კლუბი სეზონის განმავლობაში 1.5 მილიონ ლარს მიიღებს; ამავე პროექტის მიხედვით, უმაღლესი და პირველი ლიგების, პლუს ამას, თასის გათამაშების საპრიზო ფონდი 7.8 მილიონით განისაზღვრება; პირველი ლიგის თითოეული კლუბი სეზონში მიიღებს 400 ათას ლარს. ჯამში ეს თანხა სწორედ 33 მილიონს შეადგენს.

ცხადია, ფეხბურთის მხარდაჭერის პროგრამა მხოლოდ ეს არ არის - განვითარების ყველა მიმართულებაზე ფედერაციას საკეთებელ საქმეებზე ცალ-ცალკე აქვს ჩამოწერილი. ფეხბურთის განვითარების ეს პროექტი ამ უწყებამ ჯერ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და ვიცე-პრემიერ კახა კალაძესთან შეათანხმა, მერე კი პრემიერმა, რამდენიმე საკითხის უფრო დეტალურად განსახილველად, სიჭინავა და არველაძე ოპერატიულადვე ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ნარმანიასთან გადაამისამართა.

ეს "რამდენიმე საკითხი" თბილისში ევროპის 2015 წლის სუპერთასის მატჩისთვის მზადებას, 19-წლამდელთა ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის საორგანიზაციო საკითხების მოგვარებასა და შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელებას შეეხებოდა. შეჩერებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში კი, ცხადია, ქვეყნის მასშტაბით სტადიონების მშენებლობის განახლება იგულისხმება.

ხოლო, რაც შეეხება ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის სამასპინძლოდ საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას, ამისთვის რუსთავის, გორის, მცხეთისა და თბილისის "დინამო არენა" და "მიხეილ მესხის" სტადიონები უნდა მოწესრიგდეს, ასევე - "ბასას" ტექნიკური ცენტრი.

ფედერაციას უკვე გადაუწყვეტია, რომ 2015 წლის სუპერთასის მატჩს "დინამო არენა" უმასპინძლებს. არადა, ადრე ამ დიდი შეხვედრის ჩატარებას "მიხეილ მესხზე" აპირებდა. ამ ამბების გარდა, ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას მისამართით, ცხადია, კითხვა საქართველოს ნაკრების მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას ხელფასის თაობაზეც დაისვა, რაზეც ორგანიზაციის თავკაცმა გვიპასუხა - ქეცბაია და მისი თანაშემწეები მომავალში უწინდელზე 30 პროცენტით ნაკლებ ანაზღაურებას მიიღებენო.

სპორტის სამინისტროსთვის ქეცბაიას ხელფასი პრობლემა იყო, ფედერაციამ კი ეს პრობლემა "მარტივად" მოაგვარა - მწვრთნელს ჯამაგირს თავადვე გადაუხდის. ის თანხა კი, რომელიც სამინისტრომ ქეცბაიას ხელფასზე დაზოგა, ანუ 2 400 000 ლარი, ფედერაციის თხოვნითვე, ლევან ყიფიანის უწყებამ უმაღლესი ლიგის 12 კლუბს უნდა გადაუნაწილოს.

დანარჩენი უკვე სამინისტროს გადასაწყვეტი ყოფილა, ამ ფულს კლუბებს დღეს ჩაურიცხავს, ხვალ თუ სეზონის ბოლოს...

სხვათა შორის, ფედერაციას, ამ მხრივ, ქეცბაიასთან საქმე უკვე მოუგვარებია და მას შემცირებულ ხელფასს წელიწადში სამ ნაწილად მისცემს.

ახლა კი ყველაზე საინტერესო ფრაგმენტები 11 თებერვალს გამართული პრესკონფერენციიდან:

- როგორც იქნა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართულ ფეხბურთში არსებულ ვითარებაზე სიმართლე გაიგო, - თქვა სიჭინავამ, - ის დაინტერესდა პროექტით და შესაძლო პრობლემების მოსაგვარებლად კომისიის შექმნას შეგვპირდა, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს...

...იმ პროექტის მიხედვით, რომელიც სახელმწიფოს წარვუდგინეთ, სამი წლის განმავლობაში ქართულ ფეხბურთში, მოთამაშეების ჩათვლით, 4000 ადამიანი დასაქმდება და კლუბებში, როგორც მენეჯმენტის, ასევე მარკეტინგის საკითხები მოგვარდება. მარკეტინგისა და მენეჯმენტის თვალსაზრისით კი, დამეთანხმებით, ქართულ ფეხბურთში დღესდღეობით ძალიან ჭირს...

...ბუნებრივია, სახელმწიფოს ექნება კონტროლის მექანიზმები, რომ კლუბებისთვის გაცემული თანხა მიზნობრივად დაიხარჯოს. ამ შემთხვევაში, ფედერაციას კლუბებისთვის მისაცემ ფულთან შეხება არ ექნება. ისინი სახელმწიფოსგან გამოყოფილ თანხებს პირდაპირ ხაზინიდან მიიღებენ...

...საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მათხოვარი არ არის, სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადებს ვიხდით და ამ წლის ბიუჯეტიც უკვე დაგეგმილი გვაქვს. ქეცბაიას ხელფასის გასტუმრებაც, ცხადია, შეგვიძლია. საწყენია, მაგრამ როცა გაირკვა, რომ მწვრთნელის ხელფასის გადახდა ჩვენ მოგვიწევდა, მაშინვე გადაწყდა, რომ ფეხბურთის ფედერაცია უკვე დაგეგმილი ერთი სათამაშო მოედნის გაკეთებას ვეღარ შეძლებდა...

...ისე, ფედერაციის პრეზიდენტი თემურ ქეცბაიასა და მის ხელფასზე ისე ლაპარაკობდა, ჩანს, მწვრთნელის დარჩენა-არდარჩენის საკითხი აღარ განიხილება - ქეცბაია ნაკრებს მომავალ შესარჩევშიც უხელმძღვანელებს. ახლა გაირკვა, რომ ფედერაცია და ქეცბაია წინა შესარჩევი ციკლის ბოლოს, თურმე, შეთანხმებულან, რომ მომავალში მუშაობა ხელფასის 30-პროცენტიანი სეკვესტრის პირობებში მოუწევდათ.

ასეთ პირობებზე ქეცბაიამ და მისმა ამალამ თანხმობა თქვა, მაგრამ...

არის ერთი "მაგრამ" - 23 თებერვალს, ნიცაში, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა შედგება და ვნახოთ, რა მოხდება. შესაძლოა, საქართველოს ნაკრები ისეთ ჯგუფში მოხვდეს, ქეცბაიამ თავად მოინდომოს წასვლა - აღარც თქვენი ნაკრები მინდა და აღარც თქვენი ხელფასიო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• jondi

ეს არის რაღაცა საგიჟეთი. ამ გაღლეტილ ქვეყანაში რატომ უნდა ფინანსებდეს სახელმწიფო ჩაწყობილ თამაშებს და უსუტეს ჩემპიონატს, რომელიც რეალურად არავის ჯირდება? ის რომ არავის ჭირდება ცალსახად ჩანს: 1. არც ერთ კერძო კომპანიას მაგათი სპონსორობა თავისი ნებით არ უკისრია. 2. არც ერთი ტელევიზია მაგათ თამაშებს უფასოდაც (!!!) არ აჩვენებს. 3. არცერთ თამაშზე მაყურებელია არ დადის (ძალიან იშვიათი გამონაკლისებისა). 100 მილიონი ლარი 3 წელიწადშიო, ეს ნიშნავს 33მლნ წელიწადში და მაგ ფულით ყველა ქართველ მასწავლებელს შეიძლება ხელფასი მოუმატო თვეში 40 ლარით. ან, ყველა უნარშეზღუდულს დაუნიშნო ნორმალური პენსია. საბავშვი ფეხბურთი რომ დაეფინანსებინათ ამას კიდევრ აღAცა ახსნა ექნებოდა, მაგრამ უმაღლესი ლიგის კლუბები, რომლებსაც 100 მაყურებელი ვერ მოუყვანიათ სტადიონზე რატომ უნდა ვაფინანსოთ? ანუ, ვინ არის ამ პროექტის მოხეირე?

• guja_kakhadze

ქართული ფეხბურთის გადარჩენა ძალიან სწრაფად შეიძლება. საჭიროა შეიქმნას საინიციატივო ჯგუფი სადაც გულშემატკივრებთან ერთად გაწევრიანდებიან: 1 იურისტი, 1 ფინანსისტი, 1 სპორტული ტელეჟურნალისტი და 1 საფეხბურტო აგენტი. დაფუძნდება სააქციო საზოგადოება (ფინანსურ მხარეს მე უზრუნველვყოფ). აქციონერები შემოიტანენ პირობით თანხას და მონაწილეობას მიიღებენ მმართველობაში. მე წარმოვადგენ პროექტს, სადაც ნათლად გამოჩნდება რამდენ მოგებას მივიღებთ მეოთხე თვიდან მოყოლებული საზოგადოების არსებობის ბოლო დღემდე. მოგება გადანაწილდება საქმიანობის ან ფინანსური მხარდაჭერის პროპორციულად. ვისაც მოგწონთ შემოთავაზება დამიკავშირდით მისამართზე: აღმაშენებლის პრ. 117. ნებისმიერ დღეს 17.00-დან 18.00 საათამდე. რაც შეეხება ფედერაციის მიერ წარმოდგენილ პროექტს, რატომღაც არ ჩანს, რომ მოგების მოტანა შეუძლია და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული თანხა (99 მილიონი ლარი) უკან დაბრუნდება. ეს ხალხის ფულია და მათ უკითხავად "გადაყრა" არასწორად მიმაჩნია.

• mamuka chokhel–ს

ის, რომ პირველ რიგში სახელმწიფომ უნდა ჩადოს ინვესტიცია ფეხბურთში და ზოგადად სპორტში, ამაში ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ მეორე საკითხია როგორ იხარჯება ეს ფული... რას ნიშნავს გლობალური ჩავარდნა, ნიჭიერი ფეხბურთელები აღარ იბადებიან თუ ნიჭიერი, პროფესიონალი და პატრიოტი ადამიანები, ვისაც ნამდვილად ძალუძს საქმის კეთება? ანუ თქვენი რევაზ არველაძის გარდა სხვას არ ძალუძს ქართული ფეხბურთის მართვა (იმედია მე არ დამაბრალებთ ფედერაციის პრეზიდენტობის სურვილს) და თუ ის წავიდა ფედერაციიდან, დაიღუპება ქართული ფეხბურთი? ზოგადად როგორი კარგი მმართველიც არ უნდა იყოს ადამიანი, მოდის დრო, როცა საკუთარი ნებით უნდა განერიდოს კონკრეტულ სიტუაციას და თანამდებობას, რათა შემდეგ თუ მომდევნო მმართველი არ ივარგებს, ტრიუმფით დაბრუნდეს ისევ, ხოლო თუ ივარგებს, მაშინ ის ხალხში სამუდამოდ დატოვებს კარგ სახელს. ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ერთი და იგივე ადამიანს მხოლოდ 2-ჯერ (მაქსიმუმ 3-ჯერ) შეუძლია ქვეყნის პრეზიდენტობაზე იყაროს კენჭი. მართალია რევაზ არველაძე ჯერ პრეზიდენტი არ არის, მაგრამ უკვე ლამის "მარადმწცანე" გენერალური მდივანია და როგორც პრესაში და სპორტულ საიტებზე დაიწერა უკვე აპირებს საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას ფედერაციის პრეზიდენტობაზე. მოკლედ სფფ და რევაზ არველაძე განუყოფელი მცნებები გახდა, ისევე როგორც როგორც კუბა და ფიდელ კასტრო. პ.ს. გულწრფელად გამეცინა, რომ ვითომ "რაღაც პირადული" მამოძრავებს. არც ჩემი ნათესავი და ახლობელი არ არის და არც პირადად არ ვიცნობ მერწმუნეთ.

• levani

ერთს ვიტყვი მხოლოდ. ძალიან კარგია რომ სახელმწიფომ სპორტის ერთ-ერთი სახეობის, ამ შემთხვევაში ფეხბურთის განვითარებისთვის ამხელა თანხების გაღება გადაწყვიტა (შეიძლება არც ისეთი დიდი თანხები იყოს ზოგადად ფეხბურთისთვის, მაგრამ საქართველოს პირობებიდან გამომდინარე დიდი თანხებია). ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ ცუდი ისაა, რომ აბსოლუტურად არაპროპორციულად ხდება ქვეყნის ბიუჯეტის თანხების განაწილება სპორტის სხვადასხვა სახეობებზე. მაგალითად რაგბისთვის, რომ ამ თანხების მესამედი გაიმეტოს სახელმწიფომ (ზუსტად მესამედი!!!), მსოფლიო თასზე პრიზიორებში თუ არა საუკეთესო ხუთეულში მალევე ვიხილავდით ჩვენს ნაკრებს (ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე). ფეხბურთში კი რა გამოვა ვნახოთ?! ღმერთმა ინებოს რამე გვეშველოს და რაც მთავარია ამ კაპიტალდაბანდების ადექვატური შედეგი მივიღოთ და არა სიტუაციის ოდნავ/უმნიშვნელოდ გაუმჯობესება.

• murtalo

მგონი ფედერაცია წილშია კვიპროსის აკადემიაში ქეცბაიას ბიზნესთან...ეს უნამუსო "მწვრთნელი" კიბოსავით სიკვდილამდე არ მოგვცილდება სანამ სრულად არ დაასამარებს ნაკრებს...ვაი ჩვენს პატრონს!

• amuka chokheli

shalva73, თქვენთან პოლემიკის აზრს ვერ ვხედავ, რადგან ისევ საერთო ფრაზებით შემოიფარგლებით, მაგრომ ბოლოჯერ ვიტყვი ჩემი სათქმელის პატარა ნაწილს. მეკითხებით რა სარგებლობა მოუტანეს ფეზბურთს ძმებმა არველაძეებმა, როგორც ჩინოვნიკებმა ხომ. მე კიდე გეკითხებით, რა ავნეს მათ ქართულ ფეხბურთს, როგორც ჩინოვნიკებმა. შენს კომენტარში უფრო პირადული რამ არის წინ წამოწეული და არავითარი ახსნა, გარდა იმისა, რომ თურმე რეზი ან შოთი არ განიცდის ყოველივე ამას.. საიდან იცით რომ არ განიცდის? აქ გლობალურ ჩავარდნასთან გვაქს საქმე და მხოლოდ კონკრეტული პირის დადანაშაულება არაფრის მთქმელია. რატომ არაფერს საუბრობთ სახელმწიფოს როლზე? როგორ დავოჯერო, რომ რეზი (რომელსაც პირადად არ ვიცნობ) დაკავებულია იმით, რომ ხელი შეუშალოს ფეხბურთის განვითარებას ქვეყანაში.

• roma

ხალხო,როგორ მსჯელობთ,რომელიმეს აგიღიათ ხელში კალამი და ფურცელი,გამომთვლელი მანქანა და გიანგარიშიათ დაახლოებით მაინც რამდენია საჭირო ფახბურთისთვის საქართველოსი,იმ დონისთვის რაც არის შვეიცარიაში,დანიაში,ავსტრიაში და ა.შ,სხვა სიმააღლეებზე ოცნებაც კი სისულელეა,ჩვენს პლანეტაზე ხუთ ქვეყანაშია უმაღლეს დონეზე განვითარებული ფეხბურთი,იგლისში,ესპანეთში,გერმანიაში,იტალიაში და საფრანგეთში სხვა ქვეყნები არიან ამ ქვეყნების კოლონიები,მე მხედველობაში მაქვს ფეხბურთი და არა სხვა რამ.ამიტომ საქართველოში საშუალო დონეზე შეიძლება განვითარდეს ფეხბურთი,მაგრამ ამისთვის საჭიროა კოლოსალური თანხა,ყოველ შემთხვევაში საქართველოსთვის კოლოსალერია ეს თანხა,ჩემი გამოთვლებით ეს როცხვი არის სამნახევარი,ოთხი მილიარდი ლარი,ეს თანხა 3-4 წელიწაში უნდა ჩაიდოს და ასევე საჭიროა მკაცრი კონროლის დაწესება ფულზე,თორემ ის ვიღაცეების ჯიბეში აღმოჩნდება.ასე,რომ ყველაფერი ისე მარტივად არ არის,როგორც ზოგიერთებს წარმოუდგენია და ამას ყველაფერს სჭირდება კიდევ სწორი მენეჯმენტი,რაც დღესდღეობით საქართველოში წარმოუდგენელია.

• vato–ს

პირველ რიგში ელემენტარული ეთიკა და ზრდილობა მოითხოვს, რომ უცნობ ადამიანს თქვენობით და ზრდილობიანად უპასუხოთ, მიუხედავად ასაკისა. აქ ყველანი ვსაუბრობთ და არა "ვტლიკინებთ". მერწმუნეთ ყველა ადამიანის ბედნიერება გულწრფელად მიხარია, ვინც საკუთარი შრომით და ჯაფით მიაღწია ამ ბედნიერებას. ძმებ არველაძეებს არავინ არ უთვლის ქონებას, რომელიც ფეხბურთელობის დროს ნამდვილად თავიანთი ალალი შრომით იშოვეს და ღმერთმა შეარგოთ. რაც შეეხება ჩინოვნიკობას, სამწუხაროდ აქ იმ დონის კვალი დატოვეს უარყოფითი კუთხით (რაზეც მერწმუნეთ ძალიან მწყდება გული), როგორი კვალიც დატოვეს ფეხბურთელობის დროს, ოღონდ დადებითი კუთხით. ზუსტად ისევე მიხაროდა მათი წარმატებული საფეხბურთო კარიერა და ისე განვიცდიდი აჩის ტრავმებს, როგორც დარწმუნებული ვარ ყველა ქართველი. შალვა73

• გიო

გაიგეთ:)

• გიო

შოთიკოსი არ ვიცი, მაგრამ რეზო არველაძე ყველა ხელისუფლების დროს მუდამ რომ ფედერაციაშია და სინანულსაც რომ არ განიცდის, ფეხბურთი რომ ესეთ დღეშია, იმიტომაც იქნება ფეხბურთი სულ ესეთ დღეში

• mamuka chokhel–ს და gogi–ს

mamuka chokhel–ს პირველ რიგში მე თქვენთვის შალიკო არ ვარ!!! gogi-ს თქვენ ეტყობა დაკვირვებით არ წაიკითხეთ ჩემი შეტყობინება. მე ვწერ: "სანამ, არველაძეები, როგორც ჩინოვნიკები იქნებიან ქართულ ფეხბურთში, ჩვენს ფეხბურთს არაფერი ეშველება." მე ვაკრიტიკებ ძმებ არველაძეებს როგორც ჩინოვნიკებს და შოთა არველაძეს მე მგონი ჯერ ჩინოვნიკად არ უმუშავია. ჯერ თქვენ მიპასუხეთ რა სარგებლობა მოუტანეს რევაზ და აჩი არველაძეებმა (განსაკუთრებით რევაზ არველაძემ), როგორც ჩინოვნიკებმა ქართულ ფეხბურთს და მერე თუ თქვენი აზრის საწინააღმდეგო არგუმენტი არ მექნა, აქვე მოვიხდი ბოდიშს. შალვა73

• vato

shalva73- nik- ......რაშიც ბოლომდე გარკვეული არ ხარ ტკუილად ნუ იტლიკინებ დამიჯერე აჯობებს ....დაუნახავი და გორები ცხოვრობენ ამ საქართველოში და სანამ ეგ არ გამოსცორდება მაქამდე არაფერს არაფერი არ ეშველება ...ხალხს სხვისი ბედნიერება არ უხარია და რაზეა საერთოდ ლაპარაკი

• mamuka chokheli

თურმე, ნუ იტყვით და ქართული ფეხბურთის ასეთ დღეში ჩავარდნა, არველაძეების ბრალი ყოფილა. მეც მაგრად მაინტერესებს მათი "წვლილი" ყოველივე ამაში, განსაკუთრებით შოთის როლია საინტერესო. შეიძლება shalva73 ანუ შალიკო მართალია.

• gogi

shalva73, იქნებ ახსნა მოაყოლო შენს ამ კომენტარს. მაინც რაში ადანაშაულებ ძმებ არველაძეებს. იქნებ მართლაც მიუძღვით ბრალი ამ ბიჭებს და ჩვენ ამის სესახე არ ვიცით. მიდი აბა გელოდებით shalva73.

• nuca

მე მგონი სპორტული ჟურნალისტებიც მოსყიდულები ჰყავთ კლუბებს, თორემ დადებდნენ ჟურნალისტულ ანალიზსს, ფულს ახდევინებენ თუ არა მწვთნელები ფეხბურთელებს სათამაშო დროის მიცემისათვის.ფეხბურთი ახლობლების შრომითი დასაქმების ბიუროდ ჩამოყალიბდა, ამიტომაც არ ქმნიან ფეხბურთელების ბარათებს, სადაც მიეთითება მათი სპორტული, ფიზიკური და სამედიცინო შემოწმების მონაცემები, რომელთა საფუძველზე უნდა ხდებოდეს კლუბში ფეხბურთელის აყვანაზე გადაწყვეტილების დასაბუთება. ყველგან ასე თუ ისე აღმოიფხვრა კორუფცია, ფეხბურთისთვის კი ისე ჩანს მთავრობამ 20 წლიან მონაკვეთში ეხლაღა მოიცალა. იმედი მაქვს პრემიერმა გააცნობიერა ქართველების ყოფაში ფეხბურთის მნიშვნელობა, მშურს ევროპული სტადიონებზე გულშემატკივრების განცდების, არადა საბჭოთა ეპოქაში დათრგუნულ ეროვნულობას სტადიონებზე გამარჯვების ზეიმით ვინაზღაურებდით. ქართული ფეხბურთის წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე ქართული სახელმწიფოს წარმატებაც არის და სახელმწიფოთა შორის ურთიერთობა პოლიტიკოსებზე და ბიზნესმენებზე კი არა, უბრალო ადამიანების გულებზე გადის, რომელთა უმეტესობას ფეხბურთი ძალიან უყვარს.

• gio

ქეცბაია იყო ფეხბურთელი რომელიც მოედანზე მთელ გულს და სულს დებდა, ქეცბაია არის პატრიოტი ადამიანი და მაგიტომაც დატანხმდა ხელფასის დაკლებას მისტვის ფული მეორეხარისხოვანია პირველ პლანზე მას ქვეყანა და ქარტული ფეხბურტი ყავს დაყენებული. ტქვენ კი ჯურნალისტების 90 პროცენტი ვიგაც- ვიგაცეებს ეშნირავებით და ტუ ვინმემ 2 კაპიკი გადაგიხადათ რასაც გეტყვიან იმას დაწერთ.

• jondi

levani-ს: ლევან, ბეჟაშვილი ხარ ხომ? ნაციონალების დროს სულ არ იყო არანაირი თვითმმართველობა და მაშინაც აპროტესტებდი, სიხარულო, თუ მხოლოდ ახლა გაგახსენდა ჩავარდნილი რეფორმა?

• nik

ნუ არველაძეები ეს ცალკე თემაა.დემეტრაძეს როგორ კაცურად დაუდგნენ გვერდით,ვეზელინი სამივეს ბლომად უსვიარ თავზე ხან რომელი პარტიის ტრა.... არიან შვარდნილი და ხან რომელის

• nino

გული მერევა ამათ აფერისტობაზე არა და არ დამთავრდა ქართული ფეხბურთის აგაუპატიურება, რა ვალი აკვთ ამისთანა სიჭინავასი რომ ვერა და ვერ მოაშორეს ფედერაციას.ესეც ამერიკის პროექტია?

• levani

ნარმანიას ორი რაღაც ქონდა ჩაბარებული - ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც გაჩერდა და თვითმართველობის რეფორმა, რომელიც ჩაფლავდა. ასე, რომ ფეხბურთის მისთვის ჩაბარება მკვდარი მკვდარს გადაეკიდაო ამბავია სამწუხაროდ

• shalva73

სანამ, არველაძეები, როგორც ჩინოვნიკები იქნებიან ქართულ ფეხბურთში, ჩვენს ფეხბურთს არაფერი ეშველება.

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

კურიოზი სფფ-ის ყრილობაზე: "ჯამარამ" ხომ საკმარისი ხმები მიიღო?..

ლუკა გადრანი "ალავესშია" და ფიფასგან თამაშის ნებართვას ელის

დავით ნარმანია: აქ არსებული სტადიონი არ დაინგრევა

ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო

[ლელოს სტუმარი] გია ცეცაძე წარსულზე, კარიერაზე, ჩემპიონობაზე, ნაკრებზე...

"ეს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ისტორიაში ჩაიწერება" - უეფას პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს წერილი მისწერა

თამაზ თევზაძე: ამის ავტორი ფეხბურთის ფედერაციაა?

საქართველოს პრემიერ-მინისტრი კვარაცხელიას შეხვდა

ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს

ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ

ირაკლი ღარიბაშვილი ნონა გაფრინდაშვილს დაბადების დღეს ულოცავს

რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?

"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა

მასობრივი ფეხბურთი: რეალურია თითო გუნდი და სტადიონი ყველა სოფელში?

ახალი მოედნები 45 ლოკაციაზე

"რატომ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი?!" - რევაზ არველაძე

თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს

ღარიბაშვილი: ქართულ კალათბურთში 100 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება

ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...

ყრილობა ფეხბურთში - სფფ-ის ახალ აღმასკომში 11 წევრი აირჩიეს

ესიენი, დეკო, არველაძე - ბაქოში "ვარსკვლავების ფინალი" გაიმართა

განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?

"ახლა ყველაფერი დამოკიდებულია დავით ნარმანიაზე, გადარჩება თუ არა "ოლიმპი"

ბრძოლა "ოლიმპისთვის" გრძელდება - საფეხბურთო ცენტრის გადარჩენის იმედი რჩება

დავით ნარმანია: "ოლიმპისთვის" ალტერნატიული ფართი გამოიძებნება

შესაძლოა, ტაიმის შუაში საცეკვაო ნომრები დადგან - რევაზ არველაძე სუპერლიგაზე

ფრენბურთელ ქალთა 2017 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეთა ვინაობას დღეს შევიტყობთ

ლევან კობიაშვილი: გამოინახება ადგილი, სადაც ეს ბავშვები განაგრძობენ ვარჯიშს

"მახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ, მაგრამ პრეზიდენტობა არასდროს მინანია"

რევაზ არველაძე: იმედი მაქვს, ეს მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება

ქუთაისის "ტორპედო" წყალტუბოში "სამგურალთან" დამარცხდა [VIDEO]

ღარიბაშვილი 2023 წლის ჩემპიონატს ეხმაურება, მასპინძელი ქალაქი კი შეიცვალა

რევაზ არველაძე: ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში, პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა

ბეტონის ჯებირი და უეფას სტანდარტი - აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გამო

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...